კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე სამშობლოში დაბრუნდა - "ქართული ფონდი" მასთან ერთად კიდევ 40 მოქალაქეს დაეხმარა
ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე სამშობლოში დაბრუნდა - "ქართული ფონდი" მასთან ერთად კიდევ 40 მოქალაქეს დაეხმარა

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 5 შვი­ლის დე­დის, ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მა­მუ­კა ნა­ჭყე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და. იგი 14-დღი­ან კა­რან­ტინს კა­ხეთ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში გა­ივ­ლის. მისი და ხათო ნა­ჭყე­ბია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ძმის და სხვა ქარ­თვე­ლე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ და­არ­სე­ბულ­მა "ქარ­თულ­მა ფონდმა" უზ­რუნ­ველ­ყო.

"დაგ­ვი­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და აგ­ვიხ­სნა, რომ ჩემს ძმას და­ა­ფი­ნან­სებ­და "ქარ­თუ­ლი ფონ­დი". სა­ელ­ჩო­ში ასე­ვე მი­თხრეს, რომ ბა­ტონ იო­ა­ნეს სურ­და, ჩვენს ოჯახს დახ­მა­რე­ბო­და - სას­ტუმ­როს თან­ხა, სა­დაც ჩემი ძმა უნდა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, ბი­ლე­თე­ბის სა­ფა­სუ­რი, ყვე­ლა­ფე­რი ბა­ტონ­მა იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ­მა და­ა­ფი­ნან­სა, რის­თვი­საც ჩემი და ჩემი ოჯა­ხის სა­ხე­ლით უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი!

ჩემი ძმა ოჯახს 14-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ტო მივა შვი­ლებ­თან, დე­დის გა­რე­შე და ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი... სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს უდი­დე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან დღემ­დე, ჩვენს გვერ­დით არი­ან და გვი­რე­კა­ვენ, გვამ­ხნე­ვე­ბენ და იმედს გვაძ­ლე­ვენ. მი­რე­კავს პი­რა­დად ელჩი, მე ამ სი­კე­თეს ვე­რას­დროს ვერ და­ვი­ვი­წყებ", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის მული.

იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ქარ­თუ­ლი ფონ­დი" ორ კვი­რა­ზე მე­ტია, პან­დე­მი­ის გამო სა­ზღვარ­გა­რეთ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით. „ქარ­თულ­მა ფონდმა“ სა­ქარ­თვე­ლოს 40 მო­ქა­ლა­ქეს გა­უ­წია სხვა­დას­ხვა დახ­მა­რე­ბა.

ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მე­უღ­ლეს, ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს და­უ­კავ­შირ­და:

"ახლა სწო­რედ ის დროა, რო­დე­საც ჩვენ უნდა ვაგ­რძნო­ბი­ნოთ მხარ­და­ჭე­რა სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს. ჩვე­ნი კამ­პა­ნია და­ვი­წყეთ ჰეშ­თე­გით #და­ვეხ­მა­როთ­დაბ­რუ­ნე­ბა­ში - სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­ნონ­სე­ბულ ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებ­ზე „ქარ­თუ­ლი ფონ­დი“ თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თებს უფი­ნან­სებს სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი არ აქვთ სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად.

ამავდრო­უ­ლად, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პან­დე­მი­ის შე­დე­გად თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნებს ქვეყ­ნე­ბის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც უჭირთ გა­და­ად­გი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ად­გილ­ზე დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვაც გახ­და სა­ჭი­რო, რაც გუ­ლის­ხმობს მათი საკ­ვე­ბით და სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბის შემ­დეგ, ჩვენ მი­ვი­ღეთ რე­კო­მენ­და­ცია, რომ საკ­ვე­ბით და სა­ცხოვ­რებ­ლით დახ­მა­რე­ბა გაგ­ვე­წია ეს­პა­ნეთ­ში მყო­ფი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს­პა­ნეთ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს. გარ­და ამი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ კი­დევ 3 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

  • ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის უმაღ­ლე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია;
  • პან­დე­მი­ის გამო ეს­პა­ნე­თი წი­თელ ზო­ნა­შია მოქ­ცე­უ­ლი;
  • სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს 4 ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი სა­ზღვარ­გა­რეთ აქვს სწო­რედ ეს­პა­ნეთ­ში.

