სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი მიკროავტობუსები ივლის თბილისში - რას ყიდულობს მერია
როგორი მიკროავტობუსები ივლის თბილისში - რას ყიდულობს მერია

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია 29 მი­ლი­ონ ლა­რად 300 ერ­თე­ულ, დი­ზე­ლის საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს ყი­დუ­ლობს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია” ელექტრო­ნულ ტენ­დერს აუქ­ცი­ო­ნის გა­რე­შე აცხა­დებს.

სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, იც­ვლე­ბა თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ფერი და ის ყვი­თე­ლის ნაც­ვლად, „მე­ტა­ლი­კი ლურ­ჯი” იქ­ნე­ბა. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ახალ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს არა­ნაკ­ლებ 17 მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნა უნდა შე­ეძ­ლოს.

ამა­ვე დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 9 აპ­რილს და­ი­წყე­ბა და 14 აპ­რილს, 12:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა. შე­თა­ვა­ზე­ბის კლე­ბის ბიჯი 145 000 ლა­რია, გა­რან­ტი­ის ოდე­ნო­ბა 290 000 ლარი, ხოლო გა­რან­ტი­ის მოქ­მე­დე­ბის ვადა 160 დღე.

მე­რი­ის მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას უნდა ჰქონ­დეს M2 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­ბუ­სე­ბის წარ­მო­ე­ბის არა­ნაკ­ლებ 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, ხოლო ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ის ბრუნ­ვა გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მუმ 30 მი­ლი­ო­ნი ლარი უნდა იყოს.

ამას­თან ერ­თად, პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით პრე­ტენ­დენტს თბი­ლის­ში ან თბი­ლი­სი­დან 30 კი­ლო­მეტ­რის ფარ­გლებ­ში უნდა გა­აჩ­ნდეს მწარ­მო­ებ­ლის მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვის ცენ­ტრი.

შე­სას­ყი­დი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ზუს­ტი გა­ბა­რი­ტე­ბი და ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ასე­თია:

სიგ­რძე - არა­უ­მე­ტეს 6.97 მეტ­რი; სი­გა­ნე - არა­უ­მე­ტეს 2.5 მეტ­რი; სი­მაღ­ლე - არა­უ­მე­ტეს 2.9 მეტ­რი; ძრა­ვი - დი­ზე­ლის საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ძრა­ვი, არა­ნაკ­ლებ ევრო V ემი­სი­ის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი; ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა - არა­უ­მე­ტეს 3.0 ლიტ­რი; ძრა­ვის სიმ­ძლავ­რე - არა­ნაკ­ლებ 130 ცხე­ნის ძალა; საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა 100 კი­ლო­მეტრზე - ქა­ლაქ­ში არა­უ­მე­ტეს 10 ლიტ­რი­სა, შე­რე­უ­ლი/კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი - არა­უ­მე­ტეს 9 ლიტ­რი­სა; ქა­ლაქ­გა­რეთ - არა­უ­მე­ტეს 7.5 ლიტ­რი­სა; საწ­ვა­ვის ავ­ზის მო­ცუ­ლო­ბა არა­ნაკ­ლებ 70 ლიტ­რი­სა.

არა­ნაკ­ლებ 2 (ორი) უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­ლი­ში (მძღო­ლის და წინა მგზავ­რის). ყვე­ლა სა­ვარ­ძელ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სამ­წერ­ტი­ლო­ვა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დი.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ჭერი და გვერ­დი­თა კედ­ლე­ბი უნდა იყოს თბო-იზო­ლი­რე­ბუ­ლი.

შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სის და­საჯ­დო­მე­ბი უნდა იყოს ანა­ტო­მი­უ­რი ტი­პის. არ უნდა ჰქონ­დეს უხე­ში კი­დე­ე­ბი. სკა­მე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს მე­ტა­ლის ან მსგავ­სი გამ­ძლე მა­სა­ლი­სა­გან რო­მე­ლიც ხილ­ვად (და­უც­ველ) ნა­წილ­ში შე­ღე­ბი­ლი იქ­ნე­ბა შა­ვად. და­საჯ­დო­მე­ბი და სა­ზურ­გე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს ქარ­ხნუ­ლი წე­სით სტან­დარ­ტუ­ლი დი­ზა­ი­ნის და ფე­რის. მძღო­ლის სა­ვარ­ძე­ლი უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ 4 (ოთხი) მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ქა­ნი­კუ­რად ან ავ­ტო­მა­ტუ­რად რე­გუ­ლი­რე­ბა­დი. მძღო­ლის და წინა მგზავ­რის სა­ვარ­ძლებს უნდა ქონ­დეთ არა­ნაკ­ლებ 2 (ორი) მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ქა­ნი­კუ­რად ან ავ­ტო­მა­ტუ­რად რე­გუ­ლი­რე­ბა­დი თა­ვის მი­საყ­რდნო­ბე­ბი და მძღო­ლის სა­ვარ­ძელს უნდა გა­აჩ­ნდეს იდაყ­ვის ჩა­მო­სა­დე­ბი.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს უნდა გა­აჩ­ნდეს მგზავ­რთა გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კონ­დინ­ცი­რე­ბა და გათ­ბო­ბა. ავ­ტო­ბუ­სის კონ­დინ­ცი­რე­ბა გათ­ვლი­ლი უნდა იყოს თბი­ლი­სის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე (-15˚C - +45˚C). გათ­ბო­ბის სის­ტე­მამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს ავ­ტო­ბუ­სის მთლი­ან შიდა სივ­რცე­ში თბი­ლი ჰა­ე­რის თა­ნა­ბარ გა­და­ნა­წი­ლე­ბას. აგ­რეთ­ვე კონ­დინ­ცი­რე­ბის სის­ტე­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს ავ­ტო­ბუ­სის მთლი­ან შიდა სივ­რცე­ში ცივი ჰა­ე­რის თა­ნა­ბარ გა­და­ნა­წი­ლე­ბას.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს უნდა გა­აჩ­ნდეს არა­ნაკ­ლებ 2 (ორი) დი­ნა­მი­კი, AM/AF რა­დიო და AUX, USB შე­სა­ერ­თებ­ლე­ბი. აუ­დი­ო­კონ­ტრო­ლი სა­ჭე­ზე. მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს უნდა ჰქონ­დეს არა­ნაკ­ლებ 17 და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი + 1 და­საჯ­დო­მი მძღო­ლის­თვის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის მერ­მა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გა­ა­კე­თა. რო­გორც კახა კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავ­და, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია და კომ­პა­ნია „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი“ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

მე­რი­ა­ში ასე­ვე აცხა­დებ­დნენ, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის კომ­პა­ნი­ას­თან შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფის შე­უც­ვლე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

კი მაგრამ, მთელი მსოფლიო დიზელის ძრავის გაუქმებაზე მუშაობს, ევროპის დიდ ქალაქებში უკვე დიზელით შესვლაც კი აიკრძალა, მისი კვამლიანობის გამო და ესენი ეხლა ყიდულობენ. თუ იმიტომ რო მაინც იცუღლუტებენო მძღოლები და გაზზე გადაყვანას ისევ დიზელით იარონო? სხვათაშორის დიზელი გაზზე ვერ იმუშავებს და ალბათ ამიტომ უფრო "მიაწვნენ" ამ საკითხს.

ნონა
0

მისასლმებელია არცერთ ქვეყნში მარშუტკა არ დაის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორი მიკროავტობუსები ივლის თბილისში - რას ყიდულობს მერია

როგორი მიკროავტობუსები ივლის თბილისში - რას ყიდულობს მერია

დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს.

სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.

ამავე დოკუმენტის თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს, 12:00 საათზე დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 145 000 ლარია, გარანტიის ოდენობა 290 000 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე.

მერიის მოთხოვნის თანახმად, მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება, ხოლო ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრუნვა გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 30 მილიონი ლარი უნდა იყოს.

ამასთან ერთად, პირობების მიხედვით პრეტენდენტს თბილისში ან თბილისიდან 30 კილომეტრის ფარგლებში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი.

შესასყიდი მიკროავტობუსის ზუსტი გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

სიგრძე - არაუმეტეს 6.97 მეტრი; სიგანე - არაუმეტეს 2.5 მეტრი; სიმაღლე - არაუმეტეს 2.9 მეტრი; ძრავი - დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ ევრო V ემისიის სტანდარტის შესაბამისი; ძრავის მოცულობა - არაუმეტეს 3.0 ლიტრი; ძრავის სიმძლავრე - არანაკლებ 130 ცხენის ძალა; საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე - ქალაქში არაუმეტეს 10 ლიტრისა, შერეული/კომბინირებული - არაუმეტეს 9 ლიტრისა; ქალაქგარეთ - არაუმეტეს 7.5 ლიტრისა; საწვავის ავზის მოცულობა არანაკლებ 70 ლიტრისა.

არანაკლებ 2 (ორი) უსაფრთხოების ბალიში (მძღოლის და წინა მგზავრის). ყველა სავარძელზე დამონტაჟებული სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი.

მიკროავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული.

შემოთავაზებული ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. სკამების ჩარჩოები დამზადებული უნდა იყოს მეტალის ან მსგავსი გამძლე მასალისაგან რომელიც ხილვად (დაუცველ) ნაწილში შეღებილი იქნება შავად. დასაჯდომები და საზურგები დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით სტანდარტული დიზაინის და ფერის. მძღოლის სავარძელი უნდა იყოს არანაკლებ 4 (ოთხი) მიმართულებით მექანიკურად ან ავტომატურად რეგულირებადი. მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლებს უნდა ქონდეთ არანაკლებ 2 (ორი) მიმართულებით მექანიკურად ან ავტომატურად რეგულირებადი თავის მისაყრდნობები და მძღოლის სავარძელს უნდა გააჩნდეს იდაყვის ჩამოსადები.

მიკროავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული კონდინცირება და გათბობა. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C - +45˚C). გათბობის სისტემამ უნდა უზრუნველყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში თბილი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას. აგრეთვე კონდინცირების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში ცივი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას.

მიკროავტობუსს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) დინამიკი, AM/AF რადიო და AUX, USB შესაერთებლები. აუდიოკონტროლი საჭეზე. მიკროავტობუსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 17 დასაჯდომი ადგილი + 1 დასაჯდომი მძღოლისთვის.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა მიკროავტობუსების ჩანაცვლების საჭიროებაზე განცხადება გასული წლის ბოლოს გააკეთა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავდა, დედაქალაქის მერია და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ერთობლივად განახორციელებენ.

მერიაში ასევე აცხადებდნენ, რომ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და მოძველებული ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება მგზავრობის ტარიფის შეუცვლელად განხორციელდება.

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - პრემიერი

როდის განაახლებენ მუშაობას სავალუტო ჯიხურები