სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან
რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან

რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ანა­ტო­ლი ბი­კო­ვი და­ა­კა­ვა. კრას­ნო­და­რის მხა­რის სა­სა­მარ­თლო მას ორი ან მეტი პი­რის­თვის ცე­ცხლსას­რო­ლის ია­რა­ღი­დან სრო­ლას და მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

საქ­მე ეხე­ბა 1994 წელს მომ­ხდარ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მკვლე­ლო­ბას, რო­დე­საც ბი­კოვს კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და კი­რილ ვო­ი­ტენ­კო­სა და ალექ­სან­დრ ნა­უ­მოვ­თან. 1994 წლის 24 ივ­ლისს, ბი­კოვს სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა თვალ­წინ აუ­ფეთ­ქდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ამა­ში კლა­ნის წევ­რის, 23 წლის ნა­უ­მო­ვის ხელი ერია. მა­ლე­ვე, ნა­უ­მო­ვი და მისი მე­გო­ბა­რი, ვო­ი­ტენ­კო მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი იპო­ვეს...

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა РБК წერს, რომ ბი­კოვ­მა ეს მკვლე­ლო­ბა, "კარ­გი ნაც­ნო­ბის", ვლა­დი­მირ ტა­ტა­რენ­კოს დახ­მა­რე­ბით და­გეგ­მა, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 13-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ცოტა ხნის წინ, მან ბი­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ჩვე­ნე­ბა. იმა­ვე დღეს, ყი­რიმ­სა და კრას­ნო­ი­არ­სკში ბიზ­ნეს­მე­ნის სახ­ლე­ბი გა­ჩხრი­კეს.

  • ბი­კო­ვი და ივა­ნიშ­ვი­ლი "ალუ­მი­ნის ომებ­ში"

1990-იან წლებ­ში, ბი­კო­ვი კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის მფლო­ბე­ლი იყო, 1998-2000 წლებ­ში კი ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი. ქარ­ხნის ერთ-ერთი თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, ანტრა­ცი­ტი­სა და ნახ­ში­რის მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ალ­ტე­კის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დმიტ­რი ბო­სო­ვი იყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა...

90-იან წლებ­ში ანა­ტო­ლი ბი­კო­ვი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბანკ "Российский кредит"-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ნა. 2005 წელს, რუ­სულ Forbes-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც სწო­რედ "ალუ­მი­ნის ომებ­ზეა" სა­უ­ბა­რი, ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი იხ­სე­ნებ­და 1997 წელს, როცა ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ე­ბი მე­ო­რად ბა­ზარ­ზე შე­ი­ძი­ნა.

"კრას­ნო­ი­არ­სკში მუ­შა­ო­ბა ბევ­რად ადრე და­ვი­წყე, ვიდ­რე ალუ­მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში მოვ­ხვდე­ბო­დი... 1992 წელს ბან­კმა კრას­ნო­ი­არ­სკის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის 30% შე­ი­ძი­ნა. ის ალუ­მი­ნის ქარ­ხა­ნას ესა­ზღვრე­ბო­და, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ქარ­ხა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, მე­ტალს არა­ვინ აძ­ლევ­და და გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო... ასე გაგ­რძელ­და 1994 წლამ­დე, რო­დე­საც კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ალუ­მი­ნის ქარ­ხნი­სა და აჩინ­სკის თი­ხა­მი­წის კომ­ბი­ნა­ტის აქ­ცი­ე­ბის 20% მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის ბა­ლანსზე გა­და­ი­ტა­ნეს.

