მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე ნიკოლოზი - მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები
მეუფე ნიკოლოზი - მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები

მთე­ლი ტყეც რომ გა­და­ე­ცეს ეკ­ლე­სი­ას, ამის­გან სი­კე­თეს მი­ი­ღე­ბენ მხო­ლოდ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი , - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა „ტყის კო­დექსთან“ და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია არ­ჩევ­ნე­ბის კონ­ტექ­სტში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, რად­გან ტყის­გან ეკ­ლე­სი­ამ რა სარ­გე­ბე­ლი უნდა მი­ი­ღოს, არ ეს­მის.

„იმის­გან, რომ ტყე გა­და­ე­ცე­მა ეკ­ლე­სი­ას, ვთქვათ, მთე­ლი ტყეც რომ გა­და­ე­ცეს, ამის­გან სი­კე­თეს მი­ი­ღე­ბენ მხო­ლოდ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი. ტყეს არ ეც­ვლე­ბა სტა­ტუ­სი, ტყე რჩე­ბა ტყედ და ის კა­ნო­ნე­ბი, რაც ზო­გა­დად ტყეს იცავს, ძა­ლა­შია ყვე­ლა­ფე­რი. ტყე მე თუ გად­მო­მე­ცე­მა, არა­ვინ მა­პა­ტი­ებს იმას, რომ ეს ტყე გავ­ჩე­ხო ან გავ­ყი­დო, ან რა უნდა ვუყო? - უნდა მო­უ­ა­რო ერ­თა­დერ­თი. ჩემ­თვის ეს რთუ­ლია, და­მა­ტე­ბი­თი და­ვა­ლე­ბაა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

გუ­ლის მო­გე­ბა თუ გინ­და ადა­მი­ა­ნის, ტყე კი არ უნდა აჩუ­ქო, რამე ისე­თი უნდა აჩუ­ქო, სა­ი­და­ნაც სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს და ეკ­ლე­სია რას ისარ­გებ­ლებს? არ ვიცი, არ მეს­მის,“- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა „რუს­თა­ვი2“-თან.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტმა „ტყის კო­დექ­სის“ პრო­ექ­ტი და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა. „სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტყის ფარ­თო­ბი, არა­უ­მე­ტეს 20 ჰა თი­თო­ე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ტყის კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი მი­ჩე­ნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
22

ჰო,თქვენგან ბევრი სიკეთე ნახა ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა

me
29

თქვენს შვილებს ისედაც ბევრი სიკეთე აქვთ.ჩვენებს რა ეშველებათ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მეუფე ნიკოლოზი - მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები

მეუფე ნიკოლოზი - მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები

მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები , - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის გაუგებარია არჩევნების კონტექსტში გაჟღერებული მოსაზრებები, რადგან ტყისგან ეკლესიამ რა სარგებელი უნდა მიიღოს, არ ესმის.

„იმისგან, რომ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ვთქვათ, მთელი ტყეც რომ გადაეცეს, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ და ის კანონები, რაც ზოგადად ტყეს იცავს, ძალაშია ყველაფერი. ტყე მე თუ გადმომეცემა, არავინ მაპატიებს იმას, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო, ან რა უნდა ვუყო? - უნდა მოუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობა.

გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს და ეკლესია რას ისარგებლებს? არ ვიცი, არ მესმის,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „რუსთავი2“-თან.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?