სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" კორონავირუსს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" - "გაყინული" წინასაარჩევნო პროცესი და ოპოზიციის გეგმები
"ოცნება" კორონავირუსს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" - "გაყინული" წინასაარჩევნო პროცესი და ოპოზიციის გეგმები

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში უნდა ჩა­ტარ­დეს, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა კი რო­მე­ლიც 22 მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­და, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას.

AMBEBI.GE ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს ესა­უბ­რა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის, შექ­მნი­ლი ბა­რი­ე­რე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ.

ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, რო­მან გო­ცი­რი­ძე მი­უ­თი­თებს, რომ ოპო­ზი­ცია ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლია.

- ოპო­ზი­ცი­ამ ჯერ ერთი, თავი შე­ი­კა­ვა კრი­ტი­კის­გან, და თუ არ არის ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, ოპო­ზი­ცია ფიქ­რობ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით უფრო შემ­წყნა­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მთავ­რო­ბა უკვე უამ­რავ შეც­დო­მას უშ­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით იმას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, მში­ე­რი და­ტო­ვა ასო­ბით ათა­სი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, ჩა­კე­ტა სახ­ლში და დღემ­დე არა­ვი­თა­რი დახ­მა­რე­ბა არ არის გა­წე­უ­ლი, მათ შო­რის - ფი­ნან­სუ­რი.

მა­შინ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე მკაც­რი რე­ჟი­მია, რო­მელ ოპო­ზი­ცი­ურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი? ამ პე­რი­ოდ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ქა­ნე­ბულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შია - ბი­უ­ჯე­ტი­დან ხარ­ჯა­ვენ ფულს და ამას ასა­ღე­ბენ, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რას. შექ­მნეს რა­ღაც ფონ­დი მა­ჟო­რი­ტა­რებ­მა, შე­ი­ტა­ნეს 100 ათა­სი, ამ ფონდს ჯერ ივა­ნიშ­ვილ­მა შე­უ­ერ­თა 100 მი­ლი­ო­ნი და შემ­დეგ ბიზ­ნეს­მე­ნებს აი­ძუ­ლე­ბენ ფუ­ლის შე­ტა­ნას და მა­შინ გა­უხ­სნი­ან რო­მე­ლი­მე ობი­ექტს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, შე­იძ­ლე­ბო­და ქვე­ყა­ნას მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მი­ე­ღო, არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ავ­ტო­რი­ტე­ტი და პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა რომ ჰქო­ნო­და თა­ვის პარტნი­ო­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან და­სავ­ლეთ­ში, თუნ­დაც, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ან პრე­ზი­დენტს. მაგ­რამ ვის სჯე­რა ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვე­ბის? "ტვი­ტერ­ზე" 20 პას­კა დადო, ერ­თმა­ნეთ­ზე უა­რე­სი, სა­დღაც გა­მომ­ცხვა­რი.

VIDEO: გა­ყი­ნუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი - რა ბა­რი­ე­რე­ბი აქვს ოპო­ზი­ცი­ას და რო­გო­რია მათი გეგ­მე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში?

ვხე­დავთ, არ არის სა­ჭი­რო მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ზედ­მე­ტი კრი­ტი­კით, მაგ­რამ ვხე­დავთ იმა­საც, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ფერს აკე­თებს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მიც ვერ და­იც­ვა. აკ­რძა­ლუ­ლია მან­ქა­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ უამ­რა­ვი მან­ქა­ნა და­დის - ვი­ღა­ცა "ბლატ­ნოი" ტი­პე­ბი, რო­მელ­თაც ეს საშ­ვე­ბი აქვთ სა­ი­დან­ღაც ან იცი­ან, რომ ვე­რა­ვინ გა­ა­ჩე­რებთ; ძა­ლოვ­ნე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი - პრი­ვი­რე­გი­ლე­ბუ­რი კას­ტა გაჩ­ნდა, რომ­ლის­თვი­საც შე­ზღუდ­ვე­ბი არ მოქ­მე­დებს.

შე­ზღუდ­ვე­ბი და­წე­სე­ბუ­ლია არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და ისევ სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბის და უგუ­ნუ­რო­ბის გამო - უგუ­ნუ­რად მო­იქ­ცა წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და გო­ნი­ე­რად მო­იქ­ცა ხალ­ხი, სწო­რედ ხალ­ხმა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა

შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­შა­ო­ბის ფორ­მე­ბი არ შეგ­ვი­ჩე­რე­ბია, ყვე­ლა შეც­დო­მა­ზე ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას, გარ­და ამი­სა, მი­ვუ­თი­თებთ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით - ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი მო­ვა­ლე­ო­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა, თუნ­დაც კრი­ტი­კის გზით. რომ არა ზე­წო­ლა, მა­გა­ლი­თად, დღემ­დე არ იქ­ნე­ბო­და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მთე­ლი ოპო­ზი­ცია და­ი­რაზ­მა ამ იდე­ის ირ­გვლივ" - აღ­ნიშ­ნავს გო­ცი­რი­ძე.

"ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ იმ არას­წო­რი ნა­ბი­ჯე­ბის გამო, რო­მელ­საც ამ კრი­ზი­სის ფონ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მთავ­რო­ბა დგამს, ოპო­ზი­ცია მძი­მე ვი­თა­რე­ბა­შია.

- ფაქ­ტობ­რი­ვად, უვა­დო კა­რან­ტი­ნი და შე­ზღუდ­ვე­ბი გვაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რად­გან არ გვაქვს სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღია კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­კი­თხსაც კი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ბინ­ძუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებს, უარს ამ­ბობს ჩვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ დახ­მა­რე­ბებ­ზე თუ სა­მოქ­მე­დო გეგ­მებ­ზე, რა­ი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ის ან მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნა­ზე, და ერ­თა­დერ­თი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, იპო­ზი­ო­როს ტე­ლე­ვი­ზი­ით, ხალ­ხს მო­ა­წო­ნოს თავი.

VIDEO: გა­ყი­ნუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი - რა ბა­რი­ე­რე­ბი აქვს ოპო­ზი­ცი­ას და რო­გო­რია მათი გეგ­მე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში?

აღ­დგო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და არა - ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვით. ჩავ­თვა­ლოთ, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია უკვე და­წყე­ბუ­ლი უნდა იყოს, რად­გან ოქ­ტომ­ბერ­შია არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ვე­რა­ფერ­საც ვერ ვა­კე­თებთ, რად­გან უბ­რა­ლოდ, ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს, გა­მო­კე­ტი­ლე­ბი ვართ სახ­ლებ­ში, ისე­ვე, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე.

მოკ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ იმ ფუ­ფუ­ნე­ბა­საც, რაც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს - რომ თა­ვის­თვის, თა­ვი­სი ხალ­ხის­თვის საშ­ვე­ბიც და­ა­რი­გეს. ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში "კარ­და­კარ­საც" კი აკე­თე­ბენ მათი აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ფლა­ე­რე­ბი და ბუკ­ლე­ტე­ბი შე­აქვთ პარ­ტი­უ­ლი და სა­არ­ჩევ­ნო თვალ­საზ­რი­სით

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას რომ ვერ ატა­რებ, ეს რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. თუმ­ცა, რთუ­ლია არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რიც, რად­გან ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ჟა­მად კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 20% შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე ცხოვ­რობ­და, ახლა ეს ციფ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­სამ­მაგ­და ან გა­ო­თხმაგ­და - აი, ამ ადა­მი­ა­ნებს რას ვუშ­ვე­ლით? ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, მაგ­რამ დღეს არა­ვინ იცის, რო­გორ" - ამ­ბობს ვა­შა­ძე.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი სერ­გი კა­პა­ნა­ძე თვლის, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის­თვის ან არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა იქ­ნე­ბა ხე­ლის შემ­შლე­ლი.

- ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დი­ნა­მი­კა­ზე. წე­სით, არ­ჩევ­ნებს ხელი არა­ფერ­მა უნდა შე­უ­შა­ლოს. ჩვე­ნი გეგ­მე­ბი კო­რექ­ტი­რე­ბას გა­ნიც­დის, მაგ­რამ უც­ვლე­ლია.

ჩემი და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ღრმა რწმე­ნით, ძა­ლი­ან დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის და­მარ­ცხე­ბა და ოპო­ზი­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე, ამ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა ერთი მხრივ, ვირუსს უკავ­შირ­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ - ეკო­ნო­მი­კას. ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა, მუ­შა­ო­ბა და რი­ტო­რი­კა, ასე­ვე, მთავ­რო­ბას­თან ოპო­ნი­რე­ბაც, ამ თე­მებ­თა­ნაა კავ­შირ­ში.

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შედ­გა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას­თან და მე­ო­რე მხრივ, პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - აი, ეს შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვარ­დეს, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბო­ლომ­დე არ შე­ას­რუ­ლებს პი­რო­ბას

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია რაზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა - მთა­ვა­რია არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, უდი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხალ­ხის ინ­ტე­რე­სის მი­მართ, 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ, ხალ­ხის მა­სი­უ­რი გა­დაგ­დე­ბა, რო­დე­საც საქ­მე მიდ­გა სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა­ზე და შემ­დეგ უზარ­მა­ზა­რი კრი­ტი­კა და­სავ­ლე­თის­გან - ეს იყო ის ფონი, რომ­ლის შემ­დე­გაც გა­მოჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სი.

VIDEO: გა­ყი­ნუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი - რა ბა­რი­ე­რე­ბი აქვს ოპო­ზი­ცი­ას და რო­გო­რია მათი გეგ­მე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში?

უბ­რა­ლოდ, ახლა ორი სხვა დიდი პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა, თუმ­ცა ის პრობ­ლე­მე­ბი ისევ არ­სე­ბობს. მე ვერ ვხე­დავ, რომ მთავ­რო­ბა ეფექ­ტუ­რად უმკლავ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს, ამი­ტომ, ეს ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი თემა იქ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც მთავ­რო­ბას მო­უ­წევს პა­სუ­ხი გას­ცეს" - აღ­ნიშ­ნავს სერ­გი კა­პა­ნა­ძე.

"გირ­ჩის" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ყუ­რა­დღე­ბას იმა­ზე ამახ­ვი­ლებს, რომ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ამ­ჟა­მად სწო­რედ იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, თუ ვინ რა პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს პან­დე­მი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

- პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს აქვს წა­ღე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას ემა­ტე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი პან­დე­მი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მათ შო­რის, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა - პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, შეკ­რე­ბე­ბი და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია, რაც პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს ფაქ­ტობ­რი­ვად, კლავს.

მე­ო­რე ნა­წი­ლია, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, შუ­ა­ში ვი­ყა­ვით, რო­დე­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რულ­და და ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის შე­თან­ხმე­ბა მოხ­და, რომ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა შე­იც­ვლე­ბო­და და შე­წყდე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, გა­მო­უშ­ვებ­დნენ პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს. ეს პრო­ცე­სი რა­ღაც­ნა­ი­რად და­პა­უ­ზე­ბუ­ლია და გარ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რომ შე­თან­ხმე­ბა შეს­რულ­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­რა­ფერს ვხე­დავთ.

გაჩ­ნდა ეჭვი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ჩა­ი­შა­ლოს. ასე­ვე, ზო­გა­დად არ­ჩევ­ნე­ბის ბე­დიც ჰა­ერ­შია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბევრ გა­უ­გებ­რო­ბას აჩენს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა პან­დე­მია, რომ შე­ე­ში­ნე­ბი­ნა, და­ე­ზაფ­რა მო­სახ­ლე­ო­ბა, და შემ­დეგ ამ შიშ­ზე ეთა­მა­შა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვაა, რო­გო­რი უნდა იყოს ახლა ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მა.

ოპო­ზი­ცია ძა­ლი­ან ეკ­ლექ­ტუ­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის თუ მო­ტი­ვე­ბის ჯგუ­ფია, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ადა­მი­ა­ნებს ავუხ­სნათ, რა არის რე­ა­ლო­ბა და რა არის ტყუ­ი­ლი, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს გვახ­ვევს და რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ჩვენ­ზე ძა­ლა­დო­ბას იყე­ნებს, იქ­ნე­ბა ეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, თუ სხვა შე­ზღუდ­ვე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის ჩა­სა­წე­რად და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მო­საკ­ლა­ვად.

ჩემი აზ­რით, ოპო­ზი­ცი­ას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა უნდა ჰქონ­დეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცალ­კე აღე­ბუ­ლი ვერც ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ვერ ცვლის, უნდა შეც­ვა­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ, კო­ა­ლი­ცი­ამ. ადა­მი­ა­ნებს წი­ნას­წარ უნდა ავუხ­სნათ, რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ, როცა შე­იქ­მნე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბა და გვე­ყო­ლე­ბა მთავ­რო­ბა" - აღ­ნიშ­ნავს ჯა­ფა­რი­ძე.

"სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბი სახ­ლში რჩე­ბი­ან, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვთ და თუ არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­დე­ბა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, ამას მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

- ის, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც 22 მა­ი­სამ­დე გრძელ­დე­ბა, ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი გა­ჩე­რე­ბუ­ლია. ამ დროს რა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი?! - ყვე­ლა სახ­ლებ­ში ვართ გა­მო­კე­ტი­ლე­ბი. ერთი, რაც არ მომ­წონს - ქვე­ტექ­სტებ­ში თით­ქოს იკი­თხე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­დე­ბა უნ­დათ. ასე არ გა­მო­ვა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა ერ­თია, მაგ­რამ ის, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბი გა­და­დონ, და­უშ­ვე­ბე­ლია!

ტექ­სტე­ბი, რომ ჩვენ რომ ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში დავ­ბრუნ­დეთ, ერთი წელი გვჭირ­დე­ბა, რა­ზეც ექი­მებ­მა და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, მი­უ­ღე­ბე­ლია. ექი­მებ­მა, ხაზს ვუს­ვამ, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით და მო­წი­წე­ბით ვამ­ბობ, მი­ხე­დონ პა­ცი­ენ­ტებს და საქ­მეს, მაგ­რამ, თუ რო­დის ჩად­გე­ბა ქვე­ყა­ნა კა­ლა­პოტ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მთლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. მით უმე­ტეს, ევ­რო­პა­შიც უკვე ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის პრო­ცე­სი იწყე­ბა.

მე რა­საც ვუ­ყუ­რებ, სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ, მაგ­რამ ამ ზა­ფხულს ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში ჩად­გე­ბა და ოქ­ტომ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ ჩათ­ვა­ლოს, რომ ახლა რა­ხან ხმას არ ვი­ღებთ, სო­ლი­და­რუ­ლე­ბი ვართ და მო­რა­ტო­რი­უ­მი გვაქვს კრი­ტი­კა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს გა­დავყლა­პავთ და გა­ვა­ტა­რებთ.

