მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო და ვის შეუძლია მისი დაცვა - ქართველი ნუტრიციოლოგის "ოქროს რჩევები"
რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო და ვის შეუძლია მისი დაცვა - ქართველი ნუტრიციოლოგის "ოქროს რჩევები"

ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე XXI სა­უ­კუ­ნე­ში მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ამი­ტო­მაც ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, ესა თუ ის დი­ე­ტა და­იც­ვან. თუმ­ცა დი­ე­ტა­საც თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს - ის ადა­მი­ან­ზე მორ­გე­ბუ­ლი უნდა იყოს.

ასე მა­გა­ლი­თად, პო­პუ­ლა­რულ­მა მომ­ღე­რალ­მა ადელ­მა ცოტა ხნის წინ, წო­ნა­ში 22 კილო და­იკ­ლო - ფუმ­ფუ­ლა და საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნას­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი. ახა­ლი იმი­ჯით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა გა­მო­ჩე­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც გა­ირ­კვა, „სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტა“ და­უ­ცავს. ამის მი­საღ­წე­ვად კი დიდ­ხანს უწ­ვა­ლია, რად­გა­ნაც დი­ე­ტა და ვარ­ჯი­ში კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად დას­ჭირ­და. ეს დი­ე­ტა კი მომ­ღერ­ლის­თვის ინ­გლი­სელ­მა ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს, რო­მე­ლიც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია სირ­ტუ­ი­ნებ­ზე, ანუ იმ პრო­ტე­ი­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს აჯან­სა­ღებს.

რა არის მარ­თლაც სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტა, ვის შე­უძ­ლია მისი დაც­ვა, ვინ და რო­დის უნდა და­იც­ვას სა­ერ­თოდ დი­ე­ტა და ჯან­სა­ღი კვე­ბის­თვის რა არის მთა­ვა­რი - ამ სა­კი­თხებ­ზე ექი­მი-ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, რუ­სუ­დან კვან­ჭა­ხა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტა დღი­უ­რი კა­ლო­რა­ჟის 1000-მდე შემ­ცი­რე­ა­ბას გუ­ლის­ხმობს, რაც რთუ­ლია. თუ ადა­მი­ანს დიდი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს და რო­მე­ლი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, ან და­ა­ვა­დე­ბის შემ­დგომ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდს გა­დის, კა­ლო­რა­ჟის ასე რა­დი­კა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს - შე­იძ­ლე­ბა უკი­დუ­რე­სო­ბა­შიც აღ­მოჩ­ნდეს - მთლი­ა­ნად და­კარ­გოს მადა და ანო­რექ­სია და­ე­წყოს. დი­ე­ტა, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ, სამი სირ­ტუ­ი­ნით გამ­დიდ­რე­ბულ მწვა­ნე ბოსტნე­ულს მო­ი­ცავს - კომ­ბოს­ტოს, ოხ­რა­ხუშს და ბრო­კოლს. ეს ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბია, რომ­ლებ­საც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის დროს რა­ცი­ონ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვრთავთ ხოლ­მე. ეს ბოსტნე­უ­ლი ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მუ­შა­ო­ბას, ამას­თან, გლუ­კო­ზა, რო­მე­ლიც ჭარ­ბი რა­ო­დე­ნობ­თაა სის­ხლში, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს მიერ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უნდა იყოს ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, ამ დი­ე­ტა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია შავი შო­კო­ლა­დი, მას და­ბა­ლი კა­ლო­რია აქვს და ორ­გა­ნიზ­მში სი­ა­მოვ­ნე­ბის ნივ­თი­ე­რე­ბას, სე­რო­ტო­ნინს გა­მო­ყოფს. სე­რო­ტო­ნი­ნის უკ­მა­რი­სო­ბა დეპ­რე­სი­ას, მე­ლან­ქო­ლი­ას იწ­ვევს. ამი­ტომ შავ შო­კო­ლადს მკაც­რი დი­ე­ტე­ბის დრო­საც, პა­ცი­ენ­ტებს პა­ტა­რა დო­ზე­ბით ვუ­ნიშ­ნავთ.

- ადე­ლის დი­ე­ტა­ში წი­თე­ლი ღვი­ნო­ცაა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ღვი­ნო დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტია?

- ერთი ჭიქა წი­თე­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის მი­ღე­ბის ტრა­დი­ცია ჩვენ­თან სულ იყო და არის. ის ფლა­ვო­ნო­ი­დებს შე­ი­ცავს. ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აუ­ცი­ე­ბე­ლია გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის და ვი­ტა­მინ C-ს მსგავ­სი მოქ­მე­დე­ბა აქვს. რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­გა­ნიზ­მის­თვის. მაგ­რამ თუ მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, ნა­ტუ­რა­ლურ შავ ღვი­ნოს არ ვურ­ჩევთ.

ღვი­ნო თა­ვის­თა­ვად კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტია. ამი­ტომ, არის დი­ე­ტე­ბი, რო­მელ­შიც ის იმი­ტომ შე­დის, რომ ორ­გა­ნიზმს კა­ლო­რი­ე­ბი მი­ა­წო­დოს და ისიც სირ­ტუ­ინს შე­ი­ცავს.

- რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯან­სა­ღი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა?

- ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და დიდ­წი­ლად, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი. თუ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე ვსა­უბ­რობთ, ესაა - ჯან­სა­ღი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა (რაც ამ პან­დე­მი­ის დროს მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია).

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი ჯან­სა­ღი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბაა. კვე­ბა თა­ვის­თა­ვად სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნაა, რომ­ლის ხა­სი­ა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტრა­დი­ცი­ებ­ზე, კულ­ტუ­რა­ზე და გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იკ­ვე­ბე­ბა მა­დი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით და მო­იხ­მარს იმ სურ­სათს, რო­მელ­საც უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს.

ჯან­სა­ღი კვე­ბა არ ნიშ­ნავს საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვას, ეს კვე­ბის სწო­რი რე­ჟი­მია

ძი­რი­თა­დი კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უნდა მოხ­დეს, სა­ღა­მოს ცხი­მი­ა­ნი, „მძი­მე“ ნახ­შირ­წყლე­ბი­ა­ნი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ალ­ბათ ეს გა­მოთ­ქმაც გსმე­ნი­ათ - „სა­უზ­მე მი­ირ­თვი შენ თვი­თონ, სა­დი­ლი გა­უ­ნა­წი­ლე მე­გო­ბარს და ვახ­შა­მი მი­ე­ცი მტერს“. ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცვლის­თვის ადა­მი­ან­მა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლიც უნდა მი­ი­ღოს, მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბის შე­დე­გი ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბაა. ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მოშ­ლა, სიმ­სუქ­ნე და ჭარ­ბი წონა რისკ-ფაქ­ტო­რია გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბის, კი­ბოს და სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

- ჭარბ წო­ნას ადა­მი­ა­ნე­ბი დი­ე­ტით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, თუმ­ცა ეს სი­ტყვა ბევრში არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ას იწ­ვევს...

- დი­ე­ტა სწო­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბაა და არა რო­მე­ლი­მე საკ­ვე­ბის მთლი­ა­ნად შე­ზღუდ­ვა. „კვე­ბის კა­ლა­თა­ში“ უნდა შე­დი­ო­დეს, რო­გორც მაკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტე­ბი (ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი), ასე­ვე მიკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტე­ბი. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა, რო­ემ­ლიც წო­ნას ერ­თნა­ი­რად და ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლას და­აკ­ლე­ბი­ნებს. დი­ე­ტა უნდა იყოს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე მორ­გე­ბუ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრუ­ლი. ამი­ტომ სა­ჭი­რო არაა პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ე­ტე­ბის დაც­ვა, არა­მედ ექიმ­თან, ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი, რომ სწო­რად შე­ირ­ჩეს საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი.

უამ­რა­ვი დი­ე­ტა არ­სე­ბობს, მაგ­რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ დი­ე­ტა და კვე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ასაკ­ზე, ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ძუ­ძუ­თი კვე­ბა­ზე, ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ზე. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კლი­მა­ტი, ენ­დე­მუ­რი კერა, რად­გა­ნაც მსოფ­ლი­ო­ში არის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც ამა თუ იმ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტის დე­ფი­ცი­ტია და იმ პო­პუ­ლა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დი­ე­ტა სხვა­გა­ვა­რად უნდა შე­ირ­ჩეს. დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა, ვი­მე­ო­რებ, შიმ­შილს არ ნიშ­ნავს. შიმ­შილს უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მო­აქვს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში შიმ­ში­ლით იკ­ლებს, ეს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვას, ცხი­მე­ბის არას­წორ დაწ­ვას და ორ­გა­ნიზ­მში სხვა­დას­ხვა მავ­ნე ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წარ­მოქ­მნას იწ­ვევს, რა­მაც უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

- „კო­ვიდ 19“-ის პი­რო­ბებ­ში, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან, სტრე­სის­გან ჭა­მის მადა უვი­თარ­დე­ბათ, რა­ზეც წუ­ხან. ამას თავი რო­გორ უნდა და­აღ­წი­ონ?

- უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნა, ახ­ლობ­ლებ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, მოქ­მე­დებს ჩვენს ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მა­ზე. ამ დროს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლე­ბი სტრე­სის ისეთ ჰორ­მო­ნებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რომ­ლე­ბიც მა­დას აძ­ლი­ე­რებს. ადა­მი­ა­ნი იკ­ვე­ბე­ბა არა იმი­ტომ, რომ შია, არა­მედ ამ კვე­ბით თით­ქოს სტრე­სის დათ­რგუნ­ვას ცდი­ლობს, რაც წო­ნა­ში მა­ტე­ბას იწ­ვევს... ეს კი ორ­გა­ნიზ­მში შემ­დგო­მი ბი­ო­ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის დარ­ღვე­ვის მი­ზე­ზი ხდე­ბა, რას­თან გამ­კლა­ვე­ბაც მხო­ლოდ დი­ე­ტით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც ვამ­ბობთ, რომ ყვე­ლა დი­ე­ტა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე მორ­გე­ბუ­ლი, სა­დაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მისი ცხოვ­რე­ბის წესი, სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. სპორ­ტსმენს სხვა დი­ე­ტა სჭირ­დე­ბა, მო­ხუ­ცე­ბულს და ბავ­შვს - სხვა.

- დი­ე­ტა ზოგ ადა­მი­ან­ში გარ­კვე­ულ ფო­ბი­ას და სტრესს იწ­ვევს...

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ წო­ნის დაკ­ლე­ბა არ არის რთუ­ლი, თუ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი შე­ზღუ­დავს კვე­ბას, წო­ნა­ში ნამ­დვი­ლად და­იკ­ლებს, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა დაკ­ლე­ბუ­ლი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. დი­ე­ტა უნდა იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან, რომ გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბუ­ლი იყოს ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. სიმ­სუქ­ნე და ჭარ­ბი წონა ხომ არ არის მხო­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის შე­დე­გი, ის შე­იძ­ლე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბებ­მა, შაქ­რი­ან­მა დი­ა­ბეტ­მა, სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ სა­ნამ ექი­მი პა­ცი­ენტს დი­ე­ტას შე­ურ­ჩევს, ყუ­რა­დღე­ბით უნდა გა­ეც­ნოს მისი ცხოვ­რე­ბის ანამ­ნეზს, გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტო­რებს.

რო­დე­საც ჯან­საღ კვე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ არ იმოძ­რა­ვებ, საკ­მა­რი­სი ძილი არ გექ­ნე­ბა, მუდ­მივ სტრეს­ში იქ­ნე­ბი, არა­ფე­რი გა­მო­ვა... წყლის რო­ლის და დო­ზის გაზ­რდაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და არა მხო­ლოდ სას­მე­ლი წყა­ლი, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი და­ვა­მა­ტოთ, ასე­ვე მწვა­ნე ჩაი.

- რო­გორც ვიცი, ჩაის და ყა­ვა­საც თა­ვის მი­ღე­ბის წესი აქვს.

- ისი­ნი კვე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი უნდა იყოს, სა­სურ­ვე­ლია, მათი მი­ღე­ბა დი­ლის სა­ა­თებ­ში მოხ­დეს, რად­გა­ნაც ისი­ნი შე­ი­ცა­ვენ კო­ფე­ინს, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყა­ვის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მი­დან ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტე­ბი გა­მო­რე­ცხოს, რო­გო­რი­ცაა კალ­ცი­უ­მი, თუ­თია, რაც შემ­დგომ­ში ოს­ტე­ო­პო­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. მოკ­ლედ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კვე­ბის რა­ცი­ო­ნი, შე­ვარ­ჩი­ოთ რე­ჟი­მი, კუჭ-ნაწ­ლა­ვი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ერ­თსა და იმა­ვე დროს კვე­ბას და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას უნდა შე­ვაჩ­ვი­ოთ.

- ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხო­რე­ბის მან­ძილ­ზე იცავს დი­ე­ტას. ეს ნორ­მა­ლუ­რია?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა ძნე­ლია. შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ტრა­პე­ზის დროს ადა­მი­ან­მა და­არ­ღვი­ოს დი­ე­ტა, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს მკაც­რად და­იც­ვას, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ჩარ­თოს - მა­გა­ლი­თად, იმა­ვე სა­ღა­მო­ზე ვთქვათ, იცეკ­ვოს, ან იქი­დან სახ­ლში ფე­ხით წა­მო­ვი­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ბა­ლანსდეს. თო­რემ ძა­ლი­ან ძნე­ლია მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კა­ლო­რი­ე­ბი თვა­ლო. თუმ­ცა არი­ან ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბიც, იმ ერთ დღეს დარ­ღვე­ულ დი­ე­ტას ტრა­გი­კუ­ლად რომ აღიქ­ვა­მენ.

ამ­რი­გად, მხო­ლოდ კვე­ბის რა­ცი­ო­ნის კი არა, კვე­ბის ქცე­ვის შეც­ვლაა სა­ჭი­რო. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წო­ნის დაკ­ლე­ბა მუც­ლის არე­შია. ეს არის უკვე გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დიდი რისკ-ფაქ­ტო­რი. ამი­ტომ, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის წო­ნას ვა­ფა­სებთ, მათ შო­რის, მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბას გა­ზომ­ვას დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ. რო­დე­საც მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა იკ­ლებს, წეს­რიგ­დე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლაც. არ­სე­ბობს ვარ­ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მუც­ლის არე­ში დაგ­რო­ვი­ლი ცხი­მის და­საკ­ლე­ბად არის გა­მიზ­ნუ­ლი.

- ხი­ლის მი­ღე­ბა რო­გორ უნდა მოხ­დეს?

- ხი­ლის მი­ღე­ბაც გან­სა­ზღვრუ­ლი უნდა იყოს. ზოგ­ჯერ ერთი კი­ლოგ­რა­მი ყუ­რძე­ნის ან ლეღ­ვის ჭა­მას, უმ­ჯო­ბე­სია, თაფ­ლი მი­ვირ­თვათ. ამი­ტომ, ხი­ლიც უნდა იყოს და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი, სე­ზო­ნუ­რი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია სა­ზამ­თრო, კენკრო­ვა­ნი ხილი, შავი ქლი­ა­ვი, გარ­გა­რი.

