სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონა უნდა მჭირდეს რომ მომაქციონ ყურადღება, თუ უნდა ვკვდებოდე?" - რას წერს ორსული, რომელმაც "კომენდანტის საათის" გამო, წამლის ყიდვა ვერ შეძლო
"კორონა უნდა მჭირდეს რომ მომაქციონ ყურადღება, თუ უნდა ვკვდებოდე?" - რას წერს ორსული, რომელმაც "კომენდანტის საათის" გამო, წამლის ყიდვა ვერ შეძლო

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანუ­კი კა­პა­ნა­ძე იმ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც ე.წ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გამო შე­ექ­მნა და პრობ­ლე­მა ვერც ერ­თმა უწყე­ბამ ვერ მო­უგ­ვა­რა. ახალ­გაზ­რდა ქალი "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჯგუფ­ში" წერს, რომ ორ­სუ­ლა­დაა და 9 სა­ა­თის შემ­დეგ აფ­თი­აქ­ში წამ­ლის სა­ყიდ­ლად გას­ვლა ვერ შეძ­ლო, რის გა­მოც მთე­ლი ღამე მო­უხ­და ტკი­ვი­ლის ატა­ნა.

"რაც მე ამ სა­ღა­მოს შე­მემ­თხვა სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­საც ვე­ღარ და­ვარ­ქმევ... ვარ 11 კვი­რის ორ­სუ­ლი და შე­მა­წუ­ხა ტკი­ვილ­მა, ვი­ნა­ი­დან და რად­გა­ნაც ვი­ცით რომ ორ­სუ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა წა­მა­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, და­ვუ­რე­კე ჩემ ექიმს და მი­თხრა წამ­ლის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც უნდა და­მე­ლია. გა­ვუშ­ვი ჩემი მე­უღ­ლე აფ­თი­აქ­ში და მო­ვა­ტა­ნი­ნე წა­მა­ლი, დავ­ლიე და თით­ქოს და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი შე­ღა­ვა­თი მომ­ცა, მაგ­რამ ისევ თა­ვი­დან და­ი­წყო ტკი­ვი­ლე­ბი.

და­ვუ­რე­კე ისევ ჩემს ექიმს, მი­თხრა სხვა წამ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა. გავ­ხე­დე სა­ათს და 10 არის უკვე და­წყე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, შენი ნე­ბით გა­რეთ ვერ გახ­ვალ, რად­გან კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს და პატ­რულ­მა თუ და­გი­ნა­ხა, არ აინ­ტე­რე­სებს რა­ტომ ხარ გა­რეთ, 3000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა უკვე ხელ­ში გაქვს!

გა­დავ­წყვი­ტე და­მე­რე­კა 144-ზე. ავუხ­სე­ნი რომ მჭირ­დე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი წამ­ლე­ბი და იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად მო­ხერ­ხდეს, რომ აფ­თი­ა­ქამ­დე მი­ვი­დეთთ­ქო. პა­სუ­ხი გამ­ცეს - იცით რა, თუ რა­ი­მე გა­წუ­ხებ­დათ ამ­დე­ნი ხანი სად იყა­ვით. ვუ­თხა­რი. რომ ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი მა­ნამ­დეც. ვი­ყი­დე წა­მა­ლი. მაგ­რამ მან არ მიშ­ვე­ლა და ახლა სხვა წა­მა­ლი მჭირ­დე­ბო­და. გა­და­მა­მი­სა­მარ­თეს 112-ში, მა­თაც თა­ვი­დან ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და პა­სუ­ხი გამ­ცეს შემ­დეგ­ნა­ი­რი - იცით რა, ჩვენ კი მო­ვალთ, მაგ­რამ ორ­სულს რა წა­მა­ლიც ჭირ­დე­ბა, ის არ გაგ­ვაჩ­ნია და კლი­ნი­კა­ში რომ გა­და­გიყ­ვა­ნოთ არ გინ­და­თო?! ისევ მშვი­დად ვუხ­სნი, რომ კლი­ნი­კა­ში და­წო­ლა არ მჭირ­დე­ბა მე­სა­ჭი­რო­ე­ბა უბ­რა­ლოდ, კონ­კრე­ტუ­ლი წა­მა­ლი, რა­ზეც მპა­სუ­ხო­ბენ რომ არ აქვთ.

მი­თხრეს რომ პატ­რულ­ში და­მე­რე­კა და იქ­ნებ ისი­ნი დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ. ვცა­დე პატ­რულ­თან და­რეკ­ვაც, ისევ თა­ვი­დან ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ მა­თაც იგი­ვე პა­სუ­ხი გამ­ცეს, რომ ვერც ჩვენ გა­დაყ­ვა­ნას უზ­რულ­ველ­ყო­ფენ აფ­თი­ა­ქამ­დე და ვერც თვი­თონ მო­ა­ხერ­ხე­ბენ მო­ტა­ნას. მა­თაც ისევ გა­და­მა­მი­სა­მარ­თეს 144-ში, ისევ თა­ვი­დან დავ­რე­კე, უკვე გაბ­რა­ზე­ბულ­მა და ახ­სნა ვთხო­ვე - თუ ორ­სულს ვერ მეხ­მა­რე­ბით და აფ­თი­ა­ქამ­დე მის­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ რომ სა­ჭი­რო წა­მა­ლი ვი­ყი­დო, მა­შინ ღია რა­ტომ არის აფ­თი­ა­ქე­ბით­ქო? ამა­ზე პა­სუ­ხი ვერ გამ­ცეს...

და­ჟი­ნე­ბით მი­მე­ო­რე­ბენ, თუ გინ­დათ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, და­უ­რე­კეთ სას­წრა­ფო­სო, სას­წრა­ფო მე­უბ­ნე­ბა, რომ ორ­სუ­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სი წამ­ლე­ბი არ გა­აჩ­ნია და დავრე­კო პატ­რულ­ში, პატ­რუ­ლი მე­უბ­ნე­ბა, ვერ გა­და­გიყ­ვანთ აფ­თი­ა­ქამ­დე, მე­ტიც თუ გა­რეთ შეგ­ნიშ­ნეს 3000-ლა­რი­ან ჯა­რი­მას და­გი­წე­რე­ნო! უბ­რა­ლოდ მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს - კო­რო­ნა უნდა მჭირ­დეს რომ მო­მაქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა? თუ უნდა ვკვდე­ბო­დე მა­ინ­და­მა­ინც?

რომ იტყვი ამ ქვე­ყა­ნას პატ­რო­ნი არ ყავ­სო და აქ ცხოვ­რე­ბა არ მინ­დაო, ვი­ღაც შე­გე­და­ვე­ბა - რო­გორ ბე­დავ მაგ სი­ტყვე­ბის თქმა­სო. აბა სხვა რა უნდა ვთქვა და რა უნდა ვუ­წო­დო ამათ საქ­ცი­ელს?! 144-ის ფუნ­ქცი­ას ვერ მივ­ხვდი - თუ მა­ინც სხვა­გან გა­მი­სა­მარ­თებს, რა აზრი აქვს მათ­თან და­რეკ­ვას ან სა­ერ­თოდ რის­თვი­საა შექ­მნი­ლი ეს ცხე­ლი ხაზი??" - წერს ორ­სუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი ძა­ლა­ში 31 მარ­ტი­დან შე­ვი­და. ამ პე­რი­ოდ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ღა­მოს 21:00 სა­ა­თი­დან, დი­ლის 06:00 სა­თამ­დე სახ­ლი­დან გას­ვლა ეკ­რძა­ლე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმიტრი გიქანავა
28

ამდენ უსაქმურს და ტყუილად თემის გამომგონებელს რა დალევს ამ საქართველოში.

დათო
34

ძაან პროვოკატორია ნაციონალი იქნება ეს უეჭველი ვინმე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"კორონა უნდა მჭირდეს რომ მომაქციონ ყურადღება, თუ უნდა ვკვდებოდე?" - რას წერს ორსული, რომელმაც "კომენდანტის საათის" გამო, წამლის ყიდვა ვერ შეძლო

"კორონა უნდა მჭირდეს რომ მომაქციონ ყურადღება, თუ უნდა ვკვდებოდე?" - რას წერს ორსული, რომელმაც "კომენდანტის საათის" გამო, წამლის ყიდვა ვერ შეძლო

ინტერნეტმომხმარებელი ანუკი კაპანაძე იმ პრობლემის შესახებ წერს, რომელიც ე.წ კომენდანტის საათის გამო შეექმნა და პრობლემა ვერც ერთმა უწყებამ ვერ მოუგვარა. ახალგაზრდა ქალი "სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში" წერს, რომ ორსულადაა და 9 საათის შემდეგ აფთიაქში წამლის საყიდლად გასვლა ვერ შეძლო, რის გამოც მთელი ღამე მოუხდა ტკივილის ატანა.

