პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვალები ახამხამეთ რაც შეიძლება ხშირად, ეკრანი არ უნდა კაშკაშებდეს - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები მოსწავლეებს და მათ, ვინც კომპიუტერთან მუშაობს
თვალები ახამხამეთ რაც შეიძლება ხშირად, ეკრანი არ უნდა კაშკაშებდეს - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები მოსწავლეებს და მათ, ვინც კომპიუტერთან მუშაობს

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კას­თან გა­მუდ­მე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა თვა­ლე­ბის გა­დაღ­ლას იწ­ვევს. ბოლო დროს ადა­მი­ა­ნე­ბი სულ უფრო მეტ დროს ატა­რე­ბენ კომ­პი­უ­ტერ­თან და სმარ­ტფო­ნებ­თან. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, როცა ახალ­გაზ­რდებს დის­ტან­ცი­უ­რად უწევთ სწავ­ლა, დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს არა­ერ­თი ოფი­სი თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თმა­ნეთს ზო­გა­დად დის­ტან­ცი­უ­რად ეკონ­ტაქ­ტე­ბა. თუმ­ცა პან­დე­მი­ამ­დეც, პრაქ­ტი­კუ­ლად, ინ­ტერ­ნეტ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი თვალს ძა­ლი­ან ღლის და ძა­ბავს, რაც ამ ორ­გა­ნოს სხვა­დას­ხვა და­ავ­დე­ბი­სა თუ მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

რა შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს ასეთ პი­რო­ბებ­ში თვალს და რო­გორ და­ვიც­ვათ ის და­ა­ვა­დე­ბის­გან, ამა­ზე კლი­ნი­კა „ახა­ლი მზე­რი­სა“ და „ღია გუ­ლის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი ია ვარ­და­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ინერ­ნეტ­სივ­რცე, ამის გამო უფრო მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით სმარ­ტფო­ნებ­სა და გა­ჯე­ტებ­ზე, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა მა­ნამ­დეც არ­სე­ბუ­ლი თვა­ლის პრობ­ლე­მე­ბი. არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრომ­ზე, თუმ­ცა უკვე უფრო გლო­ბა­ლუ­რი გახ­და ეს პრობ­ლე­მა და ამას ოფ­თალ­მო­ლო­გებ­მა ე.წ. „თვა­ლის ზე­და­პი­რის და­ა­ვა­დე­ბე­ბი“ უწო­დეს, რო­მე­ლიც გარ­და მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მი­სა, მო­ი­ცავს ბლე­ფა­რი­ტებს. ბლე­ფა­რი­ტი ეს არის ქუ­თუ­თოს კი­დის ან­თე­ბა იქ, სა­დაც წამ­წა­მე­ბი იზ­რდე­ბა. რო­გორც წესი ეს ორი­ვე ქუ­თუ­თო­ზე ვრცელ­დე­ბა და იწ­ვევს თვა­ლის სი­წით­ლეს და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. ბლე­ფა­რი­ტი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მისი გან­კურ­ნე­ბა რთუ­ლია. სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რით და ქუ­თუ­თოს მა­სა­ჟე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა.

ასე­ვე კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის დროს ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია, აკო­მო­და­ცი­უ­რი აპა­რა­ტი უფრო მე­ტად და­ძა­ბოს. კერ­ძოდ, მუდ­მი­ვად უწევს მზე­რის გა­და­ტა­ნა მო­ნი­ტო­რი­დან კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე და პი­რი­ქით. ამ დროს ხდე­ბა თვალ­ში არ­სე­ბუ­ლი აკო­მო­და­ცი­უ­რი კუნ­თის გა­დაღ­ლა და ყა­ლიბ­დე­ბა ას­თე­ნო­პი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბი, რაც ძი­რი­თა­დად მხედ­ვე­ლო­ბის და­ბინ­დვით, თვა­ლის და თა­ვის ტკი­ვი­ლით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

- რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თვა­ლი იმის­გან, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა არ დაგ­ვე­მარ­თოს?

- პირ­ველ რიგ­ში სწო­რად უნდა მო­ვა­წყოთ სა­მუ­შაო ად­გი­ლი, კერ­ძოდ:

  • მო­ნი­ტო­რი უნდა იყოს კარ­გი ხა­რის­ხის, ეკ­რა­ნი არ უნდა ციმ­ცი­მებ­დეს
  • მო­ნი­ტო­რი თვა­ლი­დან მო­შო­რე­ბუ­ლი უნდა იყოს 70 (+-10) სან­ტი­მეტ­რით
  • მო­ნი­ტო­რი უნდა შე­ირ­ჩეს ისე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მისი დახ­რა და მიტ­რი­ა­ლე­ბა
  • შე­არ­ჩი­ეთ ისე­თი სკა­მი, რომ­ლის სი­მაღ­ლე­საც ად­ვი­ლად და­ა­რე­გუ­ლი­რებთ
  • ეკ­რა­ნი უნდა იყოს თვა­ლე­ბის დო­ნი­დან ოდ­ნავ ქვე­მოთ მო­თავ­სე­ბუ­ლი
  • კლა­ვი­ა­ტუ­რა და "მა­უ­სი" არ უნდა ეწყოს მო­უ­ხერ­ხებ­ლად - მაღ­ლა ან დაბ­ლა, თო­რემ არა­მარ­ტო თვა­ლებს, არა­მედ ზურგს, კი­სერ­სა და ხერ­ხე­მალ­საც მი­ა­ყე­ნებთ ზი­ანს
  • და­ა­ყე­ნეთ გა­ნა­თე­ბა ისე, რომ პირ­და­პირ არ ხვდე­ბო­დეს ეკ­რანს, უმ­ჯო­ბე­სია ის იყოს გვერ­დი­დან
  • ეკ­რა­ნის გა­ნა­თე­ბა უნდა იყოს სა­შუ­ა­ლო, ის არ უნდა კაშ­კა­შებ­დეს
  • თუ ბეჭ­დავთ, სა­ბეჭ­დი მა­სა­ლა უნდა და­დოთ ისე, რომ კის­რის, მხრე­ბი­სა და თვა­ლე­ბის ხში­რი მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ
  • თვა­ლე­ბი ახამ­ხა­მეთ რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად
  • კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, დრო­ე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე
  • და, რა თქმა უნდა, და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნა, ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, ზედ­მე­ტად არ უნდა შე­ვე­ხოთ თვალს, არ უნდა მო­ვის­რი­სოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვთ „დე­მო­დე­კო­ზის“ დი­აგ­ნო­ზი, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვია (demodexfolliculoroum) წამ­წა­მის ტკი­პა

- თუ დაგ­ვე­მარ­თა რო­გორ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ და გან­ვი­კურ­ნოთ მის­გან?

- თუ შე­ვამ­ჩნი­ეთ ცრემ­ლი­ა­ნი და წი­თე­ლი თვა­ლე­ბი, ქუ­თუ­თო­ე­ბის ქა­ვი­ლი, თვა­ლე­ბის წვა და უცხო სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა, ქუ­თუ­თოს კი­დე­ე­ბის სი­წით­ლე და შე­შუ­პე­ბა, გა­მო­ნა­დე­ნი ან ფუფხის­მაგ­ვა­რი წარ­მო­ნაქ­მნი წამ­წა­მის ძი­რებ­ში, გახ­ში­რე­ბუ­ლი ხამ­ხა­მი, სი­ნათ­ლი­სად­მი მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა, წამ­წა­მე­ბის არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ზრდა და ცვე­ნა ან რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, უმ­ჯო­ბე­სია, თავი შე­ვი­კა­ვოთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბი­სა­გან და მი­ვა­კი­თხოთ სპე­ცი­ა­ლისტს.

- საპ­რე­ვენ­ცი­ოდ, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა კარ­გი. რა­ი­მე ვარ­ჯი­შე­ბი ხომ არ არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ თვა­ლი გა­ნიტ­ვირ­თოს, და­ის­ვე­ნოს და ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­ეხ­სნას?

- ვი­ნა­ი­დან დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით კი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და სტუ­დენ­ტებს უფრო მე­ტად უწევთ კომ­პი­უ­ტე­რის მოხ­მა­რე­ბა, ონ­ლა­ინ-გაკ­ვე­თი­ლე­ბის გამო, თხოვ­ნა მექ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სად­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი და­წყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გებს მინ­და, ვთხო­ვო, რომ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ყო­ველ 20 წუთ­ში შე­ას­ვე­ნე­ონ ბავ­შვე­ბი და ერთი წუ­თით მის­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ა­დუ­ნონ თვა­ლი, მა­გა­ლი­თად, გა­ი­ხე­დონ შორ (6-7 მეტ­რის) მან­ძილ­ზე, სივ­რცე­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა სა­ხა­ლი­სო თა­მა­შო­ბე­ბის სა­ხით გა­მო­ხა­ტონ. სტუ­დენ­ტებ­მა კი ყო­ველ ერთ სა­ათ­ში 5 წუ­თით უნდა და­ას­ვე­ნონ თვა­ლე­ბი. თუ ამ ყვე­ლა­ფერს და­ვუ­მა­ტებთ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი წვე­თე­ბის ჩაწ­ვე­თე­ბას, კი­დევ უფრო და­ვი­ცავთ ჩვენს თვა­ლებს.

- თვა­ლის რა წვე­თე­ბია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით?

- არ­სე­ბობს აუ­ა­რე­ბე­ლი ფირ­მის და სხვა­დას­ხვა შე­მად­გენ­ლო­ბის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი წვე­თე­ბი, რა თქმა უნდა, ყვე­ლა მათ­განს აქვს თა­ვი­სი ჩაწ­ვე­თე­ბის რე­ჟი­მი. ასე­ვე გგე­ტყვით, რომ უმ­ჯო­ბე­სია, წვე­თი იყოს უკონ­სერ­ვან­ტო და და­ცუ­ლი იყოს შე­ნახ­ვის და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დე­ბი.

- თუ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, კომ­პი­უ­ტე­რის სი­ტე­მა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა რით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს?

- თუ პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს არ მი­ვი­ღებთ და უყუ­რა­დღე­ბოდ დავ­ტო­ვებთ თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს ან ვეც­დე­ბით ისი­ნი გა­დაღ­ლი­ლო­ბით ან უძი­ლო­ბით ავ­ხსნათ, თვა­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და ასე­ვე აკო­მო­და­ცი­უ­რი კუნ­თი უფრო მე­ტად და­ი­ჭი­მე­ბა. გან­ვი­თარ­დე­ბა აკო­მო­და­ცი­უ­რი სპაზ­მი, რო­მე­ლიც შემ­დგომ ცრუ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში გა­და­ვა. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სპაზ­მის მი­ზე­ზი დრო­უ­ლად არ გა­მოვ­ლინ­დე­ბა, ან არას­წო­რად და­ის­მე­ვა დი­აგ­ნო­ზი, მა­შინ არას­წო­რად გა­მო­წე­რი­ლი სათ­ვა­ლე გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდ პრობ­ლე­მას გა­მო­იწ­ვევს და ცრუ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა ნამ­დვილ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა (ამას „სას­კო­ლე მი­ო­პი­ას“ უწო­დე­ბენ). რა თქმა უნდა, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გე­ბი შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ვა­ლა­ლო იყოს.

ავტორი:

თვალები ახამხამეთ რაც შეიძლება ხშირად, ეკრანი არ უნდა კაშკაშებდეს - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები მოსწავლეებს და მათ, ვინც კომპიუტერთან მუშაობს

თვალები ახამხამეთ რაც შეიძლება ხშირად, ეკრანი არ უნდა კაშკაშებდეს - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები მოსწავლეებს და მათ, ვინც კომპიუტერთან მუშაობს

თანამედროვე ტექნიკასთან გამუდმებული ურთიერთობა თვალების გადაღლას იწვევს. ბოლო დროს ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან და სმარტფონებთან. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით გააქტიურდა გლობალური პანდემიის პერიოდში, როცა ახალგაზრდებს დისტანციურად უწევთ სწავლა, დისტანციურად მუშაობს არაერთი ოფისი თუ დაწესებულება, საზოგადოება ერთმანეთს ზოგადად დისტანციურად ეკონტაქტება. თუმცა პანდემიამდეც, პრაქტიკულად, ინტერნეტდამოკიდებულები ვიყავით. ეს ყველაფერი კი თვალს ძალიან ღლის და ძაბავს, რაც ამ ორგანოს სხვადასხვა დაავდებისა თუ მისგან გამოწვეული პრობლემის მიზეზი ხდება.

რა შეიძლება დაემართოს ასეთ პირობებში თვალს და როგორ დავიცვათ ის დაავადებისგან, ამაზე კლინიკა „ახალი მზერისა“ და „ღია გულის“ ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი გვესაუბრება:

- დღევანდელი პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ინერნეტსივრცე, ამის გამო უფრო მეტად დამოკიდებულები გავხდით სმარტფონებსა და გაჯეტებზე, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მანამდეც არსებული თვალის პრობლემები. არაერთხელ მისაუბრია მშრალი თვალის სინდრომზე, თუმცა უკვე უფრო გლობალური გახდა ეს პრობლემა და ამას ოფთალმოლოგებმა ე.წ. „თვალის ზედაპირის დაავადებები“ უწოდეს, რომელიც გარდა მშრალი თვალის სინდრომისა, მოიცავს ბლეფარიტებს. ბლეფარიტი ეს არის ქუთუთოს კიდის ანთება იქ, სადაც წამწამები იზრდება. როგორც წესი ეს ორივე ქუთუთოზე ვრცელდება და იწვევს თვალის სიწითლეს და გაღიზიანებას. ბლეფარიტი ქრონიკული დაავადებაა და მისი განკურნება რთულია. სჭირდება სპეციალური აპარატურით და ქუთუთოს მასაჟებით მკურნალობა.

ასევე კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანი იძულებულია, აკომოდაციური აპარატი უფრო მეტად დაძაბოს. კერძოდ, მუდმივად უწევს მზერის გადატანა მონიტორიდან კლავიატურაზე და პირიქით. ამ დროს ხდება თვალში არსებული აკომოდაციური კუნთის გადაღლა და ყალიბდება ასთენოპიური ჩივილები, რაც ძირითადად მხედველობის დაბინდვით, თვალის და თავის ტკივილით გამოიხატება.

- როგორ უნდა დავიცვათ თვალი იმისგან, რომ ეს დაავადება არ დაგვემართოს?

- პირველ რიგში სწორად უნდა მოვაწყოთ სამუშაო ადგილი, კერძოდ:

  • მონიტორი უნდა იყოს კარგი ხარისხის, ეკრანი არ უნდა ციმციმებდეს
  • მონიტორი თვალიდან მოშორებული უნდა იყოს 70 (+-10) სანტიმეტრით
  • მონიტორი უნდა შეირჩეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი დახრა და მიტრიალება
  • შეარჩიეთ ისეთი სკამი, რომლის სიმაღლესაც ადვილად დაარეგულირებთ
  • ეკრანი უნდა იყოს თვალების დონიდან ოდნავ ქვემოთ მოთავსებული
  • კლავიატურა და "მაუსი" არ უნდა ეწყოს მოუხერხებლად - მაღლა ან დაბლა, თორემ არამარტო თვალებს, არამედ ზურგს, კისერსა და ხერხემალსაც მიაყენებთ ზიანს
  • დააყენეთ განათება ისე, რომ პირდაპირ არ ხვდებოდეს ეკრანს, უმჯობესია ის იყოს გვერდიდან
  • ეკრანის განათება უნდა იყოს საშუალო, ის არ უნდა კაშკაშებდეს
  • თუ ბეჭდავთ, საბეჭდი მასალა უნდა დადოთ ისე, რომ კისრის, მხრებისა და თვალების ხშირი მოძრაობა თავიდან აიცილოთ
  • თვალები ახამხამეთ რაც შეიძლება ხშირად
  • კონტაქტური ლინზის მომხმარებლებმა, თუ ეს შესაძლებელი იქნება, დროებით გამოიყენონ ოპტიკური სათვალე
  • და, რა თქმა უნდა, დავიცვათ ჰიგიენა, ხშირად დავიბანოთ ხელები, ზედმეტად არ უნდა შევეხოთ თვალს, არ უნდა მოვისრისოთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის პაციენტები, რომელთაც უკვე დადასტურებული აქვთ „დემოდეკოზის“ დიაგნოზი, რომლის გამომწვევია (demodexfolliculoroum) წამწამის ტკიპა

- თუ დაგვემართა როგორ უნდა ვუმკურნალოთ და განვიკურნოთ მისგან?

- თუ შევამჩნიეთ ცრემლიანი და წითელი თვალები, ქუთუთოების ქავილი, თვალების წვა და უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოს კიდეების სიწითლე და შეშუპება, გამონადენი ან ფუფხისმაგვარი წარმონაქმნი წამწამის ძირებში, გახშირებული ხამხამი, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, წამწამების არასწორი მიმართულებით ზრდა და ცვენა ან რომელიმე მათგანი, უმჯობესია, თავი შევიკავოთ თვითმკურნალობისაგან და მივაკითხოთ სპეციალისტს.

- საპრევენციოდ, რა ღონისძიებების ჩატარებაა კარგი. რაიმე ვარჯიშები ხომ არ არსებობს იმისთვის, რომ თვალი განიტვირთოს, დაისვენოს და ეს დაძაბულობა მოეხსნას?

- ვინაიდან დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უფრო მეტად უწევთ კომპიუტერის მოხმარება, ონლაინ-გაკვეთილების გამო, თხოვნა მექნება მასწავლებლებისადმი, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის პედაგოგებს მინდა, ვთხოვო, რომ ონლაინ გაკვეთილის მიმდინარეობისას ყოველ 20 წუთში შეასვენეონ ბავშვები და ერთი წუთით მისცენ საშუალება მოადუნონ თვალი, მაგალითად, გაიხედონ შორ (6-7 მეტრის) მანძილზე, სივრცეში. ეს შეიძლება პატარა სახალისო თამაშობების სახით გამოხატონ. სტუდენტებმა კი ყოველ ერთ საათში 5 წუთით უნდა დაასვენონ თვალები. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ დამატენიანებელი წვეთების ჩაწვეთებას, კიდევ უფრო დავიცავთ ჩვენს თვალებს.

- თვალის რა წვეთებია რეკომენდებული და რა პერიოდულობით?

- არსებობს აუარებელი ფირმის და სხვადასხვა შემადგენლობის დამატენიანებელი წვეთები, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს აქვს თავისი ჩაწვეთების რეჟიმი. ასევე გგეტყვით, რომ უმჯობესია, წვეთი იყოს უკონსერვანტო და დაცული იყოს შენახვის და ვარგისიანობის ვადები.

- თუ რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, კომპიუტერის სიტემატური გამოყენება რით შეიძლება დასრულდეს?

- თუ პრევენციულ ზომებს არ მივიღებთ და უყურადღებოდ დავტოვებთ თვალთან დაკავშირებულ პრობლემებს ან ვეცდებით ისინი გადაღლილობით ან უძილობით ავხსნათ, თვალის მამოძრავებელი და ასევე აკომოდაციური კუნთი უფრო მეტად დაიჭიმება. განვითარდება აკომოდაციური სპაზმი, რომელიც შემდგომ ცრუ ახლომხედველობაში გადავა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპაზმის მიზეზი დროულად არ გამოვლინდება, ან არასწორად დაისმევა დიაგნოზი, მაშინ არასწორად გამოწერილი სათვალე გაცილებით უფრო დიდ პრობლემას გამოიწვევს და ცრუ ახლომხედველობა ნამდვილ ახლომხედველობაში გადაიზრდება (ამას „სასკოლე მიოპიას“ უწოდებენ). რა თქმა უნდა, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში შედეგები შესაძლოა, გაცილებით უფრო სავალალო იყოს.

"შეიძლება, არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება" - ამირან გამყრელიძე

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"