საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს
ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

კიმ ჩენ ინი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მმარ­თვე­ლი და დიქ­ტა­ტო­რია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცოტა რა­მაა ცნო­ბი­ლი. მსოფ­ლი­ომ ბევ­რი არა­ფე­რი იცის იმა­ზე, თუ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში, რო­გო­რია მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონ­გი, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი“ თა­ვი­სი ძმის შემ­დეგ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ანს უწო­დებს. ის 2018 წელს კიმ ჩენ ინ­თან ერ­თად ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე გა­მოჩ­ნდა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ამის შემ­დეგ კი ეტა­პობ­რი­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის კუ­თხით გა­აქ­ტი­ურ­და.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ წერს, ამ­ბო­ბენ, რომ იო ჯონ­გი ძმის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნია და მისი გა­ნუ­ზო­მე­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს. კიმ ჩენ ინის იმი­ჯი სწო­რედ ამ ქა­ლის ნა­შე­ნე­ბია. კიმ იო ჯონ­გი, არის ქალი, რო­მე­ლიც უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ძმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე.

და-ძმა - კიმ ჩენ ინი და კიმ იო ჯონ­გი

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ფონ­ზე, მა­შინ, როცა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად COVID-19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, კიმ იო ჯონ­გის გავ­ლე­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
13:40 / 11-03-2020

"ადამიანები იტანჯებიან...მედიკამენტები დეფიციტშია" - მალავს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებულებზე

12:27 / 26-04-2020

რა დაემართა კიმ ჩენ ინს - რას წერს მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე

17:17 / 01-05-2020

როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეელები პანდემიის ფონზე - ფოტოები იდუმალებით მოცული ქვეყნიდან

09:05 / 26-07-2020

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია

10:00 / 16-03-2021

"თუ მშვიდად ძილი უნდათ, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი შეიკავონ" - კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს და რჩევას აძლევს

გა­სულ თვე­ში ქალ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი წე­რი­ლო­ბით გა­ავ­რცე­ლა. ერთ-ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში მან სა­ჯა­როდ შე­ა­ქო აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი იმ წე­რი­ლის­თვის, რო­მე­ლიც თეთ­რი სახ­ლის ლი­დერ­მა კიმ ჩენ ინს გა­უგ­ზავ­ნა და ქვეყ­ნებს შო­რის ორ­მხრი­ვი პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას იმე­დოვ­ნებ­და.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კიმ იო ჯონ­გის სა­ხე­ლით პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ხაზს უს­ვამს მის ცენ­ტრა­ლურ როლს ქვეყ­ნის მარ­თვის კუ­თხით. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს სე­უ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვარ­თა თქმით, კიმ იო ჯონ­გის უკა­ნას­კნე­ლი ქმე­დე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ კიმ ჩენ ინმა მას უფ­ლე­ბა მის­ცა, ასე­თი დო­ნი­სა და ტო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა.

"ყო­ვე­ლი­ვე ცხა­დად აჩ­ვე­ნებს, რომ ის მზად არის თა­ვი­სი და თა­ვის ალ­ტერ ეგოდ აქ­ცი­ოს“, - ამ­ბო­ბენ მკვლევ­რე­ბი.

“მას აქვს პირ­და­პი­რი და ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა თა­ვის ძმა­ზე“, - ამ­ბობს სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­კი­თხე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ლე­ო­ნიდ პეტ­რო­ვი. მი­სი­ვე თქმით, ბოლო დროს ქალი დიქ­ტა­ტორ ძმას ეხ­მა­რე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯი შე­იქ­მნას, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე.

იო ჯონ­გი, რო­მელ­ზეც ფიქ­რო­ბენ, რომ თა­ვის ძმა­ზე ოთხი წლით პა­ტა­რაა (მისი ნამ­დვი­ლი ასა­კი უც­ნო­ბია), იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მისი ფოტო პირ­ვე­ლად 2010 წელს იხი­ლეს, როცა ძმას­თან ერ­თად ერთ-ერთ კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრო.

ცნო­ბი­ლია, რომ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბერნ­ში სკო­ლა­ში თა­ვის ძმას­თან ერ­თად სწავ­ლობ­და. რა თქმა უნდა, და-ძმა მკაც­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო და დაც­ვა გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­დათ. ორი­ვემ იცო­და, თუ რა უნდა ეკე­თე­ბი­ნათ მო­მა­ვალ­ში და რის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, იო ჯონ­გი კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებს სწავ­ლობ­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში. ამ­ბო­ბენ, რომ კიმ ჩენ ინის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან მისი და დგას და დის რჩე­ვის გა­რე­შე კიმი ნა­ბიჯ­საც არ დგამს.

"ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის რე­ჟი­მი ოჯა­ხუ­რი საქ­მეა და არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ის ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვის დას ენ­დო­ბა“, - ამ­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ლიფ ერიკ ესლი.

"მან გა­მო­ავ­ლი­ნა რე­ჟი­მის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის უნა­რე­ბი და გარ­კვე­ულ­წი­ლად, შეც­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და. კიმ იო ჯონგს აქვს ნე­ბის­მი­ერ სხვა ჩრდი­ლო კო­რე­ელ ჩი­ნოვ­ნიკ­ზე მეტი გავ­ლე­ნა და შე­უც­ვლე­ლი როლი. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წონა დღი­თი დღე იზ­რდე­ბა.“ - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი და დას­ძენს, რომ მი­უ­ხე­და­ვად დიდი გავ­ლე­ნი­სა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ქვეყ­ნის მარ­თვის უნა­რი­სა, რო­მელ­საც იო ჯონ­გი თან­და­თან ავ­ლენს, ის ვე­რას­დროს და­ი­კა­ვებს ძმის ად­გილს და ვე­რას­დროს გახ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი, რად­გა­ნაც ქა­ლის მმარ­თვე­ლო­ბა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

კიმ იო ჯონგს შე­უძ­ლია იყოს მხო­ლოდ მყა­რი და­საყ­რდე­ნი და კუ­ლი­სე­ბი­დან მი­ი­ღოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მმარ­თვე­ლის სტა­ტუ­სი არას­დროს ექ­ნე­ბა იმის გამო, რომ ქა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
50

იქაური ბიძინა

beso
1

საკმაოდ ჭკვიანის სახე აქვს. ქალი გაცილებით ჭკვიანია ქალზე. ასე იბადება და ასე ყალიბდება ბუნებრივად. ბუნებამ განსაზღვრა ეს, მას მიანდო სიცოცხლის დაბადება, მოვლა და გაზრდა(რომ არა ლუი სალომე, ვერ წარმომიდგენია რა სახეს შექმნიდა ნიცშე)! ნუ უყურებთ კიმ ჩენ ინს მარტივად, ის ისეთა, როგორც მისი სამხრეთ კორეელი მოყვასი, ხოლო სამხრეთ კორეელებმა დაანახეს მსოფლიოს ვინ/რას წარმოადგენს ბურიატელი. ჩვენ რას ვშვებით და ვინ ვართ? მაოსა და სოსოს შედარებაში მაო გაცილებით ეშმაკია და ჭკვიანი, ხოლო სტალინი ბუნებით ქართველია (ეს პოლიტიკის გარეშე ფსიქოტიპს ეხება). ნახეთ მაოს შექმნილი ჩინეთი (გუშინდელი კოლონია) და უყურეთ პოსტსაბჭოთა სივრცეს (ჩინეთზე გადაიხსნა ვენები იოსკამ და წააგო პოლიტიკა, რუსეთი არ წავიდა ამაზე(დათმობა არჩია გლობალური სივრცის ფორმირებაში და გათამაშდა პავლე პირველის სცენარი), ხოლო შემდგომ პოლიტიკის გაგება და შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცემ ვერ მოახდინა. ძალიან დიდი თემაა და ზედაპირულად ვეხები). მაოსათვის ყველაფერი შირმაა და ბუტაფორიული ჩინეთის გაგებისა და პოლიტიკის შექმნის გარდა. ძალიან მაგარი ტიპები მართავენ და ქმნიან ამ დროს ჩინეთს. ჩჟო ენლაის რჩევით მაო მისთვის მიუღებელ დენის აბრუნებს პოლიტიკაში და ის ვის წარმოადგენს? მაოს გაგების შემქმნელსა და გამგრძელებელს, რადგან მაომ შექმნა ჩინეთის ადგილი და გაგება გლობალურ პოლიტიკაში. ესაა მთავარი და არა პიარტექნოლოგიები, რომელსაც ხშირად აკადემიური გაგების მოჩვენება აქვს. თუ ის ვენებს გადამხსნელი იყო თავისი კულტურული რევოლუციის აქცენტში, მაშინ დენის არ დააბრუნებდა და არც ამერიკა ჩინეთის ფორმატს შექმნიდა, სადაც პოსტსაბჭოთა სივრცე ჩაჩოჩებულია (ძმა გადაგდებულია და ობიექტი), ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცე სხვა სივრცესთან ერთად შეიძლება საპირწონედ იქნას მოაზრებული გლობალურ კონკურენციაში. ასე, რომ აქ ვფიქრობ, რომ სტალინი დამარცხდა და ეს თრობის შედეგი მგონია. თრობაა საშინელება ადამიანისათვის, ეს მას მოსკოვთან ბრძოლის მოგების შემდგომაც მოუვიდა მას და ხარკოვთან ფრონტის შექმნა და წაგება ამის მიზეზი მგონია (ძალიან ძვირად დაუჯდა ხარკოვთან წაგება ქვეყანას). ასე, რომ კიმ ჩენ ინს ნუ შეხედავთ მარტივად. ეს, რომ ასეა პრეზიდენტ ტრამპმაც გვითხრა. ამაში ის არ ცდებოდა. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის მმართველი და დიქტატორია, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცოტა რამაა ცნობილი. მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჩრდილოეთ კორეაში, როგორია მათი ყოველდღიურობა.

ბოლო პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონგი, რომელსაც ბრიტანული გამოცემა "გარდიანი“ თავისი ძმის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ყველაზე გავლენიან ადამიანს უწოდებს. ის 2018 წელს კიმ ჩენ ინთან ერთად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ამის შემდეგ კი ეტაპობრივად, პოლიტიკური ცხოვრების კუთხით გააქტიურდა.

როგორც "გარდიანი“ წერს, ამბობენ, რომ იო ჯონგი ძმის მთავარი საყრდენია და მისი განუზომელი ნდობით სარგებლობს. კიმ ჩენ ინის იმიჯი სწორედ ამ ქალის ნაშენებია. კიმ იო ჯონგი, არის ქალი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ძმის გადაწყვეტილებებზე.

და-ძმა - კიმ ჩენ ინი და კიმ იო ჯონგი

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, კიმ იო ჯონგის გავლენა და ძალაუფლება კიდევ უფრო იზრდება.

გასულ თვეში ქალმა თავისი პირველი ოფიციალური პოლიტიკური განცხადებები წერილობით გაავრცელა. ერთ-ერთ განცხადებაში მან საჯაროდ შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ წერილისთვის, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა კიმ ჩენ ინს გაუგზავნა და ქვეყნებს შორის ორმხრივი პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას იმედოვნებდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ კიმ იო ჯონგის სახელით პოლიტიკური განცხადებების გამოქვეყნება ხაზს უსვამს მის ცენტრალურ როლს ქვეყნის მართვის კუთხით. აღნიშნულის შესახებ საუბრობს სეულის უნივერსიტეტის ჩრდილოეთ კორეის საკითხების მკვლევართა თქმით, კიმ იო ჯონგის უკანასკნელი ქმედებები ცხადყოფს, რომ კიმ ჩენ ინმა მას უფლება მისცა, ასეთი დონისა და ტონის პოლიტიკური განცხადებები საკუთარი სახელით გამოექვეყნებინა.

"ყოველივე ცხადად აჩვენებს, რომ ის მზად არის თავისი და თავის ალტერ ეგოდ აქციოს“, - ამბობენ მკვლევრები.

“მას აქვს პირდაპირი და ძლიერი გავლენა თავის ძმაზე“, - ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი, ჩრდილოეთ კორეის საკითხების სპეციალისტი, ლეონიდ პეტროვი. მისივე თქმით, ბოლო დროს ქალი დიქტატორ ძმას ეხმარება პოზიტიური იმიჯი შეიქმნას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე.

იო ჯონგი, რომელზეც ფიქრობენ, რომ თავის ძმაზე ოთხი წლით პატარაა (მისი ნამდვილი ასაკი უცნობია), იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში. მისი ფოტო პირველად 2010 წელს იხილეს, როცა ძმასთან ერთად ერთ-ერთ კონფერენციას დაესწრო.

ცნობილია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში შვეიცარიაში, ბერნში სკოლაში თავის ძმასთან ერთად სწავლობდა. რა თქმა უნდა, და-ძმა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და დაცვა გვერდიდან არ შორდებოდათ. ორივემ იცოდა, თუ რა უნდა ეკეთებინათ მომავალში და რისთვის ემზადებოდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, იო ჯონგი კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობდა ჩრდილოეთ კორეაში. ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან მისი და დგას და დის რჩევის გარეშე კიმი ნაბიჯსაც არ დგამს.

"ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ოჯახური საქმეა და არ არის გასაკვირი, რომ ის ყველაზე მეტად თავის დას ენდობა“, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ლიფ ერიკ ესლი.

"მან გამოავლინა რეჟიმის მოდერნიზაციის უნარები და გარკვეულწილად, შეცვალა სახელმწიფო პროპაგანდა. კიმ იო ჯონგს აქვს ნებისმიერ სხვა ჩრდილო კორეელ ჩინოვნიკზე მეტი გავლენა და შეუცვლელი როლი. მისი პოლიტიკური წონა დღითი დღე იზრდება.“ - ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ მიუხედავად დიდი გავლენისა, განათლებისა და ქვეყნის მართვის უნარისა, რომელსაც იო ჯონგი თანდათან ავლენს, ის ვერასდროს დაიკავებს ძმის ადგილს და ვერასდროს გახდება ოფიციალურად ქვეყნის მმართველი, რადგანაც ქალის მმართველობა ჩრდილოეთ კორეაში წარმოუდგენელია.

კიმ იო ჯონგს შეუძლია იყოს მხოლოდ მყარი დასაყრდენი და კულისებიდან მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუმცა ოფიციალურად მმართველის სტატუსი არასდროს ექნება იმის გამო, რომ ქალია.

"AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩეროთ" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

"თუ მშვიდად ძილი უნდათ, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი შეიკავონ" - კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს და რჩევას აძლევს

ჩეჩნეთში "ჯადოქარი ქალები" დააკავეს -  "გრძნეულების“ დევნა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო"