პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ
რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 58 000-ს მი­აღ­წია. ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუსს 57 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და მთლი­ა­ნო­ბა­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა 500-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის, "ჩვე­უ­ლებ­რივ მოკ­ვდა­ვებ­თან" ერ­თად რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის და პო­ლი­ტი­კის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ. ტე­ლე­კომ­პა­ნია "360tv.ru" იმ რუსი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის შე­სა­ხებ აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ.

სტას მი­ხა­ი­ლო­ვი - მომ­ღე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი

50 წლის ხე­ლო­ვან­მა 13 აპ­რილს და­ა­დას­ტუ­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა. ეს მის­მა ანა­ლი­ზებ­მა აჩ­ვე­ნა. მომ­ღერ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია ჰქონ­და, თუმ­ცა COVID-19-ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტეს­ტმა თავ­და­პირ­ვე­ლად უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა.

პი­ოტრ ტუშ­კე­ვი­ჩი - სერ­ფე­რი

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი კა­იტ­სერ­ფინ­გში პი­ოტრ ტუშ­კე­ვი­ჩი ასე­ვე და­ა­ვად­და კო­რო­ნა­ვირუ­სით. მას ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა ჰქონ­და და ახლა თავს კარ­გად გრძნობს. ტუშ­კე­ვიჩ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სამი კვი­რა გა­ა­ტა­რა, ახლა კი სახ­ლშია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.

ია­ნი­ნა ბუგ­რო­ვა - მსა­ხი­ო­ბი

ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის რუსი მსა­ხი­ო­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით სო­ჭის სამ­თო კუ­რორტზე "როზა ხუ­ტორ­ზე" და­ა­ვად­და, სიმპტო­მე­ბი კი მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­უვ­ლინ­და. ახლა ბუგ­რო­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რად­გან და­ა­ვა­დე­ბა მსუ­ბუ­ქი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ლევ ლე­შენ­კო

რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტისტს, 78 წლის ლევ ლე­შენ­კოს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი 24 მარტს და­უ­დას­ტურ­და.

მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში ლე­შენ­კო და მისი მე­უღ­ლე აშშ-სა და კა­ნა­და­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, იქე­დან მარ­სელ­ში გა­დაფ­რინ­დნენ და ამის შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ მოს­კოვ­ში. წყვილ­მა მა­ლე­ვე მი­მარ­თა სა­ა­ვად­მყო­ფოს, რად­გან და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­დათ, 24 მარტს კი ლე­შენ­კოს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. მას აღე­ნიშ­ნე­ბა პნევ­მო­ნია და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში­ მო­ა­თავ­სეს.

  • სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი

ლუდ­მი­ლა ნა­რუ­სო­ვა - სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კის ქვრი­ვი

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ დე­და­მი­სი ლუდ­მი­ლა ნა­რუ­სო­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ეჭვი კო­რო­ნა­ვირუს­ზე არ და­დას­ტურ­და და ექი­მებ­მა უთხრეს, რომ ქალს პნევ­მო­ნია აქვს.

ამის შემ­დეგ სობ­ჩაკს ეჭვი გა­უჩ­ნდა, ხომ არ იმა­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ.

"ექი­მი არ ვარ, მაგ­რამ უეც­რად შუ­ახ­ნის ადა­მი­ა­ნებს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია რო­გორ აღ­მო­აჩ­ნდათ? რა გა­მო­დის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არა­და, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ის ეპი­დე­მია გვაქვს?" - და­წე­რა სობ­ჩაკ­მა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვანს თა­ვა­დაც გა­უჩ­ნდა ეჭვი. მისი თქმით, და­ა­ვა­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ დე­კემ­ბერ­ში გა­და­ი­ტა­ნა, როცა ძა­ლი­ან მძი­მედ ია­ვად­მყო­ფა. თუმ­ცა, ექი­მებ­მა მას ატი­პი­უ­რი პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით უმ­კურ­ნა­ლეს.