ჩვენ კა­ნონს, ამ ქვე­ყა­ნას ვცემთ პა­ტივს და სო­ლი­და­რუ­ლე­ბი ვართ, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე მი­უ­ღე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მიც, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ახლა თა­ვე­ბი და­ვიშ­ტე­რეთ, პო­ზი­ცია არ გვაქვს და გა­დავყლა­პავთ, მა­გა­ლი­თად იმას, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დეს

არ მომ­წონს არც ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია მღვრიე წყალ­ში თევ­ზის და­ჭე­რა რომ უნდა და კი­დევ ერთხელ ჩანს, რომ მათი სი­ტყვის ფასი კა­პი­კია - შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, ერთ-ერთი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, ვი­საც გა­მო­უშ­ვებ­დნენ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ ამ სი­ტუ­ა­ცი­ით ისარ­გებ­ლეს, ჩა­ა­ტა­რეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და 5 წელი მი­უ­სა­ჯეს" - ამ­ბობს ელი­საშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
45

ოცნება კი არ იყენებს, ოპოზიციამ იხელთა დრო. ვეღარ აიტანეს, რომ ყველას მიავიწყდა მათი არსებობა.მაგდამ

ნოშრევანი
36

ვისურვები რომ ეს საშინელი სენი ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად დაამარცხოს...ამასთან ერთად ვისურვებდი საქართველოს ამ სიფათების გარეშე..ერთი ორი სიფათი აკლია... გამოცნობა არ გაგიჭირდებათ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ოცნება" კორონავირუსს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" - "გაყინული" წინასაარჩევნო პროცესი და ოპოზიციის გეგმები

"ოცნება" კორონავირუსს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" - "გაყინული" წინასაარჩევნო პროცესი და ოპოზიციის გეგმები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, საგანგებო მდგომარეობა კი რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა, ყველაფერთან ერთად პოლიტიკურ პროცესზე, წინასაარჩევნო პერიოდზეც ახდენს გავლენას.

AMBEBI.GE ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ესაუბრა მიმდინარე პროცესების, შექმნილი ბარიერებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მიუთითებს, რომ ოპოზიცია ხელფეხშეკრულია.

- ოპოზიციამ ჯერ ერთი, თავი შეიკავა კრიტიკისგან, და თუ არ არის ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა და სერიოზული დარღვევები, ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლების მისამართით უფრო შემწყნარებელი ყოფილიყო, მაგრამ მთავრობა უკვე უამრავ შეცდომას უშვებს. განსაკუთრებით იმას, რომ ფაქტობრივად, მშიერი დატოვა ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე, ჩაკეტა სახლში და დღემდე არავითარი დახმარება არ არის გაწეული, მათ შორის - ფინანსური.

მაშინ როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ყველაზე მკაცრი რეჟიმია, რომელ ოპოზიციურ აქტივობაზე შეიძლება ლაპარაკი? ამ პერიოდში ხელისუფლება ფაქტობრივად, გაქანებულ წინასაარჩევნო კამპანიაშია - ბიუჯეტიდან ხარჯავენ ფულს და ამას ასაღებენ, როგორც "ქართული ოცნების" მხარდაჭერას. შექმნეს რაღაც ფონდი მაჟორიტარებმა, შეიტანეს 100 ათასი, ამ ფონდს ჯერ ივანიშვილმა შეუერთა 100 მილიონი და შემდეგ ბიზნესმენებს აიძულებენ ფულის შეტანას და მაშინ გაუხსნიან რომელიმე ობიექტს.

სინამდვილეში, შეიძლებოდა ქვეყანას მართლაც სერიოზული მხარდაჭერა მიეღო, არაფორმალური მმართველობა რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლებას ავტორიტეტი და პირდაპირი შეხება რომ ჰქონოდა თავის პარტნიორებთან და კოლეგებთან დასავლეთში, თუნდაც, პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს. მაგრამ ვის სჯერა ჩვენი პრეზიდენტის სიტყვების? "ტვიტერზე" 20 პასკა დადო, ერთმანეთზე უარესი, სადღაც გამომცხვარი.

VIDEO: გაყინული წინასაარჩევნო პროცესი - რა ბარიერები აქვს ოპოზიციას და როგორია მათი გეგმები პანდემიის პირობებში?

ვხედავთ, არ არის საჭირო მოსახლეობის გაღიზიანება ზედმეტი კრიტიკით, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც ვერ დაიცვა. აკრძალულია მანქანებით სიარული, მაგრამ უამრავი მანქანა დადის - ვიღაცა "ბლატნოი" ტიპები, რომელთაც ეს საშვები აქვთ საიდანღაც ან იციან, რომ ვერავინ გააჩერებთ; ძალოვნები, პოლიციელები, სამხედროები, სამღვდელოება, ჩინოვნიკები - პრივირეგილებური კასტა გაჩნდა, რომლისთვისაც შეზღუდვები არ მოქმედებს.

შეზღუდვები დაწესებულია არარაციონალურად და ისევ საკუთარი უსუსურობის და უგუნურობის გამო - უგუნურად მოიქცა წინასააღდგომოდ ხელისუფლება და გონიერად მოიქცა ხალხი, სწორედ ხალხმა გადაგვარჩინა

შესაბამისად, პოლიტიკური მუშაობის ფორმები არ შეგვიჩერებია, ყველა შეცდომაზე ვამახვილებთ ყურადღებას, გარდა ამისა, მივუთითებთ სწორი მიმართულებით - ოპოზიციის ერთ-ერთი მოვალეობა თანამშრომლობაა, თუნდაც კრიტიკის გზით. რომ არა ზეწოლა, მაგალითად, დღემდე არ იქნებოდა კომუნალური გადასახადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მთელი ოპოზიცია დაირაზმა ამ იდეის ირგვლივ" - აღნიშნავს გოცირიძე.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ იმ არასწორი ნაბიჯების გამო, რომელსაც ამ კრიზისის ფონზე პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დგამს, ოპოზიცია მძიმე ვითარებაშია.

- ფაქტობრივად, უვადო კარანტინი და შეზღუდვები გვაქვს გამოცხადებული, რადგან არ გვაქვს სწრაფი ტესტირება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი იარაღია კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.

"ქართული ოცნება" კორონავირუსის საკითხსაც კი თავისი პოლიტიკური ბინძური მიზნებისთვის იყენებს, უარს ამბობს ჩვენ მიერ შეთავაზებულ დახმარებებზე თუ სამოქმედო გეგმებზე, რაიმე რეკომენდაციის ან მოსაზრების მოსმენაზე, და ერთადერთი, მაქსიმალურად ცდილობს, იპოზიოროს ტელევიზიით, ხალხს მოაწონოს თავი.

VIDEO: გაყინული წინასაარჩევნო პროცესი - რა ბარიერები აქვს ოპოზიციას და როგორია მათი გეგმები პანდემიის პირობებში?

აღდგომასთან დაკავშირებითაც მათი გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკურად იყო მოტივირებული და არა - ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვით. ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული უნდა იყოს, რადგან ოქტომბერშია არჩევნები, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერაფერსაც ვერ ვაკეთებთ, რადგან უბრალოდ, ხალხთან კონტაქტის შესაძლებლობა არ გვაქვს, გამოკეტილები ვართ სახლებში, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქე.

მოკლებულები ვართ იმ ფუფუნებასაც, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - რომ თავისთვის, თავისი ხალხისთვის საშვებიც დაარიგეს. ინფორმაცია მაქვს, რომ ზოგიერთ სოფელში "კარდაკარსაც" კი აკეთებენ მათი აქტივისტები, ფლაერები და ბუკლეტები შეაქვთ პარტიული და საარჩევნო თვალსაზრისით

რასაკვირველია, საარჩევნო კამპანიას რომ ვერ ატარებ, ეს რთული ვითარებაა. თუმცა, რთულია არჩევნებზე საუბარიც, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი ამჟამად კრიზისის გადალახვაა. საქართველოში მოსახლეობის 20% შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა, ახლა ეს ციფრები შეიძლება გასამმაგდა ან გაოთხმაგდა - აი, ამ ადამიანებს რას ვუშველით? ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არჩევნებზე მოახდენს გავლენას, მაგრამ დღეს არავინ იცის, როგორ" - ამბობს ვაშაძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე თვლის, რომ ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, წინასაარჩევნო პერიოდისთვის ან არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რა იქნება ხელის შემშლელი.

