კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?
განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?

ჰე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, რაც ერ­თგვარ „მო­დურ ტრენ­და­დაც“ კი იქცა უკა­ნას­კნელ წლებ­ში (არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში) „მწვა­ნე“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის­თვის. ისი­ნი კვლავ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, ათას­გზის უარ­ყო­ფი­ლი მე­თო­დე­ბით და მი­თე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას.

სხვა­დას­ხვა ეკო­ლო­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის მთა­ვარ სა­მიზ­ნედ წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰე­სე­ბის პრო­ექ­ტე­ბი რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რუ­ლი და­დას­ტუ­რე­ბი­სა, ჰე­სებს მა­ინც უარს ეუბ­ნე­ბი­ან „მწვა­ნე“ სტა­ტუს­ზე. მაგ­რამ იმას ვერც მწვა­ნე­ე­ბი უარ­ყო­ფენ, რომ ჰესი გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­როა და წყლის მე­ქა­ნი­კურ ენერ­გი­ას ელექტრო­ე­ნერ­გი­ად გარ­დაქ­მნის. პრო­ცეს­ში არც საწ­ვა­ვია ჩარ­თუ­ლი და გა­რე­მოც არა­ნა­ი­რი ნარ­ჩე­ნის­გან არ ბინ­ძურ­დე­ბა.

მწვა­ნე­ე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი „არას“ ფონ­ზე არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რი­თაც წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰე­სე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის ექ­სპერ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად არ იღ­ლე­ბი­ან იმის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბით, რომ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია არამ­ხო­ლოდ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ენერ­გი­ის მი­ღე­ბის­თვის, არა­მედ ქვეყ­ნის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის­თვის.

ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ა­ში ნორ­ვე­გი­ის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ლი­დე­რებს შო­რი­საა ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბით, კარ­სტენ ჯენ­სენს ვე­სა­უბ­რეთ. ის ნორ­ვე­გი­ის წყლის რე­სურ­სე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის დი­რექ­ტო­რა­ტის ლი­ცენ­ზი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სია:

– რამ­დე­ნი ჰე­სია ნორ­ვე­გი­ა­ში და რა მო­ცუ­ლო­ბის ელექტრო­ე­ნე­გი­ას გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ წლი­უ­რად?

– ნორგვე­გი­ა­ში ჰიდ­რო­ე­ლექ­ტო­სად­გუ­რე­ბის წლი­უ­რი გე­ნე­რა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 135 ტე­რა­ვატ­სა­ა­თია. ეს მო­ნა­ცე­მი, რა თქმა უნდა, ყო­ველ­წლი­უ­რად გან­სხვავ­დე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლია წყლის მო­დი­ნე­ბა­სა და ნა­ლექ­ზე. ნორ­ვე­გი­ა­ში 1600 ჰესი გვაქვს, რომ­ლის ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე და­ახ­ლო­ე­ბით 33 000 მე­გა­ვა­ტია. ქვე­ყა­ნა­ში 1000-მდე წყალ­სა­ცა­ვია, რომ­ლე­ბიც ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. შე­დე­გად, ევ­რო­პის რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სიმ­ძლავ­რის 50% ნორ­ვე­გი­ა­ზე მო­დის. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წლი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის 70%-ს რე­ზერ­ვუ­ა­რი­ა­ნი ჰე­სე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის ათ­ვი­სე­ბას, ნორ­ვე­გი­ის ჰიდ­რო­პო­ტენ­ცი­ა­ლი სულ 215 ტე­რა­ვატ­სა­ა­თია, რომ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 60% ქვე­ყა­ნამ უკვე აით­ვი­სა.

– ის­ტო­რი­ულ ჭრილ­ში რო­გორ გან­ვი­თარ­და ნორ­ვე­გი­ის ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კა, რა ძი­რი­თა­დი ეტა­პე­ბი გა­ი­ა­რა? იყო თუ არა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას?

– ნორ­ვე­გი­ის ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის ის­ტო­რია 100 წელ­ზე მეტს ით­ვლის. ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის ათ­ვი­სე­ბა 1900-იან წლებ­ში და­ვი­წყეთ, თუმ­ცა ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის ბუმი ნორ­ვე­გი­ა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ და­ი­წყო, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ქვეყ­ნის ახ­ლი­დან აშე­ნე­ბა და გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კი­თხე­ბი არ იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი. უკვე 1960-1970 წლებ­ში რამ­დე­ნი­მე დიდი პრო­ექ­ტი გვქონ­და, რომ­ლე­ბიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის თან­ხლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე რომ, ნორ­ვე­გი­ა­საც აქვს ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა. მაგ­რამ დღეს ჩვენ უკვე აღარ ვა­შე­ნებთ ბევრ დიდ ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურს, რად­გან ჩვენ წლე­ბის წინ უკვე ავით­ვი­სეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰიდ­რო­რე­სურ­სი.

– რო­გორ გა­და­ლა­ხეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი?

– რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­რე­მოს სა­კი­თხებ­თან. მაგ­რამ, რაც ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნივ­ნე­ლო­ვა­ნია და რა­საც ნორ­ვე­გი­ა­ში ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მივ­მარ­თავთ, ეს არის პრო­ექ­ტის და­სა­წყის­ში­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი სარ­გებ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მათი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

სა­ქარ­თვე­ლოს ჰიდ­რო­პო­ტენ­ცი­ა­ლი და ათ­ვი­სე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი სტრა­ტე­გია

ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ მოხ­დეს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და­ყოვ­ნე­ბა. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ჰიდ­რო­მა­ა­კუ­მუ­ლი­რე­ბე­ლი სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც აა­მაღ­ლებს სის­ტე­მის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბას, მდგრა­დო­ბას, მოქ­ნი­ლო­ბას და გა­ა­ჩენს ცვა­ლე­ბა­დი გე­ნე­რა­ცი­ის (მზი­სა და ქა­რის) და­მა­ტე­ბი­თი სიძ­ლავ­რე­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. ჰიდ­რო რე­სურ­სე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა სწო­რედ კაშხლო­ვან ჰე­სებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც „ენერ­გე­ტი­კუ­ლი ზამ­თრის“ პე­რი­ოდ­ში ავით­ვი­სებთ, ანუ იმ თვე­ებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო მდი­ნა­რე­ებ­ში წყლის დონე მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი და მცი­რე, სე­ზო­ნუ­რი ჰე­სე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­ღარ მუ­შა­ო­ბენ.

რა გვაქვს დღეს?

2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რის ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 4247 მგვტ-ის ტო­ლია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ჰე­სე­ბის დად­გმულ სიმ­ძლავ­რეს 3300 მგვტ-ს და თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მიერ დად­გმულ სიმ­ძლავ­რეს 925 მგვტ. ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ 2020–2030 წლებ­ში არ­სე­ბულ დად­გმულ სიმ­ძლავ­რეს და­ე­მა­ტე­ბა ახა­ლი ჰე­სე­ბის და­მა­ტე­ბი­თი სიმ­ძლავ­რე, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რის ზრდას არ­სე­ბუ­ლი 4247 მგვტ-დან 5014 მგვტ-მდე 2022 წლის­თვის, 5984 მგვტ-მდე - 2024 წლის­თვის და 7945 მგვტმდე – 2030 წლის­თვის.

მეტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, 2019 წლის ბო­ლოს­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და შემ­დე­გი ტი­პის ჰე­სე­ბი: 7 მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, 4 დღი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის, 27 სე­ზო­ნუ­რი, ანუ მო­დი­ნე­ბა­ზე და 53 მცი­რე ჰესი. ჯამ­ში ვი­ღებთ 91 ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ის ობი­ექტს, რაც იგი­ვე ნორ­ვე­გი­ის რე­სურ­სე­ბის (რა­ო­დე­ნობ­რი­ვად) და­ახ­ლო­ე­ბით 5%–ს შე­ად­გენს. ეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც, გან­ვმე­ორ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი წყლის რე­სურ­სე­ბის მხო­ლოდ 20% აქვს ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის აზრი

გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი:

– ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ჰიდ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე და მდი­ნა­რე­ე­ბის მო­დი­ნე­ბა­ზე. სამ­წე­ხა­როდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რი­ა­ნი ჰე­სე­ბის და და­გუ­ბე­ბის კუ­თხით ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ. რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი ენერ­გო­და­მო­უ­კი­დე­ბუ­ლო­ბის მხრივ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, ასე­თე­ბია ხუ­დო­ნი, ნენ­სკრა და ნა­წი­ლობ­რივ ნა­მახ­ვა­ნი. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ჰე­სის პრო­ექ­ტი არის მო­დი­ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ ამ კუ­თხით.

რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ჰე­სე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სის­ტე­მის გაზ­რდის­თვის, ასე­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კის კუ­თხით, ვი­ნა­ი­დან მზი­სა და ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბი არას­ტა­ბი­ლუ­რია და მათ და­სა­ბა­ლან­სებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია.

– სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბისთთვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კაშხლო­ვა­ნი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა?

– დღეს რომ ჩვენ ენ­გურ­ჰე­სი არ გვქო­ნო­და, მიბ­მუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დით მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზე და არ გვექ­ნე­ბო­და არა­ნა­ი­რი ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის კუ­თხით. ენ­გუ­რის მო­ცუ­ლო­ბის კაშხლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ის ძა­ლი­ან დი­დია – არ არის ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი. თუმ­ცა, ისე­თი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა ნენ­სკრა, ხუ­დო­ნი, ნა­მახ­ვა­ნი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მათ არა­ნა­ი­რი კა­ტას­ტრო­ფა და ცუდი შე­დე­გის გა­მოწ­ვე­ვა არ შე­უძ­ლი­ათ.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ ბე­რი­ძე ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტის ზრდის ტენ­დენ­ცი­ას აფა­სებს. ექ­სპერ­ტის თქმით, 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში იმ­პორ­ტის წილი 12-15%-მდე იყო. ძი­რი­თა­დი იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი არი­ან რუ­სე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. რუ­სე­თის წილი, ძი­რი­თა­დად, რა თქმა უნდა, აფხა­ზეთ­ზე მო­დის, ხოლო და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტის კუ­თხით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ლი­დე­რობს.

- შუ­ა­ხე­ვ­ჰე­სი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გა­ეშ­ვა. რამ­დე­ნად მნივშნე­ლო­ვა­ნია ნენ­სკრა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა იმ­პორტჩა­ნაც­ვლე­ბის კუ­თხით? – პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა და მოხ­მა­რე­ბა ისევ გა­იზ­რდე­ბა.

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა ით­ქვას, რომ ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, სა­წარ­მო­ებ­სა და ეკო­ნო­მი­კას ვერ გან­ვა­ვი­თა­რებთ. გვჭირ­დე­ბა გე­ნე­რა­ცი­ის წყა­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა და მას ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბი ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ხოლ­მე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძლავ­რი და წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰე­სე­ბი ჰიდ­რო­მა­ა­კუ­მუ­ლი­რე­ბე­ლი სად­გუ­რე­ბი თუ გან­ვი­თარ­დე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა ცვლა­დი გე­ნე­რა­ცი­ის წყა­რო­ე­ბის უფრო ეფექ­ტუ­რად და­ნერგვის­თვის. თა­ვის­თა­ვად, იმ­პორ­ტი ძა­ლი­ან დიდი ნახ­ტო­მე­ბით იმი­ტომ გა­ი­ზარ­და, რომ ჩვე­ნი სიმ­ძლავ­რე­ე­ბი უკვე ვე­ღარ ფა­რავ­და მოხ­მა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ მძლავრ ელექტრო­სად­გუ­რებს შე­უძ­ლია.

- უცხო ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გო­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? მა­გა­ლი­თად, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნორ­ვე­გი­ა­ში 1600–ზე მეტი ჰე­სია. აქე­დან 1000–მდე კაშხლო­ვა­ნია. უნდა გა­ი­ზი­ა­როს თუ არა სა­ქარ­თვე­ლომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა?

- ამ კუ­თხით, ნორ­ვე­გი­ის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რა თქმა უნდა, სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. მათ სრუ­ლად აქვთ ათ­ვი­სე­ბუ­ლი ჰიდ­რო­რე­სურ­სი, მა­შინ, როცა ჩვენ მხო­ლოდ 20%-ს ვი­ყე­ნებთ. მათ გა­მოც­დი­ლე­ბას მუდ­მი­ვად ვეც­ნო­ბით და ისი­ნი, რო­გორც კონ­სულ­ტან­ტე­ბი, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ნორ­ვე­გი­ის, რო­გორც ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ნამ­დვი­ლად გა­მოგ­ვად­გე­ბა.

NS

**
0

ნორვეგიის ეკონომიკურ განვითარებას და კანონის უზენაესობას რომ გავეჯიბროთ არა?!ახლა არ თქვათ ნორვეგია ჰესებით არის ეკონომიკურად ძლიერიო!!!მცირე ჰესები უნდა აშენდეს,მაგრამ არა ქაოსურად,გეოლოგიური კვლევების გარეშე...რაც შეეხება დიდ ჰესებს-საქართველოს მდინარეების უმეტესობას აქვს უამრავი ღვარცოფული შენაკადი ამას ემატება მეწყრული პროცესები,რითაც ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია და პლიუს მიწისძვრები-ამ ყველაფრის გათვალისწინებით დიდი ჰესები უდიდესი საფრთხის შემცველია,ტყეების გაჩეხვას და მდინარეების ეკოსისტემის განადგურებას რომ თავი დავანებოთ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?

განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?

ჰესების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ერთგვარ „მოდურ ტრენდადაც“ კი იქცა უკანასკნელ წლებში (არამხოლოდ საქართველოში) „მწვანე“ გაერთიანებებისთვის. ისინი კვლავ მოძველებული, ათასგზის უარყოფილი მეთოდებით და მითებით უპირისპირდებიან განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობას.

სხვადასხვა ეკოლოგიური გაერთიანებების მთავარ სამიზნედ წყალსაცავიანი ჰესების პროექტები რჩება. მიუხედავად არაერთი მეცნიერული დადასტურებისა, ჰესებს მაინც უარს ეუბნებიან „მწვანე“ სტატუსზე. მაგრამ იმას ვერც მწვანეები უარყოფენ, რომ ჰესი განახლებადი ენერგიის წყაროა და წყლის მექანიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. პროცესში არც საწვავია ჩართული და გარემოც არანაირი ნარჩენისგან არ ბინძურდება.

მწვანეების კატეგორიული „არას“ ფონზე არსებობს მთელი რიგი უპირატესობები, რითაც წყალსაცავიანი ჰესები გამოირჩევა. ჰიდროენერგეტიკის ექსპერტები ნამდვილად არ იღლებიან იმის არგუმენტირებით, რომ ჰესების მშენებლობა აუცილებელია არამხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღებისთვის, არამედ ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის.

ჰიდროგენერაციაში ნორვეგიის გამოცდილების გასაცნობად, რომელიც მსოფლიო ლიდერებს შორისაა ამ დარგის განვითარებით, კარსტენ ჯენსენს ვესაუბრეთ. ის ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსია:

– რამდენი ჰესია ნორვეგიაში და რა მოცულობის ელექტროენეგიას გამოიმუშავებთ წლიურად?

– ნორგვეგიაში ჰიდროელექტოსადგურების წლიური გენერაცია დაახლოებით 135 ტერავატსაათია. ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად განსხვავდება და დამოკიდებულია წყლის მოდინებასა და ნალექზე. ნორვეგიაში 1600 ჰესი გვაქვს, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 33 000 მეგავატია. ქვეყანაში 1000-მდე წყალსაცავია, რომლებიც ჰიდროგენერაციისთვის გამოიყენება. შედეგად, ევროპის რეგულირებადი სიმძლავრის 50% ნორვეგიაზე მოდის. ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 70%-ს რეზერვუარიანი ჰესები აკმაყოფილებენ. რაც შეეხება ჰიდრორესურსების ათვისებას, ნორვეგიის ჰიდროპოტენციალი სულ 215 ტერავატსაათია, რომლის დაახლოებით 60% ქვეყანამ უკვე აითვისა.

– ისტორიულ ჭრილში როგორ განვითარდა ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკა, რა ძირითადი ეტაპები გაიარა? იყო თუ არა წინააღმდეგობა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან მეგაპროექტების განხორციელებისას?

– ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ჰიდრორესურსების ათვისება 1900-იან წლებში დავიწყეთ, თუმცა ჰიდროენერგეტიკის ბუმი ნორვეგიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ახლიდან აშენება და გარემოსდაცვით საკითხები არ იყო აქტუალური. უკვე 1960-1970 წლებში რამდენიმე დიდი პროექტი გვქონდა, რომლებიც წინააღმდეგობისა და დემონსტრაციების თანხლებით განხორციელდა. ასე რომ, ნორვეგიასაც აქვს ასეთი გამოცდილება. მაგრამ დღეს ჩვენ უკვე აღარ ვაშენებთ ბევრ დიდ ჰიდროელექტროსადგურს, რადგან ჩვენ წლების წინ უკვე ავითვისეთ მნიშვნელოვანი ჰიდრორესურსი.

– როგორ გადალახეთ წინააღმდეგობები?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დაკავშირებულია გარემოს საკითხებთან. მაგრამ, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნივნელოვანია და რასაც ნორვეგიაში ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელებისას მივმართავთ, ეს არის პროექტის დასაწყისშივე ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარკვეული სარგებლის უზრუნველყოფა, მათი რესურსების გამოყენების სანაცვლოდ.

საქართველოს ჰიდროპოტენციალი და ათვისების ოპტიმალური სტრატეგია

ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის დაყოვნება. რეკომენდებულია ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობა, რაც აამაღლებს სისტემის ადეკვატურობას, მდგრადობას, მოქნილობას და გააჩენს ცვალებადი გენერაციის (მზისა და ქარის) დამატებითი სიძლავრეების ინტეგრაციის საშუალებას. ჰიდრო რესურსების აკუმულირება სწორედ კაშხლოვან ჰესებშია შესაძლებელი, რომელსაც „ენერგეტიკული ზამთრის“ პერიოდში ავითვისებთ, ანუ იმ თვეებში, როდესაც საქართველო მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მცირე, სეზონური ჰესები პრაქტიკულად ვეღარ მუშაობენ.

რა გვაქვს დღეს?

2019 წლის მონაცემებით, დადგმული სიმძლავრის ჯამური მოცულობა 4247 მგვტ-ის ტოლია, რომელიც მოიცავს ჰესების დადგმულ სიმძლავრეს 3300 მგვტ-ს და თბოელექტროსადგურების მიერ დადგმულ სიმძლავრეს 925 მგვტ. ნავარაუდევია, რომ 2020–2030 წლებში არსებულ დადგმულ სიმძლავრეს დაემატება ახალი ჰესების დამატებითი სიმძლავრე, რაც უზრუნველყოფს ჯამური დადგმული სიმძლავრის ზრდას არსებული 4247 მგვტ-დან 5014 მგვტ-მდე 2022 წლისთვის, 5984 მგვტ-მდე - 2024 წლისთვის და 7945 მგვტმდე – 2030 წლისთვის.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოში ფუნქციონირებდა შემდეგი ტიპის ჰესები: 7 მარეგულირებელი, 4 დღიური რეგულირების, 27 სეზონური, ანუ მოდინებაზე და 53 მცირე ჰესი. ჯამში ვიღებთ 91 ჰიდროგენერაციის ობიექტს, რაც იგივე ნორვეგიის რესურსების (რაოდენობრივად) დაახლოებით 5%–ს შეადგენს. ეს იმ ფონზე, როდესაც, განვმეორდებით, საქართველოს საკუთარი წყლის რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული.

ქართველი ექსპერტების აზრი

გიორგი ჩიქოვანი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი:

– ჩვენი ენერგეტიკა დაფუძნებულია ჰიდროენერგიაზე და მდინარეების მოდინებაზე. სამწეხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი პოტენციალი რეზერვუარიანი ჰესების და დაგუბების კუთხით ძალიან შეზღუდულები ვართ. რამდენიმე პროექტია მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც ჩვენი ენერგოდამოუკიდებულობის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასეთებია ხუდონი, ნენსკრა და ნაწილობრივ ნამახვანი. ყველა დანარჩენი ჰესის პროექტი არის მოდინებაზე დამოკიდებული. შესაბამისად, ძალიან შეზღუდულები ვართ ამ კუთხით.

რეგულირებადი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სისტემის გაზრდისთვის, ასევე ალტერნატიული ენერგეტიკის კუთხით, ვინაიდან მზისა და ქარის ელექტროსადგურები არასტაბილურია და მათ დასაბალანსებლად აუცილებელია ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია.

– საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთთვის რამდენად მნიშვნელოვანია კაშხლოვანი ჰესების მშენებლობა?

– დღეს რომ ჩვენ ენგურჰესი არ გვქონოდა, მიბმული ვიქნებოდით მეზობელ ქვეყნებზე და არ გვექნებოდა არანაირი ენერგოდამოუკიდებლობა ელექტროენერგეტიკის კუთხით. ენგურის მოცულობის კაშხლები საქართველოში ვეღარ განხორციელდება, ვინაიდან ის ძალიან დიდია – არ არის ამის პოტენციალი. თუმცა, ისეთი ჰესების მშენებლობა, როგორებიცაა ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, აუცილებელია და მათ არანაირი კატასტროფა და ცუდი შედეგის გამოწვევა არ შეუძლიათ.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის ტენდენციას აფასებს. ექსპერტის თქმით, 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტის წილი 12-15%-მდე იყო. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთის წილი, ძირითადად, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე მოდის, ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს.

- შუახევჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა. რამდენად მნივშნელოვანია ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმპორტჩანაცვლების კუთხით? – პანდემია დასრულდება და მოხმარება ისევ გაიზრდება.

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ენერგიის გამოყენების გარეშე, საწარმოებსა და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. გვჭირდება გენერაციის წყაროების განვითარება, რადგან მოხმარება იზრდება და მას ადგილობრივი წყაროები ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ გვჭირდება ხოლმე ელექტროენერგიის იმპორტი. მოგეხსენებათ, მძლავრი და წყალსაცავიანი ჰესები ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები თუ განვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ცვლადი გენერაციის წყაროების უფრო ეფექტურად დანერგვისთვის. თავისთავად, იმპორტი ძალიან დიდი ნახტომებით იმიტომ გაიზარდა, რომ ჩვენი სიმძლავრეები უკვე ვეღარ ფარავდა მოხმარებას. შესაბამისად, მრეწველობისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ მძლავრ ელექტროსადგურებს შეუძლია.

- უცხო ქვეყნების გამოცდილება როგორია ამ მიმართულებით? მაგალითად, როგორც ცნობილია, ნორვეგიაში 1600–ზე მეტი ჰესია. აქედან 1000–მდე კაშხლოვანია. უნდა გაიზიაროს თუ არა საქართველომ ეს გამოცდილება?

- ამ კუთხით, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. მათ სრულად აქვთ ათვისებული ჰიდრორესურსი, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. მათ გამოცდილებას მუდმივად ვეცნობით და ისინი, როგორც კონსულტანტები, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ნორვეგიის, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ნამდვილად გამოგვადგება.

NS

რა ასაკიდან იქნება შესაძლებელი ვაქცინაციის პროცესში ჩართვა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში