პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა
"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე გა­ვი­და. ის 6 აპ­რილს, 43 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას­თან, გლი­ობ­ლას­ტო­მას­თან ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ.

ყო­ფილ პო­ლი­ტი­კოსს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი და მწე­რა­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე 15 წელი იყ­ვნენ ქორ­წი­ნე­ბა­ში. ტო­გო­ნი­ძე მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის 40 დღის თავ­ზე იმ 22-თვი­ან ბრძო­ლას იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ერ­თად გა­და­ი­ტა­ნეს:

"ძა­ლი­ან გრძე­ლი 40 დღე-ღა­მის წინ დამ­თავ­რდა ომი. დავ­რჩი ია­რა­ღას­ხმუ­ლი, მო­ჭი­მუ­ლი, მო­მარ­თუ­ლი, და­გე­ში­ლი და შენს ფა­რად ქცე­უ­ლი, გა­შე­შე­ბუ­ლი. არც კი ვიცი იქ, ზე­მოთ რო­დის გა­მო­ა­ცხა­დეს ეს ომი დამ­თავ­რე­ბუ­ლად, შე­წყვე­ტი­ლად თუ წა­გე­ბუ­ლად?! სა­ერ­თოდ ჩვენ იმ­თა­ვით­ვე წა­გე­ბულ ბრძო­ლა­ში გაგ­ვიწ­ვი­ეს და ეტყო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბაც სხვა რა­მე­ში უნდა გვე­პო­ვა...

ვდგა­ვარ და ვგრძნობ, რომ ია­რა­ღე­ბი ისევ მო­მარ­თუ­ლია, გა­და­ტე­ნი­ლი, მჭი­დე­ბი სავ­სეა: ჩამ­რჩა ულე­ვი ინ­ფორ­მა­ცია, ცოდ­ნა, ახა­ლი მე­თო­დე­ბი, წამ­ლე­ბი, გეგ­მე­ბი, სას­წა­უ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თე­ბი, კავ­ში­რე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ექი­მე­ბი, სა­ხე­ლე­ბი, გვა­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, იმე­ი­ლე­ბი, ლოც­ვე­ბი, ფსალ­მუ­ნე­ბი, ისევ წამ­ლე­ბი, რო­მე­ლი რო­მელ­თან/რამ­დე­ნი რამ­დენ­ზე, ზა­რე­ბი, წე­რი­ლე­ბი, თხოვ­ნე­ბი, ვედ­რე­ბე­ბი და იმე­დე­ბი.

ას­ხმუ­ლი მაქვს ეს არ­ტი­ლე­რია და აგერ უკვე 40 დღეა ვცდი­ლობ ჩა­მო­ვიხ­სნა, უნდა ჩა­მო­ვიფრ­ცქვნა, ჩა­მო­ვი­თა­ლო, არა­და შე­მი­სის­ხლხორ­ცდა, ვირ­ღვე­ვი თი­თო­ე­ულ ჩა­მოგ­ლე­ჯილ ნა­წილ­თან ერ­თად და ვე­ღარ ვხვდე­ბი, რა რჩე­ბა ჩემ­გან. ომი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცი­ვით ვე­ღარ ვი­გებ, სად წა­ვი­ღო ჩვე­ვად ქცე­უ­ლი ნა­დი­რო­ბა სიკ­ვდილ­ზე, ყო­ველ დი­ლით ან თუნ­დაც ღა­მით ხე­ლახ­ლა და­რაზმვა და მის ხა­ხა­ში შე­ვარ­დნა, ში­შე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი მოთვი­ნი­ე­რე­ბა, მათ­თვის თვა­ლებ­ში ყუ­რე­ბა და მყა­რად დგო­მა.

სი­ცო­ცხლის­თვის თი­თო­ე­უ­ლი წუ­თის გა­მო­გლეჯ­ვის სიტ­კბო. უთ­ვა­ლა­ვი გა­მარ­ჯვე­ბა. შენი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის პროგ­ნოზს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი დღე­ე­ბი და ნა­ჩუ­ქა­რი თვე­ე­ბი, ნიშ­ნის მო­გე­ბით გა­ფიქ­რე­ბა, ჰმ, 2020-ს ვერ უნდა შეხ­ვედ­რო­დი... მა­ინც ვა­ჯო­ბეთ... სა­დამ­დე

ამ ბრძო­ლა­ში, რა თქმა უნდა, ერ­თნი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მთა­ვა­რი ხარ შენ. შენ იღებ­დი მთა­ვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. რო­დის და­გეთ­მო, რო­დის და­გეს­ვე­ნა, რო­დის მო­გეკ­რი­ბა არარ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი და და­დუ­მე­ბუ­ლი ენის­თვის, რო­მე­ლიც ისე­ვე ვე­ღარ ამე­ტყველ­დე­ბო­და, რო­გორც უსუ­ლო სა­გა­ნი, მი­გე­ცა ბოლო ბრძა­ნე­ბა, წარ­მო­ეთ­ქვა უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი, სულ 5 მარ­ცვა­ლი: შე ნი ჭი რი მე. რად­გან ასე უნდა მი­გე­მარ­თა შენი შვი­ლის­თვის, სხვა­ნა­ი­რად არ შე­გეძ­ლო. ასე უნდა შე­გე­ბე­ბო­დი თუ­თას, რო­მე­ლიც სულ უფრო იშ­ვი­ა­თად გა­წუ­ხებ­და, იშ­ვი­ა­თად იჭყი­ტე­ბო­და ჩვენს შეც­ვლილ, რე­ა­ნი­მა­ცი­ად ქცე­ულ ოთახ­ში, მაგ­რამ იცო­და, რომ თუ შე­მო­ვი­დო­და, უმე­ტყვე­ლო და და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი მამა მის და­ნახ­ვა­ზე მა­ინც სას­წა­ულს მო­ახ­დენ­და და იტყო­და: შენი ჭი­რი­მე!

ეს ორი სი­ტყვა იყო მკა­ფიო, მტკი­ცე, შე­უც­დო­მე­ლი და ექი­მე­ბი, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი, ექთ­ნე­ბი რჩე­ბოდ­ნენ სახ­ტად. იმე­ო­რებ­დნენ, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, ენას დამ­ბლა აქვს, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.შენ წყვეტ­დი ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ას შე­ლე­ო­დი და რო­მე­ლი შე­გე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სი­ცო­ცხლის ფა­სად. ტვი­ნის რო­მე­ლი უბა­ნი არ და­გეთ­მო და ბო­ლომ­დე ყო­ფი­ლი­ყა­ვი რატი, ცნო­ბი­ე­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სა­ღი­თა და სიწ­მინ­დით.

"ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუ­ფებ­ში, სა­დაც ვწევ­რი­ან­დე­ბო­დი მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, მსოფ­ლი­ოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ზუს­ტად ამ დი­აგ­ნო­ზით იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ერთ-ერთი სტან­დარ­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა იყო, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა (გლი­ობ­ლას­ტო­მა) არ მოგ­ვეხ­სე­ნი­ე­ბი­ნა სი­ტყვით „მონ­სტრი“, „ურჩხუ­ლი“ ან რა­ი­მე მსგავ­სი. თა­ვი­დან­ვე ვის­წავ­ლე ეთი­კის და­წე­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შენ სულ არ იცო­დი, მაგ­რამ არას­დროს მოგ­სვლია აზ­რად ჩვე­ნი პი­რო­ბი­თი მტრის ასე­თი სა­ხელ­დე­ბა. შენ ამ­ბობ­დი: და­ვე­ჯა­ხეთ აის­ბერგს, ეს სი­ტყვა გა­მო­ნა­ხე და, რო­გორც ყო­ველ­თვის, აქაც აღ­მოჩ­ნდი დახ­ვე­წი­ლი და ზუს­ტი.