ვი­საც ჭარ­ბი წონა და შე­შუ­პე­ბა და ამა­ვე დროს წნე­ვა აწუ­ხებს, კარ­გია, ნი­ა­ხუ­რის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, რო­მელ­საც შარ­დმდე­ნი ეფექ­ტი აქვს.

შე­უძ­ლე­ბე­ლია არა­ფე­რია... ყვე­ლა დი­ე­ტა უნდა მო­ვირ­გოთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და რო­დე­საც მას ვი­წყებთ, აუ­ცი­ლებ­ლად კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მაც უნდა მო­ვი­წეს­რი­გოთ. თუკი ყაბ­ზო­ბა არ­სე­ბობს, ეს უკვე და­მა­ტე­ბით რისკ-ფაქ­ტორს ქმნის ჭარ­ბი წო­ნის­თვის. ბოსტნე­ულს, ხილს, და­ბალ­კა­ლო­რი­ულ რძის პრო­დუქ­ტებს, პარ­კოს­ნებს, თხილს, ნუშს, ნი­გოზს მე­ნი­უ­ში დიდი ად­გი­ლი უნდა ეკა­ვოს. ასე რომ, ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვენს ხელ­თაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
7

ადელი, ზედა მარცხენა სურათში, თურნავასა ჰგავს.

ხვარამზე
3

რამდენი დაუწერიათ ქართველ ნუტრიებს, ამის წაკითხვას სჯობს, ისევ ზომიერად ფერხორციანი იყო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო და ვის შეუძლია მისი დაცვა - ქართველი ნუტრიციოლოგის "ოქროს რჩევები"

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო და ვის შეუძლია მისი დაცვა - ქართველი ნუტრიციოლოგის "ოქროს რჩევები"

ჭარბი წონა და სიმსუქნე XXI საუკუნეში მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის სერიოზული პრობლემაა, ამიტომაც ადამიანები ცდილობენ, ესა თუ ის დიეტა დაიცვან. თუმცა დიეტასაც თავისი წესები აქვს - ის ადამიანზე მორგებული უნდა იყოს.

ასე მაგალითად, პოპულარულმა მომღერალმა ადელმა ცოტა ხნის წინ, წონაში 22 კილო დაიკლო - ფუმფულა და საყვარელი გოგონასგან, ფაქტობრივად, არაფერია დარჩენილი. ახალი იმიჯით სოციალურ ქსელში მისმა გამოჩენამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორც გაირკვა, „სირტუინის დიეტა“ დაუცავს. ამის მისაღწევად კი დიდხანს უწვალია, რადგანაც დიეტა და ვარჯიში კომბინირებულად დასჭირდა. ეს დიეტა კი მომღერლისთვის ინგლისელმა ნუტრიციოლოგებმა შეიმუშავეს, რომელიც კონცენტრირებულია სირტუინებზე, ანუ იმ პროტეინებზე, რომელიც ორგანიზმს აჯანსაღებს.

რა არის მართლაც სირტუინის დიეტა, ვის შეუძლია მისი დაცვა, ვინ და როდის უნდა დაიცვას საერთოდ დიეტა და ჯანსაღი კვებისთვის რა არის მთავარი - ამ საკითხებზე ექიმი-ნუტრიციოლოგი, პროფესორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რუსუდან კვანჭახაძე გვესაუბრება.

- სირტუინის დიეტა დღიური კალორაჟის 1000-მდე შემცირეაბას გულისხმობს, რაც რთულია. თუ ადამიანს დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს და რომელიმე თანმხლები დაავადება, ან დაავადების შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდს გადის, კალორაჟის ასე რადიკალურად შემცირება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს - შეიძლება უკიდურესობაშიც აღმოჩნდეს - მთლიანად დაკარგოს მადა და ანორექსია დაეწყოს. დიეტა, რომელზეც ვსაუბრობთ, სამი სირტუინით გამდიდრებულ მწვანე ბოსტნეულს მოიცავს - კომბოსტოს, ოხრახუშს და ბროკოლს. ეს ისეთი პროდუქტებია, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს რაციონში ყოველდღიურად ვრთავთ ხოლმე. ეს ბოსტნეული ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მუშაობას, ამასთან, გლუკოზა, რომელიც ჭარბი რაოდენობთაა სისხლში, სხვადასხვა ორგანოს მიერ რაციონალურად უნდა იყოს ათვისებული.

გარდა ამისა, ამ დიეტაში გამოყენებულია შავი შოკოლადი, მას დაბალი კალორია აქვს და ორგანიზმში სიამოვნების ნივთიერებას, სეროტონინს გამოყოფს. სეროტონინის უკმარისობა დეპრესიას, მელანქოლიას იწვევს. ამიტომ შავ შოკოლადს მკაცრი დიეტების დროსაც, პაციენტებს პატარა დოზებით ვუნიშნავთ.

- ადელის დიეტაში წითელი ღვინოცაა ჩამონათვალში. ღვინო დიეტური პროდუქტია?

- ერთი ჭიქა წითელი, ნატურალური ღვინის მიღების ტრადიცია ჩვენთან სულ იყო და არის. ის ფლავონოიდებს შეიცავს. ეს ნივთიერებები აუციებელია გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ვიტამინ C-ს მსგავსი მოქმედება აქვს. რაც ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. მაგრამ თუ მაღალ არტერიულ წნევასთან გვაქვს საქმე, ნატურალურ შავ ღვინოს არ ვურჩევთ.

ღვინო თავისთავად კალორიული პროდუქტია. ამიტომ, არის დიეტები, რომელშიც ის იმიტომ შედის, რომ ორგანიზმს კალორიები მიაწოდოს და ისიც სირტუინს შეიცავს.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება?

- ჩვენს ჯანმრთელობას განაპირობებს გენეტიკური ფაქტორი, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და დიდწილად, ჩვენი ცხოვრების წესი. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, ესაა - ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, სრულფასოვანი ძილი და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება (რაც ამ პანდემიის დროს მეტად აქტუალურია).

ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი კომპონენტი ჯანსაღი, სრულფასოვანი კვებაა. კვება თავისთავად სასიამოვნო მოვლენაა, რომლის ხასიათი დამოკიდებულია ტრადიციებზე, კულტურაზე და გარემოებებზე. ნებისმიერი ადამიანი იკვებება მადისა და შესაძლებლობების მიხედვით და მოიხმარს იმ სურსათს, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს.

ჯანსაღი კვება არ ნიშნავს საკვების შეზღუდვას, ეს კვების სწორი რეჟიმია

ძირითადი კალორიების მიღება დღის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს, საღამოს ცხიმიანი, „მძიმე“ ნახშირწყლებიანი საკვების მიღება არ შეიძლება. ალბათ ეს გამოთქმაც გსმენიათ - „საუზმე მიირთვი შენ თვითონ, სადილი გაუნაწილე მეგობარს და ვახშამი მიეცი მტერს“. ნივთიერებათა სრულფასოვანი ცვლისთვის ადამიანმა საკმარისი რაოდენობით წყალიც უნდა მიიღოს, მიკრო და მაკროელემენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

დაუბალანსებელი კვების შედეგი ბევრი დაავადებაა. ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სიმსუქნე და ჭარბი წონა რისკ-ფაქტორია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემების, კიბოს და სხვა ქრონიკული დაავადებების განვითარებისთვის.

- ჭარბ წონას ადამიანები დიეტით უპირისპირდებიან, თუმცა ეს სიტყვა ბევრში არც ისე სასიამოვნო ემოციას იწვევს...

