პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა
"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად 13 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძის ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის, იმე­რე­თის, შიდა ქარ­თლი­სა და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, თბი­ლის­ში, ცა­გერ­ში, ხა­შურ­სა და ბა­თუმ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თი­სა და ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 13 პირი და­ა­კა­ვეს.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ო., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.შ., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.დ., 1958 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ტ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი მ. გ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.ნ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ო., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.თ., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ბ.შ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ., 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ბ., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. და 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი ბიზ­ნეს­მე­ნი 2020 წლის მარ­ტის თვე­ში „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­მა მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს ქ. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე წი­ნას­წარ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, სა­დაც უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით და­ა­ლა­პა­რა­კეს სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 7500 აშშ დო­ლა­რი გა­მოს­ძა­ლეს. აგ­რეთ­ვე, ძა­ლა­დო­ბი­თა და სის­ტე­მა­ტი­უ­რი ზე­წო­ლის გზით, 50 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის 2 თვის ვა­და­ში გა­დახ­და და­ა­კის­რეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა კი­დევ 2 ეპი­ზოდ­ში გა­მო­იკ­ვე­თა. კერ­ძოდ, 2020 წლის მარ­ტში და აპ­რილ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, მო­და­ვე მხა­რე­ე­ბის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ვებ­ში ჩა­ერ­თნენ. სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რით მო­ა­წყვეს ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი და სხვა­დას­ხვა მხა­რე­ებს გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და და­ა­კის­რეს. მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა კი, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ი­ყე­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს 3 ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, 16 000 აშშ დო­ლა­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი ედე­ბათ „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
40-ათასი ვერსუს მრავალი-მილიონი
44

აი-ბიძო-ფარცხალა მრავალ-ქოცთან ერთად ოფიციალურადაც რო იგივეს აკეთებენ ამათ როდის მიეღებათ საკუთარი წილი?

Giorgi sixarulidze
151

მთავარია სააკაშვილის დაპატიმრება ! სააკაშვილს მილიარდები აქვს საქართველოში მოპარული ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ., 1958 წელს დაბადებული ზ.ტ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., 1994 წელს დაბადებული ნ.ო., 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1968 წელს დაბადებული კ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დაკავებულებს ბრალი ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე.

"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?

"მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე - ჩემი რძალი... ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს" - კასპში მოკლული ახალგაზრდის დედა

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა მოკლულის ცოლი დააკავეს