გლი­ობ­ლას­ტო­მა აის­ბერ­გის წვე­რი­ვით ვიწ­რო კენ­წე­რო­თი გვეჩ­ვე­ნა 2018 წლის ივ­ნის­ში და აის­ბერ­გის ძლი­ე­რი ძი­რი­ვით გა­ფარ­თოვ­და დროს­თან ერ­თად, ნელ-ნელა გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი მას­შტა­ბი და უძ­ლე­ვე­ლო­ბა. და მარ­თლაც, ჩვენ მონ­სტრთან ან ურჩხულ­თან ერ­თად არ გვი­ცხოვ­რია ეს 22 თვე. ჩვენ ვი­ცხოვ­რეთ სიყ­ვა­რუ­ლით და ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არ ვიცი, რა უნდა იყოს.

რო­გორც ვთქვი, მთა­ვა­რი შენ იყა­ვი. შენ მო­ი­ფიქ­რე, რომ ქი­მი­ას არ უნდა და­ვუ­ძა­ხოთ ქი­მია. ეს სი­ტყვა გძულ­და და ამის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბაც გვქონ­და თამ­როს ამ­ბით. აბა რა და­ვუ­ძა­ხო-მეთ­ქი, გკი­თხე შე­წუ­ხე­ბულ­მა, როცა ისევ ქი­მია წა­მომ­ცდა. 1 წა­მით და­ფიქ­რდი, გა­ი­ღი­მე და თქვი: ფი­ზი­კა! ასე გახ­და ტვი­ნის ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი სიმ­სივ­ნე „აის­ბერ­გი“, ქი­მია - „ფი­ზი­კა“, მორ­ფი - „შინ­დი“, რად­გან პა­ტა­რა ოვა­ლუ­რი შინ­დის­ფე­რი აბე­ბი მოგ­ვცეს, ვი­ზუ­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ უწყი­ნა­რი...

სი­ტყვა რე­ცი­დი­ვი ჩვენ არას­დროს გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია, რად­გან ეს იყო შემ­ზა­რა­ვი მუ­ქა­რა, წა­გე­ბის და­ა­ნონ­სე­ბა, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა და ჩვენ ვთქვით, რომ თავ­ში გა­მოჩ­ნდა „პა­ტა­რა სა­ეჭ­ვო ქსო­ვი­ლი“, რო­მე­ლიც უმ­ჯო­ბე­სია ამო­იკ­ვე­თოს, რომ არ გა­დაგ­ვარ­დეს - საფრ­თხე არ შექ­მნას... ასე ჩამ­რთე თა­მაშ­ში, სა­დაც მე ავ­სტრი­ე­ლი ექი­მე­ბის ლა­პა­რაკს ვთარ­გმნი­დი ჩვე­ნე­ბუ­რად, ისე, რო­გორც ჩვე­ნი ბრძო­ლის წე­სე­ბი მო­ი­თხოვ­და, ისე, რომ ძალა არ გა­მოგ­ვცლო­და და მკლა­ვე­ბი არ ჩა­მოგ­ვე­ყა­რა, ისევ დაგ­ვე­ნა­ხა აზრი მე­ო­რე, შემ­დეგ მე­სა­მე ოპე­რა­ცი­ა­ში, დას­ხი­ვე­ბა­ში, წამ­ლებ­ში და შე­მარ­თე­ბის ძრა­ვის საწ­ვა­ვად მე­პო­ვა სწო­რი სი­ტყვე­ბი, რომ გვე­ცო­ცხლა და გვე­ცხოვ­რა კი­დეც.

შენც ვი­თომ არ გეს­მო­და, რა­საც ექი­მე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ და მათ ნაც­ვლად მე მი­ყუ­რებ­დი, მე, რო­გორც გამ­ტარს, რო­გორც ფილტრს, რო­გორც ფარს, რო­მე­ლიც შენი თან­დას­წრე­ბით შიშს არ გა­ი­კა­რებ­და თვა­ლებ­ში, შენ­თვის იქ­ნე­ბო­და სიმ­შვი­დის სა­ბა­დო, იმე­დის სა­ცა­ვი, შენ­თვის გა­ი­ღი­მებ­და და გი­თარ­გმნი­და ყვე­ლა­ფერს და­დე­ბი­თი კუ­თხით, სი­ცო­ცხლის სა­სარ­გებ­ლოდ.

წიგ­ნე­ბი ისე ვწე­რე, მა­ინც არ მცოდ­ნია, რა არის სი­ტყვა. რა ძალა და მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სი­ტყვას, რო­გორ წამ­ში ეკარ­გე­ბა და ეძ­ლე­ვა აზრი სი­ცო­ცხლეს სი­ნო­ნი­მე­ბით თუ უბ­რა­ლოდ უკე­თე­სად შერ­ჩე­უ­ლი სი­ტყვა­თა შე­თან­ხმე­ბე­ბით... რო­გორ კლავს და აცო­ცხლებს ექი­მის პი­რი­დან ამო­სუ­ლი ბგე­რე­ბი. მა­შინ გა­ვი­გე ეს ყვე­ლა­ფე­რი და თავი, გული, ენა, ფან­ტა­ზია არ დავ­ზო­გე, რომ მე­პო­ვა წი­ნა­და­დე­ბა­თა ის ჯა­დოს­ნუ­რი წყო­ბა­ნი, რომ­ლი­თაც მოვ­ქსოვ­დი უფსკრუ­ლებ­ზე გა­დე­ბულ ბეწ­ვის ხი­დებს, მო­გაწ­ვდენ­დი მშობ­ლი­ურ ენა­ზე, რომ არ გა­დავ­ჩე­ხი­ლი­ყა­ვით, რომ არ მოგ­ვეკ­ლა თავი წი­ნას­წარ.

და ჩვენ ონ­კო­ლო­გის კა­ბი­ნე­ტი­დან წა­ვი­დო­დით კა­ფე­ში, დავ­ლევ­დით რძი­ან ყა­ვას, მე გიკ­რძა­ლავ­დი ტკბი­ლე­ულს, რად­გან ამას ექ­ნე­ბო­და აზრი! ბო­ლოს ერთ უშო­კო­ლა­დო კრუ­ა­სან­ზე შევ­თან­ხმდე­ბო­დით, ვი­ცი­ნებ­დით, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებ­დით, პა­ტა­რა გა­სამ­ხნე­ვე­ბელ ვი­დე­ო­ებს გა­ვუგ­ზავ­ნი­დით ოჯა­ხის წევ­რებს და მე­გობ­რებს... და­გი­თან­ხმებ­დი, რომ ფე­ხით გავ­ყო­ლო­დით ვე­ნის (ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ამ ლა­მა­ზი ჯო­ჯო­ხე­თის) მწვა­ნე ქუ­ჩებს ჩვე­ნი სას­ტუმ­როს­კენ, სა­დაც მე­გობ­რე­ბი გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ - ერ­მა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი (იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი), რომ­ლებ­თა­ნაც სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვის ნი­ჭით შენ მარ­თლა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი იყა­ვი და ამ ხალ­ხს და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სის­წრა­ფით ამე­გობ­რებ­დი და აერ­თი­ა­ნებ­დი, აყ­ვა­რებ­დი ერ­თმა­ნეთს.

ყვე­ლა მათ­განს, ყვე­ლა ჩვენს იქა­ურ და აქა­ურ მე­გო­ბარს, ნა­თე­სავს, სა­ო­ცარ ოჯახს და გან­სა­კუთ­რე­ბით თუ­თას, იმ­ხე­ლა ჯილ­დო ეკუთ­ვნის ცხოვ­რე­ბის­გან, რამ­ხე­ლაც სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე დიდ ომში, სი­ცო­ცხლის­თვის თავ­და­უ­ზო­გავ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე ნამ­დვილ გმი­რებს.მო­მენ­ტებ­ში ჩვენც ვი­ჯე­რებ­დით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის უკე­თეს ვერ­სი­ებს და მსუ­ბუ­ქად და­ვა­ბი­ჯებ­დით ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ, ვლა­პა­რა­კობ­დით იქა­ურ ამინ­დზე ან იქა­უ­რი ოპე­რის შთამ­ბეჭ­დავ შე­ნო­ბა­ზე, რომ­ლის მთა­ვარ დარ­ბაზ­საც სი­ლა­მა­ზით აშ­კა­რად აჯო­ბა თბი­ლი­სის ოპე­რის დაბ­რაზ­მა და შენ ეს ძა­ლი­ან გი­ხა­რო­და...

გლი­ობ­ლას­ტო­მის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი fb ჯგუ­ფე­ბი­დან მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი რამე გა­ვი­გე, დღე­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­ას ვკი­თხუ­ლობ­დი, ვეც­ნო­ბო­დი ცო­ცხალ მა­გა­ლი­თებს, ახალ წამ­ლებს, კვე­ბით და­ნა­მა­ტებს, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს, დი­ე­ტებს თუ ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტის რჩე­ვებს, ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი სულ პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭებს (ადრე ეს და­ა­ვა­დე­ბა ბავ­შვებს არ ეკა­რე­ბი­და, ახლა კი გუ­ლის­მომ­კვლე­ლია სტა­ტის­ტი­კა) თუ ზრდას­რულ ან ხნი­ერ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა ტრა­გე­დი­აც ვი­თომ ჰგავ­და ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ყვე­ლა ასაკ­ში თა­ვი­სე­ბუ­რად მძი­მე და და­უნ­დო­ბე­ლი იყო, რომ­ლე­ბიც იმ დღეს იკე­თებ­დნენ MRT-ს (თა­ვის გა­და­ღე­ბა) და ვინ, თუ არა ჩვენ, ვი­ცო­დით, რა წარ­მო­უდ­გენ­ლად უსას­რუ­ლოა პა­სუ­ხის მო­ლო­დი­ნის სა­ა­თე­ბი და დღე­ე­ბი, რამ­ხე­ლაა შიში, რა გარ­და­უ­ვა­ლია სა­სო­წარ­კვე­თა და სა­ერ­თოდ, რო­გორ იყო­ფა ცხოვ­რე­ბა MRT-დან MRT-მდე.

ამ ჯგუ­ფე­ბი­დან გა­ვი­გე, რო­გო­რია ბოლო ფა­ზე­ბი, რა ემარ­თე­ბათ პა­ლი­ა­ტი­ურ (გა­და­დე­ბულ) პა­ცი­ენ­ტებს და მა­შინ, როცა შენც დამ­ღა­სა­ვით და­გას­ვეს ეს სი­ტყვა, მა­შინ როცა რე­ცი­დი­ვის ამოკ­ვე­თაც და და­ტო­ვე­ბაც სი­ცო­ცხლის­თვის თა­ნაბ­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი გახ­და, მე ზე­პი­რად ვი­ცო­დი, რის მერე რა მოხ­დე­ბო­და და რა უბე­დუ­რე­ბა გვე­ლო­და წინ. ამ ცოდ­ნას­თან მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, შენ ისევ შე­ლა­მა­ზე­ბულ ვერ­სი­ებს ეჭი­დე­ბო­დი, ამა­ში თა­ვად და­ა­ვა­დე­ბა გეხ­მა­რე­ბო­და, რო­მე­ლიც გაც­ლი­და ჩაღ­რმა­ვე­ბის ძა­ლას და ენერ­გი­ას, სა­ნაც­ვლოდ გიძ­ლი­ე­რებ­და თავ­დაც­ვის უნარს და ვე­ნი­დან ისე წა­მო­ვე­დით, რომ „ფი­ზი­კის“ ახა­ლი კურ­სის მერე თით­ქოს ისევ უკან გვე­ლოდ­ნენ და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი ან სუ­ლაც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გამ­ქარ­ლი „სა­ეჭ­ვო ქსო­ვი­ლის“ გა­და­სა­მოწ­მებ­ლად.

ეს თა­მა­ში ძვი­რა­დაც და­მიჯ­და, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ჩა­მო­გარ­თვი სი­მარ­თლის ცოდ­ნის უფ­ლე­ბა და ბევ­რად მეტი და­გი­შა­ვე, ვიდ­რე და­გეხ­მა­რე. ვი­ტან­ჯე­ბო­დი, ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი რა­მით ვი­ტან­ჯე­ბო­დი და ამ ეჭ­ვე­ბით, ამ კი­თხვე­ბით კი­დევ სხვა­ნა­ი­რად მეწ­ვო­და სული. გი­ყუ­რებ­დი და აღარ მეს­მო­და, რაზე ვლა­პა­რა­კობ­დით სა­უზ­მე­ზე თუ ჩე­მოდ­ნე­ბის ჩა­ლა­გე­ბი­სას და შენ­ზე ადრე მე ვკვდე­ბო­დი. რო­გორც არ უნდა ვე­ცა­დო, ვე­რას­დროს გად­მოვ­ცემ იმ სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ ტკი­ვილს და დე­და­მი­წა­ზე უფრო დიდ შიშს, რო­მელ­საც ფე­რა­დი ტან­საც­მლით, მა­კი­ა­ჟით და გა­მოწ­ვრთნი­ლი ღი­მი­ლით შე­უ­ჩე­რებ­ლად ვმა­ლავ­დი, მაგ­რამ ეს წე­რი­ლი ჩემ­ზე არ არის. ეს ამ­ბა­ვი შენ­ზეა, ყვე­ლა­ზე დიდ ადა­მი­ან­ზე, ვინც ოდეს­მე შემ­ხვედ­რია.

ფსი­ქი­ატ­რი, რო­მე­ლიც დი­აგ­ნო­ზის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მოგ­ვი­ჩი­ნეს, აღ­მო­სავ­ლეთ ბერ­ლი­ნი­დან იყო და კარ­გად სა­უბ­რობ­და რუ­სუ­ლად ანუ მე აღარ მჭირ­დე­ბო­და თარ­ჯიმ­ნო­ბა და ეს იყო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვის­თან პი­რის­პი­რაც მშვი­დად გტო­ვებ­დი. ამ ბი­ჭის არ მე­ში­ნო­და. ის იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი ყვე­ლა იქა­ურ ექიმს შო­რის, ვინც ბო­ლომ­დე აგ­ვყვა თა­მაშ­ში და მარ­ტი­ვად და­თან­ხმდა ჩვენს წე­სებს: არა­ნა­ი­რი რე­ცი­დი­ვი, არა­ვი­თა­რი პა­ლი­ა­ტი­უ­რი, სიკ­ვდილ­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ, მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვი. იო­ლად მო­ერ­გო ჩვენს კულ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და ის სა­ში­ნე­ლი, უმ­წა­რე­სი ფრონ­ტე­ბი, რაც მთა­ვა­რი ომის პა­რა­ლე­ლუ­რად ავ­სტრი­ელ ექი­მებ­თან მქონ­და გახ­სნი­ლი (ჩვენ მას უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კოთ და ვუ­თხრათ, რომ კვდე­ბა, ადა­მი­ან­მა უნდა მო­აგ­ვა­როს თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი/სა­ბუ­თე­ბი), ფსი­ქი­ატრთან არ დამ­ჭირ­ვე­ბია.

ისე აქვე ვი­ტყვი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მეც პირ­და­პი­რო­ბის მომ­ხრე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე თვი­თონ ცხოვ­რე­ბა წა­ვი­და სულ სხვა­ნა­ი­რად და მას­წავ­ლა მოს­მე­ნა, სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბა, იმპრო­ვი­ზა­ცია და ჩემი თა­ვის გა­და­კე­თე­ბა, პა­სუ­ხი წარ­მო­უდ­გე­ნელ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

რა­ტის და ფსი­ქი­ატ­რის ბოლო სა­უ­ბა­რი კა­ფე­ში უჩე­მოდ შედ­გა, აფ­თი­აქ­ში წა­ვე­დი ფე­ხით - დღე­ში ათი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა ჩემი გა­დარ­ჩე­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი იყო. უკა­ნა გზა­ზე იმ ბიჭს და­ვუ­რე­კე, შეხ­ვედ­რა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. ხმა ჰქონ­და სხვა­ნა­ი­რი, დარ­დი­ა­ნი. ეს სა­უ­ბა­რი ხში­რად ჩა­მეს­მის, აი, ახ­ლაც ჩა­მეს­მის და სი­ტყვა სი­ტყვით გად­მოვ­წერ აქ:

ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მე შევ­ხვდე­რი­ვარ. მე მას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბა რატი. მან ყვე­ლა­ფე­რი იცის, ყვე­ლა­ფერს გრძნობს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ თქვენ, მისი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი, არ და­გამ­ძი­მოთ. ის გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას იყოთ მის გვერ­დით იმე­დით, კარგ გან­წყო­ბა­ზე, იცხოვ­როთ და გა­ი­ღი­მოთ. ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ იმა­ზე, რომ მას რა­მეს უმა­ლავთ ან პირ­და­პირ არ ეუბ­ნე­ბით, ის თვი­თონ ირ­ჩევს ამ გზას, რომ თქვენ გა­გიფრ­თხილ­დეთ.

და მა­ინც, რა იყო ამ ყვე­ლა­ფერ­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი? ტრი­ვი­ა­ლუ­რი ფრა­ზა, იცხოვ­რე დღე­ვან­დე­ლი დღით, ჩვენს მწა­რე სი­ნამ­დვი­ლედ იქცა. ჩვენ დაგ­ვე­ვა­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი: აწ­მყო­ში არ­სე­ბო­ბა, რად­გან მო­მა­ვა­ლი ჩა­მოგ­ვერ­თვა. ჩვენ კარ­გად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ახლა და აქ ანუ მა­შინ და იქ, იმ იმე­დის და ფიქ­რის გა­რე­შე, რომ ხვალ უკე­თე­სად ვიქ­ნე­ბო­დით. სი­გი­ჟეა. ხვა­ლინ­დე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბო­და სა­ერ­თოდ აღარ დამ­დგა­რი­ყო და თუ მომ­დევ­ნო დღე დად­გე­ბო­და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, იქ­ნე­ბო­და წი­ნა­ზე უა­რე­სი.

სა­ი­დან ამის ძალა? სა­ი­დან სი­ხა­რუ­ლი? სი­ხა­რუ­ლი ხომ სი­ცო­ცხლის ენერ­გი­აა, თუნ­დაც ცოტა, თუნ­დაც მხო­ლოდ იმ დღის სამ­ყო­ფი. არ ვიცი სა­ი­დან, ისევ რა­ტის­გან! ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე ძლი­ე­რის­გან!

მივ­ხვდი, რაში მდგო­მა­რე­ობს ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მა­გია. მას მარ­ტო თა­ვის­თვის არ აქვს ეს ძალა. ის ამ ძა­ლას გაძ­ლევს შენც.უმ­ნიშ­ვნე­ლო მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ გა­მახ­სენ­და, ერთხელ რა­ღაც რთუ­ლი ტექ­სტი მქონ­და და­სა­წე­რი მე­ო­რე დღის­თვის. არ შე­მეძ­ლო, არ მყოფ­ნი­და არც ინ­ფორ­მა­ცია, არც ძალა, არც შთა­გო­ნე­ბა და აღარც დრო, რომ უკან წა­მე­ღო ჩემი პი­რო­ბა. ხვალ რო­მელ­ზე გაქვს ჩა­წე­რა, მკი­თხა რა­ტიმ სა­წერ მა­გი­და­ზე ჩა­მოღ­ვენ­თილს და ფარ-ხმალ დაყ­რილს ღა­მის ორ სა­ათ­ზე. ვუ­თხა­რი, რომ 4-ზე. უჰ - წა­მო­ი­ძა­ხა. მთე­ლი 14 სა­ა­თი გვქო­ნია. სი­ცი­ლი და­ი­წყო, და შენ გგო­ნია, რომ 14 სა­ათ­ში ვერ და­წერ მაგ ტექსტს? 14 სა­ათ­ში? შ ე ნ ვერ და­წერ? არ და­ი­ძი­ნა, იქვე იჯდა, სა­ნამ არ დავ­წე­რე. გუ­გლ­ში და წიგ­ნებ­ში ეძებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­მა­რა­გებ­და...

რა­ტის უყ­ვარ­და დაბ­რა­ლე­ბა. და­მაბ­რა­ლა, რომ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ვარ. იმ­დენ­ჯერ და­მაბ­რა­ლა, სა­ნამ ამ სიძ­ლი­ე­რის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა თვი­სე­ბა არ და­მა­ნა­ხა, და­მას­წავ­ლა და და­მა­ჯე­რა. ეს იყო ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა და რა­ტის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა. ადა­მი­ა­ნებს სი­კარ­გეს აბ­რა­ლებ­და, ისე ჯი­უ­ტად აბ­რა­ლებ­და, ზოგ­ჯერ ვბრა­ზობ­დი ამ გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბამ­დე მი­სულ რწმე­ნა­ზე. ადა­მი­ა­ნის საზ­რი­სის რწმე­ნა­ზე, იმის რწმე­ნა­ზე, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ში არის ბნელ­ზე დიდი ნა­თე­ლი მხა­რე. მაგ­რამ რა­ტის­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბით მე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე მისი სა­ო­ცა­რი ძალა ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თლა გა­კარ­გე­ბი­სა!...

მე არ მოვ­ყვე­ბი, რამ­დე­ნი და­უ­ყე­ნე­ბია ფეხ­ზე, გა­უ­ხა­რე­ბია, გა­უ­მარ­თავს ხელი, გა­უძ­ლი­ე­რე­ბია და უჩ­ვე­ნე­ბია სწო­რი გზა. რად­გან ამას ალ­ბათ თქვენ გა­ა­კე­თებთ და გა­ა­კე­თებთ დიდ ხანს, რად­გან მო­სა­ყო­ლი ძა­ლი­ან ბევ­რია.გა­მოგ­ვი­ვი­და კარ­გად ყოფ­ნა?ჩვენ ბევ­რჯერ გაგ­ვიღ­ვი­ძია დი­ლი­დან­ვე დაღ­ლი­ლებს, უმი­ზე­ზოდ მო­წყე­ნი­ლებს, უმიზ­ნო­ებს და უსურ­ვი­ლო­ებს, სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვლად გვქო­ნია ამა­ო­ე­ბა, მხნე­ო­ბის ნაც­ვლად აპა­თია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ იმ დღეს ქარი მტვერს ატ­რი­ა­ლებ­და ჰა­ერ­ში, სა­ზი­ზღა­რი ამინ­დი იყო, ყო­ფაც - აუ­ტა­ნე­ლი. ეს იყო ადრე, ძა­ლი­ან ადრე, ამ 22 თვემ­დე, დი­აგ­ნო­ზამ­დე, როცა ჩვენ ის მოჟა­მუ­ლი ყოფა, აუ­ტან­ლად მსუ­ბუ­ქი ყოფა იქ­ნებ სა­მუ­და­მო გვე­გო­ნა...

რატი ამ­ბობ­და, რომ ამ ბრძო­ლა­ში გა­ვი­მარ­ჯვებ­დით, უბ­რა­ლოდ მე არ ვი­ცო­დი, რომ გა­მარ­ჯვე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას ნიშ­ნავ­და.რატი ბევრ რა­მეს ამ­ბობ­და ისეთს, რაც მხო­ლოდ დროს­თან ერ­თად გახ­და გა­სა­გე­ბი.არც ურჩხუ­ლი, არც მონ­სტრი, არც მტე­რი, უბ­რა­ლოდ გლი­ობ­ლას­ტო­მა, მე­ო­თხე ხა­რის­ხის უს­წრა­ფე­სი სიმ­სივ­ნე იპყრობ­და ტვი­ნის უჯრე­დებს, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ა­სა­ვით იკა­ვებ­და სხვა­დას­ხვა უბანს, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მარ­ჯვე­ნა შემ­დეგ უკვე მარ­ცხე­ნა კი­დუ­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ზე, ყლაპ­ვა­ზე, მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, სუნ­თქვა­ზე, არ­სე­ბო­ბა­ზე! ჰო, ეს რა­ტის წა­გე­ბუ­ლი უბ­ნე­ბია, მე ვი­ტყო­დი უფრო დათ­მო­ბი­ლი.

შენ აქაც არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თე, აქაც არ უღა­ლა­ტე შენს ერთ-ერთი მთა­ვარ ფა­სე­უ­ლო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ის თე­მე­ბი, რა­ზეც გან­ზო­გა­დე­ბუ­ლად გვი­ლა­პა­რა­კია, სი­ნამ­დვი­ლე­ში შენს თავ­ში მოხ­და და შენ გა­ა­კე­თე არ­ჩე­ვა­ნი, რისი წა­ღე­ბის უფ­ლე­ბა მი­გე­ცა და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რის­თვის და რისი არა. მთე­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც გლი­ობ­ლას­ტო­მის ჯგუ­ფებ­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნებ­ზე წა­ვი­კი­თხე, შენ­ზე არ გავ­რცელ­და. შენ არას­დროს და­გით­მია ტვი­ნის ის უბ­ნე­ბი, რი­თიც გვიც­ნობ­დი და გეყ­ვა­რე­ბო­დით. ამ და­ა­ვა­დე­ბის სტა­დარ­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ ვე­ღარ ამო­გეც­ნო ახ­ლობ­ლე­ბი, გამ­ხდა­რი­ყა­ვი აგ­რე­სი­უ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი სიბ­რა­ზით ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი­ყო, გამ­ხდა­რი­ყა­ვი უგო­ნო და მცე­ნა­რე­სა­ვიღ გე­არ­სე­ბა, შენ არ და­უშ­ვი.

შენ არც ერთხელ არ გაბ­რაზ­დი! არა­ვის­ზე, არც ჩემ­ზე, არც ჩვენ­ზე, არც ცხოვ­რე­ბა­ზე, არც ბედ­ზე. შენ ადე­ქი და იმ­ხე­ლა გზა გა­ი­ა­რე ღირ­სე­უ­ლად, რამ­ხე­ლაც მო­გე­ცა, ძა­ლი­ან რთუ­ლი, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გზა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მთა­ვარს, ადა­მი­ა­ნო­ბას არ­თმევს და მათ ამა­ზე ვე­რას­დროს მოს­თხოვ პა­სუხს. უბ­რა­ლოდ შენ და­ა­ვა­დე­ბა­საც აჯო­ბე და და­ი­ტო­ვე შენი თავი, გა­ი­მარ­ჯვე იქ, სა­დაც წა­გე­ბას სიკ­ვდი­ლი გერ­ჩივ­ნა. შენ არ დათ­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მთა­ვა­რი ორ­გა­ნოს მთა­ვა­რი უბა­ნი, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლი ცხოვ­რობს. და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ჩვენ წა­ვა­გეთ? გა­მარ­ჯვე­ბა რაღა ყო­ფი­ლა?

ასე უც­ნა­უ­რად დას­რულ­და ომი და მე დავ­რჩი და­ნაღ­მულ ველ­ზე. ნაღ­მია შენი ყვე­ლა ნივ­თი, ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რომ იყა­ვი, რო­გო­რიც იყა­ვი, ეს­თე­ტი, დახ­ვე­წი­ლი, სი­ცო­ცხლის და სი­ლა­მა­ზის მოყ­ვა­რუ­ლი, ნაღ­მია შენი ფო­ტო­ე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი, ჩვე­ნი მი­მო­წე­რა, ჩვე­ნი ძვე­ლი, ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი, შენი ძვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი ფე­ის­ბუქ­ზე, სას­ტი­კი ნაღ­მია შენს ხა­სი­ათ­ზე ზუს­ტად მორ­გე­ბუ­ლი სუ­ნა­მო, რო­მე­ლიც და­უნ­დობ­ლად მი­კე­ტავს სა­სუნ­თქ გზებს და ვიხ­რჩო­ბი, ნაღ­მია ვე­ნი­დან ჩა­მოტ­ნი­ლი წა­მა­ლი, რო­მელ­საც ვით­ვლი­დი და ვდარ­დობ­დი, თუ გვე­ყო­ფო­და (კო­რო­ნას გამო ფრე­ნე­ბიც გა­უქ­მდა და ვე­ღარ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნიდ­ნენ).

ნეტა კი აღარ გვყოფ­ნო­და, დამ­დგა­რი­ყო ის მო­მენ­ტი, როცა ეს წა­მა­ლიც გა­თავ­დე­ბო­და... გა­ვინ­ძრე­ვი და ვფეთ­ქდე­ბი ყო­ველ­დღე ნაღ­მებ­ზე და ხე­ლახ­ლა ვა­კო­წი­წებ ჩე­მი­ვე და­ნა­წევ­რე­ბულ თავს, რომ შენი დაბ­რა­ლე­ბუ­ლი ძლი­ე­რე­ბა რო­გორ­მე გა­ვა­მარ­თლო და შენ­თვის­ვე შევ­ძლო. შევ­ძლო თუ­თას­თვის" - წერს ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
4
უზომოდ მტკივნეული ისტორია. ყველანი ერთსულოვანია იმაში, რომ რატი გამორჩეულად დადებითი პიროვნება იყო. და რა მერე... იყო. სასუფეველშია უთუოდ მისი სული. უფალმა ძალა შემატოს მის სანუკვარ ოჯახს!
*
7

ეს გოგო მწერლად არის დაბადებული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა

"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა

ყოფილი დეპუტატის, რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ის 6 აპრილს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე დაავადებასთან, გლიობლასტომასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

ყოფილ პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. რატი სამყურაშვილი და მწერალი ეკატერინე ტოგონიძე 15 წელი იყვნენ ქორწინებაში. ტოგონიძე მეუღლის გარდაცვალების 40 დღის თავზე იმ 22-თვიან ბრძოლას იხსენებს, რომელიც ერთად გადაიტანეს:

"ძალიან გრძელი 40 დღე-ღამის წინ დამთავრდა ომი. დავრჩი იარაღასხმული, მოჭიმული, მომართული, დაგეშილი და შენს ფარად ქცეული, გაშეშებული. არც კი ვიცი იქ, ზემოთ როდის გამოაცხადეს ეს ომი დამთავრებულად, შეწყვეტილად თუ წაგებულად?! საერთოდ ჩვენ იმთავითვე წაგებულ ბრძოლაში გაგვიწვიეს და ეტყობა, გამარჯვებაც სხვა რამეში უნდა გვეპოვა...

ვდგავარ და ვგრძნობ, რომ იარაღები ისევ მომართულია, გადატენილი, მჭიდები სავსეა: ჩამრჩა ულევი ინფორმაცია, ცოდნა, ახალი მეთოდები, წამლები, გეგმები, სასწაულები, მაგალითები, კავშირები, ურთიერთობები, ექიმები, სახელები, გვარები, ტელეფონის ნომრები, იმეილები, ლოცვები, ფსალმუნები, ისევ წამლები, რომელი რომელთან/რამდენი რამდენზე, ზარები, წერილები, თხოვნები, ვედრებები და იმედები.

ასხმული მაქვს ეს არტილერია და აგერ უკვე 40 დღეა ვცდილობ ჩამოვიხსნა, უნდა ჩამოვიფრცქვნა, ჩამოვითალო, არადა შემისისხლხორცდა, ვირღვევი თითოეულ ჩამოგლეჯილ ნაწილთან ერთად და ვეღარ ვხვდები, რა რჩება ჩემგან. ომიდან გამოწვეული ჯარისკაცივით ვეღარ ვიგებ, სად წავიღო ჩვევად ქცეული ნადირობა სიკვდილზე, ყოველ დილით ან თუნდაც ღამით ხელახლა დარაზმვა და მის ხახაში შევარდნა, შიშების გამუდმებული მოთვინიერება, მათთვის თვალებში ყურება და მყარად დგომა.

სიცოცხლისთვის თითოეული წუთის გამოგლეჯვის სიტკბო. უთვალავი გამარჯვება. შენი სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზს გადაცილებული დღეები და ნაჩუქარი თვეები, ნიშნის მოგებით გაფიქრება, ჰმ, 2020-ს ვერ უნდა შეხვედროდი... მაინც ვაჯობეთ... სადამდე

ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ერთნი ვიყავით, მაგრამ მთავარი ხარ შენ. შენ იღებდი მთავარ გადაწყვეტილებებს. როდის დაგეთმო, როდის დაგესვენა, როდის მოგეკრიბა არარსებული რესურსი და დადუმებული ენისთვის, რომელიც ისევე ვეღარ ამეტყველდებოდა, როგორც უსულო საგანი, მიგეცა ბოლო ბრძანება, წარმოეთქვა უკანასკნელი სიტყვები, სულ 5 მარცვალი: შე ნი ჭი რი მე. რადგან ასე უნდა მიგემართა შენი შვილისთვის, სხვანაირად არ შეგეძლო. ასე უნდა შეგებებოდი თუთას, რომელიც სულ უფრო იშვიათად გაწუხებდა, იშვიათად იჭყიტებოდა ჩვენს შეცვლილ, რეანიმაციად ქცეულ ოთახში, მაგრამ იცოდა, რომ თუ შემოვიდოდა, უმეტყველო და დაუძლურებული მამა მის დანახვაზე მაინც სასწაულს მოახდენდა და იტყოდა: შენი ჭირიმე!

ეს ორი სიტყვა იყო მკაფიო, მტკიცე, შეუცდომელი და ექიმები, რეანიმატოლოგები, ექთნები რჩებოდნენ სახტად. იმეორებდნენ, რომ ეს შეუძლებელია, ენას დამბლა აქვს, ეს შეუძლებელია.შენ წყვეტდი ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელ ტერიტორიას შელეოდი და რომელი შეგენარჩუნებინა სიცოცხლის ფასად. ტვინის რომელი უბანი არ დაგეთმო და ბოლომდე ყოფილიყავი რატი, ცნობიერების აბსოლუტური სისაღითა და სიწმინდით.

"ფეისბუქის" ჯგუფებში, სადაც ვწევრიანდებოდი მეტი ინფორმაციის მისაღებად, მსოფლიოს ათასობით მოქალაქე ზუსტად ამ დიაგნოზით იყო გაერთიანებული და ერთ-ერთი სტანდარტული მოთხოვნა იყო, რომ ეს დაავადება (გლიობლასტომა) არ მოგვეხსენიებინა სიტყვით „მონსტრი“, „ურჩხული“ ან რაიმე მსგავსი. თავიდანვე ვისწავლე ეთიკის დაწესებული ნორმები, რომლებიც შენ სულ არ იცოდი, მაგრამ არასდროს მოგსვლია აზრად ჩვენი პირობითი მტრის ასეთი სახელდება. შენ ამბობდი: დავეჯახეთ აისბერგს, ეს სიტყვა გამონახე და, როგორც ყოველთვის, აქაც აღმოჩნდი დახვეწილი და ზუსტი.

გლიობლასტომა აისბერგის წვერივით ვიწრო კენწეროთი გვეჩვენა 2018 წლის ივნისში და აისბერგის ძლიერი ძირივით გაფართოვდა დროსთან ერთად, ნელ-ნელა გამოაჩინა თავისი მასშტაბი და უძლეველობა. და მართლაც, ჩვენ მონსტრთან ან ურჩხულთან ერთად არ გვიცხოვრია ეს 22 თვე. ჩვენ ვიცხოვრეთ სიყვარულით და ამაზე მნიშვნელოვანი, არ ვიცი, რა უნდა იყოს.

როგორც ვთქვი, მთავარი შენ იყავი. შენ მოიფიქრე, რომ ქიმიას არ უნდა დავუძახოთ ქიმია. ეს სიტყვა გძულდა და ამის მწარე გამოცდილებაც გვქონდა თამროს ამბით. აბა რა დავუძახო-მეთქი, გკითხე შეწუხებულმა, როცა ისევ ქიმია წამომცდა. 1 წამით დაფიქრდი, გაიღიმე და თქვი: ფიზიკა! ასე გახდა ტვინის ყველაზე ვერაგი სიმსივნე „აისბერგი“, ქიმია - „ფიზიკა“, მორფი - „შინდი“, რადგან პატარა ოვალური შინდისფერი აბები მოგვცეს, ვიზუალურად საკმაოდ უწყინარი...

სიტყვა რეციდივი ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია, რადგან ეს იყო შემზარავი მუქარა, წაგების დაანონსება, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და ჩვენ ვთქვით, რომ თავში გამოჩნდა „პატარა საეჭვო ქსოვილი“, რომელიც უმჯობესია ამოიკვეთოს, რომ არ გადაგვარდეს - საფრთხე არ შექმნას... ასე ჩამრთე თამაშში, სადაც მე ავსტრიელი ექიმების ლაპარაკს ვთარგმნიდი ჩვენებურად, ისე, როგორც ჩვენი ბრძოლის წესები მოითხოვდა, ისე, რომ ძალა არ გამოგვცლოდა და მკლავები არ ჩამოგვეყარა, ისევ დაგვენახა აზრი მეორე, შემდეგ მესამე ოპერაციაში, დასხივებაში, წამლებში და შემართების ძრავის საწვავად მეპოვა სწორი სიტყვები, რომ გვეცოცხლა და გვეცხოვრა კიდეც.

შენც ვითომ არ გესმოდა, რასაც ექიმები ლაპარაკობდნენ და მათ ნაცვლად მე მიყურებდი, მე, როგორც გამტარს, როგორც ფილტრს, როგორც ფარს, რომელიც შენი თანდასწრებით შიშს არ გაიკარებდა თვალებში, შენთვის იქნებოდა სიმშვიდის საბადო, იმედის საცავი, შენთვის გაიღიმებდა და გითარგმნიდა ყველაფერს დადებითი კუთხით, სიცოცხლის სასარგებლოდ.

წიგნები ისე ვწერე, მაინც არ მცოდნია, რა არის სიტყვა. რა ძალა და მნიშვნელობა აქვს სიტყვას, როგორ წამში ეკარგება და ეძლევა აზრი სიცოცხლეს სინონიმებით თუ უბრალოდ უკეთესად შერჩეული სიტყვათა შეთანხმებებით... როგორ კლავს და აცოცხლებს ექიმის პირიდან ამოსული ბგერები. მაშინ გავიგე ეს ყველაფერი და თავი, გული, ენა, ფანტაზია არ დავზოგე, რომ მეპოვა წინადადებათა ის ჯადოსნური წყობანი, რომლითაც მოვქსოვდი უფსკრულებზე გადებულ ბეწვის ხიდებს, მოგაწვდენდი მშობლიურ ენაზე, რომ არ გადავჩეხილიყავით, რომ არ მოგვეკლა თავი წინასწარ.

და ჩვენ ონკოლოგის კაბინეტიდან წავიდოდით კაფეში, დავლევდით რძიან ყავას, მე გიკრძალავდი ტკბილეულს, რადგან ამას ექნებოდა აზრი! ბოლოს ერთ უშოკოლადო კრუასანზე შევთანხმდებოდით, ვიცინებდით, სურათებს გადავიღებდით, პატარა გასამხნევებელ ვიდეოებს გავუგზავნიდით ოჯახის წევრებს და მეგობრებს... დაგითანხმებდი, რომ ფეხით გავყოლოდით ვენის (ჩვენი ცხოვრების ამ ლამაზი ჯოჯოხეთის) მწვანე ქუჩებს ჩვენი სასტუმროსკენ, სადაც მეგობრები გველოდებოდნენ - ერმანეთისგან სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ასაკისა და შეხედულებების ადამიანები (იქაური ქართველები), რომლებთანაც საერთო ენის გამონახვის ნიჭით შენ მართლა დაჯილდოებული იყავი და ამ ხალხს დაუჯერებელი სისწრაფით ამეგობრებდი და აერთიანებდი, აყვარებდი ერთმანეთს.

ყველა მათგანს, ყველა ჩვენს იქაურ და აქაურ მეგობარს, ნათესავს, საოცარ ოჯახს და განსაკუთრებით თუთას, იმხელა ჯილდო ეკუთვნის ცხოვრებისგან, რამხელაც სამყაროს ყველაზე დიდ ომში, სიცოცხლისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაში მონაწილე ნამდვილ გმირებს.მომენტებში ჩვენც ვიჯერებდით ჩვენი ცხოვრების უკეთეს ვერსიებს და მსუბუქად დავაბიჯებდით ერთმანეთის გვერდიგვერდ, ვლაპარაკობდით იქაურ ამინდზე ან იქაური ოპერის შთამბეჭდავ შენობაზე, რომლის მთავარ დარბაზსაც სილამაზით აშკარად აჯობა თბილისის ოპერის დაბრაზმა და შენ ეს ძალიან გიხაროდა...

გლიობლასტომის თემაზე შექმნილი fb ჯგუფებიდან მართლა ძალიან ბევრი რამე გავიგე, დღეში ათობით ადამიანის ისტორიას ვკითხულობდი, ვეცნობოდი ცოცხალ მაგალითებს, ახალ წამლებს, კვებით დანამატებს, ალტერნატიულ გზებს, დიეტებს თუ ფიზიოთერაპევტის რჩევებს, ვგულშემატკივრობდი სულ პატარა გოგო-ბიჭებს (ადრე ეს დაავადება ბავშვებს არ ეკარებიდა, ახლა კი გულისმომკვლელია სტატისტიკა) თუ ზრდასრულ ან ხნიერ ადამიანებს, რომელთა ტრაგედიაც ვითომ ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ ყველა ასაკში თავისებურად მძიმე და დაუნდობელი იყო, რომლებიც იმ დღეს იკეთებდნენ MRT-ს (თავის გადაღება) და ვინ, თუ არა ჩვენ, ვიცოდით, რა წარმოუდგენლად უსასრულოა პასუხის მოლოდინის საათები და დღეები, რამხელაა შიში, რა გარდაუვალია სასოწარკვეთა და საერთოდ, როგორ იყოფა ცხოვრება MRT-დან MRT-მდე.

ამ ჯგუფებიდან გავიგე, როგორია ბოლო ფაზები, რა ემართებათ პალიატიურ (გადადებულ) პაციენტებს და მაშინ, როცა შენც დამღასავით დაგასვეს ეს სიტყვა, მაშინ როცა რეციდივის ამოკვეთაც და დატოვებაც სიცოცხლისთვის თანაბრად შეუთავსებელი გახდა, მე ზეპირად ვიცოდი, რის მერე რა მოხდებოდა და რა უბედურება გველოდა წინ. ამ ცოდნასთან მარტო აღმოვჩნდი, საბედნიეროდ, შენ ისევ შელამაზებულ ვერსიებს ეჭიდებოდი, ამაში თავად დაავადება გეხმარებოდა, რომელიც გაცლიდა ჩაღრმავების ძალას და ენერგიას, სანაცვლოდ გიძლიერებდა თავდაცვის უნარს და ვენიდან ისე წამოვედით, რომ „ფიზიკის“ ახალი კურსის მერე თითქოს ისევ უკან გველოდნენ დაპატარავებული ან სულაც სასწაულებრივად გამქარლი „საეჭვო ქსოვილის“ გადასამოწმებლად.

ეს თამაში ძვირადაც დამიჯდა, მომეჩვენა, რომ ჩამოგართვი სიმართლის ცოდნის უფლება და ბევრად მეტი დაგიშავე, ვიდრე დაგეხმარე. ვიტანჯებოდი, ერთდროულად ბევრი რამით ვიტანჯებოდი და ამ ეჭვებით, ამ კითხვებით კიდევ სხვანაირად მეწვოდა სული. გიყურებდი და აღარ მესმოდა, რაზე ვლაპარაკობდით საუზმეზე თუ ჩემოდნების ჩალაგებისას და შენზე ადრე მე ვკვდებოდი. როგორც არ უნდა ვეცადო, ვერასდროს გადმოვცემ იმ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს და დედამიწაზე უფრო დიდ შიშს, რომელსაც ფერადი ტანსაცმლით, მაკიაჟით და გამოწვრთნილი ღიმილით შეუჩერებლად ვმალავდი, მაგრამ ეს წერილი ჩემზე არ არის. ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია.

ფსიქიატრი, რომელიც დიაგნოზის პირველივე დღიდან მოგვიჩინეს, აღმოსავლეთ ბერლინიდან იყო და კარგად საუბრობდა რუსულად ანუ მე აღარ მჭირდებოდა თარჯიმნობა და ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთან პირისპირაც მშვიდად გტოვებდი. ამ ბიჭის არ მეშინოდა. ის იყო გამონაკლისი ყველა იქაურ ექიმს შორის, ვინც ბოლომდე აგვყვა თამაშში და მარტივად დათანხმდა ჩვენს წესებს: არანაირი რეციდივი, არავითარი პალიატიური, სიკვდილზე ლაპარაკიც ზედმეტია, ჩვენ გავიმარჯვებთ, მხოლოდ პოზიტივი. იოლად მოერგო ჩვენს კულტურულ თავისებურებებს და ის საშინელი, უმწარესი ფრონტები, რაც მთავარი ომის პარალელურად ავსტრიელ ექიმებთან მქონდა გახსნილი (ჩვენ მას უნდა დაველაპარაკოთ და ვუთხრათ, რომ კვდება, ადამიანმა უნდა მოაგვაროს თავისი საქმეები/საბუთები), ფსიქიატრთან არ დამჭირვებია.

ისე აქვე ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება მეც პირდაპირობის მომხრე ვიყავი, მაგრამ მერე თვითონ ცხოვრება წავიდა სულ სხვანაირად და მასწავლა მოსმენა, საკუთარ შეხედულებების გვერდზე გადადება, იმპროვიზაცია და ჩემი თავის გადაკეთება, პასუხი წარმოუდგენელ გამოწვევებზე.

რატის და ფსიქიატრის ბოლო საუბარი კაფეში უჩემოდ შედგა, აფთიაქში წავედი ფეხით - დღეში ათი კილომეტრის გავლა ჩემი გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. უკანა გზაზე იმ ბიჭს დავურეკე, შეხვედრა უკვე დასრულებული იყო. ხმა ჰქონდა სხვანაირი, დარდიანი. ეს საუბარი ხშირად ჩამესმის, აი, ახლაც ჩამესმის და სიტყვა სიტყვით გადმოვწერ აქ:

ეს არის ყველაზე საოცარი ადამიანი, ვისაც მე შევხვდერივარ. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მუდამ მემახსოვრება რატი. მან ყველაფერი იცის, ყველაფერს გრძნობს და ყველაფერს აკეთებს, რომ თქვენ, მისი გარშემომყოფები, არ დაგამძიმოთ. ის გაძლევთ საშუალებას იყოთ მის გვერდით იმედით, კარგ განწყობაზე, იცხოვროთ და გაიღიმოთ. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ მას რამეს უმალავთ ან პირდაპირ არ ეუბნებით, ის თვითონ ირჩევს ამ გზას, რომ თქვენ გაგიფრთხილდეთ.

და მაინც, რა იყო ამ ყველაფერში ყველაზე რთული? ტრივიალური ფრაზა, იცხოვრე დღევანდელი დღით, ჩვენს მწარე სინამდვილედ იქცა. ჩვენ დაგვევალა შეუძლებელი: აწმყოში არსებობა, რადგან მომავალი ჩამოგვერთვა. ჩვენ კარგად უნდა ვყოფილიყავით ახლა და აქ ანუ მაშინ და იქ, იმ იმედის და ფიქრის გარეშე, რომ ხვალ უკეთესად ვიქნებოდით. სიგიჟეა. ხვალინდელი დღე შეიძლებოდა საერთოდ აღარ დამდგარიყო და თუ მომდევნო დღე დადგებოდა, დიდი ალბათობით, იქნებოდა წინაზე უარესი.

საიდან ამის ძალა? საიდან სიხარული? სიხარული ხომ სიცოცხლის ენერგიაა, თუნდაც ცოტა, თუნდაც მხოლოდ იმ დღის სამყოფი. არ ვიცი საიდან, ისევ რატისგან! ყველაზე და ყველაფერზე ძლიერისგან!

მივხვდი, რაში მდგომარეობს ძლიერი ადამიანის მაგია. მას მარტო თავისთვის არ აქვს ეს ძალა. ის ამ ძალას გაძლევს შენც.უმნიშვნელო მაგალითია, მაგრამ გამახსენდა, ერთხელ რაღაც რთული ტექსტი მქონდა დასაწერი მეორე დღისთვის. არ შემეძლო, არ მყოფნიდა არც ინფორმაცია, არც ძალა, არც შთაგონება და აღარც დრო, რომ უკან წამეღო ჩემი პირობა. ხვალ რომელზე გაქვს ჩაწერა, მკითხა რატიმ საწერ მაგიდაზე ჩამოღვენთილს და ფარ-ხმალ დაყრილს ღამის ორ საათზე. ვუთხარი, რომ 4-ზე. უჰ - წამოიძახა. მთელი 14 საათი გვქონია. სიცილი დაიწყო, და შენ გგონია, რომ 14 საათში ვერ დაწერ მაგ ტექსტს? 14 საათში? შ ე ნ ვერ დაწერ? არ დაიძინა, იქვე იჯდა, სანამ არ დავწერე. გუგლში და წიგნებში ეძებდა ინფორმაციას, მამარაგებდა...

რატის უყვარდა დაბრალება. დამაბრალა, რომ ყველაზე ძლიერი ვარ. იმდენჯერ დამაბრალა, სანამ ამ სიძლიერისთვის საჭირო ყველა თვისება არ დამანახა, დამასწავლა და დამაჯერა. ეს იყო ყველაზე კეთილი ცილისწამება და რატის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება. ადამიანებს სიკარგეს აბრალებდა, ისე ჯიუტად აბრალებდა, ზოგჯერ ვბრაზობდი ამ გულუბრყვილობამდე მისულ რწმენაზე. ადამიანის საზრისის რწმენაზე, იმის რწმენაზე, რომ აბსოლუტურად ყველაში არის ბნელზე დიდი ნათელი მხარე. მაგრამ რატისთან თანაცხოვრებით მე ჩემი თვალით ვნახე მისი საოცარი ძალა ადამიანების მართლა გაკარგებისა!...

მე არ მოვყვები, რამდენი დაუყენებია ფეხზე, გაუხარებია, გაუმართავს ხელი, გაუძლიერებია და უჩვენებია სწორი გზა. რადგან ამას ალბათ თქვენ გააკეთებთ და გააკეთებთ დიდ ხანს, რადგან მოსაყოლი ძალიან ბევრია.გამოგვივიდა კარგად ყოფნა?ჩვენ ბევრჯერ გაგვიღვიძია დილიდანვე დაღლილებს, უმიზეზოდ მოწყენილებს, უმიზნოებს და უსურვილოებს, სიყვარულის ნაცვლად გვქონია ამაოება, მხნეობის ნაცვლად აპათია, თუნდაც იმიტომ, რომ იმ დღეს ქარი მტვერს ატრიალებდა ჰაერში, საზიზღარი ამინდი იყო, ყოფაც - აუტანელი. ეს იყო ადრე, ძალიან ადრე, ამ 22 თვემდე, დიაგნოზამდე, როცა ჩვენ ის მოჟამული ყოფა, აუტანლად მსუბუქი ყოფა იქნებ სამუდამო გვეგონა...

რატი ამბობდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდით, უბრალოდ მე არ ვიცოდი, რომ გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებას ნიშნავდა.რატი ბევრ რამეს ამბობდა ისეთს, რაც მხოლოდ დროსთან ერთად გახდა გასაგები.არც ურჩხული, არც მონსტრი, არც მტერი, უბრალოდ გლიობლასტომა, მეოთხე ხარისხის უსწრაფესი სიმსივნე იპყრობდა ტვინის უჯრედებს, მცოცავი ოკუპაციასავით იკავებდა სხვადასხვა უბანს, რომელიც პასუხისმგებელია მარჯვენა შემდეგ უკვე მარცხენა კიდურების მოძრაობაზე, ყლაპვაზე, მეტყველებაზე, სუნთქვაზე, არსებობაზე! ჰო, ეს რატის წაგებული უბნებია, მე ვიტყოდი უფრო დათმობილი.

შენ აქაც არჩევანი გააკეთე, აქაც არ უღალატე შენს ერთ-ერთი მთავარ ფასეულობას, თავისუფლებას, არჩევანის თავისუფლებას. ის თემები, რაზეც განზოგადებულად გვილაპარაკია, სინამდვილეში შენს თავში მოხდა და შენ გააკეთე არჩევანი, რისი წაღების უფლება მიგეცა დაუპატიჟებელი სტუმრისთვის და რისი არა. მთელი ის ინფორმაცია, რაც გლიობლასტომის ჯგუფებში ასობით ადამიანებზე წავიკითხე, შენზე არ გავრცელდა. შენ არასდროს დაგითმია ტვინის ის უბნები, რითიც გვიცნობდი და გეყვარებოდით. ამ დაავადების სტადარტული განვითარება, რომ ვეღარ ამოგეცნო ახლობლები, გამხდარიყავი აგრესიული და სიყვარული სიბრაზით ჩანაცვლებულიყო, გამხდარიყავი უგონო და მცენარესავიღ გეარსება, შენ არ დაუშვი.

შენ არც ერთხელ არ გაბრაზდი! არავისზე, არც ჩემზე, არც ჩვენზე, არც ცხოვრებაზე, არც ბედზე. შენ ადექი და იმხელა გზა გაიარე ღირსეულად, რამხელაც მოგეცა, ძალიან რთული, ყველაზე რთული გზა, რომელიც ადამიანებს ყველაზე მთავარს, ადამიანობას ართმევს და მათ ამაზე ვერასდროს მოსთხოვ პასუხს. უბრალოდ შენ დაავადებასაც აჯობე და დაიტოვე შენი თავი, გაიმარჯვე იქ, სადაც წაგებას სიკვდილი გერჩივნა. შენ არ დათმე ადამიანის სიცოცხლის მთავარი ორგანოს მთავარი უბანი, სადაც სიყვარული ცხოვრობს. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ წავაგეთ? გამარჯვება რაღა ყოფილა?

ასე უცნაურად დასრულდა ომი და მე დავრჩი დანაღმულ ველზე. ნაღმია შენი ყველა ნივთი, ნივთმტკიცებულება რომ იყავი, როგორიც იყავი, ესთეტი, დახვეწილი, სიცოცხლის და სილამაზის მოყვარული, ნაღმია შენი ფოტოები, ვიდეოები, ჩვენი მიმოწერა, ჩვენი ძველი, ფურცელზე დაწერილი წერილები, შენი ძველი კომენტარები ფეისბუქზე, სასტიკი ნაღმია შენს ხასიათზე ზუსტად მორგებული სუნამო, რომელიც დაუნდობლად მიკეტავს სასუნთქ გზებს და ვიხრჩობი, ნაღმია ვენიდან ჩამოტნილი წამალი, რომელსაც ვითვლიდი და ვდარდობდი, თუ გვეყოფოდა (კორონას გამო ფრენებიც გაუქმდა და ვეღარ გამოგვიგზავნიდნენ).

ნეტა კი აღარ გვყოფნოდა, დამდგარიყო ის მომენტი, როცა ეს წამალიც გათავდებოდა... გავინძრევი და ვფეთქდები ყოველდღე ნაღმებზე და ხელახლა ვაკოწიწებ ჩემივე დანაწევრებულ თავს, რომ შენი დაბრალებული ძლიერება როგორმე გავამართლო და შენთვისვე შევძლო. შევძლო თუთასთვის" - წერს ეკატერინე ტოგონიძე.

"უკვე 6 წლის... გაეღვიძა, ვერ იძინებს. ეიფორიით ხსნის საჩუქრებს" - ნიკა მელია იუბილარი შვილის ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს

"კოვიდ პანდემია, მკურნალობა და ზრუნვა..." - ემოციური კადრები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოდან

"გთხოვთ, სადღესასწაულო დღეებშიც შეინარჩუნოთ აკრძალვების დიდი ნაწილი" - ჟურნალისტი ია თინიკაშვილი პრემიერს ღია წერილით მიმართავს