- ყველაფერი დამოკიდებული იქნება ვირუსის მიმდინარეობის დინამიკაზე. წესით, არჩევნებს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. ჩვენი გეგმები კორექტირებას განიცდის, მაგრამ უცვლელია.

ჩემი და "ევროპული საქართველოს" ღრმა რწმენით, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანაა ივანიშვილის მთავრობის დამარცხება და ოპოზიციაში გაშვება, თუმცა ამ ეტაპზე, ამ კვირების განმავლობაში უდიდესი გამოწვევა ერთი მხრივ, ვირუსს უკავშირდება, მეორე მხრივ - ეკონომიკას. ჩვენი ყურადღება, მუშაობა და რიტორიკა, ასევე, მთავრობასთან ოპონირებაც, ამ თემებთანაა კავშირში.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შედგა საარჩევნო რეფორმასთან და მეორე მხრივ, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით - აი, ეს შეიძლება ჩავარდეს, თუ ხელისუფლება ბოლომდე არ შეასრულებს პირობას

წინასაარჩევნო კამპანია რაზე იქნება ორიენტირებული, ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამოჩნდება. ჩვენს ქვეყანაში ბევრი სერიოზული პრობლემაა - მთავარია არაფორმალური მმართველობა, უდიერი დამოკიდებულება ხალხის ინტერესის მიმართ, 20 ივნისის მოვლენები, რუსეთთან ურთიერთობები, ზერელე დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ხალხის მასიური გადაგდება, როდესაც საქმე მიდგა საარჩევნო დაპირებაზე და შემდეგ უზარმაზარი კრიტიკა დასავლეთისგან - ეს იყო ის ფონი, რომლის შემდეგაც გამოჩნდა კორონავირუსი.

VIDEO: გაყინული წინასაარჩევნო პროცესი - რა ბარიერები აქვს ოპოზიციას და როგორია მათი გეგმები პანდემიის პირობებში?

უბრალოდ, ახლა ორი სხვა დიდი პრობლემა გამოიკვეთა, თუმცა ის პრობლემები ისევ არსებობს. მე ვერ ვხედავ, რომ მთავრობა ეფექტურად უმკლავდება ეკონომიკურ გამოწვევებს, ამიტომ, ეს ერთ-ერთი სერიოზული თემა იქნება, რომელზეც მთავრობას მოუწევს პასუხი გასცეს" - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ამჟამად სწორედ იმაში გამოიხატება, თუ ვინ რა პოზიციას აფიქსირებს პანდემიასთან მიმართებაში.

- პოლიტიკური მოთამაშეების მთელი ყურადღება კორონავირუსს აქვს წაღებული. საქართველოში ამას ემატება ხელისუფლების ქმედებები პანდემიასთან მიმართებაში, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება - პოლიტიკური აქტივობა, შეკრებები და მანიფესტაციები, ქუჩაში გამოსვლა აკრძალულია, რაც პოლიტიკურ პროცესს ფაქტობრივად, კლავს.

მეორე ნაწილია, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, შუაში ვიყავით, როდესაც მოლაპარაკებები დასრულდა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მოხდა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა და შეწყდებოდა პოლიტიკური დევნა, გამოუშვებდნენ პოლიტიკურ პატიმრებს. ეს პროცესი რაღაცნაირად დაპაუზებულია და გარდა განცხადებებისა, რომ შეთანხმება შესრულდება, ფაქტობრივად, ვერაფერს ვხედავთ.

გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლება, ხელშეკრულება საერთოდ ჩაიშალოს. ასევე, ზოგადად არჩევნების ბედიც ჰაერშია ჩამოკიდებული. ამიტომ, ეს ყველაფერი ბევრ გაუგებრობას აჩენს პოლიტიკურ პროცესთან მიმართებაში

ხელისუფლებამ კარგად და ეფექტურად გამოიყენა პანდემია, რომ შეეშინებინა, დაეზაფრა მოსახლეობა, და შემდეგ ამ შიშზე ეთამაშა. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორი უნდა იყოს ახლა ოპოზიციის გეგმა.

ოპოზიცია ძალიან ეკლექტური, განსხვავებული შეხედულებების თუ მოტივების ჯგუფია, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიასთან დაკავშირებით ადამიანებს ავუხსნათ, რა არის რეალობა და რა არის ტყუილი, რასაც ხელისუფლება თავს გვახვევს და რის მეშვეობითაც ჩვენზე ძალადობას იყენებს, იქნება ეს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, თუ სხვა შეზღუდვები, პოლიტიკური დივიდენდების ჩასაწერად და პოლიტიკური პროცესის მოსაკლავად.

ჩემი აზრით, ოპოზიციას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში ერთიანი ხედვა უნდა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას ცალკე აღებული ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ ცვლის, უნდა შეცვალოს გაერთიანებამ, კოალიციამ. ადამიანებს წინასწარ უნდა ავუხსნათ, რის გაკეთებას ვაპირებთ, როცა შეიქმნება უმრავლესობა და გვეყოლება მთავრობა" - აღნიშნავს ჯაფარიძე.

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამჟამად ოპოზიციის წევრები სახლში რჩებიან, თუმცა ყველაფერი ახსოვთ და თუ არჩევნების გადადებაზე მიდგება საქმე, ამას მღელვარება მოჰყვება.

- ის, რომ საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც 22 მაისამდე გრძელდება, ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია. ამ დროს რა პოლიტიკურ პროცესზე შეიძლება საუბარი?! - ყველა სახლებში ვართ გამოკეტილები. ერთი, რაც არ მომწონს - ქვეტექსტებში თითქოს იკითხება, რომ არჩევნების გადადება უნდათ. ასე არ გამოვა. საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და კორონავირუსთან ბრძოლა ერთია, მაგრამ ის, რომ ოქტომბერში არჩევნები გადადონ, დაუშვებელია!

ტექსტები, რომ ჩვენ რომ ნორმალურ ვითარებაში დავბრუნდეთ, ერთი წელი გვჭირდება, რაზეც ექიმებმა დაიწყეს საუბარი, მიუღებელია. ექიმებმა, ხაზს ვუსვამ, დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვამბობ, მიხედონ პაციენტებს და საქმეს, მაგრამ, თუ როდის ჩადგება ქვეყანა კალაპოტში, პოლიტიკური ხელისუფლების და მთლიანი საზოგადოების გადასაწყვეტია. მით უმეტეს, ევროპაშიც უკვე ნორმალური ცხოვრების პროცესი იწყება.

მე რასაც ვუყურებ, სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ ზაფხულს ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ოქტომბერში არჩევნები უნდა გაიმართოს. ხელისუფლებამ არ ჩათვალოს, რომ ახლა რახან ხმას არ ვიღებთ, სოლიდარულები ვართ და მორატორიუმი გვაქვს კრიტიკაზე გამოცხადებული, ყველაფერს გადავყლაპავთ და გავატარებთ.

ჩვენ კანონს, ამ ქვეყანას ვცემთ პატივს და სოლიდარულები ვართ, თუნდაც ყველაზე მიუღებელი ხელისუფლებისადმიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა თავები დავიშტერეთ, პოზიცია არ გვაქვს და გადავყლაპავთ, მაგალითად იმას, რომ ოქტომბერში არჩევნები არ ჩატარდეს

არ მომწონს არც ის, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია მღვრიე წყალში თევზის დაჭერა რომ უნდა და კიდევ ერთხელ ჩანს, რომ მათი სიტყვის ფასი კაპიკია - შეთანხმების თანახმად, ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, ვისაც გამოუშვებდნენ, ოქრუაშვილი იქნებოდა. მაგრამ ამ სიტუაციით ისარგებლეს, ჩაატარეს სასამართლო პროცესი და 5 წელი მიუსაჯეს" - ამბობს ელისაშვილი.

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია