კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე
ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტე­რი­დან პირ­ვე­ლა­დი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე კონ­ტაქ­ტია გა­მოკ­ვლე­უ­ლი და 4 ადა­მი­ანს ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

მან ბოლო დღე­ებ­ში გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვევბზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ჩვენ, დღეს დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 30 იან­ვრი­დან დღემ­დე ქვე­ყა­ნა­ში 57 ათა­სამ­დე შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა გვაქვს გა­მოკ­ვლე­უ­ლი, ამ ადა­მი­ა­ნებს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ, მათ შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად PCR კვლე­ვა. დღეს, დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 783 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. ახა­ლი 26 შემ­თხვე­ვა, მათ­გან 18 ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილს, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს უკავ­შირ­დე­ბა და კერ­ძოდ, ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილს ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში - ეს არის სო­ფე­ლი მუ­შე­ვა­ნი.

პა­რას­კევს მუ­შე­ვან­ში ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად დიდი აქ­ცია გვქონ­და, სა­დაც თით­ქმის მთე­ლი სო­ფე­ლი, 574 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ და და­დას­ტურ­და 18 შემ­თხვე­ვა. აქე­დან 17 შემ­თხვე­ვა არის მუ­შე­ვა­ნი­დან და ერთი კონ­ტაქ­ტი-სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მძღო­ლი ბოლ­ნი­სი­დან.

4 არის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი, ე.წ. სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტე­რი, სა­დაც ჩვენ გუ­შინ პირ­ვე­ლა­დი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე კონ­ტაქ­ტი გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ და 4 შემ­თხვე­ვა­ში კო­ვიდ19-ზე და­დე­ბი­თი რე­აქ­ცია და­დას­ტურ­და.

და­ნარ­ჩე­ნი 4 შემ­თხვე­ვა გახ­ლავთ სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნე­ბი­დან. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ყვე­ლა­ზე უფრო ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან, მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის 14 დღი­ან კა­რან­ტინ­ში მოქ­ცე­ვა და მათი კვლე­ვა. ასე­თი 4 შემ­თხვე­ვა გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და მათ შო­რის ასე­ვე გახ­ლდათ ტრა­ი­ლე­რის ორი მძღო­ლი სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნი­დან“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტერ­ში კო­ვიდ ინ­ფექ­ცია 15 ადა­მი­ანს აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

„სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტე­რის 100-მდე კონ­ტაქ­ტი შე­ვის­წავ­ლეთ და კი­დევ მიმ­ნდი­ნა­რე­ობს ეს კვლე­ვე­ბი. ამ კლას­ტერ­ში სულ ერ­თად და­დას­ტურ­და 15 და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა და გარ­და იმი­სა, რომ ეს 15 ადა­მი­ა­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ასე­ვე, ამ კლას­ტე­რი­დან 30 გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში“ , - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
morduxai
1

მე მგგონი ;ცხელ; ზონებს ადრე ცჰევეცჰვიტ,,, ადრეა,,,.

Giorgi sixarulidze
76

მთავრობა ყველაფერზე დროულად და ეფექტურად რეაგირებს ! 

მადლობა პრემიერ გახარიას და მის გუნდს ! 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული და 4 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა.

მან ბოლო დღეებში გამოვლენილ შემთხვევბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჩვენ, დღეს დილის მონაცემებით, 30 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში 57 ათასამდე შესაძლო შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული, ამ ადამიანებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდათ, მათ შორის აუცილებლად PCR კვლევა. დღეს, დილის მონაცემებით, 783 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალი 26 შემთხვევა, მათგან 18 ქვეყანაში ყველაზე ცხელ წერტილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და კერძოდ, ყველაზე ცხელ წერტილს ბოლნისის მუნიციპალიტეტში - ეს არის სოფელი მუშევანი.

პარასკევს მუშევანში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დიდი აქცია გვქონდა, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი გამოვიკვლიეთ და დადასტურდა 18 შემთხვევა. აქედან 17 შემთხვევა არის მუშევანიდან და ერთი კონტაქტი-სამედიცინო დაწესებულების მძღოლი ბოლნისიდან.

4 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი, სადაც ჩვენ გუშინ პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტი გამოვიკვლიეთ და 4 შემთხვევაში კოვიდ19-ზე დადებითი რეაქცია დადასტურდა.

დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ საკარანტინე ზონებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საკარანტინო ზონების აქტიური მუშაობა. ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანის და განსაკუთრებით, ყველაზე უფრო ცხელი წერტილებიდან, მოსაზღვრე ქვეყნებიდან ადამიანების 14 დღიან კარანტინში მოქცევა და მათი კვლევა. ასეთი 4 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათ შორის ასევე გახლდათ ტრაილერის ორი მძღოლი საკარანტინო ზონიდან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, საბურთალოს კლასტერში კოვიდ ინფექცია 15 ადამიანს აქვს დადასტურებული.

„საბურთალოს კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმნდინარეობს ეს კვლევები. ამ კლასტერში სულ ერთად დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში, ასევე, ამ კლასტერიდან 30 გადაყვანილია საკარანტინო სივრცეებში“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

"მქონდა შეგრძნება, რომ კორპუსი გადაყირავდა" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების ადგილთან ცხოვრობს

ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა

საგარეჯოში 70 წლის ქალი პურის ცხობისას თონეში ჩავარდა