კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება
სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება

იმე­რეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­აღ­დგო­მო პე­რი­ოდ­ში ქუ­თა­ის­სა და ზეს­ტა­ფონ­ში სა­საფ­ლა­ო­ე­ბი და­ი­კე­ტე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. რო­გორც შა­ლამ­ბე­რი­ძე გან­მარ­ტავს, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ დღე­ებ­ში ჩა­ი­კე­ტე­ბა სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ეს შე­ზღუდ­ვა 3 დღეს გაგ­რძელ­დე­ბა.

„დიდი ქა­ლა­ქე­ბის - ქუ­თა­ი­სის და ზეს­ტა­ფო­ნის - სა­საფ­ლა­ო­ე­ბი სა­აღ­დგო­მო პე­რი­ოდ­ში და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. სა­საფ­ლა­ო­ე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა და­კე­ტი­ლი. ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ გვაქვს, ეს იქ­ნე­ბა - კვი­რას, ორ­შა­ბათს, სამ­შა­ბათს თუ შა­ბათს, კვი­რას და ორ­შა­ბათს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია იმის გამო, რომ სა­აღ­დგო­მოდ ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა არ მოხ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე ბევ­რი ხალ­ხი გა­დის და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დიდი რის­კია“, - გა­ნა­ცხა­და შა­ლამ­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ი­დან სამ სხვა დიდ ქა­ლაქთან ერ­თად, ქუ­თა­ი­სიც ჩა­ი­კე­ტე­ბა.

„ქუ­თა­ის­ში შე­სას­ვლელ-გა­სას­ვლე­ლებს მთლი­ა­ნად ვკე­ტავთ. აქამ­დე ბლოკ-პოს­ტე­ბი იყო და მხო­ლოდ შე­მოწ­მე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დით, ახლა კი მთლი­ა­ნად და­ი­ხუ­რე­ბა და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­დან მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი შევ­ლენ, ვინც ქუ­თა­ის­შია ჩა­წე­რი­ლი და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. შეს­ვლას შეძ­ლე­ბენ გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­შიც და ასე­ვე, ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რო­მელ­თა მუ­შა­ო­ბაც სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ქა­ლა­ქის და­ხურ­ვის შე­ზღუდ­ვე­ბი დღე­ი­დან 10 დღეს გაგ­რძელ­დე­ბა. ქა­ლა­ქის შიგ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ი­ზღუ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შა­ლამ­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმე­რე­თის მხა­რე­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი შე­ე­მა­ტა.

„წუ­ხან­დელ­მა ღა­მემ ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა დაგ­ვე­მა­ტა, ისიც სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნი­დან, მისი ის­ტო­რია სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს შა­ლამ­ბე­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმერელი
2

დანარჩენ რაიონებმა რა დააშავეს ? საჩხერე , ჭიათურა,ხარაგალი. წყალტუბო,თერჯოლა, ბაღდათი.

vaxo
29

ეგრე რა თქვე კაი ხალხო, დაკეტეთ რაა !!! ქუთაისში სასაფლაოსთან ახლოს ვცხოვრობ. ყოველ ღამე გადმოდიან მკვდრები და ჩვენს უბანში ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენც ხალხი ვართ, გვეშინია...

ავტორი:

სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება

სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. აღნიშნულის შესახებ ზვიად შალამბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. როგორც შალამბერიძე განმარტავს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეზღუდვა 3 დღეს გაგრძელდება.

„დიდი ქალაქების - ქუთაისის და ზესტაფონის - სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება - კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია“, - განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, დღეიდან სამ სხვა დიდ ქალაქთან ერთად, ქუთაისიც ჩაიკეტება.

„ქუთაისში შესასვლელ-გასასვლელებს მთლიანად ვკეტავთ. აქამდე ბლოკ-პოსტები იყო და მხოლოდ შემოწმებით შემოვიფარგლებოდით, ახლა კი მთლიანად დაიხურება და ფიზიკური პირებიდან მხოლოდ ის ადამიანები შევლენ, ვინც ქუთაისშია ჩაწერილი და რეგისტრირებული. შესვლას შეძლებენ გადაუდებელ შემთხვევებშიც და ასევე, ის ადამიანებიც, რომელთა მუშაობაც საგანგებო რეჟიმში სასიცოცხლოდ აუცილებელია. ქალაქის დახურვის შეზღუდვები დღეიდან 10 დღეს გაგრძელდება. ქალაქის შიგნით გადაადგილება არ შეიზღუდება“, - განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე განმარტებით, იმერეთის მხარეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ ერთი ადამიანი შეემატა.

„წუხანდელმა ღამემ ნორმალურად ჩაიარა, ერთადერთი შემთხვევა დაგვემატა, ისიც საკარანტინე ზონიდან, მისი ისტორია საზღვარგარეთ მოგზაურობასთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს შალამბერიძე.

რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგია

"უფალი განსჯის" - პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე

"მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამის თქმა... არ წახვიდეთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლებში" - ამირან გამყრელიძე