სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს
ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს

ევ­რო­პა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მი­ღე­ბუ­ლი შო­კი­დან თან­და­თან გა­მო­დის. ეტა­პობ­რი­ვად იხ­სნე­ბა COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდა, ზო­გან გარე ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი გა­იხ­სნა. გა­დავ­ხე­დოთ, რო­გორ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ევ­რო­პა კა­რან­ტი­ნის­გან და რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში რა შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნა.

  • საფ­რან­გე­თი

საფ­რან­გეთ­ში დღეს თმის სა­ლო­ნე­ბი, ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი გა­იხ­სნა. ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, თე­ატ­რე­ბი და კი­ნო­თე­ატ­რე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა. ზო­გი­ერ­თმა სკო­ლამ გა­ნა­ახ­ლა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. გა­იხ­სნა ის სკო­ლე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტია, ხოლო შე­ნო­ბის სივ­რცე დიდი და შე­საძ­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცი­ის დაც­ვა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

სახ­ლი­დან გას­ვლის და გა­რეთ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა 100 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზეა ნე­ბა­დარ­თუ­ლი.

კა­რან­ტი­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ საფ­რან­გე­თის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა ჯერ ნა­ად­რე­ვია და ამან შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია გა­ა­უ­ა­რე­სოს.

საფ­რან­გეთ­ში ამ დრო­ის­თვის COVID-19-ის 176 970 შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი, 27 000-მდე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, 56 217 კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

  • ბელ­გია

11 მა­ი­სი­დან ბელ­გი­ა­ში ბიზ­ნე­სე­ბის უმე­ტე­სო­ბამ საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ახ­ლა, თუმ­ცა და­საქ­მე­ბუ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლე­ვენ. კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და ბა­რე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა. ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრში და­წეს­და მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რის უფრო მცი­რე ლი­მი­ტი და უპი­რა­ტე­სო­ბა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებ­სა და ვე­ლო­სი­პე­დის­ტებს ენი­ჭე­ბათ.

ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლია. გეგ­მის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლებს 18 მა­ისს უნდა და­უბ­რუნ­დნენ. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით ბელ­გი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 53 081 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

  • ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო

11 მა­ი­სი­დან სკო­ლე­ბის ნა­წილს და­წყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­უბ­რუნ­დნენ. ასე­ვე მუ­შა­ო­ბა აღად­გი­ნეს ავ­ტოს­კო­ლებ­მა, თმის სა­ლო­ნებ­მა, აღ­დგა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, მთა­ვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვაა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­მე­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 42 627 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

  • შვე­ი­ცა­რია

11 მა­ი­სი­დან გა­იხ­სნა სა­შუ­ა­ლო და და­წყე­ბი­თი სკო­ლე­ბი, ასე­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გა­ნა­ახ­ლეს რეს­ტორ­ნებ­მა, მუ­ზე­უ­მებ­მა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­მა. 5-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა კვლავ აკ­რძა­ლუ­ლია. შვე­ი­ცა­რი­ა­ში COVID-19-ის 30 305 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

  • ეს­პა­ნე­თი

დღე­ი­დან, 11 მა­ი­სი­დან ეს­პა­ნეთ­ში დაშ­ვე­ბუ­ლია 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა. გა­იხ­სნა გარე ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი, თუმ­ცა მხო­ლოდ ნა­წი­ლი - ისი­ნი, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი სივ­რცის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის დის­ტან­ცი­ის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლი­ათ.

სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­მა „ბარ­სე­ლო­ნამ“ გა­სულ პა­რას­კევს ვარ­ჯი­ში გა­ნა­ახ­ლა, მად­რი­დის „რე­ა­ლი“ კი ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბას დღე­ი­დან იწყებს.

"ნოუ კამ­პის­კენ" მი­მა­ვა­ლი ლი­ო­ნელ მესი

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პედ­რო სან­ჩე­სი მო­უ­წო­დებს ეს­პა­ნე­ლებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ უდი­დე­სი სიფრ­თხი­ლე, რად­გა­ნაც ვირუ­სი არ გამ­ქრა­ლა და ის ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და თე­ატ­რე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლია. სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა სექ­ტემ­ბრამ­დე არ იგეგ­მე­ბა.

ეს­პა­ნეთ­ში ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის 264 663 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით ის მხო­ლოდ აშშ-ს ჩა­მორ­ჩე­ბა.

  • იტა­ლია

იტა­ლი­ა­ში 4 მა­ისს გა­იხ­სნა ქარ­ხნე­ბი, გა­ნა­ახ­ლა მუ­შა­ო­ბა სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­მა, გა­იხ­სნა ოფი­სე­ბი. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა სექ­ტემ­ბრამ­დე არ იგეგ­მე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს უწევთ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

18 მა­ი­სის­თვის და­გეგ­მი­ლია მუ­ზე­უ­მე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გახ­სნა. 1 ივ­ნი­სის­თვის კი ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, თმი­სა და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის გა­იხ­სნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იტა­ლი­ა­ში შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ ქუ­ჩებ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ წე­სებს, არ ეკე­თათ პირ­ბა­დე, არ იცავ­დნენ სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას.

მი­ლა­ნის მერ­მა ჯუ­ზე­პე სა­ლამ ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­გვარ საქ­ცი­ელს "სა­მარ­ცხვი­ნო“ უწო­და. იტა­ლი­ე­ლი ვირუ­სო­ლო­გი მა­სი­მო გალი კი ში­შობს და აფრ­თხი­ლებს მი­ლა­ნე­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის „ბომ­ბის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გას­კდეს და ვირუს­მა კვლავ იფეთ­ქოს.

  • გერ­მა­ნია

გა­სულ შა­ბათს გერ­მა­ნი­ა­ში გა­იხ­სნა ზო­გი­ერ­თი რეს­ტო­რა­ნი და კაფე. გერ­მა­ნი­ის 16 მი­წის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზო­გი­ერთ მათ­გან­ში გა­იხ­სნა კა­ფე­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი, ზო­გი­ერ­თი კი მომ­დევ­ნო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავს.

გერ­მა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა მა­ღა­ზი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ. ბავ­შვე­ბის ნა­წი­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­უბ­რუნ­და. ასე­ვე ახ­ლდე­ბა "ბუნ­დეს­ლი­გაც".

გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­თან­ხმდა, რომ თუ კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში, 100 000 მა­ცხოვ­რე­ბელ­ზე, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, 50-ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბი ისევ გა­ნახ­ლდე­ბა. ამ დრო­ის­თვის გერ­მა­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 171 879 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

  • ავ­სტრია

ქვე­ყა­ნა­ში გა­სულ შა­ბათ-კვი­რას გა­იხ­სნა სა­ლო­ნე­ბი, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი და გოლ­ფის მო­ედ­ნე­ბი. მო­იხ­სნა გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა. 10 კაც­ზე მეტს კი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა და მა­ღა­ზი­ებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლებს 4 მა­ისს და­უბ­რუნ­დნენ.

  • პო­ლო­ნე­თი

პო­ლო­ნეთ­ში 11 მა­ი­სი­დან იხ­სნე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულ უცხო­ელ ტუ­რის­ტებს ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მო­უ­წევთ.

  • სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი

დღე­ი­დან და­ნი­ა­ში გა­იხ­სნა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი. სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში სწავ­ლა აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბი­დან გა­ნახ­ლდა, ხოლო და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლებს 18 მა­ი­სი­დან და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.

და­ნი­ე­ლე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ

ნორ­ვე­გი­ა­ში აპ­რი­ლის მი­წუ­რულს სკო­ლე­ბი 6-დან 10 წლამ­დე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­იხ­სნა, დღე­ი­დან კი ყვე­ლა მოს­წავ­ლე უბ­რუნ­დე­ბა სკო­ლას. ბა­რე­ბი 1 ივ­ნი­სამ­დე და­კე­ტი­ლი რჩე­ბა.

ის­ლან­დი­ა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი და თმის სა­ლო­ნე­ბი 4 მა­ისს გა­იხ­სნა. ფი­ნეთ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლის შე­ნო­ბას 14 მა­ი­სი­დან უბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა იქ­ნე­ბა.

  • ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბი

ხორ­ვა­ტი­ა­ში დღეს გა­იხ­სნა გარე ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი, ასე­ვე დაშ­ვე­ბუ­ლია 10 კაც­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა. სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი და სკო­ლე­ბი სწავ­ლის ჩვე­ულ რე­ჟიმს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. სერ­ბეთ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლის შე­ნო­ბებს დღე­ი­დან უბ­რუნ­დე­ბა.

  • სა­ბერ­ძნე­თი

4 მა­ისს გა­იხ­სნა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი და თმის სა­ლო­ნე­ბი. 11 მა­ი­სი­დან ყვე­ლა სა­ხის მა­ღა­ზია გა­ნა­ახ­ლებს მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა 1-ელ ივ­ნი­სამ­დე და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი. კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი 18 მა­ი­სი­დან გა­იხ­სნე­ბა, მუ­ზე­უ­მე­ბი კი მუ­შა­ო­ბას 15 ივ­ნი­სი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. COVID-19 ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს 200-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით და­ინ­ფიცრ­და 4 181 218 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 283 876 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1 493 490 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
8

ჩვენს ქვეყანაში შეამცირეს ხალხი სამსახურებიდან და 200ლარიანი დახმარებით უნდა ვიკვრბოდეთ,უნდა ვარჩინოთ ოჯახები,ბავშვები და დანაზოგიც უნდა გავაკეთოთ :)))

Hgfdds
18

ამათი ყველას ერთად დ....ს. შ.......ცი ჩვენს მთავრობას ვგულისხმობ.....ევროპის ყველა ცხელმა ქვეყანამ სადაც ვირუსი მძვინვარებს იქ ყველაფერი მოიხსნა და ამათ რა ვერ დაადგეს საშველი ? ტანსაცმელს რომ არ ხსნიან რა მხოლოდ მანდ ტანსაცმლის ბაზრობებში დაშხუის კორონა? კორონა დაეტაკოთ ტ......ში მაგათ და მაგათ საგვარეულოს.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს

ევროპა კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული შოკიდან თანდათან გამოდის. ეტაპობრივად იხსნება COVID-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები.

ზოგიერთ ქვეყანაში სასწავლო პროცესი განახლდა, ზოგან გარე ბარები და რესტორნები გაიხსნა. გადავხედოთ, როგორ თავისუფლდება ევროპა კარანტინისგან და რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა.

  • საფრანგეთი

საფრანგეთში დღეს თმის სალონები, ტანსაცმლის მაღაზიები, ყვავილებისა და წიგნების მაღაზიები გაიხსნა. ბარები, რესტორნები, თეატრები და კინოთეატრები კვლავ დახურული რჩება. ზოგიერთმა სკოლამ განაახლა სასწავლო პროცესი. გაიხსნა ის სკოლები, სადაც მოსწავლეთა მცირე კონტინგენტია, ხოლო შენობის სივრცე დიდი და შესაძლებელია დისტანციის დაცვა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა.

სახლიდან გასვლის და გარეთ გადაადგილების უფლება ყველას აქვს, თუმცა სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება 100 კილომეტრის მანძილზეა ნებადართული.

კარანტინის შემსუბუქებას სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საფრანგეთისთვის შეზღუდვების მოხსნა ჯერ ნაადრევია და ამან შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გააუარესოს.

საფრანგეთში ამ დროისთვის COVID-19-ის 176 970 შემთხვევაა აღრიცხული, 27 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა, 56 217 კი გამოჯანმრთელდა.

  • ბელგია

11 მაისიდან ბელგიაში ბიზნესების უმეტესობამ საქმიანობა განაახლა, თუმცა დასაქმებულებს სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების რეკომენდაციას აძლევენ. კაფეები, რესტორნები და ბარები კვლავ დახურული რჩება. ბრიუსელის ცენტრში დაწესდა მანქანით მოძრაობის სიჩქარის უფრო მცირე ლიმიტი და უპირატესობა ქვეითად მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს ენიჭებათ.

ქვეყანაში სკოლები კვლავ დახურულია. გეგმის მიხედვით, მოსწავლეები სკოლებს 18 მაისს უნდა დაუბრუნდნენ. ბოლო მონაცემებით ბელგიაში კორონავირუსის 53 081 შემთხვევაა გამოვლენილი.

  • ნიდერლანდების სამეფო

11 მაისიდან სკოლების ნაწილს დაწყებითი კლასის მოსწავლეები დაუბრუნდნენ. ასევე მუშაობა აღადგინეს ავტოსკოლებმა, თმის სალონებმა, აღდგა ბიბლიოთეკების მუშაობა, თუმცა, მთავარი გაფრთხილება სოციალური დისტანციის დაცვაა.

ბოლო მონაცემებით, სამეფოში კორონავირუსით 42 627 ადამიანი დაინფიცირდა.

  • შვეიცარია

11 მაისიდან გაიხსნა საშუალო და დაწყებითი სკოლები, ასევე ფუნქციონირება განაახლეს რესტორნებმა, მუზეუმებმა და წიგნის მაღაზიებმა. 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება კვლავ აკრძალულია. შვეიცარიაში COVID-19-ის 30 305 შემთხვევაა გამოვლენილი.

  • ესპანეთი

დღეიდან, 11 მაისიდან ესპანეთში დაშვებულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. გაიხსნა გარე ბარები და რესტორნები, თუმცა მხოლოდ ნაწილი - ისინი, რომლებსაც თავიანთი სივრცის გათვალისწინებით მომხმარებლებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა შეუძლიათ.

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ გასულ პარასკევს ვარჯიში განაახლა, მადრიდის „რეალი“ კი ვარჯიშის განახლებას დღეიდან იწყებს.

"ნოუ კამპისკენ" მიმავალი ლიონელ მესი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოუწოდებს ესპანელებს, გამოიჩინონ უდიდესი სიფრთხილე, რადგანაც ვირუსი არ გამქრალა და ის ჯერ კიდევ არსებობს. კინოთეატრები და თეატრები კვლავ დახურულია. სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენა სექტემბრამდე არ იგეგმება.

ესპანეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 264 663 შემთხვევაა გამოვლენილი და ამ მონაცემებით ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

  • იტალია

იტალიაში 4 მაისს გაიხსნა ქარხნები, განაახლა მუშაობა სამშენებლო სექტორმა, გაიხსნა ოფისები. სასწავლო პროცესის აღდგენა სექტემბრამდე არ იგეგმება. მოქალაქეებს უწევთ სოციალური დისტანციის წესების დაცვა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა.

18 მაისისთვის დაგეგმილია მუზეუმების, კულტურული დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკების გახსნა. 1 ივნისისთვის კი ბარები, რესტორნები, თმისა და სილამაზის სალონების გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპის შემდეგ ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც არ იცავდნენ წესებს, არ ეკეთათ პირბადე, არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.

მილანის მერმა ჯუზეპე სალამ ადამიანების ამგვარ საქციელს "სამარცხვინო“ უწოდა. იტალიელი ვირუსოლოგი მასიმო გალი კი შიშობს და აფრთხილებს მილანელებს კორონავირუსის „ბომბის“ შესახებ, რომელიც შესაძლოა ამგვარი ქმედებების შედეგად გასკდეს და ვირუსმა კვლავ იფეთქოს.

  • გერმანია

გასულ შაბათს გერმანიაში გაიხსნა ზოგიერთი რესტორანი და კაფე. გერმანიის 16 მიწის ოფიციალური პირები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას კარანტინის წესების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ზოგიერთ მათგანში გაიხსნა კაფეები და რესტორნები, ზოგიერთი კი მომდევნო კვირების განმავლობაში გეგმავს.

გერმანიაში მუშაობა განაახლა მაღაზიების უმეტესობამ. ბავშვების ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა. ასევე ახლდება "ბუნდესლიგაც".

გერმანიის ხელისუფლება შეთანხმდა, რომ თუ კონკრეტულ რეგიონში, 100 000 მაცხოვრებელზე, ერთი კვირის განმავლობაში, 50-ზე მეტი ინფიცირებული იქნება, შეზღუდვები ისევ განახლდება. ამ დროისთვის გერმანიაში კორონავირუსის 171 879 შემთხვევაა გამოვლენილი.

  • ავსტრია

ქვეყანაში გასულ შაბათ-კვირას გაიხსნა სალონები, ჩოგბურთის კორტები და გოლფის მოედნები. მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვა. 10 კაცზე მეტს კი შეკრების უფლება მიეცათ, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვით. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება სავალდებულოა. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სკოლებს 4 მაისს დაუბრუნდნენ.

  • პოლონეთი

პოლონეთში 11 მაისიდან იხსნება სასტუმროები, მაგრამ ქვეყანაში ჩასულ უცხოელ ტურისტებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

  • სკანდინავიის ქვეყნები

დღეიდან დანიაში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები. საშუალო სკოლებში სწავლა აპრილის შუა რიცხვებიდან განახლდა, ხოლო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სკოლებს 18 მაისიდან დაუბრუნდებიან.

დანიელები შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ

ნორვეგიაში აპრილის მიწურულს სკოლები 6-დან 10 წლამდე მოსწავლეებისთვის გაიხსნა, დღეიდან კი ყველა მოსწავლე უბრუნდება სკოლას. ბარები 1 ივნისამდე დაკეტილი რჩება.

ისლანდიაში უნივერსიტეტები, მუზეუმები და თმის სალონები 4 მაისს გაიხსნა. ფინეთში სასწავლო პროცესი სკოლის შენობას 14 მაისიდან უბრუნდება, თუმცა მთავარი მოთხოვნა სოციალური დისტანციის დაცვა იქნება.

  • ბალკანეთის ქვეყნები

ხორვატიაში დღეს გაიხსნა გარე ბარები და რესტორნები, ასევე დაშვებულია 10 კაცზე მეტის შეკრება. საბავშვო ბაღები და სკოლები სწავლის ჩვეულ რეჟიმს ნებაყოფლობით დაუბრუნდებიან. სერბეთში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებს დღეიდან უბრუნდება.

  • საბერძნეთი

4 მაისს გაიხსნა წიგნის მაღაზიები და თმის სალონები. 11 მაისიდან ყველა სახის მაღაზია განაახლებს მუშაობას, თუმცა 1-ელ ივნისამდე დახურული რჩება დიდი სავაჭრო ცენტრები. კულტურული და ისტორიული ადგილები 18 მაისიდან გაიხსნება, მუზეუმები კი მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. COVID-19 ამ დროისთვის მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. გლობალური მასშტაბით დაინფიცრდა 4 181 218 ადამიანი, მათ შორის 283 876 გარდაიცვალა, ხოლო 1 493 490 გამოჯანმრთელდა.

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია

ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

ავსტრალიას ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს