სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომლის ცემისთვისაც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი დააკავეს
ვინ არის მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომლის ცემისთვისაც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი დააკავეს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ჩოგ­ბურ­თელს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წუთი წინ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გი­რაო შე­უ­ფარ­და. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 100 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

„და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუა.

მარ­თა­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს, მაგ­რამ მომ­ხდარ­ზე ვრცელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სია. მათ შო­რის ისიც, რომ ძა­ლა­დო­ბას ეს­წრე­ბო­და წყვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი და ჩოგ­ბურ­თე­ლის მამა.

ასევე დაგაინტერესებთ
12:59 / 24-05-2020

"ქალისთვის მთავარია ოჯახი... საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე

15:04 / 24-05-2020

"ბასილაშვილი ცოლზე წლები ძალადობდა... კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული, დუმილის სანაცვლოდ ფულს უხდიდა" - ჟურნალისტის სკანდალური პოსტი

15:50 / 24-05-2020

"მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობა დაზარალებული არ აღიარებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატისა და პროკურორის კომენტარები სასამართლოს შემდეგ

18:22 / 24-05-2020

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

19:00 / 24-05-2020

"განქორწინების შემდეგ, დოროყაშვილი, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, უჩიოდა ნიკოლოზის დედას" - ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

19:45 / 24-05-2020

"ძალადობა დასაგმობია, მაგრამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ  ბასილაშვილი მოძალადეა" - ადვოკატი

22:38 / 24-05-2020

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

23:44 / 24-05-2020

"მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - რას წერს შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე

14:54 / 25-05-2020

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - ლამაზმანის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

მო­დელ ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი­სა და ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­ი­წყო და წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, 2013 წელს, წყვილ­მა იქორ­წი­ნა. მალე ვაჟი, ლუკა შე­ე­ძი­ნათ და სწო­რედ ეს პე­რი­ო­დი იქცა ჩოგ­ბურ­თე­ლის­თვის კა­რი­ე­რის აღ­მავ­ლო­ბის ხა­ნად - ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო.

"მის წინსვლა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი მეც შე­ვი­ტა­ნე. სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა მი­ვა­ტო­ვე და ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ ოჯახ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, ნი­კას ტურ­ნი­რებ­ზეც დავ­ყვე­ბო­დი. მისი წარ­მა­ტე­ბა ჩე­მი­ცაა. სპორ­ტსმე­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან უნდა აა­რი­დო, ასე რომ, მათი კა­რი­ე­რის­თვის ოჯა­ხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - ამ­ბობ­და მა­შინ ნეკა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

მო­დე­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბავ­შვს ძი­ძის გა­რე­შე ზრდი­და, თუმ­ცა დედა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ძა­ლი­ან უნ­დო­და შვი­ლიც მის გზას დად­გო­მო­და და ჩოგ­ბურ­თე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა შე­ჩერ­და. ქალი სტუ­დენ­ტო­ბი­სას „მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ გახ­და, მაგ­რამ მალე გა­თხოვ­და და მო­დე­ლო­ბა­ზე ფიქ­რსაც ამ პე­რი­ოდ­ში და­ა­ნე­ბა თავი. „ჯი­პა­ში“ პი­ა­რის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და მთლი­ა­ნად ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბით და­კავ­და.

„ქა­ლის­თვის მთა­ვა­რია ოჯა­ხი, ქმარ-შვი­ლი და შემ­დეგ კა­რი­ე­რა. არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ ახ­ლა­ხან რამ­დე­ნი­მე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ მი­მიწ­ვია. 27 წლის ვარ. მო­დე­ლო­ბას გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა ასაკ­ში იწყე­ბენ, მაგ­რამ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მა­ინც და­ინ­ტე­რეს­დნენ", - ამ­ბობ­და ნეკა, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, მუდ­მი­ვად ოც­ნე­ბობ­და მო­დე­ლის კა­რი­ე­რა­ზე.

წყვილს გან­შო­რე­ბა ხში­რად უწევ­და, რად­გან ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დიდ დროს სა­ზღვარ­გა­რეთ ატა­რებ­და. ვერ და­ეს­წრო მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას. თუმ­ცა ამას ცოლი გა­გე­ბით ეკი­დე­ბო­და და ასე­ვე ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ნი­კო­ლო­ზის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობ­და, რად­გან ქმა­რი ბუ­ნე­ბით ერ­თგუ­ლი ჰყავ­და.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თბი­ლის­ში ჭორი გავ­რცელ­და, რომ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი მე­უღ­ლო­ეს და­შორ­და, თუმ­ცა წყვილს ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან არ უსა­უბ­რია. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი კა­რი­ე­რას ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლებ­და, ნეკა კი ძველ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და და მო­დე­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლა. და­შო­რე­ბის შემ­დეგ, წყვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბიც წა­შა­ლა.

ნეკა დორ­ყოშ­ვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ფო­ტო­ებს. ამ­ბო­ბენ, რომ წყვილს და­პი­რის­პი­რე­ბა ხში­რად ამის გამო ჰქონ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლანა
2

ჩვეულებრივი არა არამედ არაჩვეულებრივია. ძალიან ლამაზია. ამ გოგოს პრობლემა ის არის რომ თავისი ფასი არ იცი, იმცირებს თავს და ამცირებს ნიკასაც, რომელთანაც ანგელოზივით შვილი ჰყავს. ორივეს წარმატებას გისურვებთ ნელისაც და ნიკასაც. ძალინ ლამაზები ხართ. დაზავდით ბავშვის გამო მაინც.

---
67

ეს ქალი უბედური ჩანს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვინ არის მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომლის ცემისთვისაც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი დააკავეს

ვინ არის მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომლის ცემისთვისაც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს რამდენიმე წუთი წინ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა ჭკადუა.

მართალია დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მაგრამ მომხდარზე ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მათ შორის ისიც, რომ ძალადობას ესწრებოდა წყვილის არასრულწლოვანი შვილი და ჩოგბურთელის მამა.

მოდელ ნეკა დოროყაშვილისა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სიყვარულის ისტორია სოციალური ქსელით დაიწყო და წელიწადნახევრის შემდეგ, 2013 წელს, წყვილმა იქორწინა. მალე ვაჟი, ლუკა შეეძინათ და სწორედ ეს პერიოდი იქცა ჩოგბურთელისთვის კარიერის აღმავლობის ხანად - ბასილაშვილი მსოფლიომ გაიცნო.

"მის წინსვლაში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე. საკუთარი კარიერა მივატოვე და ყურადღება მხოლოდ ოჯახზე გადავიტანე, ნიკას ტურნირებზეც დავყვებოდი. მისი წარმატება ჩემიცაა. სპორტსმენებს ყოველდღიური პრობლემები თავიდან უნდა აარიდო, ასე რომ, მათი კარიერისთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობდა მაშინ ნეკა მედიასთან საუბრისას.

მოდელი ასევე აღნიშნავდა, რომ ბავშვს ძიძის გარეშე ზრდიდა, თუმცა დედა და ოჯახის სხვა წევრებიც ეხმარებოდნენ. ბასილაშვილი ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ძალიან უნდოდა შვილიც მის გზას დადგომოდა და ჩოგბურთელი გამხდარიყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული კარიერის პარალელურად, ნეკა დოროყაშვილის სამოდელო კარიერა შეჩერდა. ქალი სტუდენტობისას „მის უნივერსიტეტი“ გახდა, მაგრამ მალე გათხოვდა და მოდელობაზე ფიქრსაც ამ პერიოდში დაანება თავი. „ჯიპაში“ პიარის შესწავლა დაიწყო და მთლიანად ოჯახური საქმეებით დაკავდა.

„ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ. მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ", - ამბობდა ნეკა, რომელიც როგორც ჩანს, მუდმივად ოცნებობდა მოდელის კარიერაზე.

წყვილს განშორება ხშირად უწევდა, რადგან ბასილაშვილი დიდ დროს საზღვარგარეთ ატარებდა. ვერ დაესწრო მეუღლის მშობიარობას. თუმცა ამას ცოლი გაგებით ეკიდებოდა და ასევე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ნიკოლოზის თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობდა, რადგან ქმარი ბუნებით ერთგული ჰყავდა.

რამდენიმე თვის წინ, თბილისში ჭორი გავრცელდა, რომ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი მეუღლოეს დაშორდა, თუმცა წყვილს ამის შესახებ მედიასთან არ უსაუბრია. ბასილაშვილი კარიერას ძველებურად აგრძელებდა, ნეკა კი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა და მოდელობა გააგრძელა. დაშორების შემდეგ, წყვილმა სოციალური ქსელიდან საერთო ფოტოებიც წაშალა.

ნეკა დორყოშვილი ხშირად აქვეყნებს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ფოტოებს. ამბობენ, რომ წყვილს დაპირისპირება ხშირად ამის გამო ჰქონდათ.