სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი
"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი

შე­მოდ­გო­მის ბო­ლო­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ძლი­ერ ტალ­ღას ვე­ლით - ამის ალ­ბა­თო­ბა დი­დია, ზამ­თარ­ში კი ეს ვირუ­სი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, აკ­რძალ­ვე­ბის შერ­ბი­ლე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტოს.

„ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ კო­რო­ნა დამ­თავ­რდა, მაგ­რამ ის არ­სად არ წა­სუ­ლა, კვლავ ჩვენ­თან არის. ერთი წელი მა­ინც... შე­მოდ­გო­მის ბო­ლო­დან მე­ო­რე ძლი­ერ ტალ­ღას ვე­ლით, ამის ალ­ბა­თო­ბა დი­დია, ზამ­თარ­ში კი ეს ვირუ­სი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. ვი­ცხოვ­როთ კო­რო­ნას­თან ერ­თად. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, დიდი თავ­ყრი­ლო­ბე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა, ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა და ნი­ღა­ბი - აი, ასე­თია კო­რო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის წესი. თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ზა­ფხულ­ში ვირუ­სი ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღას ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან ელო­დე­ბი­ან. "შე­საძ­ლოა, მე­სა­მე, მე­ო­თხე ტალ­ღაც იყოს, მაგ­რამ მოდი, ჯერ მე­ო­რე ტალ­ღა გა­და­ვა­გო­როთ და ამა­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ. მა­ნამ­დე ან ვაქ­ცი­ნა შე­იქ­მნე­ბა, ან - ეფექ­ტი­ა­ნი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იმის­თვის, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა და გრიპ­მა ერ­თდრი­უ­ლად არ შე­მოგ­ვი­ტი­ოს, მეტი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო.

„ეს უფრო და­ამ­ძი­მებს სი­ტუ­ა­ცი­ას, ამი­ტომ ჩვენ ვფიქ­რობთ, მეტი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შე­ვი­ძი­ნოთ, რომ გრიპ­მა და კო­რო­ნამ ერ­თდრო­უ­ლად არ შე­მოგ­ვი­ტი­ოს. რაც მეტი ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა ავად, მით მე­ტად და­იტ­ვირ­თე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ ყვე­ლას პატ­რო­ნო­ბა შეძ­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

კი­თხვა­ზე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხომ არ გახ­დე­ბა გრი­პის აცრა, იმ­ნა­ძე პა­სუ­ხობს, რომ პი­რი­ქით, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტია და შე­საძ­ლოა აც­რის ყვე­ლა მსურ­ვე­ლი ვერ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს.

„სა­ვალ­დე­ბუ­ლო კი არა, ახლა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ისე­თი დე­ფი­ცი­ტია, ნე­ტავ ისი­ნი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ, ვი­საც აცრა ენ­დო­მე­ბა, თუმ­ცა რისკ ჯგუ­ფე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნა ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბას, რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ამ­ბობს, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, რომ პიკი მძი­მე არ ყო­ფი­ლი­ყო.

„ჩვე­ნი პიკი იყო პა­ტა­რა ბორ­ცვი და არა - ჯო­მო­ლუნ­გმა, ახლა კი გა­და­ვაქ­ცი­ეთ თრი­ა­ლე­თის ქე­დად. კო­რო­ნა არ­სად გაქ­რე­ბა, მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ხა­ტი­სო­ფელ­სა და მუ­შე­ვან­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. რო­გორც იმ­ნა­ძე ამ­ბობს, „მუ­შე­ვა­ნი არის მა­გა­ლი­თი ხალ­ხის, რო­მელ­საც არ სჯე­რა, რომ კო­რო­ნა არ­სე­ბობს“.

„ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რაც ხდე­ბა, ახა­ლი არ არის. კი­დევ იჩი­ნა თავი ახალ­მა შემ­თხვე­ვებ­მა - ეს არის და ეს. სო­ფე­ლი მუ­შე­ვა­ნი არის მა­გა­ლი­თი ხალ­ხის, რო­მელ­საც არ სჯე­რა, რომ კო­რო­ნა არ­სე­ბობს. ჰგო­ნი­ათ, რომ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი. ახლა ჩა­მო­ვიდ­ნენ იქი­დან ჩვე­ნე­ბი - 150-ზე მეტი სინ­ჯი ავი­ღეთ. გვინ­და ყვე­ლა გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ. ორი­ვე პა­ტა­რა სო­ფე­ლია, მაგ­რამ და­ზი­ა­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ლა­მის იტა­ლი­აა.

ბოლ­ნის­ში ვირუ­სი მარ­ნე­უ­ლი­დან შე­ვი­და და გავ­რცელ­და. როცა ადა­მი­ა­ნებს არ სჯე­რათ ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა, სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი - ბო­ლოს და ბო­ლოს, ყვე­ლა ადა­მი­ანს თითო პო­ლი­ცი­ელს ხომ არ მი­უ­ჩენ?! თვი­თონ თუ არ გა­ი­თა­ვი­სეს საფრ­თხე და არ და­იც­ვეს წე­სე­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან სი­ა­რუ­ლი და ქე­ი­ფი არ აკ­რძა­ლეს, შე­დე­გი ყო­ველ­თვის ასე­თი იქ­ნე­ბა. კა­რან­ტი­ნი კი არის გამ­კაც­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ კაცი რომ მე­ზო­ბელ­თან უკა­ნა ეზო­ში გა­და­ვა, იმას ქუ­ჩი­დან ხომ ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებ?“ - აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­საც­ვლე­ლად მო­სახ­ლე­ო­ბას­თან დი­ა­ლო­გია სა­ჭი­რო.

„ეს ის სო­ფე­ლია (მუ­შე­ვა­ნი), სა­დაც აგ­რე­სი­უ­ლად დახ­ვდნენ ექი­მებს და ავად­მყოფს არ ატან­დნენ, ხომ გახ­სოვთ? ახლა იქა­ურ ავ­ტო­რი­ტე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან ვმუ­შა­ობთ, რომ ვირუ­სის შე­სა­ხებ მეტი გა­ი­გონ და საფრ­თხეც გა­აც­ნო­ბი­ე­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სუ­ლი მე­დია, რო­მელ­საც იქ ხში­რად უს­მე­ნენ, თა­ვი­დან ყვე­ლას მო­უ­წო­დებ­და, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სია და სა­ში­ში არა­ფე­რია... სწო­რედ ამი­ტომ ახლა რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც ვე­ღარ არ­წმუ­ნე­ბენ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია. სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ქარ­თვე­ლია, თუმ­ცა არც ბოლ­ნი­სის ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა აკ­ლებ­და ხელს, ასე რომ, მი­ზე­ზად მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის სიმ­ცი­რეს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებთ. ბოლ­ნი­სი არის მკა­ფიო მა­გა­ლი­თი იმი­სა, რა მოხ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა მი­თი­თე­ბას რომ არ და­მორ­ჩი­ლე­ბო­და. მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სი­ტუ­ა­ცია ვერ მოგ­ვარ­დე­ბა.

ზო­მე­ბი კი გამ­კაცრ­და და მთე­ლი ეპი­დე­მი­უ­რი კერა კა­რან­ტინ­შია მოქ­ცე­უ­ლი, მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რია, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ, ვი­საც დას­ჭირ­დე­ბა, გა­და­ვიყ­ვა­ნოთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, და­ვად­გი­ნოთ სა­კონ­ტაქ­ტო პი­რე­ბი, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეს სი­ტუ­ა­ცია რო­გორ­მე ჩა­ცხრეს“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ბოლ­ნის­ში შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბას ელო­დე­ბი­ან.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 105 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
19

სად უნდა წავიდეს ვირუსი, ამათ მთლად ცხვრები ვგონივართ ... არც კორონა წავა სადმე და არც სხვა ვირუსი, როგორც იყო მანამდე, ისინიც რომლების შესახებაც იცით, და 100 იმდენი რომლებიც არ იცით, ასევე იქნებიან აწიც ... პირველი ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები იყვნენ ... მე კი ვიცი რისთვისაა ეგ თქვენი ე.წ. "პათოსი", მარა ...

კომედიანტი
21

მეოთხე, მეხუთე,მეექვსე, მეშვიდე,მერვე, კარგით რა არ გააბრაზოთ ბალთაზარ კობა თორე მერე გვიან იქნება!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი

"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი

შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს.

„ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის. ერთი წელი მაინც... შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი - აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან. "შესაძლოა, მესამე, მეოთხე ტალღაც იყოს, მაგრამ მოდი, ჯერ მეორე ტალღა გადავაგოროთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან - ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ კორონავირუსმა და გრიპმა ერთდრიულად არ შემოგვიტიოს, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაა საჭირო.

„ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს“, - განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, სავალდებულო ხომ არ გახდება გრიპის აცრა, იმნაძე პასუხობს, რომ პირიქით, მსოფლიო ბაზარზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია და შესაძლოა აცრის ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდეს.

„სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება“, - აღნიშნა იმნაძემ.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციის შეფასებას, როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რომ პიკი მძიმე არ ყოფილიყო.

„ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა - ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ხატისოფელსა და მუშევანში შექმნილი ვითარების შესახებაც ისაუბრა. როგორც იმნაძე ამბობს, „მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს“.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა - ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები - 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა.

ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერაფერს გახდები - ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. კარანტინი კი არის გამკაცრებული, მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა ეზოში გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკონტროლებ?“ - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, არსეული სიტუაციის შესაცვლელად მოსახლეობასთან დიალოგია საჭირო.

„ეს ის სოფელია (მუშევანი), სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს არ ატანდნენ, ხომ გახსოვთ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია... სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია, თუმცა არც ბოლნისის ქართველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება.

ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება, გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე ჩაცხრეს“, - განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ ბოლნისში შემთხვევათა მატებას ელოდებიან.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

"არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით" - გიორგი ფხაკაძე

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს