საქართველოს მასშტაბით საავტომობილო მოძრაობის 10-დღიანი აკრძალვის შემდეგ, დღეიდან მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება აღდგა. დილიდან თბილისის ქუჩები გადატვირთულია, რიგ მონაკვეთზე კი შექმნილია საცობიც. ავტომანქანების ჭარბი რაოდენობა შეინიშნება დედაქალაქის შესასვლელ-გასასვლელთან.
"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტებმა - გიორგი ნიკოლიშვილმა, გიორგი ჟამერაშვილმა და ვანო გორგიშვილმა გადაიღეს, როგორია თბილისის ქუჩები საავტომობილო მოძრაობის 10-დღით ჩაკეტვის შემდეგ.
რა ვერ გავიგე იცით,რას ასხამენ მანქანაში,საწვავი უფასოდ ჯერ არ დაურიგებიათ,შემდეგ არიქა მშიერი ვკვდებითო,ყველაფერი დაკეტილი არის.და.სად დადის ეს ხალხი,ბათუმშიც ასეა,სერიოზულად ჩაატაროს ვინმემ კვლევა,ერთი ამბავი ატეხეს სამ კაცზე მეტის ამბავზე და წინა ადგილზე,მე მივხვდი,რომ უბრალოდ კონტაქტები შეამცირეს და ხალხის რაოდენობა ამის მიხვედრას უნივერსიტეტის დამთავრება ნაღდად არ უნდა,რა ვიცი მშიერ დავწყდითო და ეს რა ამბავია,კატაობენ თუ რა უბედურებაა,თავისუფლება კიარადა,მართლა.ვისაც უჭირს ის.დარჩება ყველაზე ცოდვა აი ნახავთ.
ყველაფერი დაკეტილია და ეს ხალხი რას დარბის ალბათ მანქანით კატაობა მოენატრათ