15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადებას თურქეთში ქაოსი და არეულობა მოჰყვა. ადამიანები მაღაზიებს მიაწყდნენ. იყო სურსათის, ასევე რიგის გამო დაპირისპირებები და სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.
ფათიჰის მეჩეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ
თურქული მედია ავრცელებს კარანტინის დროს გადაღებულ კადრებს და მათ "ისტორიულ ფოტოებს“ უწოდებს. დაცარიელებული სტამბოლის ხიდი, ბოსფორის სრუტის ცარიელი სანაპირო, მტრედების გუნდი ადამიანების გარეშე დარჩენილ ანკარის ქუჩებში - ეს ის არის, რასაც ხშირად ვერ ნახავთ.
მტრედების გუნდი ანკარაში
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სხვა ქვეყნებს, ამ დროისთვის რუსეთში 15 770 ადამიანი დაინფიცირდა, აზერბაიჯანში - 1 098, ხოლო სომხეთში - 1 013.
ნაცსექტამ და მათმა ტვინამოლესილმა მიმდევრებმა, ნაცსექტის ბინძურმა ტროლებმა, რომლებიც ეს რამდენიმე დღეა სოროებიდან გამოძვრნენ და ყველა მოვლენას და სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოცქსელებში ტროლავენ(საქართველოში გამოშვებული პირბადეების თემა, სწრაფი ტესტების თემა, ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი 30.000.000$-ის თემა და რომელი ერთი დაგისახელოთ), ვაიოპონენტებმა, ვაიოპოზიციონერებმა, ყველა დაუნახავმა და ყველა უმადურმა, ერთი ადგილი უკოცნეთ ამ ხელისუფლებას იმ გატარებული ღონისძიებებისთვის რაც განხორციელდა, თორემ ვაშაძეების, ნათელაშვილების, დეკანოიძეების და ამგვარი პოპულისტი არარაობების მისაღები რომ ყოფილიყო გადაწყვეტილებები, ის რაც აგერ თურქეთში ხდება, რაც შტატებში, იტალიაში, ესპანეთში და ა.შ. ქვეყნებში ხდება, ეს მდგომარეობაც სანატრელი გაგვიხდებოდა.
ქაოსი მაღაზიებში, დახურული მეჩეთები და "მტრედების შემოსევა" - COVID-19-ის გავლენა თურქეთზე, სადაც 60 000-მდე ინფიცირებულია (ფოტოები)
თურქეთი კორონავირუსის ახალი შტამით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეცხრე ქვეყანაა. ამ დროისთვის იქ კორონავირუსის 56 956 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 1198 ადამიანი, ხოლო 3446 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
თურქეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელსაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 12 მარტს ხელისუფლებამ სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის და სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 17 მარტსაა აღრიცხული. 23 მარტს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, რომ კორონავირუსი მთელ ქვეყანას, ყველა კუთხეს მოედო.
10 აპრილს კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 31 პროვინციაში 48-საათიანი "კომენდანტის საათი“ დააწესა. შეზღუდვები შეეხო ქვეყნის დიდ ქალაქებს, მათ შორის, ანკარასა და სტამბოლს და მსოფლიოს სხვა ქალაქების მსგავსად, ქუჩები იქაც დაცარიელდა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადებას თურქეთში ქაოსი და არეულობა მოჰყვა. ადამიანები მაღაზიებს მიაწყდნენ. იყო სურსათის, ასევე რიგის გამო დაპირისპირებები და სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.
ამ ქაოსის შემდეგ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ და შესაბამისი გაცხადებით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდორანს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი განცხადება არ დააკმაყოფილა.
"შაბათ-კვირას დაწესებული რეჟიმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ყველა ასპექტით მე მეკისრება. ვითხოვ შენდობას ჩემი ძვირფასი ქვეყნისგან, რომლისთვისაც ზიანის მიყენება არასდროს მდომებია და პრეზიდენტისგან, რომლის ერთგულიც მთელი ცხოვრება დავრჩები,“- წერდა სოილუ განცხადებაში.
როგორც გამოცემა aljazeera.com წერს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, თურქეთში მორწმუნეებისთვის მეჩეთების კარი 16 მარტიდან დაიხურა. სასულიერო პირები მოუწოდებენ ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში და სახლებში ილოცონ. დიდი მეჩეთები კი მორწუნეებს ღვთისმსახურებას პირდაპირ ეთერში სთავაზობენ.
მომლოცველთა შესვლა აკრძალულია სტამბოლის ყველაზე დიდ და ისტორიულ მეჩეთშიც - ფატიჰის მეჩეთში.
"მკაცრად იკრძალება ჯგუფურად ლოცვა. ყურანის კითხვა ონლაინით ტარდება“, - ამბობს აღნიშნული მეჩეთის იმამი ბუნიამინ თოფჩუ.
ფათიჰის მეჩეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ
თურქული მედია ავრცელებს კარანტინის დროს გადაღებულ კადრებს და მათ "ისტორიულ ფოტოებს“ უწოდებს. დაცარიელებული სტამბოლის ხიდი, ბოსფორის სრუტის ცარიელი სანაპირო, მტრედების გუნდი ადამიანების გარეშე დარჩენილ ანკარის ქუჩებში - ეს ის არის, რასაც ხშირად ვერ ნახავთ.
მტრედების გუნდი ანკარაში
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სხვა ქვეყნებს, ამ დროისთვის რუსეთში 15 770 ადამიანი დაინფიცირდა, აზერბაიჯანში - 1 098, ხოლო სომხეთში - 1 013.
ვის რაში აინტერესებს