პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაცია „მუზა“ ხელოვნებისა და ისტორიის სწავლაში დაგეხმარებათ
სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაცია „მუზა“ ხელოვნებისა და ისტორიის სწავლაში დაგეხმარებათ

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თუ­ლი MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პროგ­რა­მა­ში გა­მარ­ჯვე­ბულ სტარ­ტაპ MUZA–ს კომ­პა­ნია „სილ­ქნეტ­მა“ 10 000 ლარი გა­დას­ცა.

ეს არის სამი სტუ­დენ­ტის მიერ შექ­მნი­ლი სტარ­ტა­პი, რომ­ლის აპ­ლი­კა­ცი­აც მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პრო­ცესს მე­ტად სა­ხა­ლი­სოს, სა­ინ­ტე­რე­სოს და შე­მეც­ნე­ბითს ხდის. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს კონ­კრე­ტულ სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცე­ში შე­აქვს მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­შიც აპ­ლი­კა­ცი­აა ჩატ­ვირ­თუ­ლი და მუ­ზას მი­ცე­მუ­ლი მი­სი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბით ეც­ნო­ბა ექ­სპო­ნა­ტებს. მი­სი­ე­ბი მო­ი­ცავს ისეთ და­ვა­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა: ექ­სპო­ნა­ტის პოვ­ნა, მის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბა, ფრაგ­მენ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ნივ­თე­ბის ამოც­ნო­ბა და ა.შ. ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ვი­ზი­ტო­რი უნდა გა­ეც­ნოს ექ­სპო­ნა­ტებ­სა და მათ თან­დარ­თულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

„სწავ­ლე­ბა­ში გე­მი­ფი­კა­ცი­ის ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნა მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას ხელს უწყობს და ამას უამ­რა­ვი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, ამი­ტომ აპ­ლი­კა­ცი­ის ძი­რი­თა­დი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სწო­რედ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან და მათ „მუზა“ ის­ტო­რი­ი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლას გა­უ­მარ­ტი­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხა­ლი­სოა აპ­ლი­კა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა ჯგუ­ფუ­რი ვი­ზი­ტე­ბის დროს. მას შემ­დეგ, რაც მო­თა­მა­შე­ე­ბი გა­ივ­ლი­ან მარ­ტივ რე­გის­ტრა­ცი­ას, ისი­ნი სა­ერ­თო რბო­ლა­ში ერ­თვე­ბი­ან და დაგ­რო­ვი­ლი ქუ­ლე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დრო­ის მი­ხედ­ვით, აპ­ლი­კა­ცია გა­მარ­ჯვე­ბულ­საც გა­მო­ავ­ლენს. მსგავ­სი შე­ჯიბ­რი წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შის მო­ტი­ვა­ცი­ას კი­დევ უფრო ზრდის. პრო­ცე­სი ქა­ოს­ში რომ არ გა­და­ი­ზარ­დოს, აპ­ლი­კა­ცი­ის სპი­დო­მეტ­რი მო­თა­მა­შე­თა სი­ა­რუ­ლის ტემპს აკონ­ტრო­ლებს და “სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის” შემ­თხვე­ვა­ში აფერ­ხებს მათ. ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ახა­ლი თა­ო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა პროგ­რეს­მა მო­წყვი­ტა კულ­ტუ­რას, ჩვენ კი გვინ­და, რომ სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით და­ვა­კავ­ში­როთ ახალ­გაზ­რდე­ბი ის­ტო­რი­ა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას­თან,“ – გან­მარ­ტა­ვენ „მუ­ზას“ შემ­ქმნე­ლე­ბი.

„მუზა“ არის MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პროგ­რა­მის ერთ–ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი

პროგ­რა­მა 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პრო­ექტს MIT-დან მოწ­ვე­უ­ლი 4 სტარ­ტაპ მენ­ტო­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და და მას­ში 28 სტუ­დენ­ტი, მათ შო­რის 18 „ბიზ­ნე­სი­სა და ტექნლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი“ და 10 სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან შერ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებს MIT-ის მენ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით უნდა ემუ­შა­ვათ მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც ინო­ვა­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და.

MIT-ის მენ­ტო­რის, უი­ლი­ამ სპირ­მე­ნის შე­ფა­სე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდ წვლილს შე­ი­ტა­ნენ.

„ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა“ და MIT-ის პროგ­რა­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მო­ვი­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ. ჩვენ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რა გვქონ­და სტარ­ტა­პის და­სა­წყე­ბად. სა­ქარ­თვე­ლოს სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მა იზ­რდე­ბა და ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ აქ ჩა­მო­ვე­დით და ვფიქ­რობთ, რომ სტუ­დენ­ტე­ბი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ“, - აღ­ნიშ­ნა მან.

„ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რექ­ტო­რის ნინო ენუ­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა BTU-სთვის კი­დევ ერთ წარ­მა­ტე­ბულ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას ნიშ­ნავს.

„გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პროგ­რა­მა“ სა­ქარ­თვე­ლოს სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ-ლაბი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. სტუ­დენ­ტე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბით წარ­დგნენ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი სტუნ­დენ­ტე­ბის­თვის, არა­მედ ამ ეკო­სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მხა­რის­თვის. მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ჩვენს მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუ სა­ა­გენ­ტოს“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ენუ­ქი­ძემ.

MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტა­რა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­მა: GITA, Silknet, Pulsar AI, Deloitte, Influence.ge, Spark, TBC Bank.

