მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
D ვიტამინი და კარანტინი – რა მოვიმოქმედოთ რომ მოწოდებამ #დარჩისახლში ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს
D ვიტამინი და კარანტინი – რა მოვიმოქმედოთ რომ მოწოდებამ #დარჩისახლში ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს

იმ უდი­დეს სარ­გე­ბელ­თან ერ­თად, რაც ამ ეტაპ­ზე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას მო­აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, სახ­ლში ხან­გრძლივ­მა ყოფ­ნამ შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნიც მოგ­ვი­ტა­ნოს. პირ­ვე­ლი, რა­საც ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს არის სტრე­სი, რად­გან ამას თა­ვა­დაც გრძნო­ბენ და აწუ­ხებთ. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა. მზის სხი­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბი­თა და უმოძ­რა­ო­ბით არა­ერ­თი პრობ­ლე­მა იჩენს თავს, რაც სა­ბო­ლო­ოდ ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ერთ–ერთი უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მა D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბაა.

რის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი D ვი­ტა­მი­ნი?

რა­ქი­ტი, ოს­ტე­ო­მა­ლა­ცია, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, სიმ­სივ­ნე, დი­ა­ბე­ტი, გულს–სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დეპ­რე­სია, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი – ეს არის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს. მეც­ნი­ე­რუ­ლად დიდი ხა­ნია დად­გე­ნი­ლია, რომ ამ ვი­ტა­მინს დიდი როლი აქვს ძვალ–სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, კი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის. თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა­საც D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი იწ­ვევს, გა­ცი­ლე­ბით ფარ­თოა.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 13%-ის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ახ­დენს ნე­გა­ტი­ურ ზე­გავ­ლე­ნას.

რამ­დე­ნია D ვი­ტა­მი­ნის დღი­უ­რი ნორ­მა?

D ვი­ტა­მი­ნის დო­ზი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს. თუ აშშ-ის მე­დი­ცი­ნის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია გან­მარ­ტავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის­თვის დღი­უ­რად 600-800 IU D ვი­ტა­მი­ნი საკ­მა­რი­სია, ამე­რი­კე­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, დღი­უ­რად 1.500-2.000 IU უნდა მი­ვი­ღოთ.

რა არის D ვი­ტა­მი­ნის წყა­რო?

ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ვი­ტა­მი­ნის მთა­ვა­რი წყა­რო მზეა, ამი­ტომ წარ­მო­ად­გენს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას სე­ირ­ნო­ბა, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის ბუ­ნე­ბა­ში გა­ტა­რე­ბა. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ღია ფე­რის კანი მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს მზე­ზე დრო­ის გა­ტა­რე­ბა 8-15 წუთი სჭირ­დე­ბათ, რომ D ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო დოზა მი­ი­ღონ, ხოლო მათ, ვი­საც უფრო მუქი კანი აქვთ, მზის სხი­ვებს მე­ტად უნდა მი­ე­ფი­ცხონ.

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში კი როცა ყვე­ლა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია და თან მეტ–ნაკ­ლე­ბად უმ­ზეო ამინ­დე­ბია, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი მზის სხი­ვე­ბი­დან სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბას ვერ ახერ­ხებს. ამი­ტომ დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ კვე­ბას და ვე­ცა­დოთ ვი­ტა­მი­ნის დღი­უ­რი დე­ფი­ცი­ტი საკ­ვე­ბი­დან მი­ვი­ღოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მისი პრე­პა­რა­ტის სა­ხით მი­ღე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს

ოკე­ა­ნის ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი ორა­გუ­ლი – ეს ერ­თა­დერ­თი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს. ხში­რად, მას D ვი­ტა­მი­ნის სა­ბა­დო­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ ექი­მე­ბის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, მი­ი­ღოთ ორა­გუ­ლი კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე.

აშშ-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 100 გრა­მი ორა­გუ­ლი 526 IU (International Unit) რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს.

სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მი­ნის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოკე­ა­ნის ხა­რის­ხი­ა­ნი ორა­გუ­ლი მი­ირ­თვათ. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი თევ­ზის სა­წარ­მოს, „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის, „ოკე­ა­ნეს“ ტექ­ნო­ლო­გი გან­მარ­ტავს, ორა­გუ­ლის შერ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა და ხა­რის­ხი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ის ბუ­ნებ­რი­ვი საკ­ვე­ბით იყოს გაზ­რდი­ლი და შე­ნახ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბა და­ცუ­ლი იყოს, რათა ყვე­ლა ვი­ტა­მი­ნი შე­ნარ­ჩუნ­დეს.

„ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ნედ­ლე­უ­ლის ხა­რისხს. ნედ­ლე­უ­ლი შე­მოგ­ვაქვს რო­გორც ნორ­ვე­გი­ი­დან ( ჩრდი­ლო­ეთ ზღვა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი), ასე­ვე ალი­ას­კი­დან. უგემ­რი­ე­ლე­სი „ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლის“ ფილე, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბელს 120გრ–იანი შე­ფუთ­ვით ვთა­ვა­ზობთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტია. დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით ეს არის ბუ­ნებ­რივ ნა­ხერ­ხზე ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტი. ტექ­ნო­ლო­გი­ის ეს მე­თო­დი უნარ­ჩუ­ნებს პრო­დუქტს გე­მოს, სიმ­კვრი­ვე­სა და ვი­ტა­მი­ნებს. D ვი­ტა­მი­ნის გარ­და, ორა­გუ­ლი ასე­ვე შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­ტე­ი­ნებს, ომე­გა სა­მის ცხი­მო­ვან მჟა­ვას. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, მომ­ხმა­რე­ბელს ასე­ვე უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ასა­წონ ორ­გა­ნუ­ლის სტე­იკს ვთა­ვა­ზობთ,“ – გან­მარ­ტავს „ოკე­ა­ნის“ ტექ­ნო­ლო­გი.

ოკე­ა­ნის ცხი­მი­ა­ნი თევ­ზის, ორა­გუ­ლის გარ­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს კვერ­ცხი და რძის პრო­დუქ­ტე­ბი. თუ პრო­ტე­ი­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი კვერ­ცხის ცი­ლა­შია მოქ­ცე­უ­ლი, მი­ნე­რა­ლე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი ძი­რი­თა­დად, მის გულ­ში იყ­რის თავს. ერთი კვერ­ცხის გული 37 IU რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მი­ნით არის მდი­და­რი. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კვერ­ცხში D ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ხა­რისხზე. თუ ქა­თა­მი ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იკ­ვე­ბე­ბა და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­შია გაზ­რდი­ლი, მისი კვერ­ცხიც ნა­ტუ­რა­ლუ­რია და მდი­და­რია რო­გორც სხვა სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნე­ბით, ისე D ვი­ტა­მი­ნით.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა D ვი­ტა­მინს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბიც, რო­გო­რი­ცაა: სოკო, ფორ­თოხ­ლის წვე­ნი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი იო­გურ­ტი და მარ­ცვლე­უ­ლი.

ავტორი:

D ვიტამინი და კარანტინი – რა მოვიმოქმედოთ რომ მოწოდებამ #დარჩისახლში ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს

D ვიტამინი და კარანტინი – რა მოვიმოქმედოთ რომ მოწოდებამ #დარჩისახლში ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს

იმ უდიდეს სარგებელთან ერთად, რაც ამ ეტაპზე თვითიზოლაციას მოაქვს ადამიანებისთვის, სახლში ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება ზიანიც მოგვიტანოს. პირველი, რასაც ყველა აღნიშნავს არის სტრესი, რადგან ამას თავადაც გრძნობენ და აწუხებთ. თუმცა ეს ყველაფერი არაა. მზის სხივების ნაკლებობითა და უმოძრაობით არაერთი პრობლემა იჩენს თავს, რაც საბოლოოდ ცხოვრების ხარისხზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ერთ–ერთი უპირველესი პრობლემა D ვიტამინის ნაკლებობაა.

რისთვის არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი?

რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, სიმსივნე, დიაბეტი, გულს–სისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია, იმუნური სისტემის დაქვეითება, ავტოიმუნური დაავადებები – ეს არის ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რომლებსაც ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს. მეცნიერულად დიდი ხანია დადგენილია, რომ ამ ვიტამინს დიდი როლი აქვს ძვალ–სახსროვანი სისტემის განვითარებაში, განსაკუთრებით, კი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. თუმცა თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ იმ დაავადებების ჩამონათვალი, რასაც D ვიტამინის დეფიციტი იწვევს, გაცილებით ფართოა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა მსოფლიო მოსახლეობის 13%-ის ჯანმრთელობაზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას.

რამდენია D ვიტამინის დღიური ნორმა?

D ვიტამინის დოზირებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. თუ აშშ-ის მედიცინის ეროვნული აკადემია განმარტავს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის დღიურად 600-800 IU D ვიტამინი საკმარისია, ამერიკელი ენდოკრინოლოგების რეკომენდაციით, დღიურად 1.500-2.000 IU უნდა მივიღოთ.

რა არის D ვიტამინის წყარო?

ამ უმნიშვნელოვანესი ვიტამინის მთავარი წყარო მზეა, ამიტომ წარმოადგენს აუცილებლობას სეირნობა, დასვენების დღეების ბუნებაში გატარება. კვლევების თანახმად, ღია ფერის კანი მქონე ადამიანებს მზეზე დროის გატარება 8-15 წუთი სჭირდებათ, რომ D ვიტამინის საჭირო დოზა მიიღონ, ხოლო მათ, ვისაც უფრო მუქი კანი აქვთ, მზის სხივებს მეტად უნდა მიეფიცხონ.

უკანასკნელ პერიოდში კი როცა ყველა თვითიზოლაციაშია და თან მეტ–ნაკლებად უმზეო ამინდებია, ადამიანების დიდი ნაწილი მზის სხივებიდან საჭირო რაოდენობის D ვიტამინის მიღებას ვერ ახერხებს. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას და ვეცადოთ ვიტამინის დღიური დეფიციტი საკვებიდან მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პრეპარატის სახით მიღება გახდება საჭირო.

პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს

ოკეანის ცხიმიანი თევზი ორაგული – ეს ერთადერთი პროდუქტია, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. ხშირად, მას D ვიტამინის საბადოდაც მოიხსენიებენ. სწორედ ამიტომ ექიმების მთავარი რეკომენდაციაა, მიიღოთ ორაგული კვირაში რამდენჯერმე.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 100 გრამი ორაგული 526 IU (International Unit) რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს.

საჭირო რაოდენობის D ვიტამინის მისაღებად აუცილებელია ოკეანის ხარისხიანი ორაგული მიირთვათ. როგორც საქართველოში არსებული ყველაზე დიდი თევზის საწარმოს, „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის, „ოკეანეს“ ტექნოლოგი განმარტავს, ორაგულის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მისი წარმომავლობა და ხარისხი. აუცილებელია, ის ბუნებრივი საკვებით იყოს გაზრდილი და შენახვის ყველა პირობა დაცული იყოს, რათა ყველა ვიტამინი შენარჩუნდეს.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ნედლეულის ხარისხს. ნედლეული შემოგვაქვს როგორც ნორვეგიიდან ( ჩრდილოეთ ზღვაში მოპოვებული), ასევე ალიასკიდან. უგემრიელესი „ნორვეგიული ორაგულის“ ფილე, რომელსაც მომხმარებელს 120გრ–იანი შეფუთვით ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტია. დამზადების ტექნოლოგიით ეს არის ბუნებრივ ნახერხზე ცივად შებოლილი პროდუქტი. ტექნოლოგიის ეს მეთოდი უნარჩუნებს პროდუქტს გემოს, სიმკვრივესა და ვიტამინებს. D ვიტამინის გარდა, ორაგული ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს, ომეგა სამის ცხიმოვან მჟავას. გარდა აღნიშნულისა, მომხმარებელს ასევე უმაღლესი ხარისხის ასაწონ ორგანულის სტეიკს ვთავაზობთ,“ – განმარტავს „ოკეანის“ ტექნოლოგი.

ოკეანის ცხიმიანი თევზის, ორაგულის გარდა დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს კვერცხი და რძის პროდუქტები. თუ პროტეინების უმეტესი ნაწილი კვერცხის ცილაშია მოქცეული, მინერალები და ვიტამინები ძირითადად, მის გულში იყრის თავს. ერთი კვერცხის გული 37 IU რაოდენობის D ვიტამინით არის მდიდარი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხში D ვიტამინის შემცველობა დამოკიდებულია მის ხარისხზე. თუ ქათამი ბუნებრივი საშუალებებით იკვებება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია გაზრდილი, მისი კვერცხიც ნატურალურია და მდიდარია როგორც სხვა საჭირო ვიტამინებით, ისე D ვიტამინით.

გარდა აღნიშნულისა D ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთი პროდუქტებიც, როგორიცაა: სოკო, ფორთოხლის წვენი, ნატურალური იოგურტი და მარცვლეული.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ონლაინ გაყიდვებს იწყებს

ახალი ინვესტიცია ფარმაცევტულ წარმოებაში საქართველოში

ფინკა ბანკში დეპოზიტის განთავსებით თქვენი დანაზოგი უფრო სწრაფად გაიზრდება