სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება... წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს" - რას წერს CNN საქართველოზე
"ქართული ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება... წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს" - რას წერს CNN საქართველოზე

ერთი შე­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, მაგ­რამ ახლა მას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევს. კვი­რას მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია აღ­დგო­მას ზე­ი­მობს და გავ­ლე­ნი­ა­ნი ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია დიდ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს გეგ­მავს, რაც, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს, - ამის შე­სა­ხებ CNN-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სტა­ტი­ა­ში - "სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იზო­ლა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად აღ­დგო­მას მრევლს უმას­პინ­ძლებს", სა­უ­ბა­რია იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში გა­ა­ტა­რა, ასე­ვე იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და შე­ზღუდ­ვებ­ზე, რაც ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მოს­ცეს და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია მათ მო­წო­დე­ბას არ ემორ­ჩი­ლე­ბა.

"ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ჯან­დაც­ვის სფე­როს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მო­წო­დე­ბას არ ემორ­ჩი­ლე­ბა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ღია რჩე­ბა და ცე­რე­მო­ნი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ეს შე­საძ­ლოა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს... იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა, მან, შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­ზე დიდი რის­კის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნოს. თუკი სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­მოყ­რა მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა, შე­საძ­ლოა, რის­კის ქვეშ დად­გეს,“ - წერს CNN-ი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­სულ კვი­რას ქვე­ყა­ნა­ში ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ნიშ­ნა და ტაძ­რებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბე­ბი მთავ­რო­ბის მიერ 30 მარტს გა­მო­ცე­მუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვით ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც სამ პირ­ზე მე­ტის შეკ­რე­ბის აკ­რძალ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტა­ტი­ა­ში ზი­ა­რე­ბის რი­ტუ­ალ­ზეც არის სა­უ­ბა­რი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეკ­ლე­სი­ე­ბი ამ რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარს არ ამ­ბო­ბენ.

"ხში­რად კოვ­ზი არც კი ირე­ცხე­ბა ზი­ა­რე­ბის დროს გა­მო­ყე­ნე­ბა­თა შო­რის"", - გა­ნუ­ცხა­და CNN-ს „სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის“ პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა სა­ლო­მე კან­დე­ლაკ­მა.

გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და­ჟი­ნე­ბუ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იმ ფონ­ზე, რაც სხვა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

„რუ­სულ­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ მრევლს სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­უ­წო­და. ბერ­ძნულ­მა ეკ­ლე­სი­ამ კი წირ­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა 16 მარ­ტამ­დე გა­და­დო,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 111 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
255

Თქვენ Თუ ემორᲩილებიᲗ იმიტომ გყავᲗ მილიონობიᲗ მიცვალებულები ᲦმერᲗმა უᲨველოს სამყაროს 

jiji
126

თქვენ თავს მიხედეთ,ურწმუნო რომ ხართ იმიტომ წყდება ამერიკა და მას მიყვება ინგლისი სხვებიც,ყველას გირჩევთ მთავრობას ელჩეფს თუ სხვებს ზღვარს არ გადახვიდეთ,მოზომეთ საუბრის ტონი ეკლესიისადმი და საპატრიარქოსადმი,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ქართული ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება... წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს" - რას წერს CNN საქართველოზე

"ქართული ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება... წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს" - რას წერს CNN საქართველოზე

ერთი შეხედვით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კვირას მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიაში - "საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია იზოლაციის მიუხედავად აღდგომას მრევლს უმასპინძლებს", საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაატარა, ასევე იმ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე, რაც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა გამოსცეს და აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მათ მოწოდებას არ ემორჩილება.

"ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების მოწოდებას არ ემორჩილება. ქვეყნის მასშტაბით ღია რჩება და ცერემონიების ჩატარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების თქმით, ეს შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს... იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, მან, შესაძლოა, ქვეყანა ყველაზე დიდი რისკის წინაშე დააყენოს. თუკი სააღდგომო დღესასწაულებზე ბევრი ადამიანის თავმოყრა მოხდება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაფიქსირებული წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს,“ - წერს CNN-ი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ბზობის დღესასწაული აღინიშნა და ტაძრებში ჩატარებული ღვთისმსახურებები მთავრობის მიერ 30 მარტს გამოცემული განკარგულების აშკარა დარღვევით ჩატარდა, რომელიც სამ პირზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს.

სტატიაში ზიარების რიტუალზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიები ამ რიტუალის ჩატარებაზე უარს არ ამბობენ.

"ხშირად კოვზი არც კი ირეცხება ზიარების დროს გამოყენებათა შორის"", - განუცხადა CNN-ს „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორმა სალომე კანდელაკმა.

გავლენიანი მედიასაშუალება იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის დაჟინებულობა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, რაც სხვა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა განახორციელეს.

„რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მრევლს სახლში დარჩენისკენ ოფიციალურად მოუწოდა. ბერძნულმა ეკლესიამ კი წირვების ჩატარება 16 მარტამდე გადადო,“ - აღნიშნულია სტატიაში.

"ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე..." - ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქალის მეუღლე პირველად შეხვდა შვილებს

როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა