კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას­ზე ყო­ფილ­მა ქმარ­მა ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და, ხოლო ყო­ფი­ლი მა­მამ­თი­ლი "რა­ღაც საგ­ნით“ გა­ე­კი­და, რო­მელ­საც "დიდი ტარი ჰქონ­და“. ამის შე­სა­ხებ დო­რო­ყაშ­ვილ­მა "კუ­რი­ერ­თან“ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მენ­ტარ­ში თქვა.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა არ ეხე­ბო­და ქო­ნებ­რივ და­ვას.

"ამ ინ­ცი­დენ­ტთან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ ყო­ფი­ლა ქო­ნებ­რი­ვი დავა. დას­რუ­ლე­ბუ­ლი მქონ­და ქო­ნებ­რი­ვი და­ვის სა­კი­თხი დიდი ხნის წინ, მო­ლა­პა­რა­კე­ბით და­ვას­რუ­ლეთ, თან თვი­თონ აწყობ­დათ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ბავ­შვს მი­ვა­კი­თხე წა­მო­საყ­ვა­ნად და რას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა ჩემ­თვის დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია. უბ­რა­ლოდ მი­ვა­კი­თხე ჩემს შვილს წა­მო­საყ­ვა­ნად“, - ამ­ბობს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე.

დო­რო­ყაშ­ვი­ლის თქმით, მას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. მისი თქმით, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და და ამ ეტაპ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ჩემს შვილს მი­ვა­კი­თხე და არ ვიცი, რა მო­უ­ვი­და, არ ვიცი რა და­ე­მარ­თა, მთვრა­ლი იყო თუ რა ჭირ­და, მთვრა­ლი იყო თუ რა­ღა­ცა...გა­მო­მე­კი­და ია­რა­ღით (სა­უბ­რობს ყო­ფილ მა­მა­თილ­ზე) თვი­თონ იძა­ხის, რომ ეს იყო გი­ტა­რა თუ რა­ღაც. მე ვერ ვა­დას­ტუ­რებ რა იყო, იმი­ტომ, რომ დიდი ტარი ჰქონ­და, მე მე­გო­ნა იყო ნა­ჯა­ხი, თუ რა­ღაც, ანუ არც მახ­სოვს, იმ­დე­ნად აფექ­ტში ვი­ყა­ვი.

ბავ­შვი მე­ჭი­რა ხელ­ში და გა­მო­ვი­ქე­ცი, ერთი ის მახ­სოვს, რომ რა­ღაც მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი, ვერ ვიხ­სე­ნებ კონ­კრე­ტუ­ლად დე­ტა­ლებს. მამა გა­მო­მე­კი­და რა­ღა­ცა საგ­ნით, რა სა­გა­ნი იყო არ ვიცი, ჰქონ­და ძა­ლი­ან დიდი ტარი“, - ამ­ბობს დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ჩოგ­ბურ­თელს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 100 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ბა­სი­ლაშ­ვილს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. მისი თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

„და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

ბრალ­დე­ბის მხა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კი და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
185

მაგარი ლამაზი გოგოა ! 

მარი
2

რომელი მამა გამოეკიდა, ჟურნალისტო, რა უაზროდ წერ, მამა თუ ყოფილი ქმარი...

ავტორი:

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ მასზე ყოფილმა ქმარმა ფიზიკურად იძალადა, ხოლო ყოფილი მამამთილი "რაღაც საგნით“ გაეკიდა, რომელსაც "დიდი ტარი ჰქონდა“. ამის შესახებ დოროყაშვილმა "კურიერთან“ სატელეფონო კომენტარში თქვა.

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება არ ეხებოდა ქონებრივ დავას.

"ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ ყოფილა ქონებრივი დავა. დასრულებული მქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ, მოლაპარაკებით დავასრულეთ, თან თვითონ აწყობდათ ეს მოლაპარაკება. ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად და რას მოჰყვა დაპირისპირება ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად“, - ამბობს ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე.

დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მეუღლე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, ექსპერტიზა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

"ჩემს შვილს მივაკითხე და არ ვიცი, რა მოუვიდა, არ ვიცი რა დაემართა, მთვრალი იყო თუ რა ჭირდა, მთვრალი იყო თუ რაღაცა...გამომეკიდა იარაღით (საუბრობს ყოფილ მამათილზე) თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ დიდი ტარი ჰქონდა, მე მეგონა იყო ნაჯახი, თუ რაღაც, ანუ არც მახსოვს, იმდენად აფექტში ვიყავი.

ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი, ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი, ვერ ვიხსენებ კონკრეტულად დეტალებს. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი“, - ამბობს დოროყაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა ჭკადუამ.

ბრალდების მხარე, საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"დედას სისტემატურად სცემდა... ეტყობა, მორიგი კონფლიქტის დროს გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა" - ბორჯომში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ტრაგედია ბორჯომში - ახალი წლის ღამეს მამაკაცი, სავარაუდოდ, დედამ მოკლა