- დიეტა სწორად დაბალანსებული და რაციონალური კვებაა და არა რომელიმე საკვების მთლიანად შეზღუდვა. „კვების კალათაში“ უნდა შედიოდეს, როგორც მაკრონუტრიენტები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები), ასევე მიკრონუტრიენტები. არ არსებობს არანაირი უნივერსალური დიეტა, როემლიც წონას ერთნაირად და ერთდროულად ყველას დააკლებინებს. დიეტა უნდა იყოს თითოეულ ადამიანზე მორგებული და ინდივიდუალურად განსაზღვრული. ამიტომ საჭირო არაა პოპულარული დიეტების დაცვა, არამედ ექიმთან, ნუტრიციოლოგთან ვიზიტი, რომ სწორად შეირჩეს საკვები რაციონი.

უამრავი დიეტა არსებობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიეტა და კვება დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ძუძუთი კვებაზე, ორსულობის პერიოდზე. ასევე გასათვალისწინებელია კლიმატი, ენდემური კერა, რადგანაც მსოფლიოში არის რეგიონები, სადაც ამა თუ იმ მიკროელემენტის დეფიციტია და იმ პოპულაციის ადამიანებისთვის დიეტა სხვაგავარად უნდა შეირჩეს. დიეტაზე ყოფნა, ვიმეორებ, შიმშილს არ ნიშნავს. შიმშილს უარყოფითი შედეგები მოაქვს. როდესაც ადამიანი წონაში შიმშილით იკლებს, ეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ცხიმების არასწორ დაწვას და ორგანიზმში სხვადასხვა მავნე ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნას იწვევს, რამაც უმძიმესი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

- „კოვიდ 19“-ის პირობებში, როცა ადამიანები თვითიზოლაციაში არიან, სტრესისგან ჭამის მადა უვითარდებათ, რაზეც წუხან. ამას თავი როგორ უნდა დააღწიონ?

- უარყოფითი ინფორმაციის მოსმენა, ახლობლებთან სოციალური დისტანცია, მოქმედებს ჩვენს ენდოკრინულ სისტემაზე. ამ დროს თირკმელზედა ჯირკვლები სტრესის ისეთ ჰორმონებს გამოიმუშავებს, რომლებიც მადას აძლიერებს. ადამიანი იკვებება არა იმიტომ, რომ შია, არამედ ამ კვებით თითქოს სტრესის დათრგუნვას ცდილობს, რაც წონაში მატებას იწვევს... ეს კი ორგანიზმში შემდგომი ბიოქიმიური პროცესების დარღვევის მიზეზი ხდება, რასთან გამკლავებაც მხოლოდ დიეტით შეუძლებელია. ამიტომაც ვამბობთ, რომ ყველა დიეტა ინდივიდუალურად უნდა იყოს ადამიანის ორგანიზმზე მორგებული, სადაც გასათვალისწინებელია მისი ცხოვრების წესი, სამუშაო გრაფიკი, ფიზიკური აქტივობა. სპორტსმენს სხვა დიეტა სჭირდება, მოხუცებულს და ბავშვს - სხვა.

- დიეტა ზოგ ადამიანში გარკვეულ ფობიას და სტრესს იწვევს...

- გასაგებია, მაგრამ წონის დაკლება არ არის რთული, თუ ყველა ადამიანი შეზღუდავს კვებას, წონაში ნამდვილად დაიკლებს, მაგრამ სერიოზული პრობლემა დაკლებული წონის შენარჩუნებაა. დიეტა უნდა იყოს შეთანხმებული ენდოკრინოლოგთან, რომ გათვალიწინებული იყოს ენდოკრინული და სხვა დაავადებები. სიმსუქნე და ჭარბი წონა ხომ არ არის მხოლოდ მიღებული საკვების შედეგი, ის შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა, შაქრიანმა დიაბეტმა, სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღებამ გამოიწვიოს. ამიტომ სანამ ექიმი პაციენტს დიეტას შეურჩევს, ყურადღებით უნდა გაეცნოს მისი ცხოვრების ანამნეზს, გენეტიკურ ფაქტორებს.

როდესაც ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, ის ფიზიკური აქტივობის გარეშე შეუძლებელია. თუ არ იმოძრავებ, საკმარისი ძილი არ გექნება, მუდმივ სტრესში იქნები, არაფერი გამოვა... წყლის როლის და დოზის გაზრდაც აუცილებელია და არა მხოლოდ სასმელი წყალი, შეიძლება სხვადასხვა ნატურალური წვენი დავამატოთ, ასევე მწვანე ჩაი.

- როგორც ვიცი, ჩაის და ყავასაც თავის მიღების წესი აქვს.

- ისინი კვების კომპონენტები უნდა იყოს, სასურველია, მათი მიღება დილის საათებში მოხდეს, რადგანაც ისინი შეიცავენ კოფეინს, დიდი რაოდენობით ყავის მიღებამ შეიძლება ორგანიზმიდან ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები გამორეცხოს, როგორიცაა კალციუმი, თუთია, რაც შემდგომში ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მოკლედ, უნდა გავითვალისწინოთ კვების რაციონი, შევარჩიოთ რეჟიმი, კუჭ-ნაწლავი და ნერვული სისტემა ერთსა და იმავე დროს კვებას და ფიზიკურ აქტივობას უნდა შევაჩვიოთ.

- ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხორების მანძილზე იცავს დიეტას. ეს ნორმალურია?

- მთელი ცხოვრების განმავლობაში დიეტაზე ყოფნა ძნელია. შეიძლება კარგი ტრაპეზის დროს ადამიანმა დაარღვიოს დიეტა, მაგრამ მეორე დღეს მკაცრად დაიცვას, ფიზიკური აქტივობა ჩართოს - მაგალითად, იმავე საღამოზე ვთქვათ, იცეკვოს, ან იქიდან სახლში ფეხით წამოვიდეს, რომ ყველაფერი დაბალანსდეს. თორემ ძალიან ძნელია მთელი ცხოვრება კალორიები თვალო. თუმცა არიან ისეთი პაციენტებიც, იმ ერთ დღეს დარღვეულ დიეტას ტრაგიკულად რომ აღიქვამენ.

ამრიგად, მხოლოდ კვების რაციონის კი არა, კვების ქცევის შეცვლაა საჭირო. ყველაზე რთული წონის დაკლება მუცლის არეშია. ეს არის უკვე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებისთვის დიდი რისკ-ფაქტორი. ამიტომ, როდესაც პაციენტის წონას ვაფასებთ, მათ შორის, მუცლის გარშემოწერილობას გაზომვას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. როდესაც მუცლის გარშემოწერილობა იკლებს, წესრიგდება ნივთიერებათა ცვლაც. არსებობს ვარჯიშები, რომლებიც მუცლის არეში დაგროვილი ცხიმის დასაკლებად არის გამიზნული.

- ხილის მიღება როგორ უნდა მოხდეს?

- ხილის მიღებაც განსაზღვრული უნდა იყოს. ზოგჯერ ერთი კილოგრამი ყურძენის ან ლეღვის ჭამას, უმჯობესია, თაფლი მივირთვათ. ამიტომ, ხილიც უნდა იყოს დაბალკალორიული, სეზონური. არაჩვეულებრივია საზამთრო, კენკროვანი ხილი, შავი ქლიავი, გარგარი.

ვისაც ჭარბი წონა და შეშუპება და ამავე დროს წნევა აწუხებს, კარგია, ნიახურის დიდი რაოდენობით მიღება, რომელსაც შარდმდენი ეფექტი აქვს.

შეუძლებელია არაფერია... ყველა დიეტა უნდა მოვირგოთ ინდივიდუალურად და როდესაც მას ვიწყებთ, აუცილებლად კუჭ-ნაწლავის სისტემაც უნდა მოვიწესრიგოთ. თუკი ყაბზობა არსებობს, ეს უკვე დამატებით რისკ-ფაქტორს ქმნის ჭარბი წონისთვის. ბოსტნეულს, ხილს, დაბალკალორიულ რძის პროდუქტებს, პარკოსნებს, თხილს, ნუშს, ნიგოზს მენიუში დიდი ადგილი უნდა ეკავოს. ასე რომ, ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა.