პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის
ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ჩი­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ა­წყდა, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხე ქვე­ყა­ნა­ში ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ CNN წერს.

გა­მო­ცე­მა გა­სულ შა­ბათს, 4 აპ­რილს ხუ­ან­შა­ნის პარკში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ შეკ­რე­ბი­ლი, რო­გორც ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, ბევ­რი მათ­გა­ნი პირ­ბა­დეს ატა­რებს, ზოგი კი პირ­ბა­დის გა­რე­შეა. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­მო­ღე­ბუ­ლი მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ერ­თად გარე სივ­რცე­ში შე­იკ­რი­ბა.

ამავდრო­უ­ლად, რო­გორც CNN წერს, შან­ხა­ი­ში გა­იხ­სნა ბევ­რი რეს­ტო­რა­ნი და მა­ღა­ზია და ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც ბევ­რი სტუ­მა­რი ჰყავ­და.

მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი იყო დე­და­ქა­ლაქ პე­კინ­შიც, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სკვე­რებ­სა და ბა­ღებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ და ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ.

CNN წერს, რომ ეს ფოტო პე­კინ­ში 6 აპ­რილ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი
ასევე დაგაინტერესებთ
12:50 / 31-03-2020

მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"

10:16 / 05-04-2020

არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი პოპულარულ შეთქმულების თეორიაზე

12:43 / 07-04-2020

ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ

10:04 / 11-05-2020

კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

10:06 / 26-05-2020

ხალხით გადაჭედილი სანაპიროები და პარკები - რა ხდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც COVID-19-ს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ნა­თე­ლია ჩი­ნე­ლე­ბი ძველ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დნენ, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხემ ჩა­ი­ა­რა. მა­შინ როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თან შე­ზღუდ­ვებს ამ­ცი­რებს, ჩი­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს, შე­საძ­ლოა, სა­ხი­ფა­თო იყოს და ქვე­ყა­ნას ინ­ფი­ცი­რე­ბის ახალ­მა ტალ­ღამ გა­და­უ­ა­როს.

"ჩი­ნე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის და­სას­რულ­თან ახ­ლოს არ არის, ის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის“, - ამ­ბობს CNN-თან სა­უბ­რი­სას ჩი­ნე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ჩენგ ჯუნ­გი

ოთხ თვე­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. მან ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა.

ჩი­ნეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში შიდა გა­და­ცე­მის ფაქ­ტე­ბი აღარ ფიქ­სირ­დე­ბა.

ვირუ­სის პი­კის ეტაპ­ზე ჩი­ნეთს ყო­ველ დღე ათა­სო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ემა­ტე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო კვი­რებ­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და. გა­სულ დღე-ღა­მე­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 39 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გა­ნი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. ჩი­ნეთ­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 82 641 შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი, სა­ი­და­ნაც 3 335 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
34

რა გააჭირეთ საქმე, ჩვეულებრივზე უარესი სახეობის გრიპია. ყველა მოიხდის და გადაიტანს, ზოგიერთისთვის ჩვეულებრივი გრიპის გადატანაც რთულია, მაგალითათ ორი წლის უკან მე ძალიან გამიჭირდა , ისე ცუდად ვიყავი, მაგრამ უფლის წყალობით გადავიტანე, რაც შეეხება ჩინელებს მაგათი არ მჯერა, სავარაუდოდ ვაქცინა აქვთ, აბა ასე მშვიდად არ იქნებიან, რა ვიცი ძალიან დისციპლინირებულები იყვნენ და ეხლა აიშვეს? ნახეთ რა ხდება. აქ რაღაც სხვა ამბავია ჩემი აზრით

გოჩა
9

ესენი მთლად დალაგებულები არ არიან,ვერ არიან კარგად,დაღუპეს მსოფლიო და გულაობენ მიმდგარი.

ავტორი:

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

გასულ შაბათ-კვირას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში ტურისტულ ადგილებს ათასობით ადამიანი მიაწყდა, მიუხედავად ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებისა, რომ კორონავირუსის საფრთხე ქვეყანაში ისევ აქტუალურია. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.

გამოცემა გასულ შაბათს, 4 აპრილს ხუანშანის პარკში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ უამრავი ადამიანია ერთმანეთის გვერდიგვერდ შეკრებილი, როგორც ფოტოებზე ჩანს, ბევრი მათგანი პირბადეს ატარებს, ზოგი კი პირბადის გარეშეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კორონავირუსის გამო შემოღებული მკაცრი რეგულაციების შემდეგ, ამდენი ადამიანი ერთად გარე სივრცეში შეიკრიბა.

ამავდროულად, როგორც CNN წერს, შანხაიში გაიხსნა ბევრი რესტორანი და მაღაზია და ასეთ დაწესებულებებსაც ბევრი სტუმარი ჰყავდა.

მსგავსი ფაქტები იყო დედაქალაქ პეკინშიც, სადაც ადგილობრივები სკვერებსა და ბაღებში გამოვიდნენ და ქუჩებში სეირნობდნენ.

CNN წერს, რომ ეს ფოტო პეკინში 6 აპრილსაა გადაღებული

გამოცემა წერს, რომ ნათელია ჩინელები ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საფრთხემ ჩაიარა. მაშინ როცა ხელისუფლება თანდათან შეზღუდვებს ამცირებს, ჩინელი მედიკოსები ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა, სახიფათო იყოს და ქვეყანას ინფიცირების ახალმა ტალღამ გადაუაროს.

"ჩინეთი ინფიცირების დასასრულთან ახლოს არ არის, ის ახალ ეტაპზე გადადის“, - ამბობს CNN-თან საუბრისას ჩინელი ეპიდემიოლოგი ჩენგ ჯუნგი

ოთხ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა, საიდანაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მან ყველა ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა.

ჩინეთში ამბობენ, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ფაქტები აღარ ფიქსირდება.

ვირუსის პიკის ეტაპზე ჩინეთს ყოველ დღე ათასობით ინფიცირებული ემატებოდა, თუმცა ბოლო კვირებში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 39 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მაგრამ ყველა მათგანი იმპორტირებული იყო. ჩინეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 82 641 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 3 335 პაციენტი გარდაიცვალა.

ხალხით გადაჭედილი სანაპიროები და პარკები - რა ხდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც COVID-19-ს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია

ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე