სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა
რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მეს უცხო­ურ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად აშუ­ქე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ,

"ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს", - ასე­თი სა­თა­უ­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სტა­ტი­ე­ბი შემ­დეგ­მა გა­მო­ცე­მებ­მა: The Guardian, The Sun, France 24, Daily Mail და სხვ.

"გარ­დი­ა­ნი" წერს, რომ ჩოგ­ბურ­თე­ლი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

"ბა­სი­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ATP-ს რე­ი­ტინ­გში 27-ე ად­გილს იკა­ვებს, ყო­ფილ ცოლ­ზე, ნეკა დო­რო­კაშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა ედე­ბა ბრა­ლად. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 100 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა კი 16 ივ­ლის­საა ჩა­ნიშ­ნუ­ლი“, - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

"გარ­დი­ა­ნი" წერს. რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც სამ­ჯერ მო­ი­გო ATP 500-ის ტი­ტუ­ლი და კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 5 479 761 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. კა­რი­ე­რა­ში უმაღ­ლეს მაჩ­ვე­ნე­ბელს 2019 წლის 16 მა­ისს მი­აღ­წია. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2013 წელს და­ქორ­წინ­და ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­ზე და წყვილს 2015 წელს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.

სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ჩოგ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფე­დე­რა­ცია გმობს ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას.

იგი­ვე ში­ნა­არ­სის სტა­ტი­ე­ბია დღეს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის გან­ხილ­ვის თემა.

ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მეს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­ან ჩოგ­ბურ­თის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლეს, რო­მელ­თა­ნაც ახლა სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­შია, 2019 წელს, 6-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ გა­შორ­და. ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ერთი ვაჟი ჰყავთ. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 100 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა კი 16 ივ­ლის­საა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს უცხოურ მედიაში აქტიურად აშუქებენ. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული, გავლენიანი გამოცემები ავრცელებენ,

"ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს", - ასეთი სათაურით გამოაქვეყნეს სტატიები შემდეგმა გამოცემებმა: The Guardian, The Sun, France 24, Daily Mail და სხვ.

"გარდიანი" წერს, რომ ჩოგბურთელი ოჯახური ძალადობის ბრალდებით, დედაქალაქ თბილისში დააკავეს.

"ბასილაშვილს, რომელიც ATP-ს რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს, ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროკაშვილზე ძალადობა ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისსაა ჩანიშნული“, - წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ბრალდებას უარყოფს.

"გარდიანი" წერს. რომ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია, რომელმაც სამჯერ მოიგო ATP 500-ის ტიტული და კარიერის განმავლობაში 5 479 761 დოლარი გამოიმუშავა. კარიერაში უმაღლეს მაჩვენებელს 2019 წლის 16 მაისს მიაღწია. ბასილაშვილი 2013 წელს დაქორწინდა ნეკა დოროყაშვილზე და წყვილს 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ფედერაცია გმობს ყველანაირ ძალადობას.

იგივე შინაარსის სტატიებია დღეს ზემოთ აღნიშნული გამოცემების განხილვის თემა.

ბასილაშვილის საქმეს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან ჩოგბურთის ავტორიტეტული ორგანიზაციები.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც ახლა სამართლებრივ დავაშია, 2019 წელს, 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა. ნეკა დოროყაშვილს და ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი ვაჟი ჰყავთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისსაა ჩანიშნული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს