სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა
10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა

ალ­ბათ ყვე­ლა ქალს ბავ­შვო­ბა­ში ერთხელ მა­ინც წარ­მო­უდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი თავი სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში, ჯვრის­წე­რი­სას ან ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დროს. ზრდას­რულ ასაკ­ში მსგავ­სი სურ­ვი­ლე­ბი სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ზო­გის ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ, ორ­ჯერ, სამ­ჯერ ან არა­სო­დეს... რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლის წლის წინ ქა­ლის სამ­ჯერ და­ო­ჯა­ხე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი და კრი­ტი­კა მოჰ­ყვე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. თუმ­ცა, არა­ვინ გა­კი­ცხავ­და ამის გამო მა­მა­კაცს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ქალს შე­უძ­ლია რამ­დენ­ჯე­რაც უნდა იმ­დენ­ჯერ და­ო­ჯახ­დეს ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი არ შე­იქ­მნას. გა­გახ­სე­ნებთ ქარ­თველ ცნო­ბილ ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრეს და რამ­დენ­ჯერ­მე იქორ­წი­ნეს.

ჟურ­ნა­ლისტ ნელი აგირ­ბას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ცნო­ბილ მსა­ხი­ობ ილო ბე­როშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თა­ნაც ორი სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნე­ბი ჰყავს. მე­ო­რე - ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში დას­რულ­და. ნე­ლის მე­ო­რე მე­უღ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­სა­მედ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ახ­ლა­ხანს და­ო­ჯახ­და. მისი მე­უღ­ლე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ხმის ოპე­რა­ტო­რი ეშ­ტონ ლა­ღი­ძეა. იგი წლე­ბის მან­ძილ­ზე ჯგუფ "გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის“ დრა­მე­რი იყო და სე­რი­ალ­შიც თა­მა­შობ­და. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი აპ­რი­ლის ბო­ლოს შე­ე­ძი­ნათ.

ნელი აგირ­ბა და ეშ­ტონ ლა­ღი­ძე

მაია ჯა­ბუ­ას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც მომ­ღე­რალ­მა 6 წე­ლი­წა­დი იცხოვ­რა. მათ სა­ერ­თო შვი­ლი ლე­ვა­ნი ჰყავთ. მე­ო­რედ აჩი­კო ყე­ნი­ა­ზე და­ქორ­წინ­და და მას­თან ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ლიზა ყე­ნია შე­ე­ძი­ნა. სკან­და­ლუ­რი იყო მისი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი ჰყავს.

იყო დრო, რო­დე­საც ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქალი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც არა­სო­დეს მა­ლავ­და მე­უღ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. პირ­ველ ქმარ­თან თე­მურ გვა­ლი­ას­თან სამი წელი იცხოვ­რა. მას­თან სა­ერ­თო შვი­ლი ნუკა ჰყავს. მე­ო­რე ქმა­რი, პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი, სა­ხე­ლად დათო, რო­გორც თა­ვად მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნი­ებს, ახლა აღარ არის ცო­ცხა­ლი. მე­სა­მე ქმარ­თან, მო­ცეკ­ვა­ვე კახა ბა­კუ­რა­ძეს­თან ერ­თად ორი წელი ცხოვ­რობ­და.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი მი­უ­ხე­და­ვად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რი­სა, ყო­ველ­თვის გა­თხო­ვე­ბით ექ­ცე­ო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ის ერ­თა­დერ­თი თუ არა, ჯერ­ჯე­რო­ბით ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სა­ხეა, რო­მელ­მაც 30 წლის ასაკ­ში მე­სა­მედ იქორ­წი­ნა. სა­ლო­მეს ოთხი შვი­ლი ჰყავს და პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ქმრე­ბი - მოგ­ვა­რე­ე­ბი, ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი არა­სო­დეს ანე­ბივ­რებ­და მე­დი­ას გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­თი, თუმ­ცა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. ლი­ზას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე "ტე­ლე­ვი­ზი­ონ­ში­კი" გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე გახ­ლდათ. მე­ო­რედ გი­ნე­კო­ლოგ ზაზა სი­ნა­უ­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც მომ­ღე­რალს ერ­თა­დერ­თი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა­ში ლიზა "შვიდ­კა­ცას" წევრ და­ვით ნო­ზა­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ­ჯე­რად ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ არის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, თუმ­ცა წლე­ბია, რაც მისი რჩე­უ­ლი ალ­ტის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლია.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი და გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი

მომ­ღე­რალ­მა მაკა ზამ­ბა­ხი­ძემ მე­სა­მედ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ახალ­ხან იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლია. მა­კას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე ჰყავს. მე­ო­რედ ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძე­ზე სწო­რედ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში იქორ­წი­ნა. წვი­ლი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში იყო, მაგ­რამ მათი ქორ­წი­ნე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე წელს გაგ­რძელ­და.

მაკა ზამ­ბა­ხი­ძე და მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლი

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ყვე­ლა ქორ­წი­ნე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი იყო. პირ­ვე­ლად წლე­ბის წინ, იმ დრო­ის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ დი­ჯე­ი­ზე აჩი ფუ­რძე­ლა­ძე­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვე გას­ტა­ნა. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში მუ­სი­კოს გუ­ფის­თან (გუ­რამ მა­კა­ლა­თია) იმ­ყო­ფე­ბო­და. მას­თან ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი ჰყავს. მუ­სე­რი­ძის მე­სა­მე ქმა­რი მსა­ხი­ო­ბი სან­დრო მი­კუ­ჩა­ძეა. ორი წლის წინ წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე

ლალი მო­როშ­კი­ნამ პირ­ვე­ლად 15 წლის ასაკ­ში ნუკ­რი ჩა­გა­ნა­ვა­ძე იქორ­წი­ნა, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­კუ­თარ წიგნ­ში წერს. ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში და­ენგრათ, თუმ­ცა წყვილს სა­ერ­თო ვაჟი დარ­ჩათ. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ლალი ბიზ­ნეს­მენ მიშა ღოთ­ვა­ძე­ზე გა­თხოვ­და. მას­თან კი­დევ ერთი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. შემ­დეგ იყო ლა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და ხან­გრძლი­ვი რო­მა­ნი ცნო­ბილ სპორ­ტსმენ გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­თან, თუმ­ცა გო­რე­ლე­ბის რძა­ლი მო­როშ­კი­ნა ვერ გახ­და. ბოლო ქორ­წი­ნე­ბა­ში ლალი ცი­ხი­დან ახალ­გა­მო­სულ ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ის ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი გახ­ლდათ, რო­მელ­საც სა­ყო­ველ­თაო ამი­ნის­ტია შე­ე­ხო. ლა­ლის ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს...

ლალი მო­როშ­კი­ნა და ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძე

ლელა კი­ლა­ძეს სა­ბე­დის­წე­რო ქალს უწო­დე­ბენ. დღეს მისი ორი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე პა­ტი­მა­რია. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან კი­ლა­ძეს ორი ვაჟი ჰყავს. მე­ო­რედ ლელა მა­შინ­დელ ქა­ლა­ქის მერ გიგი უგუ­ლა­ვა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც მე­სა­მე შვი­ლი ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნა.

უგუ­ლა­ვამ ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ ლე­ლას და­შორ­და. მა­ლე­ვე კი­ლა­ძემ მე­სა­მედ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა და ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის რძა­ლი გახ­და. გუ­კას­თან ლე­ლას კი­დევ ერთი შვი­ლი თრი­ნი­თი-მარ­თა შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც არ უნდა იყოს, მათი წყვი­ლი უც­ნა­უ­რად და­ი­შა­ლა. ორი­ო­დე თვის წინ გუკა სწო­რედ ლე­ლას სა­ჩივ­რის ნი­ა­დაგ­ზე და­ა­კა­ვეს და ამ­ჟა­მად სას­ჯელს იხ­დის.

ია ფა­რუ­ლა­ვაოთხჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად პა­ტა­რა ასაკ­ში გა­თხოვ­და, მისი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი რა­მაზ ჩანტლა­ძე იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნობ­და ცოლ­ზე. ოჯა­ხი და­ინ­გრა და ია სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, სა­დაც ჟურ­ნა­ლისტ კრის რა­ი­ზერ­ზე იქორ­წი­ნა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ია ფა­რუ­ლა­ვა და კრის რა­ი­ზე­რი

სამ­შობ­ლო­ში ის საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­ბა­ნელ ბიზ­ნეს­მენ­თან, ფადი ას­ლის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა წყვი­ლი 2010 წელს ისე და­შორ­და, რომ ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­კა­ნო­ნე­ბი­ათ.

2013 წელს იას რჩე­უ­ლი ფრან­კფურ­ტში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი გი­ტა­რის­ტი ტა­რი­ელ ხოს­როშ­ვი­ლი გახ­და, ფსევ­დო­ნი­მით სუ­ა­რი. ტა­რი­ელ­მა წლე­ბის წინ ნი­ჭი­ე­რის სცე­ნა­ზე სთხო­ვა ხელი თა­ვის დე­დო­ფალს და იმა­ვე ღა­მეს წყვილ­მა ეკ­ლე­სი­ა­ში ჯვა­რი და­ი­წე­რა. ფა­რუ­ლა­ვა და ხოს­როშ­ვი­ლი 2016 წელს და­შორ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
1

ამათ ერთი ვაგონი მარტო ყვავილები აქვთ ნასროლი ქორწილებში მემგონი ერთმანეთს ესვრიან

ნონა
5

აუ, გიული რანაირად გამოგრჩათ ამ საპატიო სიაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა

10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა

ალბათ ყველა ქალს ბავშვობაში ერთხელ მაინც წარმოუდგენია საკუთარი თავი საქორწინო კაბაში, ჯვრისწერისას ან ხელის მოწერის ცერემონიალის დროს. ზრდასრულ ასაკში მსგავსი სურვილები სრულდება, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ან არასოდეს... რამდენიმე ათეულის წლის წინ ქალის სამჯერ დაოჯახებას სერიოზული სკანდალი და კრიტიკა მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, არავინ გაკიცხავდა ამის გამო მამაკაცს.

საბედნიეროდ, დღეს ქალს შეუძლია რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ დაოჯახდეს ისე, რომ საზოგადოების მხრიდან სერიოზული კრიტიკის ობიექტი არ შეიქმნას. გაგახსენებთ ქართველ ცნობილ ქალებს, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გაილაშქრეს და რამდენჯერმე იქორწინეს.

ჟურნალისტ ნელი აგირბას პირადი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. პირველ ქორწინებაში ცნობილ მსახიობ ილო ბეროშვილთან იმყოფებოდა, რომელთანაც ორი საერთო შვილი, გოგონები ჰყავს. მეორე - ირაკლი ძიმისტარაშვილთან ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა. ნელის მეორე მეუღლე მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

მესამედ ტელეწამყვანი ახლახანს დაოჯახდა. მისი მეუღლე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ხმის ოპერატორი ეშტონ ლაღიძეა. იგი წლების მანძილზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის“ დრამერი იყო და სერიალშიც თამაშობდა. წყვილს საერთო შვილი აპრილის ბოლოს შეეძინათ.

ნელი აგირბა და ეშტონ ლაღიძე

მაია ჯაბუას პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი გახლდათ, რომელთანაც მომღერალმა 6 წელიწადი იცხოვრა. მათ საერთო შვილი ლევანი ჰყავთ. მეორედ აჩიკო ყენიაზე დაქორწინდა და მასთან ცნობილი მომღერალი ლიზა ყენია შეეძინა. სკანდალური იყო მისი მესამე ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

იყო დრო, როდესაც ეკა კვალიაშვილი ერთადერთი ქართველი ქალი გახლდათ, რომელიც არასოდეს მალავდა მეუღლეების რაოდენობას. პირველ ქმართან თემურ გვალიასთან სამი წელი იცხოვრა. მასთან საერთო შვილი ნუკა ჰყავს. მეორე ქმარი, პროფესიით ისტორიკოსი, სახელად დათო, როგორც თავად მომღერალი იხსენიებს, ახლა აღარ არის ცოცხალი. მესამე ქმართან, მოცეკვავე კახა ბაკურაძესთან ერთად ორი წელი ცხოვრობდა.

სალომე გოგიაშვილი მიუხედავად ჟურნალისტური კარიერისა, ყოველთვის გათხოვებით ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის ერთადერთი თუ არა, ჯერჯერობით ერთ-ერთი ცნობილი სახეა, რომელმაც 30 წლის ასაკში მესამედ იქორწინა. სალომეს ოთხი შვილი ჰყავს და პირველი და მესამე ქმრები - მოგვარეები, ნიკოლაიშვილები არიან.

ლიზა ბაგრატიონი არასოდეს ანებივრებდა მედიას გულახდილი ინტერვიუთი, თუმცა მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ლიზას პირველი მეუღლე "ტელევიზიონშიკი" გიორგი ლეონიძე გახლდათ. მეორედ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა, რომელთანაც მომღერალს ერთადერთი ვაჟი შეეძინა. მესამე ქორწინებაში ლიზა "შვიდკაცას" წევრ დავით ნოზაძესთან იმყოფებოდა. ამჯერად ლიზა ბაგრატიონი ოფიციალურად აღარ არის დაოჯახებული, თუმცა წლებია, რაც მისი რჩეული ალტისტი გიორგი ცაგარელია.

ლიზა ბაგრატიონი და გიორგი ცაგარელი

მომღერალმა მაკა ზამბახიძემ მესამედ ოფიციალურად ახალხან იქორწინა. მისი რჩეული სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. მაკას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი სალომე ჩიტაძე ჰყავს. მეორედ ვახო ჭუმბურიძეზე სწორედ პოპულარობის პიკში იქორწინა. წვილი ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში იყო, მაგრამ მათი ქორწინება სულ რამდენიმე წელს გაგრძელდა.

მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი

თამუნა მუსერიძის ყველა ქორწინება ხმაურიანი იყო. პირველად წლების წინ, იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიჯეიზე აჩი ფურძელაძეზე იქორწინა, რომელთანაც თანაცხოვრებამ რამდენიმე თვე გასტანა. მეორე ქორწინებაში მუსიკოს გუფისთან (გურამ მაკალათია) იმყოფებოდა. მასთან ერთი საერთო შვილი, ვაჟი ჰყავს. მუსერიძის მესამე ქმარი მსახიობი სანდრო მიკუჩაძეა. ორი წლის წინ წყვილს საერთო შვილი, გოგონა შეეძინათ.

თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე

ლალი მოროშკინამ პირველად 15 წლის ასაკში ნუკრი ჩაგანავაძე იქორწინა, ამის შესახებ დეტალურად საკუთარ წიგნში წერს. ოჯახი რამდენიმე წელიწადში დაენგრათ, თუმცა წყვილს საერთო ვაჟი დარჩათ. მეორე ქორწინებაში ლალი ბიზნესმენ მიშა ღოთვაძეზე გათხოვდა. მასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. შემდეგ იყო ლალის ცხოვრებაში ყველაზე სკანდალური და ხანგრძლივი რომანი ცნობილ სპორტსმენ გიორგი კანდელაკთან, თუმცა გორელების რძალი მოროშკინა ვერ გახდა. ბოლო ქორწინებაში ლალი ციხიდან ახალგამოსულ ირაკლი ჯაფარიძესთან იმყოფებოდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის ერთ-ერთი პატიმარი გახლდათ, რომელსაც საყოველთაო ამინისტია შეეხო. ლალის ამ ქორწინებაზე საუბარი არ უყვარს...

ლალი მოროშკინა და ირაკლი ჯაფარიძე

ლელა კილაძეს საბედისწერო ქალს უწოდებენ. დღეს მისი ორი ყოფილი მეუღლე პატიმარია. პირველი ქორწინებიდან კილაძეს ორი ვაჟი ჰყავს. მეორედ ლელა მაშინდელ ქალაქის მერ გიგი უგულავაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც მესამე შვილი ალექსანდრე შეეძინა.

უგულავამ ციხეში ყოფნის დროს, განცხადება გაავრცელა, რომ ლელას დაშორდა. მალევე კილაძემ მესამედ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა და ცნობილი ოჯახის რძალი გახდა. გუკასთან ლელას კიდევ ერთი შვილი თრინითი-მართა შეეძინა, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მათი წყვილი უცნაურად დაიშალა. ორიოდე თვის წინ გუკა სწორედ ლელას საჩივრის ნიადაგზე დააკავეს და ამჟამად სასჯელს იხდის.

ია ფარულავა ოთხჯერ იყო დაქორწინებული. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე მხატვარი რამაზ ჩანტლაძე იყო. ამბობენ, რომ ძალიან ეჭვიანობდა ცოლზე. ოჯახი დაინგრა და ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კრის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ია ფარულავა და კრის რაიზერი

სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან, ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ.

2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, ფსევდონიმით სუარი. ტარიელმა წლების წინ ნიჭიერის სცენაზე სთხოვა ხელი თავის დედოფალს და იმავე ღამეს წყვილმა ეკლესიაში ჯვარი დაიწერა. ფარულავა და ხოსროშვილი 2016 წელს დაშორდნენ.