ჩვენ­მა ფონდმა შე­აგ­რო­ვა 60 000 ლარ­ზე მეტი და ამ თან­ხის უდი­დე­სი ნა­წი­ლი შე­ად­გენს იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­გან შე­მო­წი­რულ სახ­სრებს. თუმ­ცა, დო­ნო­რე­ბი არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ჩვენ სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობთ. ჩვენ მად­ლი­ე­რი ვართ თი­თო­ე­უ­ლი გად­მო­რი­ცხუ­ლი ლა­რის­თვის. ამ თან­ხებს ვა­ნა­წი­ლებთ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით.

- რა შემ­თხვე­ვა­ში უწევთ დახ­მა­რე­ბას ემიგ­რან­ტებს? არ­სე­ბობს ამის­თვის რა­ი­მე კრი­ტე­რი­უ­მე­ბი?

- "ქარ­თუ­ლი ფონ­დი" ახ­დენს თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბას, რა­საც ხარ­ჯავს მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბით და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმის შემ­დეგ, რაც ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­კავ­შირ­დე­ბა, შეგ­რო­ვე­ბულ სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვუგ­ზავ­ნით სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, რათა შე­ვა­მოწ­მოთ ამ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. იმი­სათ­ვის, რომ არ მოხ­დეს ისე, ადა­მი­ა­ნებს ჩვენ შე­ვუ­ძი­ნოთ ბი­ლე­თე­ბი და რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო ისი­ნი ვერ ჩა­მოფ­რინ­დნენ.

გარ­და ამი­სა, მოწ­მდე­ბა მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ არ მოხ­დეს ფონ­დის რე­სურ­სე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა და ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღონ სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა, საკ­ვე­ბით და სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რო­გორც ვახ­სე­ნეთ მხო­ლოდ ეს­პა­ნეთ­ზე გვაქვს აქ­ცენ­ტი ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო და ფონ­დის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი სახ­სრე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან ბევ­რს აკე­თებს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე გა­რეთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი შრო­მა და უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ. ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით მჭიდ­რო კავ­ში­რი გვაქვს ელჩთან ბა­ტონ ილია გი­ორ­გა­ძეს­თან. გვინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. ამ რთულ დროს ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა და მცი­რე­დი წვლი­ლის შე­ტა­ნა.

- რამ­დენ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რა „ქარ­თუ­ლი ფონ­დი“ ამ დრომ­დე?

- მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბი­დან და­ვი­წყეთ ეს კამ­პა­ნია და დღემ­დე ჩვენ­მა ფონდმა შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის წყა­ლო­ბით დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს 40 მო­ქა­ლა­ქეს. სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ი­ღეს დახ­მა­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნას, საკ­ვე­ბით და სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ­მა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­ო­ცა­რი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტეს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, მო­გიყ­ვე­ბით რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს:

ეს­პა­ნეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით იყო წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი. პან­დე­მი­ის შე­დე­გად სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, რე­ი­სე­ბი გა­უქ­მდა, ვერ მო­ას­წრეს უკან დაბ­რუ­ნე­ბა და დარ­ჩნენ ეს­პა­ნეთ­ში. მათ მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ეს­პა­ნეთ­ში, სა­ელ­ჩო და­უ­კავ­შირ­და „ქარ­თულ ფონდს“ და ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ვუ­ცხა­დეთ მხარ­და­ჭე­რა საკ­ვე­ბით და სა­ცხოვ­რებ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

შემ­დეგ ამ წყვილ­მა სა­ო­ცა­რი სულ­გრძე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და თვი­თონ გა­ნა­ცხა­დეს უარი სა­ცხოვ­რებ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, ფონ­დი­დან მხო­ლოდ საკ­ვე­ბით დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღეს. იმ მიზ­ნით, რომ მათ­ვე გა­მო­ე­ჩი­ნათ სო­ლი­და­რო­ბა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, გვი­თხრეს, რომ მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის თან­ხე­ბი მიგ­ვე­მარ­თა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და თა­ვი­სი სურ­ვი­ლით, ვი­ნა­ი­დან ეს­პა­ნე­თის სა­ნა­პი­რო­ზე კარ­გი ამინ­დე­ბია კა­რავ­ში იცხოვ­რებ­დნენ, ვიდ­რე ფრე­ნა არ და­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

ასე­ვე გვქონ­და ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მშობ­ლე­ბი მზად იყ­ვნენ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, ოღონდ შვი­ლე­ბის­თვის მი­ე­ღოთ და­ფი­ნან­სე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია ჩვენ მათ ყვე­ლას თა­ნაბ­რად გა­ვუ­წი­ეთ დახ­მა­რე­ბა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა ადა­მი­ა­ნი გა­მო­ხა­ტავს სურ­ვილს, და­უთ­მოს სხვას, ვი­საც, მისი შე­ხე­დუ­ლე­ბით, მას­ზე სწრა­ფად ესა­ჭი­რო­ე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

ამ პან­დე­მი­ამ ყვე­ლა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რად. ამ­ჯე­რად, ჩვე­ნი ფონ­დის მი­ზა­ნია, რომ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხარ­და­ჭე­რა აგ­რძნო­ბი­ნოს, სა­ზღვარ­გა­რეთ დარ­ჩე­ნილ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს. ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სით, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია ფონ­დის ოფი­ცი­ა­ლურ მე­დია პლატ­ფორ­მებ­ზე.

- რო­გორ უნდა ჩა­ერ­თონ საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ა­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სურთ დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს?

-„ქარ­თუ­ლი ფონ­დი“ შექ­მნი­ლია, სწო­რედ იმ მიზ­ნით, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ ერ­თმა­ნე­თის და­სახ­მა­რებ­ლად. საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვის­თვის 2 გზა არ­სე­ბობს: დო­ნა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ამ კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.

ჩვენ შე­მოგ­ვი­ერ­თდა ბევ­რი ცნო­ბი­ლი სახე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. დო­ნა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გარ­და, ჩაგ­ვი­წე­რეს მხარ­დამ­ჭე­რი ვი­დე­ო­ე­ბი, რის­თვი­საც თი­თო­ე­ულ მათ­განს მად­ლო­ბას ვუხ­დით. ასე­ვე, ჩვენს კამ­პა­ნი­ას შე­მო­უ­ერ­თდა ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან, მალე მათ მიერ ჩა­წე­რილ ვი­დე­ო­ებ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით, მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლას დო­ნა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ, რათა ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით შევ­ძლოთ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე სა­ზღვარ­გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის დახ­მა­რე­ბა.

იხი­ლეთ მეტი "ქარ­თუ­ლი ფონ­დის" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე

თან­ხის ჩა­რის­ხვა შე­გიძ­ლი­ათ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

  • სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი, SWIFT: BAGAGE22, ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა

GE26BG0000000712903200

  • თი­ბი­სი ბან­კი, SWIFT: TBCBGE22, ქარ­თუ­ლი ლარი

GE16TB7919436080100008

უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა

GE55TB7919436180100001

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

მიშა და მთავარი ყოველდღიურად გაჰყვირიან საზღვარგარეთ "უპატრონოდ" დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების შესახებ. პიარწინადადებების ნაცვლად შექმნან მათაც ფონდი თუნდაც დაარქვან "ევრონაცები" და უზრუნველყონ მათი ფინანსური დახმარება. ბაგრატიონ-მუხრანელებო, თქვენ კი მიიღეთ ჩვენი მადლობა და უღრმესი პატივისცემა.

Ilona
0

ძალიან კარგია რომ ბავშვებს მამა დაუბრუნდებათ მაგრამ მამუკა ნაჭყებია ესპანეთში იყო და ფრენა ათენიდან.თუ რამე სხვა საშუალება არსებობს დაბრუნების ,იქნებ მიუთითოთ,მადლობელი იქნება ხალხი

ავტორი:

ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე სამშობლოში დაბრუნდა - "ქართული ფონდი" მასთან ერთად კიდევ 40 მოქალაქეს დაეხმარა

ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე სამშობლოში დაბრუნდა - "ქართული ფონდი" მასთან ერთად კიდევ 40 მოქალაქეს დაეხმარა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 5 შვილის დედის, ცირა ალიხანაშვილის მეუღლე, მამუკა ნაჭყებია საქართველოში გუშინ დაბრუნდა. იგი 14-დღიან კარანტინს კახეთში, ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის. მისი და ხათო ნაჭყებია AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ძმის და სხვა ქართველების სამშობლოში დაბრუნება იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ დაარსებულმა "ქართულმა ფონდმა" უზრუნველყო.

"დაგვიკავშირდა საქართველოს საელჩო და აგვიხსნა, რომ ჩემს ძმას დააფინანსებდა "ქართული ფონდი". საელჩოში ასევე მითხრეს, რომ ბატონ იოანეს სურდა, ჩვენს ოჯახს დახმარებოდა - სასტუმროს თანხა, სადაც ჩემი ძმა უნდა გაჩერებულიყო, ბილეთების საფასური, ყველაფერი ბატონმა იოანე ბაგრატიონმა დააფინანსა, რისთვისაც ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდი!