"რაც მე ამ საღამოს შემემთხვა სასოწარკვეთილებასაც ვეღარ დავარქმევ... ვარ 11 კვირის ორსული და შემაწუხა ტკივილმა, ვინაიდან და რადგანაც ვიცით რომ ორსულებისთვის ყველა წამალი არ შეიძლება, დავურეკე ჩემ ექიმს და მითხრა წამლის სახელი, რომელიც უნდა დამელია. გავუშვი ჩემი მეუღლე აფთიაქში და მოვატანინე წამალი, დავლიე და თითქოს და ნახევარი საათი შეღავათი მომცა, მაგრამ ისევ თავიდან დაიწყო ტკივილები.

დავურეკე ისევ ჩემს ექიმს, მითხრა სხვა წამლის დასახელება. გავხედე საათს და 10 არის უკვე დაწყებული, რა თქმა უნდა, შენი ნებით გარეთ ვერ გახვალ, რადგან კომენდანტის საათი მოქმედებს და პატრულმა თუ დაგინახა, არ აინტერესებს რატომ ხარ გარეთ, 3000 ლარიანი ჯარიმა უკვე ხელში გაქვს!

გადავწყვიტე დამერეკა 144-ზე. ავუხსენი რომ მჭირდებოდა კონკრეტული წამლები და იქნებ რამენაირად მოხერხდეს, რომ აფთიაქამდე მივიდეთთქო. პასუხი გამცეს - იცით რა, თუ რაიმე გაწუხებდათ ამდენი ხანი სად იყავით. ვუთხარი. რომ ვიყავი გასული მანამდეც. ვიყიდე წამალი. მაგრამ მან არ მიშველა და ახლა სხვა წამალი მჭირდებოდა. გადამამისამართეს 112-ში, მათაც თავიდან ავუხსენი ყველაფერი და პასუხი გამცეს შემდეგნაირი - იცით რა, ჩვენ კი მოვალთ, მაგრამ ორსულს რა წამალიც ჭირდება, ის არ გაგვაჩნია და კლინიკაში რომ გადაგიყვანოთ არ გინდათო?! ისევ მშვიდად ვუხსნი, რომ კლინიკაში დაწოლა არ მჭირდება მესაჭიროება უბრალოდ, კონკრეტული წამალი, რაზეც მპასუხობენ რომ არ აქვთ.

მითხრეს რომ პატრულში დამერეკა და იქნებ ისინი დამხმარებოდნენ. ვცადე პატრულთან დარეკვაც, ისევ თავიდან ავუხსენი მდგომარეობა, მაგრამ მათაც იგივე პასუხი გამცეს, რომ ვერც ჩვენ გადაყვანას უზრულველყოფენ აფთიაქამდე და ვერც თვითონ მოახერხებენ მოტანას. მათაც ისევ გადამამისამართეს 144-ში, ისევ თავიდან დავრეკე, უკვე გაბრაზებულმა და ახსნა ვთხოვე - თუ ორსულს ვერ მეხმარებით და აფთიაქამდე მისვლას ვერ ვახერხებ რომ საჭირო წამალი ვიყიდო, მაშინ ღია რატომ არის აფთიაქებითქო? ამაზე პასუხი ვერ გამცეს...

დაჟინებით მიმეორებენ, თუ გინდათ პირველადი დახმარება, დაურეკეთ სასწრაფოსო, სასწრაფო მეუბნება, რომ ორსულისთვის შესაბამისი წამლები არ გააჩნია და დავრეკო პატრულში, პატრული მეუბნება, ვერ გადაგიყვანთ აფთიაქამდე, მეტიც თუ გარეთ შეგნიშნეს 3000-ლარიან ჯარიმას დაგიწერენო! უბრალოდ მართლა მაინტერესებს - კორონა უნდა მჭირდეს რომ მომაქციონ ყურადღება? თუ უნდა ვკვდებოდე მაინდამაინც?

რომ იტყვი ამ ქვეყანას პატრონი არ ყავსო და აქ ცხოვრება არ მინდაო, ვიღაც შეგედავება - როგორ ბედავ მაგ სიტყვების თქმასო. აბა სხვა რა უნდა ვთქვა და რა უნდა ვუწოდო ამათ საქციელს?! 144-ის ფუნქციას ვერ მივხვდი - თუ მაინც სხვაგან გამისამართებს, რა აზრი აქვს მათთან დარეკვას ან საერთოდ რისთვისაა შექმნილი ეს ცხელი ხაზი??" - წერს ორსული.

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში 31 მარტიდან შევიდა. ამ პერიოდში მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან, დილის 06:00 სათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა

"ეს იაკობ ადაძეა - მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან, პანდემიამ სახლში გამოკეტა და როცა ცეკვა მოწყურდება, ასე მართავს რეპეტიციას"

ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა