სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაივლის კორონავირუსზე შემოწმებას ტესტირების გაფართოებული გეგმით - ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის განმარტება
ვინ გაივლის კორონავირუსზე შემოწმებას ტესტირების გაფართოებული გეგმით - ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის განმარტება

ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ ალ­გო­რით­მის მზა­ო­ბა და ასე­ვე მისი გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვი­დის კლი­ნი­კე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ და რის მი­ხედ­ვი­თაც, ჩვენ იმ მიზ­ნობ­რივ კვლე­ვებს ვგეგ­მავთ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში სტან­დარ­ტა­დაა მი­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა ტეს­ტი ეფექ­ტუ­რად იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

„კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის მხრი­დან რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო შე­მო­სუ­ლი, სა­დაც იყო გან­ხი­ლუ­ლი, თუ რო­მე­ლი ჯგუ­ფე­ბი უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ შემ­დეგ გა­ფარ­თო­ე­ბა­ში. ამ ეტაპ­ზე ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ ალ­გო­რით­მის გა­ფარ­თო­ე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ის თავ­შე­საფ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოთ­ვლი­ლი იყო, ასე­ვე სატ­რან­ზი­ტო მა­ქა­ნე­ბის მძღო­ლე­ბი, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან. ჩვენ ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრო­ში სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან არის შე­მო­სუ­ლი, თუ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბი­სას კვლე­ვა, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას კვლავ მო­ვუბ­რუ­დნე­ბით და გან­ვი­ხი­ლავთ. ამ ეტა­პის­თვის ვფიქ­რობთ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა არა­ან­ტი­გე­ნით, არა­მედ ან­ტის­ხე­უ­ლით პა­ცი­ენ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა და ჩვენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით ვისმჯე­ლებთ. ორ დღე­ში ალ­გო­რით­მი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, შა­ბათ-კვი­რი­დან ახა­ლი ალ­გო­რით­მით და­ვი­წყებთ მოქ­მე­დე­ბას. ჩვენ­თვის კვლავ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, რომ ექი­მის მხრი­დან დე­ტა­ლუ­რი ანამ­ნე­ზის შეგ­რო­ვე­ბა მოხ­დეს და შემ­დეგ მოხ­დეს პა­ცი­ენტზე მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა, რო­მელ­საც დღემ­დე ვი­ყე­ნებთ, მაგ­რამ განვხი­ლავთ იმ სა­კი­თხსაც, ვი­ნა­ი­დან კო­ვი­დის ინ­ფექ­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა ყვე­ლა მისი სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნის და მისი გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე სხვა­დას­ხვა ტეს­ტით ხერ­ხდე­ბა. ჩვენ­თვის მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა ტეს­ტის სა­ხე­ო­ბა ეფექ­ტუ­რად იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­ზეც საბ­ჭო ჯერ კი­დევ მსჯე­ლობს, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა­ან­ტი­გე­ნით, არა­მედ, ან­ტის­ხე­უ­ლით პა­ცი­ენ­ტე­ბის კვლე­ვა­ზე. როცა საბ­ჭო მუ­შა­ო­ბას და­ას­რუ­ლებს, ამის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტეს­ტი­რე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა პირ­ველ ეტაპ­ზე შე­ე­ხე­ბა იმ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს და კლი­ნი­კე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, სა­დაც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე სას­წრა­ფოს თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მათ­თან ერ­თად მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს, კა­რან­ტინ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებს.

მი­სი­ვე თქმით, ამ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ 14 დღში ერთხელ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტეს­ტი­რე­ბა.

„გა­ფარ­თო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად არის და­გეგ­მი­ლი. დღეს ქვე­ყა­ნა­ში იტეს­ტე­ბა ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კო­ვიდ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის გან­სა­ზღვრე­ბას. ესე­ნი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც აქვთ ან არ აქვთ ცხე­ლე­ბა, თუმ­ცა აქვთ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი. დღეს იტეს­ტე­ბა ცხე­ლე­ბის კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა მი­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტი და ყვე­ლა პნევ­მო­ნი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ნე­ბის­მი­ერ კლი­ნი­კა­ში. ასე­ვე და­ვი­წყეთ ყო­ველ 14 დღე­ში ერთხელ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. პირ­ველ ეტაპ­ზე ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან იმ კლი­ნი­კე­ბის, სა­დაც კო­ვი­დი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მიდი და ცხე­ლე­ბის კლი­ნი­კის პერ­სო­ნა­ლი: ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, უმ­ცრო­სი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი. ამის შემ­დეგ ტეს­ტი­რე­ბას ჩვენ ჩა­ვუ­ტა­რებთ კა­რან­ტინ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს მე-13 და მე-14 დღეს მათი იქ ყოფ­ნის, ანუ კა­რან­ტი­ნი­დან გა­მოს­ვლის წინა დღე­ებ­ში. ყვე­ლა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მი, ექთა­ნი, მძღო­ლი და ა.შ. ასე­ვე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ყო­ველ 14 დღე­ში ერთხელ გა­მოკ­ვლევს. ყვე­ლა ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ჯან­დაც­ვის მუ­შა­კი, ვინც და­დის და სინ­ჯებს იღებს ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი ყო­ველ 14 დღე­ში გა­ტესტვა და ასე თან­და­თან ვა­ფარ­თო­ებთ. ასე­ვე სა­უ­ბა­რი გვაქვს ტრა­ი­ლე­რე­ბის მძღო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ან და შე­მო­აქვთ ტვირ­თი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს, რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ისი­ნი არ წარ­მო­ად­გე­ნენ ძა­ლი­ან მა­ღალ რისკ ჯგუფს, შე­სა­ბა­მი­სად, მათი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მომ­დევ­ნო ეტა­პებ­ზე მოხ­დე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს, ისი­ნი არ არი­ან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რებ­ლე­ბი, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად მე, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს რა­ი­მე სიმპტო­მი გა­უჩ­ნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მი­მარ­თონ ცხე­ლე­ბის კლი­ნი­კას ან პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ექიმს და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტეს­ტი­რე­ბა. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, ოღონდ უფრო მომ­დევ­ნო ეტა­პებ­ზე“,-აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

ისედაც გამაჩნდა, მაგრამ ამჯერად იკვეთება, რომ ყველა ვინაც კორონიანად ითვლება კორონიანს არ წარმოადგენს და არც არის ინტერესი, რამდენია აქედან კაკანიანი ან ღრუტუნიანი, ან სეზონური სახის. საქართველოს პრაქტიკის გათვალისწინებით არც ერთი სტაციონარი ამ სახის შემოსავალზე უარს არ იტყვის. რათ უნდა ამათ იმუნიტეტის გაგება კორონასთან შეხებაში და ამის შემდგომ დისტანციური და საჭიროების გარდა არასტაციონალური მკურნალობა. ის სისტემა, რომელიც თანხის(სახელმწიფო დაზღვევის) ამოწურვამდე აპარატთან მიერთების პრაქტიკაშია სხვა გაგება კორონასთან ვერ ექნება. ამის შედეგებს დავინახავთ მაშინ, როცა ჩამოიქცევა სახელმწიფო ფინანასები. არ უნდა ამას დიდი ხანი, შემოსავლებში გარღვევას დაპაუზებული მობილობა მალე წარმოშობს. ვისაც ამის გაგება, ანუ თეორიული საფუძვლები არ გააჩნია, იმას პრაქტიკა აჩვენებს, როცა დაეჯახება. უსმინოს ახლა მთავრობამ დარჩით სახლში მაძახებელ ფაუჩებს. საქართველოს ეკონომიკას არავითარი ამ სახისც პადუშკა არა აქვს ბოლომდე გატესტოს ჯანსისტემა. მაგრამ გასატესტი რაღაა, ამაზე წარმოდგენას ახლა ვიქმნით? მეცოდება ის ექიმები, რომლებსაც თავად არ გააჩნია იმუნიტეტი და უშუალოდ უხდება შეხება. ამის მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს და არა მხოლოდ უცოდინარობა. სხვა მხრივ აქაური მუშაობის პრაქტიკა ყველასათვის ცნობილია 

beso
0

გააკეთე კომენტარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვინ გაივლის კორონავირუსზე შემოწმებას ტესტირების გაფართოებული გეგმით - ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის განმარტება

ვინ გაივლის კორონავირუსზე შემოწმებას ტესტირების გაფართოებული გეგმით - ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის განმარტება

ჯგუფის შეხვედრაზე განვიხილეთ ალგორითმის მზაობა და ასევე მისი გაფართოების შესაძლებლობები, რომლითაც დღეს, საქართველოში კოვიდის კლინიკები ხელმძღვანელობენ და რის მიხედვითაც, ჩვენ იმ მიზნობრივ კვლევებს ვგეგმავთ კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში სტანდარტადაა მიღებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, მათთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტესტი ეფექტურად იყოს გამოყენებული.

„კლინიკური ჯგუფის მხრიდან რამდენიმე ინიციატივა იყო შემოსული, სადაც იყო განხილული, თუ რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდეგ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომლებიც ჩამოთვლილი იყო, ასევე სატრანზიტო მაქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში სამედიცინო საზოგადოებიდან არის შემოსული, თუ იქნება შესაძლებელი, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას კვლევა, ამ ინიციატივას კვლავ მოვუბრუდნებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არაანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებით ვისმჯელებთ. ორ დღეში ალგორითმი გაფართოებული იქნება და შესაბამისად, შაბათ-კვირიდან ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას. ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი ხდება, რომ ექიმის მხრიდან დეტალური ანამნეზის შეგროვება მოხდეს და შემდეგ მოხდეს პაციენტზე მიზნობრივი ტესტირება, რომელსაც დღემდე ვიყენებთ, მაგრამ განვხილავთ იმ საკითხსაც, ვინაიდან კოვიდის ინფექციის დაფიქსირება ყველა მისი სიმპტომის გამოვლენის და მისი გავრცელების ეტაპზე სხვადასხვა ტესტით ხერხდება. ჩვენთვის მნიშველოვანია, ყველა ტესტის სახეობა ეფექტურად იყოს გამოყენებული. სავარაუდო გადაწყვეტილება, რომელზეც საბჭო ჯერ კიდევ მსჯელობს, მიღებული იქნება არაანტიგენით, არამედ, ანტისხეულით პაციენტების კვლევაზე. როცა საბჭო მუშაობას დაასრულებს, ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირებების გაფართოება პირველ ეტაპზე შეეხება იმ სამედიცინო პერსონალს და კლინიკების თანამშრომლებს, სადაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობა მიმდინარეობს. ასევე სასწრაფოს თანამშრომლებსა და მათთან ერთად მომუშავე პერსონალს, კარანტინში მყოფ ადამიანებსა და ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკებს.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს ყოველ 14 დღში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.

„გაფართოება რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი. დღეს ქვეყანაში იტესტება ყველა ის ადამიანი, ვინც ექვემდებარება კოვიდზე შესაძლებელი შემთხვევის განსაზღვრებას. ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც აქვთ ან არ აქვთ ცხელება, თუმცა აქვთ რესპირაციული ინფექციის სიმპტომები. დღეს იტესტება ცხელების კლინიკაში ყველა მისული პაციენტი და ყველა პნევმონიის მქონე ადამიანი ნებისმიერ კლინიკაში. ასევე დავიწყეთ ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები. პირველ ეტაპზე ესენი იქნებიან იმ კლინიკების, სადაც კოვიდიანების მკურნალობა მიდი და ცხელების კლინიკის პერსონალი: ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ადმინისტრაციული პერსონალი. ამის შემდეგ ტესტირებას ჩვენ ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს მე-13 და მე-14 დღეს მათი იქ ყოფნის, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში. ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ექთანი, მძღოლი და ა.შ. ასევე ექვემდებარება ყოველ 14 დღეში ერთხელ გამოკვლევს. ყველა ჩვენი ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკი, ვინც დადის და სინჯებს იღებს ასევე აუცილებელია მათი ყოველ 14 დღეში გატესტვა და ასე თანდათან ვაფართოებთ. ასევე საუბარი გვაქვს ტრაილერების მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიან და შემოაქვთ ტვირთი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ისინი არ წარმოადგენენ ძალიან მაღალ რისკ ჯგუფს, შესაბამისად, მათი გათვალისწინება მომდევნო ეტაპებზე მოხდება.

„რაც შეეხება ჟურნალისტებს, ისინი არ არიან ძალიან მაღალი რისკის მატარებლები, როგორიც მაგალითად მე, რომელსაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინფიცირებულ ადამიანებთან, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს რაიმე სიმპტომი გაუჩნდა, აუცილებელია, რომ მიმართონ ცხელების კლინიკას ან პირველადი ჯანდაცვის ექიმს და თუ საჭირო იქნება ჩაუტარდებათ ტესტირება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები გათვალისწინებული იქნებიან, ოღონდ უფრო მომდევნო ეტაპებზე“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

რა პირობებში მოუწევთ წელს გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს - "ყველაზე რთული გამოწვევა უსაფრთხო ვენტილაციაა"

თსუ-ს ლექტორი, მწერალი ინგა მილორავა სიცოცხლისთვის იბრძვის - "განვითარდა სეფსისი... რეანიმაციაშია"