MIT გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის მხარ­დამ­ჭე­რი იყო ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი კი: „თი­ბი­სი სტარ­ტა­პე­რი” და „სილ­ქნე­ტი”.

ავტორი:

სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაცია „მუზა“ ხელოვნებისა და ისტორიის სწავლაში დაგეხმარებათ

სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაცია „მუზა“ ხელოვნებისა და ისტორიის სწავლაში დაგეხმარებათ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამაში გამარჯვებულ სტარტაპ MUZA–ს კომპანია „სილქნეტმა“ 10 000 ლარი გადასცა.

ეს არის სამი სტუდენტის მიერ შექმნილი სტარტაპი, რომლის აპლიკაციაც მუზეუმის დათვალიერების პროცესს მეტად სახალისოს, საინტერესოს და შემეცნებითს ხდის. დამთვალიერებელს კონკრეტულ სამუზეუმო სივრცეში შეაქვს მოწყობილობა, რომელშიც აპლიკაციაა ჩატვირთული და მუზას მიცემული მისიების შესრულებით ეცნობა ექსპონატებს. მისიები მოიცავს ისეთ დავალებებს, როგორიცაა: ექსპონატის პოვნა, მის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამახსოვრება, ფრაგმენტების შესაბამისი ნივთების ამოცნობა და ა.შ. ნებისმიერი დავალების შესასრულებლად ვიზიტორი უნდა გაეცნოს ექსპონატებსა და მათ თანდართულ ინფორმაციას.

„სწავლებაში გემიფიკაციის ელემენტების შეტანა მასალის ათვისებას ხელს უწყობს და ამას უამრავი კვლევა ადასტურებს, ამიტომ აპლიკაციის ძირითადი მომხმარებლები სწორედ სკოლის მოსწავლეები იქნებიან და მათ „მუზა“ ისტორიისა და ხელოვნების შესწავლას გაუმარტივებს. განსაკუთრებით სახალისოა აპლიკაციით სარგებლობა ჯგუფური ვიზიტების დროს. მას შემდეგ, რაც მოთამაშეები გაივლიან მარტივ რეგისტრაციას, ისინი საერთო რბოლაში ერთვებიან და დაგროვილი ქულებისა და გამოყენებული დროის მიხედვით, აპლიკაცია გამარჯვებულსაც გამოავლენს. მსგავსი შეჯიბრი წარმატებით თამაშის მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. პროცესი ქაოსში რომ არ გადაიზარდოს, აპლიკაციის სპიდომეტრი მოთამაშეთა სიარულის ტემპს აკონტროლებს და “სიჩქარის გადაჭარბების” შემთხვევაში აფერხებს მათ. ხშირად ვამბობთ, რომ ახალი თაობა ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოწყვიტა კულტურას, ჩვენ კი გვინდა, რომ სწორედ თანამედროვე მეთოდებით დავაკავშიროთ ახალგაზრდები ისტორიასა და ხელოვნებასთან,“ – განმარტავენ „მუზას“ შემქმნელები.

„მუზა“ არის MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამის ერთ–ერთი გამარჯვებული

პროგრამა 4 კვირის განმავლობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობდა. პროექტს MIT-დან მოწვეული 4 სტარტაპ მენტორი ახორციელებდა და მასში 28 სტუდენტი, მათ შორის 18 „ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი“ და 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს MIT-ის მენტორების დახმარებით უნდა ემუშავათ მობილურ აპლიკაციებზე, რომელიც ინოვაციური და საინტერესო იქნებოდა.

MIT-ის მენტორის, უილიამ სპირმენის შეფასებით, სტუდენტები, რომლებიც აპლიკაციების მომზადებაში იყვნენ ჩართულები, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ.

„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა“ და MIT-ის პროგრამა შესანიშნავი გამოვიდა. არაჩვეულებრივ სტუდენტებთან ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კვირა გვქონდა სტარტაპის დასაწყებად. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა იზრდება და ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ჩამოვედით და ვფიქრობთ, რომ სტუდენტები ქვეყნის განვითარებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენენ“, - აღნიშნა მან.

„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობა BTU-სთვის კიდევ ერთ წარმატებულ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

„გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა“ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანია. MIT-ის გლობალური სტარტაპ-ლაბი პირველად საქართველოში „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ბაზაზე განხორციელდა. სტუდენტები ინოვაციური იდეებით წარდგნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი სტუნდენტებისთვის, არამედ ამ ეკოსისტემაში მონაწილე ყველა მხარისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მონაწილე ყველა ორგანიზაციას, თუ სააგენტოს“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარა სხვადასხვა კომპანიებმა: GITA, Silknet, Pulsar AI, Deloitte, Influence.ge, Spark, TBC Bank.

MIT გლობალური სტარტაპ ლაბის მხარდამჭერი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ოფიციალური პარტნიორები კი: „თიბისი სტარტაპერი” და „სილქნეტი”.

რა როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს დაავადების დამარცხებაში და არის თუ არა "კავკასიური გენი" უფრო ძლიერი?

"რატომ ხდება ეს? - იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში... ეს ხდება დიდი სულიერი განსაცდელების შედეგად" - მეუფე შიოს ქადაგება

"გვინდოდა, წნევის შემდეგ განეტვირთა თავი" - ექიმი განმარტავს, რატომ არ დაესწრო პატრიარქი ხარების საზეიმო წირვას