ჩემი ძმა ოჯახს 14-დღიანი კარანტინის შემდეგ დაუბრუნდება. სამწუხაროდ, მარტო მივა შვილებთან, დედის გარეშე და ეს იქნება უდიდესი ტკივილი... საქართველოს საელჩოს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. პირველივე წუთიდან დღემდე, ჩვენს გვერდით არიან და გვირეკავენ, გვამხნევებენ და იმედს გვაძლევენ. მირეკავს პირადად ელჩი, მე ამ სიკეთეს ვერასდროს ვერ დავივიწყებ", - ამბობს გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მული.

იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართული ფონდი" ორ კვირაზე მეტია, პანდემიის გამო საზღვარგარეთ ფინანსური შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი ქართველების დასახმარებლად კამპანიას აწარმოებს თანხების შეგროვების მიზნით. „ქართულმა ფონდმა“ საქართველოს 40 მოქალაქეს გაუწია სხვადასხვა დახმარება.

ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალებზე სასაუბროდ AMBEBI.GE იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლეს, ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელს დაუკავშირდა:

"ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენი კამპანია დავიწყეთ ჰეშთეგით #დავეხმაროთდაბრუნებაში - სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დაანონსებულ ჩარტერულ რეისებზე „ქართული ფონდი“ თვითმფრინავის ბილეთებს უფინანსებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არანაირი ფინანსური სახსრები არ აქვთ სამშობლოში დასაბრუნებლად.

ამავდროულად, მოგეხსენებათ, რომ პანდემიის შედეგად თითქმის ყველა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ადამიანებს ქვეყნების შიდა ტერიტორიაზეც უჭირთ გადაადგილება. შესაბამისად, ამ პერიოდში ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე დახმარების გაწევაც გახდა საჭირო, რაც გულისხმობს მათი საკვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ რეკომენდაცია, რომ საკვებით და საცხოვრებლით დახმარება გაგვეწია ესპანეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, ესპანეთში დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. გარდა ამისა, გადაწყვეტილება მივიღეთ კიდევ 3 მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით:

  • ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირების უმაღლესი მაჩვენებელია;
  • პანდემიის გამო ესპანეთი წითელ ზონაშია მოქცეული;
  • სამწუხაროდ, საქართველოს 4 ლეტალური შედეგი საზღვარგარეთ აქვს სწორედ ესპანეთში.

ჩვენმა ფონდმა შეაგროვა 60 000 ლარზე მეტი და ამ თანხის უდიდესი ნაწილი შეადგენს იოანე ბაგრატიონის მეგობრებისა და ახლობლებისგან შემოწირულ სახსრებს. თუმცა, დონორები არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ. ჩვენ მადლიერი ვართ თითოეული გადმორიცხული ლარისთვის. ამ თანხებს ვანაწილებთ მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებით.

- რა შემთხვევაში უწევთ დახმარებას ემიგრანტებს? არსებობს ამისთვის რაიმე კრიტერიუმები?

- "ქართული ფონდი" ახდენს თანხების შეგროვებას, რასაც ხარჯავს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გადამოწმებით და მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით. თვითმფრინავის ბილეთების შემთხვევაში, იმის შემდეგ, რაც ადამიანი დაგვიკავშირდება, შეგროვებულ სრულ ინფორმაციას ვუგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა შევამოწმოთ ამ კონკრეტული ადამიანების სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობა. იმისათვის, რომ არ მოხდეს ისე, ადამიანებს ჩვენ შევუძინოთ ბილეთები და რაიმე მიზეზის გამო ისინი ვერ ჩამოფრინდნენ.

გარდა ამისა, მოწმდება მათი სოციალური მდგომარეობა, რომ არ მოხდეს ფონდის რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და ჩვენი დახმარება მიიღონ სწორედ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

რაც შეეხება, საკვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას, როგორც ვახსენეთ მხოლოდ ესპანეთზე გვაქვს აქცენტი ჩამოთვლილი მიზეზების გამო და ფონდის ლიმიტირებული სახსრების შესაბამისად. ჩვენი სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

აღსანიშნავია ჩვენი დიპლომატების მიერ გაწეული შრომა და უდიდესი ყურადღება თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენი კამპანიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი გვაქვს ელჩთან ბატონ ილია გიორგაძესთან. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ეფექტური თანამშრომლობისთვის. ამ რთულ დროს ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენთაგანის ჩართულობა და მცირედი წვლილის შეტანა.

- რამდენ ადამიანს დაეხმარა „ქართული ფონდი“ ამ დრომდე?

- მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ ეს კამპანია და დღემდე ჩვენმა ფონდმა შემომწირველების წყალობით დახმარება გაუწია საქართველოს 40 მოქალაქეს. სხვადასხვა ადამიანებმა მიიღეს დახმარება შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს თვითმფრინავის ბილეთების შეძენას, საკვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

მინდა აღვნიშნო, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა საოცარი სოლიდარობა გამოხატეს ერთმანეთის მიმართ, მოგიყვებით რამდენიმე მაგალითს:

ესპანეთში ტურისტული მიზნით იყო წასული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. პანდემიის შედეგად სწრაფად განვითარებული მოვლენების გამო, რეისები გაუქმდა, ვერ მოასწრეს უკან დაბრუნება და დარჩნენ ესპანეთში. მათ მიმართეს საქართველოს საელჩოს ესპანეთში, საელჩო დაუკავშირდა „ქართულ ფონდს“ და ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა საკვებით და საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ.

შემდეგ ამ წყვილმა საოცარი სულგრძელობა გამოიჩინა და თვითონ განაცხადეს უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, ფონდიდან მხოლოდ საკვებით დახმარება მიიღეს. იმ მიზნით, რომ მათვე გამოეჩინათ სოლიდარობა სხვა ადამიანების მიმართ, გვითხრეს, რომ მათთვის განკუთვნილი საცხოვრებლის თანხები მიგვემართა სხვა ადამიანების დასახმარებლად და თავისი სურვილით, ვინაიდან ესპანეთის სანაპიროზე კარგი ამინდებია კარავში იცხოვრებდნენ, ვიდრე ფრენა არ დაინიშნებოდა.

ასევე გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა მშობლები მზად იყვნენ დარჩენილიყვნენ, ოღონდ შვილებისთვის მიეღოთ დაფინანსება, ბუნებრივია ჩვენ მათ ყველას თანაბრად გავუწიეთ დახმარება. ასევე აღსანიშნავია ის შემთხვევებიც, როცა ადამიანი გამოხატავს სურვილს, დაუთმოს სხვას, ვისაც, მისი შეხედულებით, მასზე სწრაფად ესაჭიროება ქვეყანაში დაბრუნება.

ამ პანდემიამ ყველა გაგვაერთიანა ერთმანეთის მხარდაჭერად. ამჯერად, ჩვენი ფონდის მიზანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ მხარდაჭერა აგრძნობინოს, საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს. ფონდის საქმიანობა მიმდინარეობს სრულიად გამჭვირვალე პროცესით, ყველა ინფორმაცია განთავსებულია ფონდის ოფიციალურ მედია პლატფორმებზე.

- როგორ უნდა ჩაერთონ საქველმოქმედო კამპანიაში ის ადამიანები, რომლებსაც სურთ დახმარება გაუწიონ ქართველ ემიგრანტებს?

-„ქართული ფონდი“ შექმნილია, სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენი მოქალაქეები გაერთიანდნენ ერთმანეთის დასახმარებლად. საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვისთვის 2 გზა არსებობს: დონაციის განხორციელება და ამ კამპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ჩვენ შემოგვიერთდა ბევრი ცნობილი სახე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დონაციის განხორციელების გარდა, ჩაგვიწერეს მხარდამჭერი ვიდეოები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდით. ასევე, ჩვენს კამპანიას შემოუერთდა ხელოვანი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მალე მათ მიერ ჩაწერილ ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ.

თქვენი საშუალებით, მინდა მოვუწოდო ყველას დონაციის განხორციელებისკენ, რათა ერთიანი ძალებით შევძლოთ ფინანსური შესაძლებლობების გარეშე საზღვარგარეთ დარჩენილი რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქის დახმარება.

იხილეთ მეტი "ქართული ფონდის" "ფეისბუქის" გვერდზე

თანხის ჩარისხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

  • საქართველოს ბანკი, SWIFT: BAGAGE22, ქართული და უცხოური ვალუტა

GE26BG0000000712903200

  • თიბისი ბანკი, SWIFT: TBCBGE22, ქართული ლარი

GE16TB7919436080100008

უცხოური ვალუტა

GE55TB7919436180100001

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

შეაჩერე არჩევანი სფეის სესხზე, რატომ?

თბილისის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5000-5000 ლარით დაეხმარება - რა განცხადებას აკეთებს კახა კალაძე