46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღა აშშ-ში უკვე მერვე დღეა არ წყდება. დემონსტრაციები მიმდინარეობს ქვეყნის ყველა შტატში. ადამიანები თანაბარ პირობებში ცხოვრებას და ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო პოლიციელების განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას მოითხოვენ.
მშვიდობიანმა აქციებმა მოგვიანებით ძალადობრივი ხასიათი მიიღო. ზოგიერთ ქალაქში აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და იქ არსებული საქონელი გაანადგურეს, გადაწვეს პოლიციის შენობები, დააზიანეს სამართალდამცველთა მანქანები და კედლები გრაფიტით შეღებეს. ზოგან აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად კი 4 პოლიციელია დაჭრილი.
აშშ-ის დედაქალაქში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. "წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. ნიუ-იორკში მარადიორობის ფაქტებმა იმატა. მომიტინგეების ნაწილი მაღაზიებს ძარცვავს. აშშ-ში ამ დრომდე სიტუაცია უკონტროლოა.
ნახეთ ფოტოები, რომლებზე ასახულია ის, თუ რა ხდება აშშ-ის ქუჩებში - "გარდიანის" ფოტორეპორტაჟი:
ეს კი New York Times-ის ფოტოები:
რაო კიზინგერმა, ახლა ხომ არ გადააფასებს მის გამოთქმულს საქართველოს მიმართ?
ვიღაცა მართლა გულწფერ პროტერს გამოხატავს, სხვებმა მხოლოდ დრო იხელთეს და უბრალოდ ძარცვავენ, თუ თანაბარი პირობებში ცხოვრება უნდათ, მაშინ დაბრუნდენ თავიანთ ქვეყნებში (ამათი უმრავლესობა ხომ თავის დროზე ემიგრანტები იყნენ) და იქნებიან იქ თანაბარ პირობებეში სიღარიბეში და შიმშლში