სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები
როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

ბა­თუ­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში იყი­დე­ბა კერ­ძო სახ­ლი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 9 847 040 ლარს (3 200 000 დო­ლა­რი) შე­ად­გენს. რო­გორც ss.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სახ­ლის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 1500 კვ.მ-ია, ეზო­სი - 2300 კვ.მ. ამას­თან, სა­სახ­ლეს აქვს 15 ოთა­ხი, აქე­დან 5 სა­ძი­ნე­ბე­ლი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სახ­ლი მო­წყო­ბი­ლია თა­ვი­სი ტექ­ნი­კი­თა და ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ავე­ჯით, რო­მე­ლიც ხის და ტყა­ვის ნა­კე­თო­ბებს წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, სა­სახ­ლე მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია ხეში, ქვა­ში და მარ­მა­რი­ლო­ში.

ეზო­ში მო­წყო­ბი­ლია შად­რევ­ნე­ბი და ქან­და­კე­ბე­ბი.

"ხე­ლით ნა­კე­თე­ბი ხის კა­რე­ბი, კი­ბე­ე­ბი მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი. კლა­სი­კუ­რი რე­მონ­ტი. დიდი ჭა­ღე­ბით. ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლი არის მუ­ზე­უ­მი თა­ვის ჯა­კუ­ზე­ბით, სა­უ­ნე­ბით, აბა­ზა­ნე­ბით და მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბით. სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი: სა­ერ­თო ფარ­თო­ბით - 1500მ2. აშე­ნე­ბუ­ლი 2005 წელს. თითო სარ­თუ­ლი - 500მ2. უმაღ­ლე­სად ნა­შე­ნე­ბი.

სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია: სამ­რე­ცხაო ოთა­ხი, სა­თავ­სო, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. სამ­ზა­რე­უ­ლო, თა­ვი­სი დიდი სა­სა­დი­ლო ოთა­ხით დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის, თა­ვი­სი ბუხ­რის კუ­თხით. მე­ო­რე სარ­თულ­ზე: დიდი მი­სა­ღე­ბი, რო­ი­ა­ლის და მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი კუ­თხით, 2 სა­ძი­ე­ბე­ლი, 3 სვე­ლი წერ­ტი­ლი, აივ­ნე­ბით. კა­ბი­ნე­ტი, დიდი გარ­დე­რო­ბი.

სა­ძი­ნებ­ლე­ბი (50მ2 დან - 80 მ2-მდე); მე­სა­მე სარ­თულ­ზე: 3 სა­ძი­ნე­ბე­ლი (მას­ტერ­ბედ­რუ­მის ჩათ­ვლით 80მ2, სვე­ლი წერ­ტი­ლით, გარ­დე­რო­ბით, კა­ბი­ნე­ტით) მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე. კა­მე­რე­ბის და სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ის (დაც­ვის) სის­ტე­მის ოთა­ხი. 3 სვე­ლი წერ­ტი­ლით (მი­ნი­მუმ 15 მ2). აივ­ნე­ბით. და­მა­ტე­ბით ეზო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­ნო­ბა - დიდი სამ­ზა­რე­უ­ლო ბა­რით - სა­სა­დი­ლო ოთა­ხით, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი კუ­თხით, გა­და­ხუ­რუ­ლი აუ­ზით, სპორ­ტუ­ლი კუ­თხით და სა­უ­ნით, თა­ვი­სი სვე­ლი წერ­ტი­ლით. ბო­ი­ლე­რე­ბის და ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის ოთა­ხით.

ეზო - 2300მ2. გა­ლა­ვან­ში. გამ­წვა­ნე­ბუ­ლი, ჩანჩქე­რით, პალ­მე­ბით, ხე-მცე­ნა­რე­ე­ბით. ქვა­ფე­ნი­ლით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი, მინ­დო­რი - სარ­წყა­ვი სის­ტე­მით. ყვა­ვილ­ნა­რი. ფან­ჩა­ტუ­რი. სა­პარ­კინ­გე 4 ად­გი­ლით ნა­ხევ­რად ღია და და­ხუ­რუ­ლი ტი­პის, სახ­ლის მო­მიჯ­ნა­ვედ, თავ­ზე დიდი ვე­რან­დით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ მეტი ფოტო

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
oto
3

eqsterieri xelovnebis ulamazesi nimushia,xolo interieri_ katastrofa

ილია
0

ღმერთმა გააყიდინოს. ფასადი ძალიან ლამაზია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

ბათუში, ქალაქის ცენტრში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 9 847 040 ლარს (3 200 000 დოლარი) შეადგენს. როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 1500 კვ.მ-ია, ეზოსი - 2300 კვ.მ. ამასთან, სასახლეს აქვს 15 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.

განცხადების თანახმად, სახლი მოწყობილია თავისი ტექნიკითა და ანტიკვარული ავეჯით, რომელიც ხის და ტყავის ნაკეთობებს წარმოადგენს. ამასთან, სასახლე მოპირკეთებულია ხეში, ქვაში და მარმარილოში.

ეზოში მოწყობილია შადრევნები და ქანდაკებები.

"ხელით ნაკეთები ხის კარები, კიბეები მოჩუქურთმებული. კლასიკური რემონტი. დიდი ჭაღებით. ფაქტობრივად, სახლი არის მუზეუმი თავის ჯაკუზებით, საუნებით, აბაზანებით და მოსასვენებელი სივრცეებით. სამსართულიანი სახლი: საერთო ფართობით - 1500მ2. აშენებული 2005 წელს. თითო სართული - 500მ2. უმაღლესად ნაშენები.

სახლის პირველ სართულზე განთავსებულია: სამრეცხაო ოთახი, სათავსო, სველი წერტილები. სამზარეულო, თავისი დიდი სასადილო ოთახით დარბაზული ტიპის, თავისი ბუხრის კუთხით. მეორე სართულზე: დიდი მისაღები, როიალის და მოსასვენებელი კუთხით, 2 საძიებელი, 3 სველი წერტილი, აივნებით. კაბინეტი, დიდი გარდერობი.

საძინებლები (50მ2 დან - 80 მ2-მდე); მესამე სართულზე: 3 საძინებელი (მასტერბედრუმის ჩათვლით 80მ2, სველი წერტილით, გარდერობით, კაბინეტით) მოსასვენებელი სივრცე. კამერების და სიგნალიზაციის (დაცვის) სისტემის ოთახი. 3 სველი წერტილით (მინიმუმ 15 მ2). აივნებით. დამატებით ეზოში განთავსებულია შენობა - დიდი სამზარეულო ბარით - სასადილო ოთახით, მოსასვენებელი კუთხით, გადახურული აუზით, სპორტული კუთხით და საუნით, თავისი სველი წერტილით. ბოილერების და ელექტროგაყვანილობის ოთახით.

ეზო - 2300მ2. გალავანში. გამწვანებული, ჩანჩქერით, პალმებით, ხე-მცენარეებით. ქვაფენილით მოპირკეთებული, მინდორი - სარწყავი სისტემით. ყვავილნარი. ფანჩატური. საპარკინგე 4 ადგილით ნახევრად ღია და დახურული ტიპის, სახლის მომიჯნავედ, თავზე დიდი ვერანდით“, - აღნიშნულია განცხადებაში დაათვალიერეთ მეტი ფოტო