ალუ­მი­ნის ქარ­ხნის მე­სა­კუთ­რე­ებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს პა­კე­ტის გა­ყიდ­ვა, რო­მე­ლიც 1996 წელს ძალ­ზე ძვი­რად გავ­ყი­დე... ერთ წელ­ში ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და" - იხ­სე­ნებ­და ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, შემ­დეგ საქ­მე­ში ჩა­ე­რია მისი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვა­სილ ანი­სი­მო­ვი, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობ­და სამ მფლო­ბელს: ალექ­სან­დრ კოლ­პა­კოვს, ვლა­დი­მირ რატ­ნი­კოვს და ოლეგ კიმს, რომ­ლებ­საც აქ­ცი­ე­ბის 28% ეკუთ­ვნო­დათ.

“ანი­სი­მოვ­მა მი­თხრა, კოლ­პა­კო­ვი და რატ­ნი­კო­ვი ქარ­ხნის აქ­ცი­ე­ბის 48%-ის მყიდ­ველს ეძე­ბე­ნო, მაგ­რამ მე და ვა­სი­ლიმ მათ­გან აქ­ცი­ე­ბი მხო­ლოდ მას შემ­დეგ ვი­ყი­დეთ, როცა ანა­ტო­ლი ბი­კოვ­სა და გე­ნა­დი დრუ­ჟი­ნინს 20% და­უბ­რუ­ნეს. ბი­კო­ვი და­თან­ხმდა, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­მუ­შა­ვებ­დით" - ყვე­ბო­და ივა­ნიშ­ვი­ლი. მისი თქმით­ვე, ბი­კო­ვიც “Российский кредит"-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო, ოღონდ ისე, რომ არც ბან­კის საბ­ჭოს წევ­რი ყო­ფი­ლა და ხელ­ფას­საც არ იღებ­და.

rbc.ru-ს ცნო­ბით, 1997 წელს, კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის გარ­შე­მო უკვე ნამ­დვი­ლი ომი იყო კომ­პა­ნია TWG-ს მფლო­ბელ ძმებს - მი­ხე­ილ და ლევ ჩერ­ნი­სა და რუს აქ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის, რო­მელ­თაც სწო­რედ ანა­ტო­ლი ბი­კო­ვი მე­თა­უ­რობ­და. ბიზ­ნეს­ზე კონ­ტრო­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და...

“ივა­ნიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ 1996 წელს საფ­რან­გეთ­ში უც­ნობ­მა და­უ­რე­კა და КраМЗ-ის აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა მოს­თხო­ვა. “ისე­თი ხმით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, რომ შიგ­ნი­დან გავ­ცივ­დი. ში­შის­გან ყვე­ლა კარი ჩავ­კე­ტე... უც­ნობს ვთხო­ვე მე­ო­რე დღეს გად­მო­ე­რე­კა. მა­ნაც გად­მო­რე­კა და ფასი და­ა­სა­ხე­ლა" - ყვე­ბო­და ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, საქ­მე­ში ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი და ოლეგ დე­რი­პას­კა ჩა­ე­რივ­ნენ და კონ­ფლიქ­ტიც თან­და­თან მი­ნელ­და...

რაც შე­ე­ხე­ბა, ბი­კოვს, ის შემ­დეგ Российский кредит-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. რუ­სულ Forbes-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ ეს მისი იდეა იყო.

"ბან­კში ყო­ველ­თვის ბევ­რი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გვყავ­და... ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვნიშ­ნავ­დით ბან­კის კლი­ენ­ტებს, მსხვი­ლი სა­წარ­მო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს ან მე­სა­კუთ­რე­ებს. "ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თებს" იღებ­დნენ, რაც მათ ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­დათ" - იგო­ნებ­და ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, არ ჩანს, სად წყდე­ბა ივა­ნიშ­ვილ­სა და ბი­კოვს შო­რის საქ­მი­ა­ნი თუ ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

  • ბი­კო­ვი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის "პაშა ცვე­ტო­მუ­ზი­კას" შე­ტა­კე­ბა

2002 წელს, ბი­კო­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რის, ვი­ლო­რი სტრუ­გა­ნო­ვის გა­ტა­ცე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში "პაშა ცვე­ტო­მუ­ზი­კას" სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. თუმ­ცა, სამი წლის შემ­დეგ, კრას­ნო­ი­არ­სკის სა­სა­მარ­თლომ ბი­კოვს სას­ჯე­ლი მო­უხ­სნა და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც შე­წყდა.

თა­ვად "ცვე­ტო­მუ­ზი­კა" უკვე 5 წე­ლია მკაც­რი კო­ლო­ნი­ის რე­ჟიმ­ში სას­ჯელს იხ­დის. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, “ალუ­მი­ნის ომე­ბის” შემ­დეგ, მას 5 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

თუმ­ცა კრი­მი­ნა­ლურ წარ­სულს, ბი­კო­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია. 2003 წელს, ის რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მა­ში მოხ­ვედ­რა­საც შე­ე­ცა­და, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გამო, რე­გის­ტრა­ცია ვერ გა­ი­ა­რა. 2016 წლამ­დე, ბი­კო­ვი კრას­ნო­ი­არ­სკის მხა­რის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს დე­პუ­ტა­ტი იყო, შემ­დეგ კი, პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­შორ­და და მთლი­ა­ნად ბიზ­ნეს­ში ჩა­ეფ­ლო.

Новости Красноярска-ს ცნო­ბით, 30 წლის წინ მომ­ხდა­რი საქ­მის გამო ბი­კო­ვის ახლა და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, რად­გან ის კრას­ნო­ი­არ­სკში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბოლო წლებ­ში ანა­ტო­ლი ბი­კო­ვი ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რობ­და ტყის უკა­ნო­ნო ჩეხ­ვა­სა და შემ­დეგ ხან­ძრის გა­ჩე­ნა­ზე, ასა­ხე­ლებ­და კრას­ნო­ი­არ­სკე­ლი მა­ღალ­ჩი­ნი­ოს­ნე­ბის გვა­რებს.

ბი­კო­ვის სა­ხელს ათო­ბით კომ­პა­ნია უკავ­შირ­დე­ბა, მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რი "Сибчелендж", რო­მე­ლიც 45 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია ТВК-საც ფლობ­და, სწო­რედ მა­შინ აირ­ჩი­ეს ად­გი­ლობ­რივ დე­პუ­ტა­დად.

რუ­სუ­ლი მე­დია იმა­საც წერს წერს, რომ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ფონ­ზე და­ვარ­დნი­ლი რე­ი­ტინ­გის ამო­წე­ვას, სკან­და­ლუ­რი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბით ცდი­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ხვალ და ზეგ სხვებ­საც მი­ად­გნენ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
<<<
67

ვაიმეეე, რაღა ვქნათ, ჩვენსას არ მოადგნენ, დავიღუპებიიით...

ttt
47
მე,კიდე, პატიოსანი კაცი მეგონა! ))))
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან

რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან

რუსეთის სასამართლომ რუსი ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ანატოლი ბიკოვი დააკავა. კრასნოდარის მხარის სასამართლო მას ორი ან მეტი პირისთვის ცეცხლსასროლის იარაღიდან სროლას და მკვლელობას ედავება.

საქმე ეხება 1994 წელს მომხდარ ორგანიზებულ მკვლელობას, როდესაც ბიკოვს კონფლიქტი ჰქონდა კირილ ვოიტენკოსა და ალექსანდრ ნაუმოვთან. 1994 წლის 24 ივლისს, ბიკოვს საკუთარი მანქანა თვალწინ აუფეთქდა და გადაწყვიტა, რომ ამაში კლანის წევრის, 23 წლის ნაუმოვის ხელი ერია. მალევე, ნაუმოვი და მისი მეგობარი, ვოიტენკო მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს...

რუსული გამოცემა РБК წერს, რომ ბიკოვმა ეს მკვლელობა, "კარგი ნაცნობის", ვლადიმირ ტატარენკოს დახმარებით დაგეგმა, რომელსაც მოგვიანებით, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ცოტა ხნის წინ, მან ბიკოვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. იმავე დღეს, ყირიმსა და კრასნოიარსკში ბიზნესმენის სახლები გაჩხრიკეს.

  • ბიკოვი და ივანიშვილი "ალუმინის ომებში"

1990-იან წლებში, ბიკოვი კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის მფლობელი იყო, 1998-2000 წლებში კი ქარხნის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. ქარხნის ერთ-ერთი თანამფლობელი, ანტრაციტისა და ნახშირის მომპოვებელი კომპანია "ალტეკის" დამფუძნებელი დმიტრი ბოსოვი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

90-იან წლებში ანატოლი ბიკოვი, ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული ბანკ "Российский кредит"-ის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. 2005 წელს, რუსულ Forbes-თან ინტერვიუში, სადაც სწორედ "ალუმინის ომებზეა" საუბარი, ქართველი მილიარდერი იხსენებდა 1997 წელს, როცა ალუმინის ქარხნის აქციები მეორად ბაზარზე შეიძინა.

"კრასნოიარსკში მუშაობა ბევრად ადრე დავიწყე, ვიდრე ალუმინის ქარხანაში მოვხვდებოდი... 1992 წელს ბანკმა კრასნოიარსკის მეტალურგიული ქარხნის 30% შეიძინა. ის ალუმინის ქარხანას ესაზღვრებოდა, თუმცა იმ მომენტში ქარხანაში არაფერი ხდებოდა, მეტალს არავინ აძლევდა და გაჩერებული იყო... ასე გაგრძელდა 1994 წლამდე, როდესაც კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის აქციონერებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ალუმინის ქარხნისა და აჩინსკის თიხამიწის კომბინატის აქციების 20% მეტალურგიული ქარხნის ბალანსზე გადაიტანეს.

ალუმინის ქარხნის მესაკუთრეებმა შემომთავაზეს პაკეტის გაყიდვა, რომელიც 1996 წელს ძალზე ძვირად გავყიდე... ერთ წელში ალუმინის ქარხნის აქციონერებს შორის დაპირისპირება მოხდა" - იხსენებდა ივანიშვილი, რომლის თქმითაც, შემდეგ საქმეში ჩაერია მისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვასილ ანისიმოვი, რომელიც კარგად იცნობდა სამ მფლობელს: ალექსანდრ კოლპაკოვს, ვლადიმირ რატნიკოვს და ოლეგ კიმს, რომლებსაც აქციების 28% ეკუთვნოდათ.

“ანისიმოვმა მითხრა, კოლპაკოვი და რატნიკოვი ქარხნის აქციების 48%-ის მყიდველს ეძებენო, მაგრამ მე და ვასილიმ მათგან აქციები მხოლოდ მას შემდეგ ვიყიდეთ, როცა ანატოლი ბიკოვსა და გენადი დრუჟინინს 20% დაუბრუნეს. ბიკოვი დათანხმდა, რომ ყველანი ერთად ვიმუშავებდით" - ყვებოდა ივანიშვილი. მისი თქმითვე, ბიკოვიც “Российский кредит"-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ოღონდ ისე, რომ არც ბანკის საბჭოს წევრი ყოფილა და ხელფასსაც არ იღებდა.

rbc.ru-ს ცნობით, 1997 წელს, კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის გარშემო უკვე ნამდვილი ომი იყო კომპანია TWG-ს მფლობელ ძმებს - მიხეილ და ლევ ჩერნისა და რუს აქციონერებს შორის, რომელთაც სწორედ ანატოლი ბიკოვი მეთაურობდა. ბიზნესზე კონტროლის მოსაპოვებლად დაპირისპირება წლები გრძელდებოდა...

“ივანიშვილი იხსენებდა, რომ 1996 წელს საფრანგეთში უცნობმა დაურეკა და КраМЗ-ის აქციების გაყიდვა მოსთხოვა. “ისეთი ხმით მელაპარაკებოდა, რომ შიგნიდან გავცივდი. შიშისგან ყველა კარი ჩავკეტე... უცნობს ვთხოვე მეორე დღეს გადმოერეკა. მანაც გადმორეკა და ფასი დაასახელა" - ყვებოდა ქართველი მილიარდერი.

გამოცემის ცნობით, რამდენიმეწლიანი დაპირისპირების შემდეგ, საქმეში ბორის ბერეზოვსკი და ოლეგ დერიპასკა ჩაერივნენ და კონფლიქტიც თანდათან მინელდა...

რაც შეეხება, ბიკოვს, ის შემდეგ Российский кредит-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. რუსულ Forbes-თან ინტერვიუში ივანიშვილი იხსენებდა, რომ ეს მისი იდეა იყო.

"ბანკში ყოველთვის ბევრი ვიცე-პრეზიდენტი გვყავდა... ამ თანამდებობაზე ვნიშნავდით ბანკის კლიენტებს, მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს ან მესაკუთრეებს. "ვიცე-პრეზიდენტის სავიზიტო ბარათებს" იღებდნენ, რაც მათ ძალიან სიამოვნებდათ" - იგონებდა ივანიშვილი რუსულ გამოცემასთან საუბარში. რუსული მედიის ცნობით, არ ჩანს, სად წყდება ივანიშვილსა და ბიკოვს შორის საქმიანი თუ ფორმალური ურთიერთობა.

  • ბიკოვისა და კრიმინალური ავტორიტეტის "პაშა ცვეტომუზიკას" შეტაკება

2002 წელს, ბიკოვი კრიმინალური დაჯგუფების წევრის, ვილორი სტრუგანოვის გატაცების ბრალდებით დააკავეს, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში "პაშა ცვეტომუზიკას" სახელით იცნობენ. თუმცა, სამი წლის შემდეგ, კრასნოიარსკის სასამართლომ ბიკოვს სასჯელი მოუხსნა და სისხლის სამართლის საქმეც შეწყდა.

თავად "ცვეტომუზიკა" უკვე 5 წელია მკაცრი კოლონიის რეჟიმში სასჯელს იხდის. ერთ-ერთი ვერსიით, “ალუმინის ომების” შემდეგ, მას 5 ადამიანის მკვლელობას ედავებიან.

თუმცა კრიმინალურ წარსულს, ბიკოვის პოლიტიკური კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. 2003 წელს, ის რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოხვედრასაც შეეცადა, თუმცა დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამო, რეგისტრაცია ვერ გაიარა. 2016 წლამდე, ბიკოვი კრასნოიარსკის მხარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი იყო, შემდეგ კი, პოლიტიკას ჩამოშორდა და მთლიანად ბიზნესში ჩაეფლო.

Новости Красноярска-ს ცნობით, 30 წლის წინ მომხდარი საქმის გამო ბიკოვის ახლა დაკავებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან ის კრასნოიარსკში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არჩევნებისთვის ემზადებოდა. გამოცემის ცნობით, ბოლო წლებში ანატოლი ბიკოვი ძალიან ხშირად საუბრობდა ტყის უკანონო ჩეხვასა და შემდეგ ხანძრის გაჩენაზე, ასახელებდა კრასნოიარსკელი მაღალჩინიოსნების გვარებს.

ბიკოვის სახელს ათობით კომპანია უკავშირდება, მათ შორის მობილური ოპერატორი "Сибчелендж", რომელიც 45 მილიონ დოლარად გაიყიდა. რაღაც დროის განმავლობაში, ტელეკომპანია ТВК-საც ფლობდა, სწორედ მაშინ აირჩიეს ადგილობრივ დეპუტადად.

რუსული მედია იმასაც წერს წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე დავარდნილი რეიტინგის ამოწევას, სკანდალური პირების დაკავებით ცდილობს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ხვალ და ზეგ სხვებსაც მიადგნენ...

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს