სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ მიქელაძე: COVID-19 სასუნთქ სისტემას აზიანებს, ხოლო D ვიტამინი იცავს ვირუსული ინფექციის განვითარებისაგან
თემურ მიქელაძე: COVID-19 სასუნთქ სისტემას აზიანებს, ხოლო D ვიტამინი იცავს ვირუსული ინფექციის განვითარებისაგან

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „არ­ტფარ­მას“ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის „Liveმე­დის“ ფარ­გლებ­ში მშობ­ლებს Covid-19-ის და მისი საპ­რე­ვენ­ციო ზო­მე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა­ზე პე­დი­ატ­რი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი თე­მურ მი­ქე­ლა­ძე ესა­უბ­რა.

ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ცნო­ბილ­მა პე­დი­ატრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით პან­დე­მია საკ­მა­ოდ აჩ­ქარ­და და ამას­თა­ნა­ვე, გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და. გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ Covid-19 ახა­ლი ვირუ­სია, ის ჯერ არ არის სა­თა­ნა­დოდ შეს­წავ­ლი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად არ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო ან საპ­რე­ვენ­ციო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვარ ბერ­კე­ტად რჩე­ბა ჯან­მო­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რაც მო­ი­ცავს ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის რე­ჟი­მის დაც­ვას. ნე­ბის­მი­ერ ვირუს­თან ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს ჯან­სა­ღი კვე­ბა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.

2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი­სათ­ვის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ძუ­ძუ­თი კვე­ბაა, ხოლო მომ­დევ­ნო ასაკ­ში ბავ­შვის რა­ცი­ო­ნი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს: 50% ბოსტნე­უ­ლი, 20-30% ხილი, 20% ხორ­ცი და სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლუ­რი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი. პე­დი­ატრთა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, არ­სე­ბულ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბავ­შვის 10-15 წუ­თით გა­რეთ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გაყ­ვა­ნა დღე­ში 2-ჯერ, თუმ­ცა თუ ბავ­შვე­ბი გა­დი­ან გა­რეთ, უნდა იყ­ვნენ აუ­ცი­ლებ­ლად ზრდას­რუ­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ მოხ­დებს ბავ­შვებ­ში გეგ­მი­უ­რი აც­რე­ბის გა­და­დე­ბა.

ჰა­ერ­ზე ყოფ­ნი­სა და ჯან­სა­ღი კვე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაა, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნუტ­რი­ენ­ტია ბავ­შვის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. რო­გორც მო­გეხ­სნე­ბათ კო­რო­ნა­ვირუ­სი და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სე­ბი სწო­რედ სა­სუნ­თქ სის­ტე­მას აზი­ა­ნე­ბენ, ხოლო D ვი­ტა­მი­ნი ხელს უწყობს სა­სუნ­ქთი სის­ტე­მის იმუ­ნო-ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის მა­ტე­ბას და იცავს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა­გან.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ახალ­შო­ბი­ლებს 2 წლამ­დე უწყვე­ტად ენიშ­ნე­ბათ D ვი­ტა­მი­ნის საპ­რე­ვენ­ციო დოზა 400 სე, ხოლო მომ­დევ­ნო ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­ზო­ნუ­რად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დო­ზაა 400-800 სე ვი­ტა­მი­ნი D3. ასე­ვე, D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რა­ქი­ტი­სა­და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

სა­რეკ­ლა­მო გან­თავ­სე­ბა არ წარ­მო­ად­გენ­და ავ­ტორ­თან შე­თან­ხმე­ბულ ტექსტს, რის გა­მოც მოხ­და სტა­ტი­ის ცვლი­ლე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯანო
0

მშვენიერი რეკლამაა

ნინო
5

მე დამყავს ჩემი შვილი ბატონ თემურთან და დაბადებიდან ვიტაფეროლს ვღებულობთ. ( ბავშვი წლის და 8 თვისაა) რაღაც დოზით რეკლამაც გამოდის, მაგრამ ამ ფირმის ვიტამინს აქამდეც დიდი ხანია უნიშნავდა პაციენტებს. ისე რომ ამ კორონასთან და რაიმე ახალთან ნუ დააკავშირებთ! ისე ბატონ თემურს იმდენი პაციენტები ჰყავს, რომ ძალიან ნაკლებად მგონია რაიმე თანხობრივი სარგებლის გამო მასიურად დანიშნოს რამე მედიკამენტები, მითუმეტეს არასასურველი მედიკამენტები. არც შემოსავალი აქვს მწირი , რომ ეგ დასჭირდეს.ეხლა ზოგიერთი გაიღიმებს ამაზე, მაგრამ ნუ რა ვქნა მე ვენდობი ჩვენს ექიმს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თემურ მიქელაძე: COVID-19 სასუნთქ სისტემას აზიანებს, ხოლო D ვიტამინი იცავს ვირუსული ინფექციის განვითარებისაგან

თემურ მიქელაძე: COVID-19 სასუნთქ სისტემას აზიანებს, ხოლო D ვიტამინი იცავს ვირუსული ინფექციის განვითარებისაგან

ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ სოციალური პროექტის „Liveმედის“ ფარგლებში მშობლებს Covid-19-ის და მისი საპრევენციო ზომების აქტუალურობაზე პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თემურ მიქელაძე ესაუბრა.

ონლაინ კონსულტაციის ფარგლებში ცნობილმა პედიატრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით პანდემია საკმაოდ აჩქარდა და ამასთანავე, გაახალგაზრდავდა. გამომდინარე იქედან, რომ Covid-19 ახალი ვირუსია, ის ჯერ არ არის სათანადოდ შესწავლილი, შესაბამისად არ გვაქვს კონკრეტული ვირუსის სამკურნალო ან საპრევენციო მედიკამენტები.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მთავარ ბერკეტად რჩება ჯანმოსა და ეპიდემიოლოგიური სამსახურების რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც მოიცავს ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის რეჟიმის დაცვას. ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა.

2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მთავარი რეკომენდაცია ძუძუთი კვებაა, ხოლო მომდევნო ასაკში ბავშვის რაციონი გადანაწილებული უნდა იყოს: 50% ბოსტნეული, 20-30% ხილი, 20% ხორცი და სხვადასხვა ცხოველური საკვები პროდუქტები. პედიატრთა რეკომენდაციებით, არსებულ სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად რეკომენდებულია ბავშვის 10-15 წუთით გარეთ, სუფთა ჰაერზე გაყვანა დღეში 2-ჯერ, თუმცა თუ ბავშვები გადიან გარეთ, უნდა იყვნენ აუცილებლად ზრდასრულის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე, მნიშვნელოვანია რომ არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო არ მოხდებს ბავშვებში გეგმიური აცრების გადადება.

ჰაერზე ყოფნისა და ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბავშვის ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავებაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. როგორც მოგეხსნებათ კორონავირუსი და სხვა რესპირაციული ინფექციების გამომწვევი ვირუსები სწორედ სასუნთქ სისტემას აზიანებენ, ხოლო D ვიტამინი ხელს უწყობს სასუნქთი სისტემის იმუნო-ბიოლოგიური აქტივობის მატებას და იცავს ვირუსული ინფექციის განვითარებისაგან.

საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებით ახალშობილებს 2 წლამდე უწყვეტად ენიშნებათ D ვიტამინის საპრევენციო დოზა 400 სე, ხოლო მომდევნო ასაკის ბავშვებისთვის წლის განმავლობაში, სეზონურად რეკომენდებული დოზაა 400-800 სე ვიტამინი D3. ასევე, D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია რაქიტისადა სხვა დაავადებების განვითარებასთან.

სარეკლამო განთავსება არ წარმოადგენდა ავტორთან შეთანხმებულ ტექსტს, რის გამოც მოხდა სტატიის ცვლილება.

R

კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის

სილქნეტი მომხმარებელს კომუნალური მომსახურებების მიღების უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს

როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა - გაიგეთ რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა