პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალი პრემიერ-მინისტრი "ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს - გიგა ბოკერია
მომავალი პრემიერ-მინისტრი "ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს - გიგა ბოკერია

რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტუ­რებ­სა და სა­ხე­ლებს, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი ეყო­ლე­ბა, მათ შო­რის კო­ა­ლი­ცი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა იმის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თე­ბა, ვინ რა შე­დეგს მი­ი­ღებს და ვის რა წონა ექ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგა ბო­კე­რი­ამ მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კო­ა­ლი­ცი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა იმის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა არ­ჩევ­ნებ­ზე რა შე­დეგს მი­ი­ღებს და ამ თვალ­საზ­რი­სით, ვის რა წონა ექ­ნე­ბა.

„ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა­ზე, ამ ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხზე და გეგ­მა­ზე შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტუ­რებ­სა და სა­ხე­ლებს, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი ეყო­ლე­ბა, მათ შო­რის კო­ა­ლი­ცი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა იმის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თე­ბა, ვინ რა შე­დეგს მი­ი­ღებს და ვის რა წონა ექ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე ლო­გი­კუ­რია, რომ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც ცალ-ცალ­კე გა­დი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე, თა­ვი­ან­თი ხედ­ვა ჰქონ­დეთ იმის თა­ო­ბა­ზე, რა პერ­სო­ნებს უკავ­ში­რე­ბენ ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებს. სა­ბო­ლო­ოდ, ეს კომ­პო­ზი­ცია იმის მი­ხედ­ვით შედ­გე­ბა, ვინ რა წო­ნას მო­ი­პო­ვებს. „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ამო­ცა­ნაა, რომ ამ კო­ა­ლი­ცი­ა­ში სიმ­ძი­მის ცენ­ტრი ჩვენ ვი­ყოთ, სხვე­ბის ამო­ცა­ნაა, რომ ისი­ნი იყ­ვნენ. ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვე­ვა, მაგ­რამ რამ­დე­ნად სწრა­ფი რე­ფორ­მე­ბი გა­ტარ­დე­ბა და რაზე ვართ უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი იმის მი­უ­ხე­და­ვად, ვის რა წონა ექ­ნე­ბა, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - აცხა­დებს ბო­კე­რია.

მისი შე­ფა­სე­ბით, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი ძლი­ე­რი გუნ­დის ლი­დე­რი უნდა იყოს, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს.

„ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი ძლი­ე­რი გუნ­დის ლი­დე­რი უნდა იყოს, უნდა ჰქონ­დეს ხედ­ვა, ამ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ქვე­ყა­ნას რო­გორ გა­მო­იყ­ვანს, ეკო­ნო­მი­კა­ში რო­გორ და­წევს გა­და­სა­ხე­დებს, რო­გორ გა­უ­ად­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბას ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ გა­მოწ­ვე­ვის დროს. რო­გორ გა­და­ტეხს სა­სა­მარ­თლო­ში იმ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ვერ მო­ვი­შო­რეთ, რო­გორ წა­იყ­ვანს ქვე­ყა­ნას თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს­კენ. მოკ­ლედ, ახლა რომ და­გი­ხა­სი­ა­თოთ რო­გო­რი უნდა იყოს, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
29

მომავალი პრემიერი, თამარ ჩერგოლეიშვილი უნდა იყოს. საგარეო საქმეთა მინისტრი, გიგა ბოკერია.

ნიკა
50

ციხეშია გიგა შენი ადგილი, მაგრამ სად ჰყავს ქვეყანას პატრონი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მომავალი პრემიერ-მინისტრი "ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს - გიგა ბოკერია

მომავალი პრემიერ-მინისტრი "ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს - გიგა ბოკერია

რაც შეეხება კანდიდატურებსა და სახელებს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მომავალი პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, რომელი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე რა შედეგს მიიღებს და ამ თვალსაზრისით, ვის რა წონა ექნება.

„ძალიან კარგია, რომ სასამართლო რეფორმაზე, ამ ფუნდამენტურ საკითხზე და გეგმაზე შეთანხმება შედგა, ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კანდიდატურებსა და სახელებს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება. ამ ეტაპზე ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავიანთი ხედვა ჰქონდეთ იმის თაობაზე, რა პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებებს. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ჩვენ ვიყოთ, სხვების ამოცანაა, რომ ისინი იყვნენ. ეს მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ რამდენად სწრაფი რეფორმები გატარდება და რაზე ვართ უკვე შეთანხმებული იმის მიუხედავად, ვის რა წონა ექნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ბოკერია.

მისი შეფასებით, ქვეყნის მომავალი პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, რომელმაც სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გაატაროს.

„ქვეყნის პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ხედვა, ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან ქვეყანას როგორ გამოიყვანს, ეკონომიკაში როგორ დაწევს გადასახედებს, როგორ გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს. როგორ გადატეხს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს“, - განაცხადა ბოკერიამ.

"უი, რას მელაპარაკებით?! აუცილებლად გადავამოწმებ!" - რას ამბობს ნათია თურნავა მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?