ლერა კუდ­რი­ავ­ცე­ვა - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი სახე მარ­ტში კომ­პო­ზი­ტორ იგორ კრუ­ტო­ის დის, ალლა კრუ­ტა­ი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ბო­მონ­დის ასო­ბით წარ­მო­მა­დგე­ნელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შინ სტუმ­რე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბის გა­რე­შე იყ­ვნენ და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლი არ იყო, რად­გან 14 მარტს რუ­სეთ­ში რა­ი­მე შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

თუმ­ცა, რად­გან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ლევ ლე­შენ­კო იმ­ყო­ფე­ბო­და, კუდ­რი­ავ­ცე­ვამ ტეს­ტის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას ჟურ­ნა­ლის­ტი და­უ­კავ­შირ­და COVID-19-ის ტეს­ტის პა­სუხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ტე­ლე­წამ­ყვან­მა უპა­სუ­ხა, რომ ექი­მე­ბი ტეს­ტის გა­კე­თე­ბი­დან სამ დღე­ში უნდა და­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ და რად­გან არ და­უ­კავ­შირ­დნენ, ჩათ­ვა­ლა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აქვს.

ნა­ტა­ლია ვეტ­ლიც­კა­ია

მომ­ღე­რა­ლი ნა­ტა­ლია ვეტ­ლიც­კა­ია, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ფიქ­რობს რომ COVID-19 გა­და­ი­ტა­ნა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­თა და მშრა­ლი ხვე­ლით, ექი­მებ­მა დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნა ვერ შეძ­ლეს, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხეს, რომ მას კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს.

ნა­დეჟ­და ბა­ბკი­ნა

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ნა­დეჟ­და ბა­ბკი­ნაც. მას პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. კო­რო­ნა­ვირუს­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა პირ­ველ­მა ანა­ლიზ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ის გამო მომ­ღე­რა­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბა­ბკი­ნას მე­უღ­ლემ ევ­გე­ნი გორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ღე­რა­ლი 6 აპ­რი­ლის შემ­დეგ სახ­ლშია და მას კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­დას­ტუ­რე­ბია.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლე­ბი

ვირუს­მა რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სახე იმ­სხვერ­პლა. მათ შო­რის - გი­ტა­რის­ტი კონ­სტან­ტინ შუ­კი­ნი, რო­მე­ლიც 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თვის აპა­რატ­ზე და 13 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა.

ასე­ვე, "ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის" წევ­რი ივან ჟუ­კო­ვი. 63 წლის ჟუ­კო­ვი დუ­მის მე­ო­რე, მე­სა­მე, მე­ო­თხე და მე­ხუ­თე მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი იყო.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა რუსი რე­ჟი­სო­რი ივან შე­გო­ლე­ვიც. ის ფილ­ტვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბით და­ი­ღუ­პა მოს­კო­ვის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ათ­დღი­ა­ნი უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
37

ლეშენკოს გარდა ყველა მეცოდება.

ზურა
7

მარტო ლეშენკოს დაუდასტურდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 58 000-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 57 ადამიანი ემსხვერპლა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის, "ჩვეულებრივ მოკვდავებთან" ერთად რუსული შოუბიზნესის და პოლიტიკის ცნობილი სახეებიც აღმოჩნდნენ. ტელეკომპანია "360tv.ru" იმ რუსი ცნობილი სახეების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სტას მიხაილოვი - მომღერალი, კომპოზიტორი

50 წლის ხელოვანმა 13 აპრილს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადაიტანა. ეს მისმა ანალიზებმა აჩვენა. მომღერლის ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, თუმცა COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა თავდაპირველად უარყოფითი პასუხი აჩვენა.

პიოტრ ტუშკევიჩი - სერფერი

მსოფლიო ჩემპიონი კაიტსერფინგში პიოტრ ტუშკევიჩი ასევე დაავადდა კორონავირუსით. მას ვირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და ახლა თავს კარგად გრძნობს. ტუშკევიჩმა საავადმყოფოში სამი კვირა გაატარა, ახლა კი სახლშია თვითიზოლაციაში.

იანინა ბუგროვა - მსახიობი

ტელესერიალების რუსი მსახიობი კორონავირუსით სოჭის სამთო კურორტზე "როზა ხუტორზე" დაავადდა, სიმპტომები კი მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა. ახლა ბუგროვა საკუთარ სახლში კარანტინში იმყოფება, რადგან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ლევ ლეშენკო

რუსეთის სახალხო არტისტს, 78 წლის ლევ ლეშენკოს ახალი კორონავირუსი 24 მარტს დაუდასტურდა.

მარტის შუა რიცხვებში ლეშენკო და მისი მეუღლე აშშ-სა და კანადაში იმყოფებოდნენ, იქედან მარსელში გადაფრინდნენ და ამის შემდეგ დაბრუნდნენ მოსკოვში. წყვილმა მალევე მიმართა საავადმყოფოს, რადგან დაავადების ნიშნები ჰქონდათ, 24 მარტს კი ლეშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აღენიშნება პნევმონია და მძიმე მდგომარეობის გამო, რეანიმაციაში მოათავსეს.

  • საეჭვო შემთხვევები

ლუდმილა ნარუსოვა - სანკტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის ანატოლი სობჩაკის ქვრივი

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედამისი ლუდმილა ნარუსოვა საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს, თუმცა ეჭვი კორონავირუსზე არ დადასტურდა და ექიმებმა უთხრეს, რომ ქალს პნევმონია აქვს.

ამის შემდეგ სობჩაკს ეჭვი გაუჩნდა, ხომ არ იმალება ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.

"ექიმი არ ვარ, მაგრამ უეცრად შუახნის ადამიანებს ორმხრივი პნევმონია როგორ აღმოაჩნდათ? რა გამოდის, რომ კორონავირუსი არადა, ორმხრივი პნევმონიის ეპიდემია გვაქვს?" - დაწერა სობჩაკმა.

კორონავირუსის შესახებ ტელეწამყვანს თავადაც გაუჩნდა ეჭვი. მისი თქმით, დაავადება სავარაუდოდ დეკემბერში გადაიტანა, როცა ძალიან მძიმედ იავადმყოფა. თუმცა, ექიმებმა მას ატიპიური პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და ანტიბიოტიკებით უმკურნალეს.

ლერა კუდრიავცევა - ტელეწამყვანი

რუსული შოუბიზნესის ცნობილი სახე მარტში კომპოზიტორ იგორ კრუტოის დის, ალლა კრუტაიას დაბადების დღეზე ბომონდის ასობით წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა. მაშინ სტუმრები სამედიცინო ნიღბების გარეშე იყვნენ და უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, რადგან 14 მარტს რუსეთში რაიმე შეზღუდვების შესახებ გამოცხადებული არ ყოფილა.

თუმცა, რადგან ღონისძიებაზე კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი ლევ ლეშენკო იმყოფებოდა, კუდრიავცევამ ტესტის გაკეთება გადაწყვიტა. მოგვიანებით, მას ჟურნალისტი დაუკავშირდა COVID-19-ის ტესტის პასუხთან დაკავშირებით, რაზეც ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ ექიმები ტესტის გაკეთებიდან სამ დღეში უნდა დაკავშირებოდნენ და რადგან არ დაუკავშირდნენ, ჩათვალა, რომ კორონავირუსი არ აქვს.

ნატალია ვეტლიცკაია

მომღერალი ნატალია ვეტლიცკაია, რომელიც ესპანეთში იმყოფება, ფიქრობს რომ COVID-19 გადაიტანა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში მოხვდა მაღალი ტემპერატურითა და მშრალი ხველით, ექიმებმა დიაგნოზის დადგენა ვერ შეძლეს, თუმცა არ გამორიცხეს, რომ მას კორონავირუსი აქვს.

ნადეჟდა ბაბკინა

საავადმყოფოში მოხვდა რუსეთის სახალხო არტისტი ნადეჟდა ბაბკინაც. მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. კორონავირუსზე ჩატარებულმა პირველმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმხრივი პნევმონიის გამო მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. მოგვიანებით, ბაბკინას მეუღლემ ევგენი გორმა განაცხადა, რომ მომღერალი 6 აპრილის შემდეგ სახლშია და მას კორონავირუსი არ დადასტურებია.

კორონავირუსით გარდაცვლილები

ვირუსმა რუსეთში რამდენიმე ცნობილი სახე იმსხვერპლა. მათ შორის - გიტარისტი კონსტანტინ შუკინი, რომელიც 5 დღის განმავლობაში იყო შეერთებული ხელოვნური სუნთვის აპარატზე და 13 აპრილს გარდაიცვალა.

ასევე, "ერთიანი რუსეთის" წევრი ივან ჟუკოვი. 63 წლის ჟუკოვი დუმის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოწვევის დეპუტატი იყო.

კორონავირუსით გარდაიცვალა რუსი რეჟისორი ივან შეგოლევიც. ის ფილტვების უკმარისობით დაიღუპა მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში ათდღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ.

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მსოფლიოს 15 ადგილი, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა