სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად სანდოა სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უსიმპტომო პაციენტები უნდა დაადგინოს
როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად სანდოა სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უსიმპტომო პაციენტები უნდა დაადგინოს

ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სწრაფ ტეს­ტებს კო­რო­ნა­ვირუ­სის მას­შტა­ბე­ბის გან­სა­ზღვრა­სა და პრე­ვენ­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან მიგ­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. მას­ზე იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის 30 000 ტეს­ტი შე­ი­ძი­ნა. უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, ტეს­ტე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სი­ზუს­ტი­საა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კი სულ უფრო აქ­ტი­უ­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ ცნო­ბებს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტე­ბის ცდო­მი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტე­ბი ხში­რად არც ისე ზუს­ტია. CDC-ში აცხა­დე­ბენ იმა­საც, რომ სე­რო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი ყალბ და­დე­ბით პა­სუხს უფრო ხში­რად იძ­ლე­ვა, ვიდ­რე - ყალბ უარ­ყო­ფითს.

AMBEBI.GE ამ სა­კი­თხზე ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და:

ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ და­ი­წყო სე­როპ­რე­ვა­ლენ­ტუ­რი კვლე­ვა, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს უსიმპტო­მოდ გა­და­ტა­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მას­შტა­ბე­ბი. მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვამ უკვე გა­მო­ავ­ლი­ნა 10 ისე­თი პირი, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ისე გა­და­ი­ტა­ნა, რომ ვერც კი გა­ი­გო.

"კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ თბი­ლი­სის ჯან­მრთელ, ზრდას­რულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ 1000 ადა­მი­ა­ნი და მათ­გან 6 ადა­მი­ანს აღ­მო­აჩ­ნდა COVID-19-ის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. კვლე­ვა ჩა­ტარ­და სწრა­ფი ტეს­ტით და არა PCR-ტეს­ტით. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს 6 ადა­მი­ა­ნი ავად­მყო­ფია, ისი­ნი არი­ან სე­რო­პო­ზი­ტი­უ­რე­ბი ანუ მათ აქვთ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი.

კვლე­ვა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, ჩა­ვა­ტა­რეთ 860 000 კა­ცი­ან ქა­ლაქ­ში 1000 კაც­ზე და მი­ღე­ბულ იქნა 6 და­დე­ბი­თი შე­დე­გი ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე. ახლა უნდა მოხ­დეს ამ მო­ნა­ცე­მის ექ­სტრა­პო­ლა­ცია, ანუ გა­დათ­ვლა მთელს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე" - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე AMBEBI.GE -სთან აცხა­დებს, რომ სე­რო­ლო­გი­უ­რი (ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტი) მა­ღა­ლი ცდო­მი­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და მას­ზე დაყ­რდნო­ბას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნევს.

"რას აკე­თებს სე­რო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა? ეს ტეს­ტი სის­ხლში ეძებს ორი ტი­პის ან­ტის­ხე­უ­ლებს - იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი M და იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი G. იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი M-ის არ­სე­ბო­ბა სხე­ულ­ში იმის დას­ტუ­რია, რომ პირი და­ავ­დე­ბის მწვა­ვე ფა­ზა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო G ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სი ორ­გა­ნიზმს გა­და­ტა­ნი­ლი აქვს.

ზო­გა­დად სე­რო­ლო­გი­უ­ლი კვლე­ვა ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოა... იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჩვე­ნი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ჯერ ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­მოვ­ლინ­და ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე და­დებ­თი პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც PSR კვლე­ვით არ და­დას­ტურ­და. სა­ერ­თოდ, სუ­რო­ლო­გი­ურ რე­აქ­ცი­ებ­ში ცდო­მი­ლე­ბა მა­ღა­ლია, ამი­ტომ ამა­ზე მთლი­ა­ნად დაყ­რდო­ბა, ჩემი აზ­რით, არ შე­იძ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ისე გა­და­ი­ტა­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სი, რომ ვერც კი გა­ი­გეს, მაგ­რამ ასე­თი ბევ­რი არ იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

რო­გორ მივ­ხვდეთ, გვაქვს თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი და რამ­დე­ნად სა­ში­შია უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა? - ამ კი­თხვა­ზე მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე ასე გვპა­სუ­ხობს:

"ამის ერ­თა­დერ­თი გზა არ­სე­ბობს - მი­ვი­დეთ კლი­ნი­კებ­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში და ჩა­ვი­ტა­როთ ტეს­ტი ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე. ეს არის სის­ხლის ანა­ლი­ზი, თუმ­ცა რო­გორც გი­თხა­რით, იგი არ იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე სარ­წმუ­ნო. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­და­ვა­მოწ­მებთ მა­გა­ლი­თად PSR ტეს­ტით.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მიერ და­ტო­ვე­ბულ კვალს, ასე­თი რამ ჯერ ჩვენ არ გა­მოგ­ვივ­ლე­ნია. ჩვენ მიერ გა­წე­რი­ლი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს თავს...

ყვე­ლა მათ­განს კარ­გი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს და არა­ფერს არ უჩი­ვი­ან" - ამ­ბობს ენ­დე­ლა­ძე.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი უსიმპტო­მოდ აქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ბუ­წაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, ასე­თი პი­რე­ბის რი­ცხვი სულ უფრო გა­იზ­რდე­ბა და ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია.

"ყვე­ლა ინ­ფექ­ცი­ის დროს არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა ისე­თი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტანს ამ და­ავ­დე­ბას. ასე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სის დრო­საც. სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის დროს ასე­თია 15-20 %, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი სიმპტო­მი არ აქვს. ასე­ვე, მე­ო­რე ჯგუ­ფია, რო­მელ­საც იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლო სიმპტო­მე­ბი აქვს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის მი­მარ­თვა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თან­და­თან დაგ­როვ­დე­ბი­ან, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ გა­და­ტა­ნი­ლი ვირუ­სი, მაგ­რამ არ ეცო­დი­ნე­ბათ ეს.

მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ასეთ დრო­საც გა­დამ­დე­ბია ადა­მი­ა­ნი...

სა­ერ­თოდ, ცე­მი­ნე­ბის და ხვე­ლის დროს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი უფრო მა­ღა­ლია, მაგ­რამ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ეს სიმპტო­მე­ბი იყოს სა­ხე­ზე. ხმა­მა­ღა­ლი სა­უბ­რით, სიმ­ღე­რით, გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვი­თაც შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სის გა­და­დე­ბა. რო­დე­საც დიდი ოდე­ნო­ბით ჰა­ე­რი ამო­იფ­რქვე­ვა, მას მოჰ­ყვე­ბა ვირუ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა სე­რო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ ვა­რა­უ­დებს - ასე კრი­ტი­კუ­ლა­დაც არ დგას სა­კი­თხი.

ცდო­მი­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს PSR ტესტსაც. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბი­სას ცდო­მი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა მე­თოდ­ზე, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი ტეს­ტის ხა­რისხზე, მის სა­ხე­ო­ბა­ზე" - აცხა­დებს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში გა­ჩე­ნი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზმს ხე­ლა­ხა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან მი­ნი­მუმ 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იცა­ვენ.

ბუ­წაშ­ვი­ლის თქმით, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ადა­მი­ანს ვირუ­სის­გან აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ცა­ვენ, მაგ­რამ რა ვა­დით, ამის თქმა ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ამ კონ­კრე­ტუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა მა­შინ გვე­ცო­დი­ნე­ბა, როცა დრო გავა. ახლა ჩვენ ამა­ზე ვმსჯე­ლობთ სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­დე­საც ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მში 2-3 წლით რჩე­ბა და იწ­ვევს მყარ იმუ­ნი­ტეტს.

წი­თე­ლას დროს მა­გა­ლი­თად, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მში მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რჩე­ბა და იცავს ორ­გა­ნიზმს ამ ინ­ფექ­ცი­ის­გან. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვამდყო­ფოს კვლე­ვას, მე არ ვიცი რა დი­ზა­ი­ნით ატა­რე­ბენ ამ კვლე­ვას ისი­ნი, თუ ჩვენ გვინ­და მი­ვი­ღოთ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­მაც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უნდა აჩ­ვე­ნოს სუ­რა­თი, მა­შინ სა­ჭი­როა შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის, კარ­და­კა­რის პრინ­ცი­პით უნდა გა­ი­ტეს­ტოს ადა­მი­ა­ნე­ბი.

ისე რო­გორც 2015 წელს ჩა­ა­ტა­რა C ჰე­პა­ტიტ­ზე კვლე­ვა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა. ახლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა კონ­ტაქ­ტებს ყვე­ლა ერი­დე­ბა, ცო­ტა­თი წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი, ნამ­დვი­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა" - აცხა­დებს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
82

კორონა კი არა სააკაშვილის მეთაურობით კაციჭამიები და საქართველოს გამყიდველი კრიმინალები და ჯალათები გადავიტანეთ 2012 წელში ! კორონა იმასთან არის თამაში ! 

moqalaqe
4

ვაშაძე სადაა, ტესტებს ვაფიცებ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად სანდოა სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უსიმპტომო პაციენტები უნდა დაადგინოს

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად სანდოა სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უსიმპტომო პაციენტები უნდა დაადგინოს

ანტისხეულებზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს კორონავირუსის მასშტაბების განსაზღვრასა და პრევენციაში მნიშვნელოვან მიგნებად მიიჩნევენ. მასზე იმედებს ამყარებენ საქართველოშიც. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაახლოებით ერთი კვირის წინ ანტისხეულების 30 000 ტესტი შეიძინა. უწყების მტკიცებით, ტესტები ძალიან მაღალი სიზუსტისაა.

საერთაშორისო მედიასაშუალებები კი სულ უფრო აქტიურად აქვეყნებენ ცნობებს ანტისხეულების ტესტების ცდომილებების შესახებ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტისხეულების ტესტები ხშირად არც ისე ზუსტია. CDC-ში აცხადებენ იმასაც, რომ სეროლოგიური ტესტი ყალბ დადებით პასუხს უფრო ხშირად იძლევა, ვიდრე - ყალბ უარყოფითს.

AMBEBI.GE ამ საკითხზე ქართველი სპეციალისტების მოსაზრებებით დაინტერესდა:

ინფექციურ საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურმა საავადმყოფომ დაიწყო სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს უსიმპტომოდ გადატანილი კორონავირუსის მასშტაბები. მისი თქმით, მიმდინარე კვლევამ უკვე გამოავლინა 10 ისეთი პირი, რომელმაც კორონავირუსი ისე გადაიტანა, რომ ვერც კი გაიგო.

"კვლევა ჩავატარეთ თბილისის ჯანმრთელ, ზრდასრულ მოსახლეობაში, გამოვიკვლიეთ 1000 ადამიანი და მათგან 6 ადამიანს აღმოაჩნდა COVID-19-ის ანტისხეულები. კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტით და არა PCR-ტესტით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს 6 ადამიანი ავადმყოფია, ისინი არიან სეროპოზიტიურები ანუ მათ აქვთ ანტისხეულები.

კვლევა მთელ საქართველოში არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ 860 000 კაციან ქალაქში 1000 კაცზე და მიღებულ იქნა 6 დადებითი შედეგი ანტისხეულებზე. ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემის ექსტრაპოლაცია, ანუ გადათვლა მთელს მოსახლეობაზე" - აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე AMBEBI.GE -სთან აცხადებს, რომ სეროლოგიური (ანტისხეულების ტესტი) მაღალი ცდომილებით ხასიათდება და მასზე დაყრდნობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

"რას აკეთებს სეროლოგიური კვლევა? ეს ტესტი სისხლში ეძებს ორი ტიპის ანტისხეულებს - იმუნოგლობულინი M და იმუნოგლობულინი G. იმუნოგლობულინი M-ის არსებობა სხეულში იმის დასტურია, რომ პირი დაავდების მწვავე ფაზაში იმყოფება, ხოლო G ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმს გადატანილი აქვს.

ზოგადად სეროლოგიული კვლევა ნაკლებად სარწმუნოა... იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი კვლევის ფარგლებში, რომელიც ჯერ ისევ მიმდინარეობს, გამოვლინდა ანტისხეულებზე დადებთი პასუხი, რომელიც PSR კვლევით არ დადასტურდა. საერთოდ, სუროლოგიურ რეაქციებში ცდომილება მაღალია, ამიტომ ამაზე მთლიანად დაყრდობა, ჩემი აზრით, არ შეიძლება. შესაძლოა არსებობდეს ისეთი პაციენტები, რომლებმაც ისე გადაიტანეს კორონავირუსი, რომ ვერც კი გაიგეს, მაგრამ ასეთი ბევრი არ იქნება" - ამბობს ინფექციონისტი.

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად საშიშია უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადება? - ამ კითხვაზე მარინა ენდელაძე ასე გვპასუხობს:

"ამის ერთადერთი გზა არსებობს - მივიდეთ კლინიკებში, ლაბორატორიებში და ჩავიტაროთ ტესტი ანტისხეულებზე. ეს არის სისხლის ანალიზი, თუმცა როგორც გითხარით, იგი არ იქნება ბოლომდე სარწმუნო. ამიტომ კარგი იქნება თუ გადავამოწმებთ მაგალითად PSR ტესტით.

რაც შეეხება კორონავირუსის მიერ დატოვებულ კვალს, ასეთი რამ ჯერ ჩვენ არ გამოგვივლენია. ჩვენ მიერ გაწერილი ყველა პაციენტი შესანიშნავად გრძნობს თავს...

ყველა მათგანს კარგი ლაბორატორიული მონაცემები აქვს და არაფერს არ უჩივიან" - ამბობს ენდელაძე.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უკვე უამრავი ადამიანი იქნება ისეთი, რომელსაც კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი. ბუწაშვილის მოსაზრებით, ასეთი პირების რიცხვი სულ უფრო გაიზრდება და ამაში საგანგაშო არაფერია.

"ყველა ინფექციის დროს არსებობს ადამიანთა ისეთი ჯგუფი, რომელიც უსიმპტომოდ გადაიტანს ამ დაავდებას. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს კორონავირუსის დროსაც. სხვადასხვა კვლევების დროს ასეთია 15-20 %, რომელსაც არავითარი სიმპტომი არ აქვს. ასევე, მეორე ჯგუფია, რომელსაც იმდენად უმნიშვნელო სიმპტომები აქვს, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა არ არის აუცილებელი. შესაბამისად, ასეთი ადამიანები თანდათან დაგროვდებიან, რომელთაც ექნებათ გადატანილი ვირუსი, მაგრამ არ ეცოდინებათ ეს.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთ დროსაც გადამდებია ადამიანი...

საერთოდ, ცემინების და ხველის დროს დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს სიმპტომები იყოს სახეზე. ხმამაღალი საუბრით, სიმღერით, გახშირებული სუნთქვითაც შეიძლება ვირუსის გადადება. როდესაც დიდი ოდენობით ჰაერი ამოიფრქვევა, მას მოჰყვება ვირუსი. რაც შეეხება სეროლოგიური კვლევის ცდომილების შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს - ასე კრიტიკულადაც არ დგას საკითხი.

ცდომილება ახასიათებს PSR ტესტსაც. ანტისხეულების ტესტირებისას ცდომილების მაჩვენებელი დამოკიდებულია არა მეთოდზე, არამედ კონკრეტული ტესტის ხარისხზე, მის სახეობაზე" - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

გავრცელებული მოსაზრებით, კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ადამიანის სხეულში გაჩენილი ანტისხეულები ორგანიზმს ხელახალი დაინფიცირებისგან მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში იცავენ.

ბუწაშვილის თქმით, ანტისხეულები ადამიანს ვირუსისგან აუცილებლად დაიცავენ, მაგრამ რა ვადით, ამის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

"ამ კონკრეტული კორონავირუსის დროს ანტისხეულების მოქმედების ვადა მაშინ გვეცოდინება, როცა დრო გავა. ახლა ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ სხვა კორონავირუსებზე დაყრდნობით, როდესაც ანტისხეულები ორგანიზმში 2-3 წლით რჩება და იწვევს მყარ იმუნიტეტს.

წითელას დროს მაგალითად, ანტისხეულები ორგანიზმში მთელი ცხოვრება რჩება და იცავს ორგანიზმს ამ ინფექციისგან. რაც შეეხება ინფექციური საავამდყოფოს კვლევას, მე არ ვიცი რა დიზაინით ატარებენ ამ კვლევას ისინი, თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ წარმომადგენლობითი კვლევის შედეგები, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აჩვენოს სურათი, მაშინ საჭიროა შემთხვევითი შერჩევის, კარდაკარის პრინციპით უნდა გაიტესტოს ადამიანები.

ისე როგორც 2015 წელს ჩაატარა C ჰეპატიტზე კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. ახლა სიტუაციიდან გამომდინარე, როცა კონტაქტებს ყველა ერიდება, ცოტათი წარმოუდგენლად მეჩვენება წარმომადგენლობითი, ნამდვილი კვლევის ჩატარება" - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

"საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა" - რას წერს New York Post-ი საქართველოზე

როგორია ეპიდვითარება ლილოს ბაზრობაზე - "აღებულია 2500-2700 ნიმუში, დასაქმებულთა ტესტირება სრულად მოხდება"

"ჩემი პროგნოზია, რომ საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება კორონავირუსის მკვეთრ მატებას" - თენგიზ ცერცვაძე