კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს, ზაფხულს რომ უპრობლემოდ შევხვდეთ – ექიმის რჩევები
როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს, ზაფხულს რომ უპრობლემოდ შევხვდეთ – ექიმის რჩევები

ფრჩხი­ლის სოკო ერთ–ერთი იმ პრობ­ლე­მა­თა­გა­ნია, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ერ ზა­ფხულ­საც კი მი­ა­ყე­ნოს ჩრდი­ლი. ეს და­ა­ვა­დე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იჩენს თავს, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზა­ფხულ­ში ხდე­ბა. ონი­ქო­მი­კო­ზით ანუ ფრჩხი­ლის სო­კო­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი მა­ღა­ლია სა­ცუ­რაო აუ­ზებ­ზე, სპორტდარ­ბა­ზებ­ში, პლაჟ­ზე, სა­უ­ნა­ში, აბა­ნო­სა და ზო­გა­დად, იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რაა და შიშ­ვე­ლი ფე­ხით მოძ­რა­ობთ.

ფრჩხი­ლის სო­კოს მკურ­ნა­ლო­ბა­სა და პრე­ვენ­ცი­ა­ზე დე­ტა­ლუ­რად კა­ნი­სა და ვენ­სნე­უ­ლე­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი-კონ­სულ­ტან­ტი სა­მეც­ნი­ე­რო-სას­წავ­ლო დარ­გში, პრო­ფე­სო­რი თინა ქი­ტუ­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გორ ჩნდე­ბა ფრჩხი­ლის სოკო?

ონი­ქო­მი­კო­ზი მოზ­რდი­ლებ­ში ფრჩხი­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. მისი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის კან­სა და ფრჩხილ­ზე სოკო-პა­რა­ზი­ტის არ­სე­ბო­ბას­თან ერ­თად, ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბი­ცაა სა­ჭი­რო: ტერ­ფის ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბა, ნეს­ტი­ან გა­რე­მო­ში დიდ­ხანს ყოფ­ნა, და­ხუ­რუ­ლი და მჭიდ­რო ფეხ­საც­მლის ტა­რე­ბა, ტრავ­მა­ტი­ზა­ცია, ზო­გი­ერ­თი ში­ნა­გა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, იმუ­ნო­სუპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და სხვა.

რო­გო­რია ონი­ქო­მი­კო­ზის სიმპტო­მე­ბი?

ამ და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­მომ­წვე­ვი სო­კოს სა­ხე­ო­ბა­ზე. იგი ძი­რი­თა­დად გა­ს­ქე­ლე­ბუ­ლი, გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი და გა­ფხვი­ე­რე­ბუ­ლი ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ნორ­მა­ლუ­რი სის­ქის, ან გა­თხე­ლე­ბუ­ლი და დაშ­ლი­ლი ფირ­ფი­ტაც იყოს, ყვი­თე­ლი, შავი ან თეთ­რი ფე­რით.

რო­გორ ხდე­ბა ფრჩხი­ლის სო­კოს მკურ­ნა­ლო­ბა?

ონი­ქო­მი­კო­ზის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი და სის­ტე­მუ­რი ან­ტი­მი­კო­ზუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით დღეს სრუ­ლი­ად დაძ­ლე­უ­ლია ონი­ქო­მი­კო­ზის პრობ­ლე­მა.

კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ად­გი­ლობ­რი­ვი და სის­ტე­მუ­რი თე­რა­პი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბას, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტის ტო­ტა­ლუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის დროს და მისი მატ­რიქ­სის პრო­ცეს­ში ჩარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში. თუმ­ცა სის­ტე­მურ ან­ტი­მი­კო­ზურ პრე­პა­რა­ტებს ახა­სი­ა­თებთ ჰე­პა­ტო­ტოქ­სი­კუ­რი და სხვა გვერ­დი­თი ეფექ­ტი, რის გა­მოც ღვიძ­ლი­სა და სხვა ორ­გა­ნო­თა ფუნ­ქცი­უ­რი უკ­მა­რი­სო­ბის დროს იზღუ­დე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი თე­რა­პია შე­უც­ვლე­ლია.

