სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?
"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"გინ­და სიმ­სივ­ნეს უმ­კურ­ნა­ლო? გინ­და პენ­სი­ის ასა­ღე­ბად გა­გიშ­ვა? ან სა­ა­ხალ­წლოდ პური გქონ­დეს მა­გი­და­ზე? - სთხო­ვე გა­ხა­რი­ას, პირ­და­პირ ასე მოგ­ვი­წო­დებ­და დარ­ბაზ­ში მყო­ფებს. ჩა­კე­ტი­ლი გზის გამო არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­ჩერ­და.

გა­სულ კვი­რას ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ორი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ცხინ­ვა­ლის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი მათი თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვას არ იძ­ლე­ვა, რად­გან "ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ზღვრის ჩა­კეტვის შემ­დეგ, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა და მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის­თვი­საც არ ხსნის".

ამის შე­სა­ხებ მუ­რატ გუ­კე­მუ­ხო­ვი, Эхо Кавказа-ს ჟურ­ნა­ლის­ტი იუ­წყე­ბა.

"ორი კვი­რის წინ, ად­გი­ლობ­რი­ვი 65 წლის ზაურ ჩი­ტიშ­ვი­ლი უეც­რად შე­უძ­ლოდ გახ­და... ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას ღე­ბი­ნე­ბა და დი­ა­რეა ჰქონ­და. ორ­ჯერ გა­მო­ი­ძა­ხა რა­ი­ო­ნის სას­წრა­ფო და­ხამ­რე­ბის ბრი­გა­და, თუმ­ცა, მათ მხო­ლოდ ანალ­გი­ნი და დი­მედ­რო­ლი შეს­თა­ვა­ზეს. სამი დღის შემ­დეგ, მას წნე­ვა და­უ­ვარ­და და ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. სა­ბო­ლო­ოდ, ჩი­ტიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბის დი­აგ­ნო­ზით, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით", - წერს გა­მო­ცე­მა.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, ასე­თი მძი­მე შე­დე­გის მი­ზე­ზი ის არის, რომ რა­ი­ო­ნის “ად­მი­ნის­ტრა­ცია” 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დი სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ის მი­ხედ­ვით ირ­ჩევ­და და ნიშ­ნავ­და ექი­მებს ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

"კარ­გი ექი­მე­ბი გა­ყა­რეს და თა­ვი­სუ­ფალ ვა­კან­სი­ებ­ზე თა­ვი­სი ხალ­ხი მო­იყ­ვა­ნეს... ჰოდა, შე­დე­გიც მი­ვი­ღეთ, ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სო­ბის­კენ წა­ვი­და. ჩვე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო ბუ­ტა­ფო­რი­აა.

სა­მარ­ცხვი­ნო და სა­სა­ცი­ლო ის­ტო­რი­ე­ბი გვაქვს ექი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, ისი­ნი სიმპტო­მე­ბის მი­ხედ­ვით დი­აგ­ნო­ზის დას­მას "გუ­გლ­ში" მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ცდი­ლო­ბენ... ასე­თი ექი­მე­ბის ხელ­ში რო­გორ ვიქ­ნე­ბით, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არას­დროს მკურ­ნა­ლობს, რად­გან მათ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა რუ­სეთ­ში წა­ვიდ­ნენ..." - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცხინ­ვა­ლი­დან გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის ან მათ­თვის რჩე­ვის კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ აქვთ.

"გა­სულ კვი­რას ორი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მხო­ლოდ და­სა­წყი­სია... გა­სულ წელს, მას შემ­დეგ, რაც სა­ზღვა­რი ჩა­კე­ტეს, 10 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ძი­რი­თა­დად, ინ­სულ­ტით, მაგ­რამ ახლა COVID-19-ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში, რა­ი­ო­ნის ორ მა­ცხოვ­რე­ბელს, ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა...

ერთს სიმ­სივ­ნე აქვს და ქი­მი­ო­თე­რა­პია სჭირ­დე­ბა, მე­ო­რეს კი, გუ­ლის ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა და ორი­ვე მათ­გა­ნის დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ თბი­ლის­ში შე­უძ­ლი­ათ... ასე­თი­ვე ოპე­რა­ცია ერთ-ერთი რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ის უფ­როსს დას­ჭირ­და, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში "წი­თე­ლი ჯვრის" დახ­მა­რე­ბით ჩა­ვი­და. სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია არ სჭირ­დე­ბო­და, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­შიც შე­ეძ­ლო წას­ლა, მაგ­რამ თბი­ლი­სი არ­ჩია..." - ამ­ბობს ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტი.

თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის ცნო­ბით, წნე­ლი­სის პრობ­ლე­მის გამო მე­ცხრე თვეა მძევ­ლე­ბი არი­ან და ეს ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა მა­შინ გა­ა­გე­ბი­ნა, რო­დე­საც მის­გან და მო­ხუ­ცე­ბის­გან სა­ჯა­როდ მო­ი­თხო­ვა - გზის გახ­სნის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ.

"გინ­და სიმ­სივ­ნეს უმ­კურ­ნა­ლო? გინ­და პენ­სი­ის ასა­ღე­ბად გა­გიშ­ვა? ან სა­ა­ხალ­წლოდ პური გქონ­დეს მა­გი­და­ზე? - სთხო­ვე გა­ხა­რი­ას, პირ­და­პირ ასე მოგ­ვი­წო­დებ­და დარ­ბაზ­ში მყო­ფებს. ჩა­კე­ტი­ლი გზის გამო არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­ჩერ­და, არა­ერ­თი მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სახ­ლში მკურ­ნა­ლობს... ბი­ბი­ლო­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჯი­ნა­ზე თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად, ჩემი რა­ი­ო­ნე­ლე­ბის მკვლე­ლად იქცა, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შაბ­ლო­ნურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს "ახალ­გორ­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე". ის ფიქ­რობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გულ­წრფე­ლად შეს­ტკი­ვა ჩვენ­ზე გული და პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა ჩვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბით და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბით შე­უძ­ლია", - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც.

“რა­ტომ ვხო­ცავთ ამ ხალ­ხს, ხომ ფაქ­ტია, რომ ჩვენ ვერ ვა­ხერ­ხებთ მათ­თვის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას? თუ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა აქვთ, გა­ვუშ­ვათ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­კურ­ნა­ლოდ და ბოლო-ბოლო პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ უკან. ასე თითო-თი­თოდ რო­დის და­ი­ხო­ცე­ბი­ან, იმას ვუ­ყუ­როთ?" - წერს ერთ-ერთი ოსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

სხვე­ბის თქმით, რე­გი­ონ­ში უკვე არის ვირუ­სი და ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ, კეკ­ლუ­ცობს და თავს იტყუ­ებს, რად­გან მის გა­მო­სავ­ლე­ნად ცხინ­ვალ­ში შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რია არ არ­სე­ბობს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
50

ეროვნულ განმათავისუფლებელი ( დამღუპველი) მთავრობის თამადობით დღევანდელი მთავრობით დამთავრებული თქვენი დედა...... საქართველოს გაპარტახებისათვის და მათხოვრებად ქცევისათვის, ბოდიში მაინც მოიხადეთ რომელიმემ, უკაცრავად ეს რუსეთის სპეცსამსახურების დამსახურებაა და თქვენ რა შუაში ხართ ძიძგნეთ საბრალო საქართველო

კატო
7

ახლა კარგად წაიკითხეთ რასაც ვწერ. ბევრ კლინიკაში წევს ოსი პაციენტი რომელსაც თავს ევლება ჯანდაცვის სამინისტრო და ცივ ნიავს არავინ აკარებთ. მომსახურება აქვთ ულიმიტო. ვიმეორებ ოს პაციენტებს.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"გინდა სიმსივნეს უმკურნალო? გინდა პენსიის ასაღებად გაგიშვა? ან საახალწლოდ პური გქონდეს მაგიდაზე? - სთხოვე გახარიას, პირდაპირ ასე მოგვიწოდებდა დარბაზში მყოფებს. ჩაკეტილი გზის გამო არაერთი ადამიანის სიცოცხლე გაჩერდა.

გასულ კვირას ახალგორის საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა კი მათი თბილისში გადაყვანის ნებართვას არ იძლევა, რადგან "ბიბილოვის ხელისუფლება, საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, მას განსაკუთრებული შემთხვევებისა და მძიმე ავადმყოფებისთვისაც არ ხსნის".

ამის შესახებ მურატ გუკემუხოვი, Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი იუწყება.

"ორი კვირის წინ, ადგილობრივი 65 წლის ზაურ ჩიტიშვილი უეცრად შეუძლოდ გახდა... ორი კვირის განმავლობაში, მას ღებინება და დიარეა ჰქონდა. ორჯერ გამოიძახა რაიონის სასწრაფო დახამრების ბრიგადა, თუმცა, მათ მხოლოდ ანალგინი და დიმედროლი შესთავაზეს. სამი დღის შემდეგ, მას წნევა დაუვარდა და ოჯახის წევრებმა, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს. საბოლოოდ, ჩიტიშვილი გარდაიცვალა, ადგილობრივი ექიმების დიაგნოზით, გულის უკმარისობით", - წერს გამოცემა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, ასეთი მძიმე შედეგის მიზეზი ის არის, რომ რაიონის “ადმინისტრაცია” 5 წლის განმავლობაში პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით ირჩევდა და ნიშნავდა ექიმებს ადგილობრივ საავადმყოფოში.

"კარგი ექიმები გაყარეს და თავისუფალ ვაკანსიებზე თავისი ხალხი მოიყვანეს... ჰოდა, შედეგიც მივიღეთ, ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ჩვენი საავადმყოფო ბუტაფორიაა.

სამარცხვინო და სასაცილო ისტორიები გვაქვს ექიმებთან დაკავშირებით, მაგალითად, ისინი სიმპტომების მიხედვით დიაგნოზის დასმას "გუგლში" მოძიებული ინფორმაციით ცდილობენ... ასეთი ექიმების ხელში როგორ ვიქნებით, ადვილი წარმოსადგენია. ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა ადგილობრივ საავადმყოფოში არასდროს მკურნალობს, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა რუსეთში წავიდნენ..." - ამბობს მეარაყიშვილი და დასძენს, რომ გამოუვალ სიტუაციაში ცხინვალიდან გამოცდილი ექიმების გამოძახების ან მათთვის რჩევის კითხვის შესაძლებლობაც არ აქვთ.

"გასულ კვირას ორი ადამიანის გარდაცვალება მხოლოდ დასაწყისია... გასულ წელს, მას შემდეგ, რაც საზღვარი ჩაკეტეს, 10 ადამიანი გარდაიცვალა, ძირითადად, ინსულტით, მაგრამ ახლა COVID-19-ის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში, რაიონის ორ მაცხოვრებელს, ასაკოვან ადამიანებს სჭირდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება...

ერთს სიმსივნე აქვს და ქიმიოთერაპია სჭირდება, მეორეს კი, გულის ოპერაცია სჭირდება და ორივე მათგანის დახმარება მხოლოდ თბილისში შეუძლიათ... ასეთივე ოპერაცია ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსს დასჭირდა, რომელიც თბილისში "წითელი ჯვრის" დახმარებით ჩავიდა. სასწრაფო ოპერაცია არ სჭირდებოდა, ჩრდილოეთ ოსეთშიც შეეძლო წასლა, მაგრამ თბილისი არჩია..." - ამბობს ახალგორელი აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილის ცნობით, წნელისის პრობლემის გამო მეცხრე თვეა მძევლები არიან და ეს ანატოლი ბიბილოვმა მაშინ გააგებინა, როდესაც მისგან და მოხუცებისგან საჯაროდ მოითხოვა - გზის გახსნის ნაცვლად საქართველოს პრემიერ-მინისტრს დალაპარაკებოდნენ.

"გინდა სიმსივნეს უმკურნალო? გინდა პენსიის ასაღებად გაგიშვა? ან საახალწლოდ პური გქონდეს მაგიდაზე? - სთხოვე გახარიას, პირდაპირ ასე მოგვიწოდებდა დარბაზში მყოფებს. ჩაკეტილი გზის გამო არაერთი ადამიანის სიცოცხლე გაჩერდა, არაერთი მძიმედ დაავადებული ადამიანი სახლში მკურნალობს... ბიბილოვი, საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე თავისდაუნებურად, ჩემი რაიონელების მკვლელად იქცა, რადგან ხელისუფლება შაბლონურ განცხადებებს აკეთებს "ახალგორში მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე". ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებას გულწრფელად შესტკივა ჩვენზე გული და პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ჩვენი გამოყენებით და მანიპულირებით შეუძლია", - ამბობს მეარაყიშვილი.

ახალგორის მოსახლეობის მიმართ ე.წ. ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას აკრიტიკებს ადგილობრივი მოსახლეობაც.

“რატომ ვხოცავთ ამ ხალხს, ხომ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას? თუ ამის აუცილებლობა აქვთ, გავუშვათ ეს ადამიანები სამკურნალოდ და ბოლო-ბოლო პანდემიის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან. ასე თითო-თითოდ როდის დაიხოცებიან, იმას ვუყუროთ?" - წერს ერთ-ერთი ოსი ინტერნეტმომხმარებელი.

სხვების თქმით, რეგიონში უკვე არის ვირუსი და ბიბილოვის ხელისუფლება უბრალოდ, კეკლუცობს და თავს იტყუებს, რადგან მის გამოსავლენად ცხინვალში შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს.

"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

"23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან..." - რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის დედა

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი