კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რემდესივირი" კორონავირუსიანი პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს - რა აჩვენა წამალზე ჩატარებულმა კვლევამ
"რემდესივირი" კორონავირუსიანი პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს - რა აჩვენა წამალზე ჩატარებულმა კვლევამ

კომ­პა­ნია Gilead Sciences-ის პრე­პა­რატ "რემ­დე­სი­ვირ­ზე" ჩა­ტა­რე­ბულ­მა კლი­ნი­კურ­მა ცდებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მებს 15-დან 11 დღემ­დე ამ­ცი­რებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის 31%-ით უფრო სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უწყობს ხელს, - ამის შე­სა­ხებ ონ­ფორ­მა­ცი­ას Reuters ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ამ შე­დეგს აშშ-ის ალერ­გი­უ­ლი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ, „ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი” უწო­და.

"შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ "რემ­დე­სი­ვირს" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და­დე­ბი­თი ეფექ­ტი აქვს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დრო­ის შემ­ცი­რე­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 31 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 პრო­ცენ­ტი არ არის, ეს ამ­ტკი­ცებს, რომ მე­დი­კა­მენტს ვირუ­სის ბლო­კი­რე­ბა შე­უძ­ლია" - გა­ნა­ცხა­და ფა­უ­ჩიმ.

აშშ-ის ალერ­გი­უ­ლი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­დი­კა­მენტზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ცდებ­მა ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ ის, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს.

„შე­დე­გებ­მა ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც „რემ­დე­სი­ვირს“ ღე­ბუ­ლობ­დნენ, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 8 პრო­ცენ­ტი იყო, პლა­ცე­ბოს ჯგუფ­ში კი - 11.6 პრო­ცენ­ტი,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია აშშ-ის ალერ­გი­უ­ლი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, კვლე­ვა­ში 1 063 პა­ცი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Gilead Sciences-ის მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ შექ­მნილ ექ­სპე­რი­მენ­ტულ პრე­პა­რატს ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდიდ­ნენ.

"პო­ტენ­ცი­უ­რად ამ წა­მალს შე­ეძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა, რომ­ლე­ბიც უკვე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით", - ამ­ბობს ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ტი­მო­თი ში­ჰა­ნი, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია მკვლე­ვარ­თა­გან, რომ­ლე­ბიც მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბას სწავ­ლობს.

შე­გახ­სე­ნებთ, "გი­ლი­ა­დი" C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­შია ჩარ­თუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბით, 2015 წლი­დან უსას­ყიდ­ლოდ ამა­რა­გებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
8

ასეც ვიცოდი დღეს მეცნიერება ისეა განვითარებული სექტემბერში ან ოქტომბერში დარწმუნებული ვარ ასი პროცენტით რომ ვაქცინა იქნება პ.ს ისე კომპანია გილიალდი საქარტველოს მაგარი ძმა არი და პირველი პარტია რემდესივირის ჩვენთან უნდა გამოუშვას.

ლანა
1

რა ვაქცინა, ვაქცინის უარყოფითი თვისებების დატესტვას 15 წელი ჭირდება, ასე მოკლე დროში, არასაკმარისი დატესტვით ვაქცინამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

ავტორი:

"რემდესივირი" კორონავირუსიანი პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს - რა აჩვენა წამალზე ჩატარებულმა კვლევამ

"რემდესივირი" კორონავირუსიანი პაციენტის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს - რა აჩვენა წამალზე ჩატარებულმა კვლევამ

კომპანია Gilead Sciences-ის პრეპარატ "რემდესივირზე" ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსის სიმპტომებს 15-დან 11 დღემდე ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტების 31%-ით უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ონფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ შედეგს აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, „ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.

"შედეგებმა აჩვენა, რომ "რემდესივირს" მნიშვნელოვანი, დადებითი ეფექტი აქვს გამოჯანმრთელების დროის შემცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 31 პროცენტიანი მაჩვენებელი 100 პროცენტი არ არის, ეს ამტკიცებს, რომ მედიკამენტს ვირუსის ბლოკირება შეუძლია" - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მედიკამენტზე ჩატარებულმა ცდებმა ასევე აჩვენა, რომ ის, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც „რემდესივირს“ ღებულობდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო, პლაცებოს ჯგუფში კი - 11.6 პროცენტი,“- აღნიშნულია აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, კვლევაში 1 063 პაციენტი მონაწილეობდა.

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მეცნიერების მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ პრეპარატს ორი თვის განმავლობაში ცდიდნენ.

"პოტენციურად ამ წამალს შეეძლება დაავადების გართულების შეჩერება, იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც უკვე ჰოსპიტალიზებულები არიან და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით", - ამბობს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი შიჰანი, რომელიც ერთ-ერთია მკვლევართაგან, რომლებიც მედიკამენტის ეფექტურობას სწავლობს.

შეგახსენებთ, "გილიადი" C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშია ჩართული და საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან უსასყიდლოდ ამარაგებს.

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან