სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უჯდება ბიუჯეტს კარანტინში მყოფი ერთი ადამიანი დღიურად - COVID 19-ის მართვისთვის სახელმწიფომ 90 მილიონამდე ლარი გამოყო
რა უჯდება ბიუჯეტს კარანტინში მყოფი ერთი ადამიანი დღიურად - COVID 19-ის მართვისთვის სახელმწიფომ 90 მილიონამდე ლარი გამოყო

სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბულ თი­თო­ე­ულ ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე დღი­უ­რად 100 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ტეს­ტი­რე­ბა ანა­ზღა­ურ­დე­ბა პჯრ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - არა­უ­მე­ტეს 150, სწრა­ფი ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი არა­უ­მე­ტეს 20 ლა­რით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის №290 დად­გე­ნი­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც 2020 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას შე­ე­ხე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის COVID 19-ის მარ­თვის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ხელ­მწი­ფომ 89 მი­ლი­ონ 900 ათა­სი ლარი გა­მო­ყო.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბის სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბას/სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ანა­ზღა­ურ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი ხარ­ჯით, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს თი­თო­ე­ულ ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე დღი­უ­რი 100 ლა­რი­სა (გარ­და შპს „აბას­თუმ­ნის ფილ­ტვის ცენ­ტრი­სა“, რომ­ლის მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა ანა­ზღა­ურ­დე­ბა „რე­ფე­რა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის“ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში).

სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­თა და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საგ­ნე­ბით/მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, კა­რან­ტი­ნის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ანა­ზღა­ურ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი ხარ­ჯით.

შე­სა­ბა­მი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის აღე­ბა (სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცენ­ტრის/ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი სა­ხარ­ჯი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით), შე­ნახ­ვა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ანა­ზღა­ურ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი ხარ­ჯით, არა­უ­მე­ტეს 10 ლა­რი­სა, სა­ხარ­ჯი მა­სა­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხოლო სა­ხარ­ჯი მა­სა­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე − არა­უ­მე­ტეს 5 ლა­რი­სა.

COVID-19-ის და­სად­გე­ნად ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა პჯრ მე­თო­დით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ზღა­ურ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი ხარ­ჯით, ტესტსის­ტე­მე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არა­უ­მე­ტეს 150 ლა­რი­სა, ხოლო ტესტსის­ტე­მე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე − არა­უ­მე­ტეს 50 ლა­რი­სა.

COVID-19-ის და­სად­გე­ნად ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სწრა­ფი/მარ­ტი­ვი მე­თო­დით, ანა­ზღა­ურ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი ხარ­ჯით, ტესტსის­ტე­მე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არა­უ­მე­ტეს 20 ლა­რი­სა, ხოლო ტესტსის­ტე­მე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე − არა­უ­მე­ტეს 3 ლა­რი­სა.

სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა COVID-19-ის რო­გორც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ასე­ვე და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის დროს ანა­ზღა­ურ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი ხარ­ჯის მი­ხედ­ვით.

ამას­თან, იმ კლი­ნი­კებს, რო­მელ­თაც 80-მდე სა­წო­ლი აქვს, სა­ხელ­მწი­ფო თითო სა­წოლ­ზე დღე­ში გა­და­უხ­დის იმ­დენ­ჯერ 100 ლარს, რამ­დე­ნი სა­წო­ლიც აქვს (მა­გა­ლი­თად, 80 სა­წო­ლის მქო­ნე კლი­ნი­კას სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ სა­წოლ დღე­ზე გა­და­უხ­დის 8 000 ლარს). რაც შე­ე­ხე­ბა იმ კლი­ნი­კებს, რო­მელ­თაც 80-ზე მეტი სა­წო­ლი აქვს, მათ სა­ხელ­მწი­ფო თითო სა­წოლ დღე­ზე გა­და­უხ­დის იმ­დენ­ჯერ 120 ლარს, რამ­დე­ნი სა­წო­ლიც აქვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
1

კოვიდ19ის დაუდასტურებელი შემთხვევის მკურნალობა რას ნიშნავს??? ანუ კოვიდ19იისათვის გამოყოფილ თანხას ვხარჯავთ რაღაც ახალ დაავადებაში რომელსაც კოვიდ19ის დაუდასტურებელი შემთხვევა დავარქვით??? და პაციენტები ნამდვილად დადასტურებული არიან?)))) 

iaia
3

საინტერესოა... საარსებო მინიმუმი, პენსია.... 200-220 ლარია და თურმე დღეში ერთ ადამიანს 90 ლარი სჭირდება.... მთავრობა! ვერ გავიგე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა უჯდება ბიუჯეტს კარანტინში მყოფი ერთი ადამიანი დღიურად - COVID 19-ის მართვისთვის სახელმწიფომ 90 მილიონამდე ლარი გამოყო

რა უჯდება ბიუჯეტს კარანტინში მყოფი ერთი ადამიანი დღიურად - COVID 19-ის მართვისთვის სახელმწიფომ 90 მილიონამდე ლარი გამოყო

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ თითოეულ ბენეფიციარზე დღიურად 100 ლარი დაიხარჯება. სახელმწიფოს მხრიდან ტესტირება ანაზღაურდება პჯრ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში - არაუმეტეს 150, სწრაფი ტესტების გამოყენების შემთხვევაში კი არაუმეტეს 20 ლარით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №290 დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებას შეეხება.

დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის შემუშავებული პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფომ 89 მილიონ 900 ათასი ლარი გამოყო.

უფრო კონკრეტულად, დადგენილების მიხედვით, საკარანტინო სივრცეების სასტუმრო მომსახურებას/სამედიცინო მეთვალყურეობა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 100 ლარისა (გარდა შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრისა“, რომლის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში).

საკარანტინო სივრცეების სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კარანტინის კოორდინატორის მომსახურება, სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით.

შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვა და ტრანსპორტირება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, არაუმეტეს 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა.

COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 50 ლარისა.

COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა.

სტაციონარული მკურნალობა COVID-19-ის როგორც დადასტურებული, ასევე დაუდასტურებელი შემთხვევის დროს ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

ამასთან, იმ კლინიკებს, რომელთაც 80-მდე საწოლი აქვს, სახელმწიფო თითო საწოლზე დღეში გადაუხდის იმდენჯერ 100 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს (მაგალითად, 80 საწოლის მქონე კლინიკას სახელმწიფო ყოველ საწოლ დღეზე გადაუხდის 8 000 ლარს). რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომელთაც 80-ზე მეტი საწოლი აქვს, მათ სახელმწიფო თითო საწოლ დღეზე გადაუხდის იმდენჯერ 120 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს.

"ივანიშვილს შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, გახარია" -  რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ექსპრემიერის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა?

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ღამურების მოძებნას და  მათ რეალიზაციას აპირებდა

LIVE: 360 გრადუსი - ეკა ბესელია; ხატია დეკანოიძე; სერგო რატიანი