სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10-დან 27 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისით დაბრუნდებიან - დავით ზალკალიანი
10-დან 27 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისით დაბრუნდებიან - დავით ზალკალიანი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 აპ­რი­ლი­დან 27 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 6 ავი­ა­რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

რო­გორც ზალ­კა­ლი­ან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ასე­ვე მუ­შა­ობს და­მა­ტე­ბი­თი რე­ი­სე­ბის და სპეც­რე­ი­სე­ბის და­ნიშ­ვნის სა­კი­თხზე, რის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცი­ას და­მა­ტე­ბით გა­ავ­რცე­ლე­ბენ.

„სპეც­რე­ი­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე გა­ცხა­დე­ბუ­ლი გრა­ფი­კი არ­სე­ბობს. ჩვენ გუ­შინ გვქონ­და ათე­ნი­დან რე­ი­სი და დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლოს 130-მდე მო­ქა­ლა­ქე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი და ხში­რად გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ არ არის ბი­ლე­თი, გუ­შინ 10 მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც შე­ძე­ნი­ლი ჰქონ­და ბი­ლე­თი, არ გა­მო­ცხად­და ამ რე­ის­ზე. ამის გამო მოგ­ვი­წია ძა­ლი­ან სწრაფ რე­ჟიმ­ში ჩაგ­ვე­ნაც­ვლე­ბი­ნა ისი­ნი იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც იდ­გნენ რიგ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 3 ად­გი­ლი მა­ინც ცა­რი­ე­ლი იყო.

მინ­და სა­ზო­გა­დე­ბას და ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დო, რომ იყ­ვნენ მუდ­მი­ვად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში კავ­შირ­ზე სა­ელ­ჩო­ებ­თან და სა­კონ­სუ­ლო­ებ­თან.

10 აპ­რილს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბი­ლი­სი-ლარ­ნა­კას რე­ი­სი და 130-მდე მო­ქა­ლა­ქე და­რუნ­დე­ბა. ასე­ვე, 12 და 14 აპ­რილს ბერ­ლი­ნი­დან და ამ­სტერ­და­მი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რე­ი­სი. მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით გაც­ნო­ბებთ, რად­გან ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა ორი დღით ადრე და­ი­წყე­ბა. ასე­ვე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, კი­დევ 3 და­მა­ტე­ბი­თი რე­ი­სი და­ი­ნიშ­ნა. მათ შო­რის თე­ლა­ვი­ვი­დან, რო­მე­ლიც 18 აპ­რილს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ასე­ვე რო­მი­დან და ბარ­სე­ლო­ნა­დან 24 და 27 აპ­რილს. ჩვენ კი­დევ ვმუ­შა­ობთ და­მა­ტე­ბი­თი რე­ი­სე­ბის და სპეც­რე­ი­სე­ბის შე­სა­ხებ და რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

აი ასე
0

საქართველოს მტავრობას უდიდეს პატივს ვცემ მაგრამ პირადად ტქვენ აღარ გისმენთ --იტყუებიტ,,ბილეთებს ვერ ვყიდულობთ საიტზე ხალხი ვერ ბრუნდება --რატო იტყუები პირადად ტქვენ --მტავეობას მადლობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

10-დან 27 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისით დაბრუნდებიან - დავით ზალკალიანი

10-დან 27 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისით დაბრუნდებიან - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს დამატებითი რეისების და სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე, რის შესახებაც ინფორმაციას დამატებით გაავრცელებენ.

„სპეცრეისების მიმართულებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. ჩვენ გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი და დაბრუნდა საქართველოს 130-მდე მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე. ამის გამო მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში ჩაგვენაცვლებინა ისინი იმ მოქალაქეებით, რომლებიც იდგნენ რიგში. მიუხედავად ამისა, 3 ადგილი მაინც ცარიელი იყო.

მინდა საზოგადებას და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ იყვნენ მუდმივად ონლაინ რეჟიმში კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან.

10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი. მგზავრთა რაოდენობის შესახებ დამატებით გაცნობებთ, რადგან ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება. ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ 3 დამატებითი რეისი დაინიშნა. მათ შორის თელავივიდან, რომელიც 18 აპრილს განხორციელდება, ასევე რომიდან და ბარსელონადან 24 და 27 აპრილს. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებითი რეისების და სპეცრეისების შესახებ და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს

აპრილის თოვლი საგურამოში - სოციალურ ქსელში ულამაზესი ფოტოები ვრცელდება

"ოჯახის წევრს, იმიტომ რომ თვითონ ესიამოვნა და იყო სადღაც, ახლა დედა უკვდება რეანიმაციაში" - ლევან რატიანი