სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა
63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

ოკუ­პი­რე­ბულ ახალ­გორ­ში მცხოვ­რე­ბი 63 წლის ჯუმ­ბერ მი­ლა­ძე, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე იყო, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოყ­ვა­ნი­სას გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გარ­თულ­და, თუმ­ცა, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მისი ოჯა­ხის წევ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოყ­ვა­ნის და სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად არ მის­ცეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, როცა ჯუმ­ბერ მი­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და, იგი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რი­დან ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მხო­ლოდ გუ­შინ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ წი­თე­ლი ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით, პა­ცი­ენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მო­ეყ­ვა­ნათ. მი­ლა­ძე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში, დღეს, გზა­ში და­ი­ღუ­პა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვი­ლიც. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჯუმ­ბერ მი­ლა­ძე სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის კი­დევ ერთი მსხვერ­პლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
18

ახალგორი და კოდორი სააკაშვილმა გაყიდა ! სააკაშვილი მოღალატეა !

როგორ მოხდა
16

 კორონათი დაიღუპაო რომ არ თქვეს?!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გართულდა, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის და სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება თავდაპირველად არ მისცეს.

რამდენიმე დღის წინ, როცა ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, იგი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მხოლოდ გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წითელი ჯვრის მეშვეობით, პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოეყვანათ. მილაძე სასწრაფო დახმარების მანქანაში, დღეს, გზაში დაიღუპა.

ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც. მისივე განცხადებით, ჯუმბერ მილაძე საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლია.

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს