კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი" - გიორგი გახარია
"შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი" - გიორგი გახარია

შე­ზღუდ­ვე­ბი გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამა­ვე დროს, არ გვჭირ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ბა და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი. ამი­ტომ ჩვენ მივ­მარ­თეთ პარ­ლა­მენტს, - ამის შე­ას­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ხა­რი­ამ გან­მარ­ტა, რა­ტომ არის სა­ჭი­რო მთავ­რო­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, რომ მას ქვე­ყა­ნა­ში შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლოს.

„ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დღეს ჩვენ­გან გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ივ­ლი­სამ­დე, სექ­ტემ­ბრამ­დეა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. ჩვენ, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, COVID 19-ის რის­კებს ვმარ­თავთ ეფექ­ტუ­რად, რაც გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ეკო­ნო­მი­კის ამოქ­მე­დე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ, რის­თვი­საც ჩვენ უკვე მზად ვართ, მაგ­რამ არა­ვინ იფიქ­როთ, რომ ჩვენ ან მსოფ­ლი­ომ კო­ვი­დი და­ვა­მარ­ცხეთ, არა.

არა­ვინ იფიქ­როს, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან უკვე გა­მო­ვე­დით, ან უკვე კონ­კრე­ტუ­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბი გვაქვს, რომ კრი­ზი­სი და­მარ­ცხე­ბუ­ლია. ეს შეც­დო­მა არ უნდა და­ვუშ­ვათ

ერთი რამ უნდა გვეს­მო­დეს, ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ფასი იქ­ნე­ბა ნული, თუ ჩვე­ნი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, სწრა­ფი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ერ­თბა­შად მოხ­სნით ქვე­ყა­ნას, თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს და ქვეყ­ნის შემ­დგომ ეკო­ნო­მი­კურ აღორ­ძი­ნე­ბის საქ­მეს შე­ვიყ­ვანთ რის­კის ქვეშ. ამი­ტომ ჩვენ ეს შე­ზღუდ­ვე­ბი გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამა­ვე დროს ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ბა და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი. ამი­ტომ ჩვენ მივ­მარ­თეთ პარ­ლა­მენტს, რათა ეს შე­ზღუ­დე­ბი იყოს გო­ნივ­რუ­ლი, ეფექ­ტუ­რი და იყოს კონ­კრე­ტულ მიზ­ნებ­ზე მი­მარ­თუ­ლი.

ამას­თან, გრძელ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ცე­სი და ქვე­ყა­ნამ უნდა მი­ი­ღოს ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა არ­ჩე­ვე­ბის კონ­ტექ­სტში. ამი­ტომ ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მთავ­რო­ბა ცდი­ლობს და ეფექ­ტუ­რად პო­უ­ლობს ბა­ლანსს, რო­მე­ლიც არის ეპი­დე­მი­ის რის­კე­ბის მარ­თვა, ეკო­ნო­მი­კუ­რი აღორ­ძი­ნე­ბა და, რა თქმა უნდა, ცო­ცხა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით და­გეგ­მილ შე­ზღუდ­ვებ­ში გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა არ შევა.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბას ქვე­ყა­ნა­ში შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლე­ბა. პარ­ლა­მენტს „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი წა­რედ­გი­ნა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და გუ­ლის­ხმობს ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­კუთ­რე­ბის, თავ­შეყ­რის, შრო­მის და სხვა უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას­თან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
79

აქა -იქა ხარ, აქა -იქ...აბსოლურურად შ ო რ ს ხარ ქართული რეალობისდაგან და არა მარტო შენ - ზოგადად ივანაშვილები ... შედეგად გვაქვს - 8 წელი ეკონომიკური ზრდა..0-ლი, ანუ დაკნინებული, დაუსუსურებული, ღატაკი, უიმედო და უპერსპექტივო-რუსულ გუბერნიად გადაქცეული - საქართველო და ასე გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ს - ე რ ი არ - ვერ ა ი ტ ა ნ ს ... როდემდე თქვენგან მოტანილი - უ ღ ი რ ს ი- უპერსპექტივო ყოფა ?!

თაკო
49
მართალია ეს კაცი.
ავტორი:

"შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი" - გიორგი გახარია

"შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი" - გიორგი გახარია

შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, - ამის შეასხებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიამ განმარტა, რატომ არის საჭირო მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭება, რომ მას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლოს.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას მოითხოვდა. ევროპის ქვეყნებში ივლისამდე, სექტემბრამდეა გაგრძელებული. ჩვენ, სხვებთან შედარებით, COVID 19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დავამარცხეთ, არა.

არავინ იფიქროს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით, ან უკვე კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ

ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რათა ეს შეზღუდები იყოს გონივრული, ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული.

ამასთან, გრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევების კონტექსტში. ამიტომ ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და, რა თქმა უნდა, ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა.

ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. პარლამენტს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია