კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომელთა შეძენასაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ
წიგნები, რომელთა შეძენასაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ

დღეს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი თვი­თო­ზო­ლა­ცი­ა­შია, ვრჩე­ბით სახ­ლში და ვცდი­ლობთ, და­ვიც­ვათ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. სა­ჭი­რო ნივ­თებ­თან წვდო­მა, უმე­ტე­სად, შე­ი­ზღუ­და, თუმ­ცა წიგ­ნის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ კი­დევ არის.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლე­ბის ნა­წი­ლი ისევ აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, პრე­სას­თან ერ­თად, („კვი­რის პა­ლიტ­რა“, „გზა“, „სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი“) ვრცელ­დე­ბო­და, ისევ მი­ე­წო­დე­ბა მკი­თხველს, თუმ­ცა - გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბით. სწო­რედ ამ შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და გვე­კი­თხე­ბი­ან, თუ სად შე­უძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნონ თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, 6 აპ­რილს გა­მო­ვი­და ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სე­რი­ის მე-6 ტომი, „დი­ა­ბე­ტი“ . 13 აპ­რილს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი ელო­დე­ბა ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის მე-8 ტომს. 20 აპ­რილს, აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მკი­თხვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს მი­ი­ღებს. ამ დღის­თვის სა­გან­გე­ბოდ მომ­ზად­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე­ნი, რო­მე­ლიც ტყა­ვის სპე­ცი­ა­ლურ ჩან­თა-ყდა­შია ჩას­მუ­ლი და ოქ­როს გრა­ვი­რე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ხოლო 27 აპ­რილს, ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის სე­რი­ა­ში, ლეონ II გა­მო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნალ „გზას“, 9 აპ­რილს გა­მო­ვა პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის, რა­მაზ გი­გა­უ­რის, „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბის“ მე-9 ტომი, ხოლო 16 აპ­რილს, „მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბის“ სე­რი­ა­ში 24-ე ტომი - იუ­გოს­ლა­ვი­უ­რი ზღაპ­რე­ბი. 23 აპ­რილს კი, „ტოპ თრი­ლე­რის“ სე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რე­ბის თრი­ლე­რის ჟან­რის წიგ­ნებს აერ­თი­ა­ნებს, ისი­ნი, ვი­საც უჩ­ვე­უ­ლო, ჩახ­ლარ­თუ­ლი და სა­ში­ში სი­უ­ჟე­ტე­ბი იზი­დავს, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ თრი­ლერს, რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის (ჯოან რო­უ­ლინ­გი) „ბო­რო­ტე­ბის სამ­სა­ხურ­ში“, მი­ი­ღე­ბენ.

აპ­რი­ლი­დან, ჟურ­ნალ „სა­ბავ­შვო კა­რუ­სელ­თან“ ერ­თად, და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტი, „ზღაპ­რე­ბის კა­რუ­სე­ლი“, რომ­ლის პირ­ვე­ლი წიგ­ნი - „გვრი­ტი და სხვა ზღაპ­რე­ბი“ - უკვე მი­ი­ღო მკი­თხველ­მა. მა­ი­სის ნო­მერ­ში ჟურ­ნალ­ში „პი­ნო­ქიო და სხვა ზღაპ­რე­ბი“ დაგ­ხვდე­ბათ.

ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის თხოვ­ნით, გი­ზი­ა­რებთ იმ ობი­ექ­ტე­ბის სი­ა­სა და მი­სა­მარ­თებს, სა­დაც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, შე­გიძ­ლი­ათ, შე­ი­ძი­ნოთ ჩვე­ნი წიგ­ნე­ბი პრე­სას­თან ერ­თად.

„ელ­ვა­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­მა“, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და რუს­თავ­შია, მოგ­ვა­წო­და მი­სა­მარ­თე­ბის სია და თა­ვი­სი კონ­სულ­ტან­ტე­ბის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი. და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე, და­ურ­ე­კოთ თქვენ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე ფი­ლი­ა­ლის კონ­სულ­ტანტს და გა­და­ა­მოწ­მოთ, აქვს თუ არა თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი სე­რი­უ­ლი გა­მო­ცე­მა ად­გილ­ზე. ეს ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თვის, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა, შევ­ზღუ­დოთ გა­რეთ სი­ა­რუ­ლი და დავ­რჩეთ სახ­ლში.

ელ­ვა­მარ­კე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ წიგ­ნე­ბი

ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლია ობი­ექ­ტე­ბი, სა­დაც, პრე­სის­თვის გა­მო­ყო­ფილ სპე­ცი­ა­ლურ ად­გი­ლებ­ზე, თქვენ იპო­ვით ჩვე­ნი სე­რი­ე­ბის წიგ­ნებ­საც ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­თან ერ­თად.

მარ­კე­ტე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი სა­დაც პრე­სა­თან ერ­თად წიგ­ნის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ კვლა­ვაც შე­ეც­დე­ბა, და­გეხ­მა­როთ დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სოდ და სა­სარ­გებ­ლოდ გა­ტა­რე­ბა­ში.

#დარ­ჩი­სახ­ლში და იმოგ­ზა­უ­რე შე­უ­ზღუ­და­ვად დრო­სა და სივ­რცე­ში ჩვენს წიგ­ნებ­თან ერ­თად.

#კი­თხვაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს

ავტორი:

წიგნები, რომელთა შეძენასაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ

წიგნები, რომელთა შეძენასაც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ

დღეს ყველა ჩვენგანი თვითოზოლაციაშია, ვრჩებით სახლში და ვცდილობთ, დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. საჭირო ნივთებთან წვდომა, უმეტესად, შეიზღუდა, თუმცა წიგნის შეძენის საშუალება ჯერ კიდევ არის.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრესის გავრცელების წერტილების ნაწილი ისევ აგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წიგნები, რომლებიც, პრესასთან ერთად, („კვირის პალიტრა“, „გზა“, „საბავშვო კარუსელი“) ვრცელდებოდა, ისევ მიეწოდება მკითხველს, თუმცა - გარკვეული შეზღუდვებით. სწორედ ამ შეზღუდვების გამო, ჩვენი მკითხველები ყოველდღიურად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, თუ სად შეუძლიათ შეიძინონ თავიანთი საყვარელი გამოცემები.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, 6 აპრილს გამოვიდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ მომზადებული სერიის მე-6 ტომი, „დიაბეტი“ . 13 აპრილს ჩვენი მკითხველი ელოდება ბიბლიის განმარტებების მე-8 ტომს. 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მკითხველი, ტრადიციულად, განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს. ამ დღისთვის საგანგებოდ მომზადდა პავლე მოციქულის ეპისტოლენი, რომელიც ტყავის სპეციალურ ჩანთა-ყდაშია ჩასმული და ოქროს გრავირებითაა გაფორმებული, ხოლო 27 აპრილს, ქართველი მეფეების სერიაში, ლეონ II გამოვა.

რაც შეეხება ჟურნალ „გზას“, 9 აპრილს გამოვა პოპულარული ქართველი ავტორის, რამაზ გიგაურის, „წარმატების 365 გასაღების“ მე-9 ტომი, ხოლო 16 აპრილს, „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ სერიაში 24-ე ტომი - იუგოსლავიური ზღაპრები. 23 აპრილს კი, „ტოპ თრილერის“ სერიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ავტორების თრილერის ჟანრის წიგნებს აერთიანებს, ისინი, ვისაც უჩვეულო, ჩახლართული და საშიში სიუჟეტები იზიდავს, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თრილერს, რობერტ გელბრეითის (ჯოან როულინგი) „ბოროტების სამსახურში“, მიიღებენ.

აპრილიდან, ჟურნალ „საბავშვო კარუსელთან“ ერთად, დაიწყო ახალი პროექტი, „ზღაპრების კარუსელი“, რომლის პირველი წიგნი - „გვრიტი და სხვა ზღაპრები“ - უკვე მიიღო მკითხველმა. მაისის ნომერში ჟურნალში „პინოქიო და სხვა ზღაპრები“ დაგხვდებათ.

ჩვენი მკითხველების თხოვნით, გიზიარებთ იმ ობიექტების სიასა და მისამართებს, სადაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შეგიძლიათ, შეიძინოთ ჩვენი წიგნები პრესასთან ერთად.

„ელვამარკეტების ქსელმა“, რომელიც თბილისსა და რუსთავშია, მოგვაწოდა მისამართების სია და თავისი კონსულტანტების ტელეფონის ნომრები. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სახლიდან გასვლამდე, დაურეკოთ თქვენთან ახლომდებარე ფილიალის კონსულტანტს და გადაამოწმოთ, აქვს თუ არა თქვენთვის სასურველი სერიული გამოცემა ადგილზე. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, შევზღუდოთ გარეთ სიარული და დავრჩეთ სახლში.

ელვამარკეტების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები

ქვემოთ ჩამოთვლილია ობიექტები, სადაც, პრესისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე, თქვენ იპოვით ჩვენი სერიების წიგნებსაც ჟურნალ-გაზეთებთან ერთად.

მარკეტების მისამართები სადაც პრესათან ერთად წიგნის შეძენას შეძლებთ

გამომცემლობა „პალიტრა L“ კვლავაც შეეცდება, დაგეხმაროთ დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარებაში.

#დარჩისახლში და იმოგზაურე შეუზღუდავად დროსა და სივრცეში ჩვენს წიგნებთან ერთად.

#კითხვაგვაერთიანებს

ტოპ 5 წიგნი, რომელსაც სერიალ Friends-ის პერსონაჟები კითხულობდნენ და თავიანთ ცხოვრებას უკავშირებდნენ

ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეექვსე თავი)