კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, ვისაც მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი და გადავუსხამთ პლაზმას" - ცერცვაძის თქმით, საქართველო პლაზმით მკურნალობის დაწყებისთვის მზადაა
"უნდა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, ვისაც მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი და გადავუსხამთ პლაზმას" - ცერცვაძის თქმით, საქართველო პლაზმით მკურნალობის დაწყებისთვის მზადაა

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო თით­ქმის მი­ვი­და იმ ეტა­პამ­დე, რო­დე­საც პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პლაზ­მის შეგ­რო­ვე­ბა უკვე და­ი­წყო.

"ეს არის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნის წი­ნაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და „ის­პან­კის“, ებო­ლას, ფრინ­ვე­ლის გრი­პის, H1N1-ის დროს, მაგ­რამ აქ არის ერთი სპე­ცი­ფი­კა, ამას სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია.

ჩვენ თით­ქმის მი­ვე­დით იქამ­დე, რომ მკურ­ნა­ლო­ბის ამ მე­თოდს მივ­მარ­თოთ ანუ პლაზ­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა უკვე და­ვი­წყეთ. ახლა უნდა გა­მოჩ­ნდეს შე­სა­ფე­რი­სი პა­ცი­ენ­ტი, ეს უნდა იყოს მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, სა­დაც სხვა მე­დი­კა­მენ­ტებ­მა არ მის­ცა ეფექ­ტი, რომ მას გა­და­ვუს­ხათ ეს პლაზ­მა. კი­დევ უნდა იყოს დამ­თხვე­ვა ჯგუ­ფის, რე­ზუ­სის და მთე­ლი რიგი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის, ისე ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ ამ პლაზ­მას,“- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მან, ამას­თა­ნა­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ვერ იქ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მა­სი­უ­რი მე­თო­დი, რად­გან, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ტენ­ცი­უ­რად პლაზ­მის შე­საგ­რო­ვებ­ლად სულ 8 დო­ნო­რი ჰყავს.

„ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. მინ­და იცო­დეთ, რომ ეს ვერ იქ­ნე­ბა მა­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ არის 178 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ყვე­ლას სის­ხლი არ გა­მოდ­გე­ბა დო­ნო­რად პლაზ­მის და­სამ­ზა­დებ­ლად. ჩვენ ვსინ­ჯავთ ყვე­ლა ამ დო­ნო­რის სის­ხლს და ვი­საც გა­მო­უ­მუ­შავ­და ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი და ვი­საც სის­ხლში აქვს დამ­ცა­ვი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია, მხო­ლოდ მათი პლაზ­მა გა­მოდ­გე­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ და ასე­თი ჩვე­ნი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არის და­ახ­ლო­ე­ბით, 20-დან 1.

პო­ტენ­ცი­უ­რად, 8 დო­ნო­რი შე­იძ­ლე­ბა გვყავ­დეს მარ­ტო, ამი­ტომ ამ მე­თოდს ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც სხვა მე­დი­კა­მენ­ტი არ მუ­შა­ობს და იმე­დი გვაქვს, რომ გა­და­ვარ­ჩენთ რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენტს,“- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

ავტორი:

"უნდა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, ვისაც მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი და გადავუსხამთ პლაზმას" - ცერცვაძის თქმით, საქართველო პლაზმით მკურნალობის დაწყებისთვის მზადაა

"უნდა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, ვისაც მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი და გადავუსხამთ პლაზმას" - ცერცვაძის თქმით, საქართველო პლაზმით მკურნალობის დაწყებისთვის მზადაა

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო თითქმის მივიდა იმ ეტაპამდე, როდესაც პლაზმით მკურნალობა დაიწყება. მისივე განმარტებით, პლაზმის შეგროვება უკვე დაიწყო.

"ეს არის ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც საუკუნის წინაც გამოიყენებოდა „ისპანკის“, ებოლას, ფრინველის გრიპის, H1N1-ის დროს, მაგრამ აქ არის ერთი სპეციფიკა, ამას სჭირდება ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და ძალიან მაღალი კომპეტენცია.

ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ მკურნალობის ამ მეთოდს მივმართოთ ანუ პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი, ეს უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი, რომ მას გადავუსხათ ეს პლაზმა. კიდევ უნდა იყოს დამთხვევა ჯგუფის, რეზუსის და მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრების, ისე ვერ გამოიყენებ ამ პლაზმას,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ეს ვერ იქნება მკურნალობის მასიური მეთოდი, რადგან, საქართველოს პოტენციურად პლაზმის შესაგროვებლად სულ 8 დონორი ჰყავს.

„ამის შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. მინდა იცოდეთ, რომ ეს ვერ იქნება მასიური მკურნალობის მეთოდი იმიტომ, რომ საქართველოში სულ არის 178 გამოჯანმრთელებული. ამ ადამიანებიდან ყველას სისხლი არ გამოდგება დონორად პლაზმის დასამზადებლად. ჩვენ ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ და ასეთი ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არის დაახლოებით, 20-დან 1.

პოტენციურად, 8 დონორი შეიძლება გვყავდეს მარტო, ამიტომ ამ მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მედიკამენტი არ მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ გადავარჩენთ რამდენიმე პაციენტს,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"ესაა უნიკალური მეთოდი, კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების გამოსავლენად" - რა სიახლეზე საუბრობს ლევან რატიანი

გორში ინფიცირებული მედდის ოჯახის 3 წევრს COVID-19 დაუდასტურდათ - მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც

"მაღაზიები სამმაგად ყიდიან ყველაფერს და ჩვენ საშვებს არ გვაძლევენ, რა გავაკეთოთ?" - მოვაჭრეების აქცია რუსთავში