კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 26 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი კი 5-ით გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 783 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი სულ 605-ს შე­ად­გენს.

„დაგ­ვე­მა­ტა 26 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და ახლა გვყავს 783 და­დას­ტრე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გან­კურ­ნე­ბუ­ლებს და­ე­მა­ტა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 5, იყო 600 და 605 გახ­და. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ ეტაპ­ზე კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 166 პა­ცი­ენ­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბი­სა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი მა­ინც 77%-ზე მე­ტია, ჯერ­ჯე­რო­ბით უპი­რა­ტე­სო­ბა გვაქვს.

26 შემ­თხვე­ვი­დან 18 არის ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი მუ­შე­ვა­ნი. მინ­და, გან­გი­მარ­ტოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი 18 შემ­თხვე­ვა - იცით, რომ ამ სო­ფელ­ში კვლე­ვა მუდ­მი­ვად წარ­მო­ებს. კვლე­ვის დროს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს პა­ცი­ენ­ტე­ბის იზო­ლა­ცია და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ მათი კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვა გრძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ფელ მუ­შე­ვა­ნი­დან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და კი­დევ 8 ინ­ფი­ცი­რე­ბულს, რო­გორც ეზუგ­ბა­ია გან­მარ­ტავს, მათ­გან ოთხი სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცი­და­ნაა, ხოლო 4 უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის კონ­ტაქ­ტი.

„კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის ერთჯე­რა­დად მი­ღე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბი­სას, მე­თო­თხმე­ტე დღის­თვის კვლავ და­ი­ტეს­ტონ ისი­ნი და ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­მოგ­ვე­მატ­ნენ, რო­დე­საც ბოლ­ნი­სის წყა­რო­დან მა­ტე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. 10-14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ-ორი დღე მო­მა­ტე­ბუ­ლი ციფ­რი გვაქვს და შემ­დგომ­ში ეს ციფ­რე­ბი ყო­ველ­თვის ეცე­მა. იმე­დია, ყო­ვე­ლი მე­თო­თხმე­ტე დღე ასე­თი აღარ გვექ­ნე­ბა და მუ­შე­ვან­ში შემ­თხვე­ვე­ბი დას­რულ­დე­ბა.

და­ნარ­ჩე­ნი 8 შემ­თხვე­ვი­დან, 4 არის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცი­დან და 4 არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვას­თან ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი. იცით, ახლა სულ „სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტერ­ზე“ რომ სა­უბ­რობთ. 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ იყო „სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტე­რი“, მაგ­რამ ამა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა არ ხდე­ბო­და. ამი­ტომ, მე ამა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბას არ გა­ვა­კე­თებ. სა­ბურ­თა­ლოს წყა­რო­დან მო­ძი­ე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის კონ­ტაქ­ტი არის მხო­ლოდ 4“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
3

ეხლა ნახეთ აღმოსავლეთის ტურისტები კალიებივით რომ.შემოგვესევიან

Giorgi sixarulidze
38

უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ისევ ! 

ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 605-ს შეადგენს.

„დაგვემატა 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა გვყავს 783 დადასტრებული შემთხვევა. განკურნებულებს დაემატა ჯერჯერობით მხოლოდ 5, იყო 600 და 605 გახდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი.

მიუხედავად დადასტურებული შემთხვევების მატებისა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77%-ზე მეტია, ჯერჯერობით უპირატესობა გვაქვს.

26 შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. მინდა, განგიმარტოთ აღნიშნული 18 შემთხვევა - იცით, რომ ამ სოფელში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სოფელ მუშევანიდან დადასტურებული შემთხვევების გარდა კიდევ 8 ინფიცირებულს, როგორც ეზუგბაია განმარტავს, მათგან ოთხი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 4 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

„კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი, აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ, როდესაც ბოლნისის წყაროდან მატებაზეა საუბარი. 10-14 დღის განმავლობაში, ერთ-ორი დღე მომატებული ციფრი გვაქვს და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია, ყოველი მეთოთხმეტე დღე ასეთი აღარ გვექნება და მუშევანში შემთხვევები დასრულდება.

დანარჩენი 8 შემთხვევიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 არის დადასტურებული შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული. იცით, ახლა სულ „საბურთალოს კლასტერზე“ რომ საუბრობთ. 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო „საბურთალოს კლასტერი“, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა. ამიტომ, მე ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ 4“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრია

"მგონი ძალიან კარგ ადგილას ვარ... 69 წლის ვარ და ჩეთვის ეს გზა გავლილია" - ამირან გამყრელიძის პასუხი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით

"შესაძლოა სკოლებში სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში ვერ დაიწყოს" - ეკატერინე ტიკარაძე