EUROO (European Onychomycosis Observatory) კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, პა­ცი­ენ­ტე­ბის 74,2% სჭირ­დე­ბათ მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი თე­რა­პია. იგი არის უსაფრ­თხო და მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი მე­თო­დი, შე­საძ­ლე­ბე­ლია წამ­ლის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მიღ­წე­ვა ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტა­ში. პრე­პა­რა­ტი უშუ­ა­ლოდ ის­მე­ვა ფრჩხი­ლის სა­წოლ­ზე, და­ზი­ა­ნე­ბის ად­გილ­ზე და აქვს სო­კო­ზე უშუ­ა­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბა. დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს ჰი­პერ­კე­რა­ტო­ზუ­ლი მა­სე­ბი და ჰა­ე­რის ღრუ­ე­ბი ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტა­ში, სა­დაც სო­კოს ართროს­პო­რე­ბი ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ მრა­ვა­ლი კვი­რი­სა და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტა­ში ან­ტი­მი­კო­ზუ­რი პრე­პა­რა­ტის დი­ფუ­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, რა­საც ჰა­ე­რო­ვა­ნი სივ­რცის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ სის­ტე­მუ­რი ან­ტი­მი­კო­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ვერც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ლა­მო­ე­ბი და ხსნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­ტი­ვად ჩა­მო­ი­რე­ცხე­ბა.

ონი­ქო­მი­კო­ზე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სო­კოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი ლა­ქის სა­ხით, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს წყალ­გა­უმ­ტა­რი აპ­კის წარ­მოქ­მნას ფრჩხი­ლის ზე­და­პირ­ზე, ქმნის რა პრე­პა­რა­ტის დე­პოს და სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს გა­მომ­წვევს შე­აღ­წი­ოს ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტა­ში.

პი­რა­დად თქვენ რო­მელ პრე­პა­რა­ტებს იყე­ნებთ პრაქ­ტი­კა­ში?

მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი აქვს ჩვენს ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე ახ­ლა­ხან გა­მო­ჩე­ნილ პრე­პა­რატს – ლო­ცე­რილპ­როს ლაქს. მის აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას, ამო­როლ­ფინს აქვს მყა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან აი­რად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დას­ვლის უნა­რი, რის გა­მოც მარ­ტი­ვად აღ­წევს ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტა­ში და იწ­ვევს სო­კო­ე­ბის, რო­გორც მი­ცე­ლი­უ­მე­ბის, ისე სპო­რე­ბის სიკ­ვდილს. სა­ჭი­რო კონ­ცენ­ტრა­ცი­ას იგი ინარ­ჩუ­ნებს 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი მოხ­მა­რე­ბა მხო­ლოდ კვი­რა­ში ერთხელ. შე­წყვე­ტი­დან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი აგ­რძე­ლებს ფუნ­გი­ცი­დურ მოქ­მე­დე­ბას, თვე­ში ერთხელ გა­მო­ყე­ნე­ბა კი აგ­ვა­ცი­ლებს და­ა­ვა­დე­ბის რე­ცი­დივს.

სწო­რედ ამ უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის გამო მე პრაქ­ტი­კა­ში ხში­რად ვი­ყე­ნებ ლო­ცე­რილპ­როს ლაქს.

რა დროს სჭირ­დე­ბა ფრჩხი­ლის სო­კოს მკურ­ნა­ლო­ბას?

ფრჩხი­ლე­ბის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია. პა­ცი­ენ­ტის და ექი­მის მხრი­დან დიდ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და მოთ­მი­ნე­ბას მო­ი­თხოვს. მო­ნო­თე­რა­პი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბის ვა­დე­ბია: ხე­ლის ფრჩხი­ლის შემ­თხვე­ვა­ში – 6 თვემ­დე, ფე­ხის ფრჩხი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი – 6-12 თვე ან მეტი. პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი გვაქვს 3 თვის შემ­დეგ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ექიმ­თან ვი­ზი­ტი თვე­ში ერთხელ.

მკურ­ნა­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია, როცა და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის რის­კი ნაკ­ლე­ბია, მა­გა­ლი­თად, წე­ლი­წა­დის გრილ პე­რი­ოდ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ზა­ფხულს უკვე ლა­მა­ზი და ჯან­მრთე­ლი ფრჩხი­ლე­ბით ვხვდე­ბით.

რო­გო­რია ფრჩხი­ლის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა?

ონი­ქო­მი­კოზს თით­ქმის ყო­ველ­თვის წინ უძღვის ტერ­ფის მი­კო­ზი ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. იგი უფრო მეტი სიხ­ში­რით გვხვდე­ბა და მისი დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა აგ­ვა­ცი­ლებს ფრჩხი­ლის და­ზი­ა­ნე­ბას, ამას­თან სა­ჭი­როა იმ რის­კის ფაქ­ტო­რე­ბის აცი­ლე­ბა, რაც ზე­მოთ და­ვა­სა­ხე­ლეთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბონდო
4
ვფიქრობ არ იკურნება ეს საშინელება
ავტორი:

როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს, ზაფხულს რომ უპრობლემოდ შევხვდეთ – ექიმის რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს, ზაფხულს რომ უპრობლემოდ შევხვდეთ – ექიმის რჩევები

ფრჩხილის სოკო ერთ–ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელმაც შეიძლება ბედნიერ ზაფხულსაც კი მიაყენოს ჩრდილი. ეს დაავადება მთელი წლის განმავლობაში იჩენს თავს, თუმცა განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში ხდება. ონიქომიკოზით ანუ ფრჩხილის სოკოთი ინფიცირების რისკი მაღალია საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებში, პლაჟზე, საუნაში, აბანოსა და ზოგადად, იმ ადგილებში, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა და შიშველი ფეხით მოძრაობთ.

ფრჩხილის სოკოს მკურნალობასა და პრევენციაზე დეტალურად კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი-კონსულტანტი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, პროფესორი თინა ქიტუაშვილი გვესაუბრება.

როგორ ჩნდება ფრჩხილის სოკო?

ონიქომიკოზი მოზრდილებში ფრჩხილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი განვითარებისათვის კანსა და ფრჩხილზე სოკო-პარაზიტის არსებობასთან ერთად, ხელშემწყობი პირობებიცაა საჭირო: ტერფის ჭარბოფლიანობა, ნესტიან გარემოში დიდხანს ყოფნა, დახურული და მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება, ტრავმატიზაცია, ზოგიერთი შინაგანი დაავადება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, იმუნოსუპრესიული მდგომარეობა და სხვა.

როგორია ონიქომიკოზის სიმპტომები?

ამ დაავადების კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია გამომწვევი სოკოს სახეობაზე. იგი ძირითადად გასქელებული, გაყვითლებული და გაფხვიერებული ფრჩხილის ფირფიტის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა შესაძლოა ნორმალური სისქის, ან გათხელებული და დაშლილი ფირფიტაც იყოს, ყვითელი, შავი ან თეთრი ფერით.

როგორ ხდება ფრჩხილის სოკოს მკურნალობა?

ონიქომიკოზის სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი და სისტემური ანტიმიკოზური პრეპარატები და ადეკვატური მკურნალობით დღეს სრულიად დაძლეულია ონიქომიკოზის პრობლემა.

კომბინირებული თერაპია, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი და სისტემური თერაპიის ერთობლიობას, გამოიყენება ფრჩხილის ფირფიტის ტოტალური დაზიანების დროს და მისი მატრიქსის პროცესში ჩართვის შემთხვევაში. თუმცა სისტემურ ანტიმიკოზურ პრეპარატებს ახასიათებთ ჰეპატოტოქსიკური და სხვა გვერდითი ეფექტი, რის გამოც ღვიძლისა და სხვა ორგანოთა ფუნქციური უკმარისობის დროს იზღუდება მათი გამოყენება. სწორედ ამიტომ ადგილობრივი თერაპია შეუცვლელია.

EUROO (European Onychomycosis Observatory) კვლევების მიხედვით, პაციენტების 74,2% სჭირდებათ მხოლოდ ადგილობრივი თერაპია. იგი არის უსაფრთხო და მაღალეფექტური მეთოდი, შესაძლებელია წამლის მაღალი კონცენტრაციის მიღწევა ფრჩხილის ფირფიტაში. პრეპარატი უშუალოდ ისმევა ფრჩხილის საწოლზე, დაზიანების ადგილზე და აქვს სოკოზე უშუალო ზემოქმედება. დაბრკოლებას წარმოადგენს ჰიპერკერატოზული მასები და ჰაერის ღრუები ფრჩხილის ფირფიტაში, სადაც სოკოს ართროსპორები ცხოველმყოფელობას ინარჩუნებენ მრავალი კვირისა და თვეების განმავლობაში და მათზე ზემოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ფრჩხილის ფირფიტაში ანტიმიკოზური პრეპარატის დიფუზიის საშუალებით, რასაც ჰაეროვანი სივრცის გამო ვერ მოახერხებენ სისტემური ანტიმიკოზური საშუალებები და ვერც ადგილობრივი მალამოები და ხსნარები, რომლებიც მარტივად ჩამოირეცხება.

ონიქომიკოზების სამკურნალოდ სპეციალურად შემუშავებულია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ლაქის სახით, რომელიც განაპირობებს წყალგაუმტარი აპკის წარმოქმნას ფრჩხილის ზედაპირზე, ქმნის რა პრეპარატის დეპოს და საშუალებას არ აძლევს გამომწვევს შეაღწიოს ფრჩხილის ფირფიტაში.

პირადად თქვენ რომელ პრეპარატებს იყენებთ პრაქტიკაში?

მეტად საინტერესო მოქმედების მექანიზმი აქვს ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე ახლახან გამოჩენილ პრეპარატს – ლოცერილპროს ლაქს. მის აქტიურ ნივთიერებას, ამოროლფინს აქვს მყარი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადასვლის უნარი, რის გამოც მარტივად აღწევს ფრჩხილის ფირფიტაში და იწვევს სოკოების, როგორც მიცელიუმების, ისე სპორების სიკვდილს. საჭირო კონცენტრაციას იგი ინარჩუნებს 7 დღის განმავლობაში და შესაძლებელია მისი მოხმარება მხოლოდ კვირაში ერთხელ. შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში იგი აგრძელებს ფუნგიციდურ მოქმედებას, თვეში ერთხელ გამოყენება კი აგვაცილებს დაავადების რეციდივს.

სწორედ ამ უპირატესობების გამო მე პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ლოცერილპროს ლაქს.

რა დროს სჭირდება ფრჩხილის სოკოს მკურნალობას?

ფრჩხილების სოკოვანი დაავადების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. პაციენტის და ექიმის მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. მონოთერაპიაში მკურნალობის ვადებია: ხელის ფრჩხილის შემთხვევაში – 6 თვემდე, ფეხის ფრჩხილის შემთხვევაში კი – 6-12 თვე ან მეტი. პირველი შედეგები გვაქვს 3 თვის შემდეგ. რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი თვეში ერთხელ.

მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია, როცა დაავადების გამწვავების რისკი ნაკლებია, მაგალითად, წელიწადის გრილ პერიოდში. ამ შემთხვევაში ზაფხულს უკვე ლამაზი და ჯანმრთელი ფრჩხილებით ვხვდებით.

როგორია ფრჩხილის სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა?

ონიქომიკოზს თითქმის ყოველთვის წინ უძღვის ტერფის მიკოზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იგი უფრო მეტი სიხშირით გვხვდება და მისი დროული მკურნალობა აგვაცილებს ფრჩხილის დაზიანებას, ამასთან საჭიროა იმ რისკის ფაქტორების აცილება, რაც ზემოთ დავასახელეთ.