კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი დაავადება ბავშვებში, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში - ამ სენით ნიუ-იორკში 3 მოზარდი გარდაიცვალა
უცნობი დაავადება ბავშვებში, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში - ამ სენით ნიუ-იორკში 3 მოზარდი გარდაიცვალა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნელ ბავ­შვებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და­ა­ვა­დე­ბის იშ­ვი­ა­თი, სა­ხი­ფა­თო სინ­დრო­მი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუს­თან იყოს კავ­შირ­ში. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

ბრი­ტა­ნე­ლი ექი­მე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ლონ­დო­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში და ასე­ვე, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სხვა კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს, უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მე­ბით.

BBC-ის სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბავ­შვებს უვ­ლინ­დე­ბათ მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბა გრი­პის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბით. ამ ბავ­შვე­ბის ნა­წილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. უც­ნო­ბია, თუ რამ­დენ მათ­გან­ში გა­მოვ­ლინ­და უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მე­ბი, მაგ­რამ რო­გორც გა­მო­ცე­მა მე­დი­კო­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რი არ არის.

ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სერ­ვის­ში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ი­ტყვეს და ექ­სპერ­ტებს ყვე­ლა შემ­თხვე­ვის გან­ხილ­ვა და შეს­წავ­ლა სთხო­ვეს.

"მხო­ლოდ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ჩვენ მე­დი­კო­სე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბი ვნა­ხეთ და ვთხო­ვეთ ექ­სპერ­ტებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნი­ხი­ლონ ყო­ვე­ლი­ვე“, - ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, სტი­ვენ პა­უ­სი.

ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი უჩ­ვე­უ­ლო სინ­დრო­მი, შე­საძ­ლოა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს კო­რო­ნა­ვირუს­თან, ან შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ჯერ კი­დევ არა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც ასე­ვე COVID-19-თან არის კავ­შირ­ში.

BBC დე­ტა­ლუ­რად წერს იმ სიმპტო­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლინ­და.

"ამ მო­ზარ­დი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო, გა­მო­უვ­ლინ­დათ ტოქ­სი­კუ­რი შო­კის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, და­ბა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, გა­მო­ნა­ყა­რი და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა.

ზო­გი­ერთს აღე­ნიშ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა გას­ტრო პრობ­ლე­მე­ბი - მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა. სის­ხლის პა­თო­ლო­გი­ურ­მა გა­მოკ­ვლე­ვა­მაც უჩ­ვე­უ­ლო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ექი­მი ნა­ზი­მა პა­თა­ნი, კემ­ბრი­ჯის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­სულ­ტან­ტი ამ­ბობს, რომ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ ეს­პა­ნე­ლი და იტა­ლი­ე­ლი კო­ლე­გე­ბიც.

"ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ზო­გი­ერთ ბავ­შვს ჰქონ­და სეპ­ტი­კუ­რი შო­კის ტი­პის და­ა­ვა­დე­ბა და გა­მო­ნა­ყა­რი, ასე­ვე ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რო­გორ­საც ვხე­დავთ ტოქ­სი­კუ­რი შო­კის სინ­დრო­მის დროს და კა­ვა­სა­კის და­ა­ვა­დე­ბებ­ში (კა­ვა­სა­კის სინ­დრო­მი ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს სის­ხლძარ­ღვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით - მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის არ­ტე­რი­ებს).

სა­ერ­თო ჯამ­ში, ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი უფრო მდგრა­დია ფილ­ტვე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ან­თე­ბის მი­მართ, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი იწ­ვევს“, - ამ­ბობს ნა­ზი­მა პა­თა­ნი.

ამას­თან, რო­გორ "ნიუ იორკ თა­იმ­სი" წერს, ნიუ იორკში 3 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა და­ა­ვა­დე­ბით, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ამ უჩ­ვე­უ­ლო და­ა­ვა­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 73 ბავ­შვი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს ნიუ-იორ­კის კლი­ნი­კებ­ში შეჰ­ყავ­დათ, კო­რო­ნა­ვირუ­სით იყ­ვნენ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი, ან სის­ხლში კო­რო­ნა­ვირუ­სის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ჰქონ­დათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბი ბრი­ტა­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბის მსგავ­სად, კა­ვა­სა­კის და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ექ­სპერ­ტე­ბი იძ­ლე­ვი­ან გაფრ­თხი­ლე­ბას, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებს გა­და­უ­დე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ასე­ვე, ისი­ნი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით მძი­მედ ძა­ლი­ან ცოტა ბავ­შვი ავად­დე­ბა და COVID-19 მათ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ეხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
20

როგორც იქნა მიაღწიეს მიზანს ამ აფეთქებულმა ალქიმიკოსებმა და შეგვყარეს მთელ მსოფლიოს მოურჩენელი სატკივარი. აპოკალიფსია მაშ რა ჯანდაბაა?

sg
6

ეს კორონა კულტი გახდა უკვე ვერ ხვდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

უცნობი დაავადება ბავშვებში, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში - ამ სენით ნიუ-იორკში 3 მოზარდი გარდაიცვალა

უცნობი დაავადება ბავშვებში, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში - ამ სენით ნიუ-იორკში 3 მოზარდი გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის წარმომადგენლების ცნობით, ბრიტანელ ბავშვებში აღმოაჩინეს დაავადების იშვიათი, სახიფათო სინდრომი, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში. ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანელი ექიმები ავრცელებენ გამაფრთხილებელ შეტყობინებას, სადაც ნათქვამია, რომ ლონდონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და ასევე, გაერთიანებული სამეფოს სხვა კლინიკებში მკურნალობენ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, უჩვეულო სიმპტომებით.

BBC-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ბავშვებს უვლინდებათ მულტისისტემური ანთება გრიპის მსგავსი სიმპტომებით. ამ ბავშვების ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. უცნობია, თუ რამდენ მათგანში გამოვლინდა უჩვეულო სიმპტომები, მაგრამ როგორც გამოცემა მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, მათი რაოდენობა ბევრი არ არის.

ეროვნული ჯანდაცვის სერვისში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს და ექსპერტებს ყველა შემთხვევის განხილვა და შესწავლა სთხოვეს.

"მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ჩვენ მედიკოსების მოხსენებები ვნახეთ და ვთხოვეთ ექსპერტებს, დაუყოვნებლივ განიხილონ ყოველივე“, - ამბობს ეროვნული ჯანდაცვის სერვისის სამედიცინო დირექტორი, სტივენ პაუსი.

ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბავშვებში გამოვლენილი უჩვეულო სინდრომი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორონავირუსთან, ან შეიძლება არსებობდეს ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული ინფექცია, რომელიც ასევე COVID-19-თან არის კავშირში.

BBC დეტალურად წერს იმ სიმპტომებზე, რომლებიც ბავშვებში გამოვლინდა.

"ამ მოზარდი პაციენტების მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, გამოუვლინდათ ტოქსიკური შოკის მსგავსი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, დაბალი არტერიული წნევა, გამონაყარი და სუნთქვის გაძნელება.

ზოგიერთს აღენიშნებოდა სხვადასხვა გასტრო პრობლემები - მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა. სისხლის პათოლოგიურმა გამოკვლევამაც უჩვეულო შედეგი აჩვენა“, - ნათქვამია სტატიაში.

ექიმი ნაზიმა პათანი, კემბრიჯის ინტენსიური თერაპიის განყოფილების კონსულტანტი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებზე საუბრობენ ესპანელი და იტალიელი კოლეგებიც.

"ისინი ამბობენ, რომ ზოგიერთ ბავშვს ჰქონდა სეპტიკური შოკის ტიპის დაავადება და გამონაყარი, ასევე ისეთი სიმპტომები, როგორსაც ვხედავთ ტოქსიკური შოკის სინდრომის დროს და კავასაკის დაავადებებში (კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის არტერიებს).

საერთო ჯამში, ბავშვის ორგანიზმი უფრო მდგრადია ფილტვების სერიოზული ანთების მიმართ, რომელსაც კორონავირუსი იწვევს“, - ამბობს ნაზიმა პათანი.

ამასთან, როგორ "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, ნიუ იორკში 3 ბავშვი გარდაიცვალა დაავადებით, რომელიც, შესაძლოა, კორონავირუსს უკავშირდებოდეს. ამ უჩვეულო დაავადებით ინფიცირებულია 73 ბავშვი. გამოცემის ცნობით, ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში შეჰყავდათ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი, ან სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, ამერიკელი ექიმები ბრიტანელი მედიკოსების მსგავსად, კავასაკის დაავადების სიმპტომებზე საუბრობენ.

ექსპერტები იძლევიან გაფრთხილებას, რომ ასეთ შემთხვევებს გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. ასევე, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით მძიმედ ძალიან ცოტა ბავშვი ავადდება და COVID-19 მათ ყველაზე ნაკლებად ეხება.

რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში

ბოლოდროინდელ კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი რუსეთია - რა წერია აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივ განცხადებაში