მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს გამყვება" - რას ჰყვება ესპანეთიდან დაბრუნებული ქართველი, რომელმაც კარანტინში 22 დღე გაატარა
"ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს გამყვება" - რას ჰყვება ესპანეთიდან დაბრუნებული ქართველი, რომელმაც კარანტინში 22 დღე გაატარა

ქარ­თვე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც 13 მარტს ეს­პა­ნე­თი­დან დაბ­რუნ­და, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას გუ­გლგრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გი­ორ­გი სი­ნა­უ­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში 22 დღი­ან "მძი­მე კა­რან­ტინ­ზე" ჰყვე­ბა:

"ბევ­რი ვი­ფიქ­რე, და­მე­წე­რა თუ არა ეს ის­ტო­რია, ორი დღეა ვერ გა­დავ­წყვი­ტე. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით, რამ­ხე­ლა ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მინ­და, ჩემი ამ­ბა­ვი გა­გი­ზი­ა­როთ. მინ­და, ყვე­ლამ იცო­დეს, რას აფუ­ჭებს სის­ტე­მა კო­რო­ნა ვირუს­თან ბრძო­ლი­სას და, რო­გორ გვაბრმა­ვებს სა­ხელ­მწი­ფო უკონ­ტრო­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად.

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 13 მარტს, როცა ეს­პა­ნე­თი­დან დავ­ბრუნ­დი, თუმ­ცა ამ პოს­ტის და­წე­რის მი­ზე­ზი ბოლო 3 დღე­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბია. 13 მარტს, როცა მე­გობ­რებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ჩა­მოვფრინ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ყვე­ლა პი­რო­ბას ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი, მზრუნ­ველ­მა მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ კა­რან­ტი­ნი მი­წევ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თბი­ლის­ში ად­გი­ლე­ბი არ იყო და ბა­თუმ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით 2 კვი­რით.

აე­რო­პორ­ტის პა­ტა­რა ოთახ­ში, 5 სხვა­დას­ხვა რე­ი­სის მგზავ­რე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ადა­მი­ა­ნი, ავ­ტო­ბუსს 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბო­დით. ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, შე­საძ­ლო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და ჩვენ, 7 მე­გო­ბა­რი, ერ­თად ვის­ხე­დით მეტ­ლა­ხის გა­ყი­ნულ ია­ტაკ­ზე.

დიდი, თხოვ­ნის, ჩხუ­ბის და პერ­ფორ­მან­სე­ბის შემ­დეგ ავ­ტო­ბუ­სი მო­ვი­და. ორ ავ­ტო­ბუს­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს სხვა­დას­ხვა რე­ი­სი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლი მგზავ­რე­ბი. ჩვენ შო­რის იყ­ვნენ მა­ღა­ლი რისკ ჯგუ­ფის ადა­მი­ა­ნე­ბი. დამ­ღლე­ლი 7 სა­ა­თის შემ­დეგ ჩა­ვე­დით ბა­თუმ­ში, სა­კა­რან­ტი­ნე სას­ტუმ­რო­ში.

რად­გან მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ეს­პა­ნეთ­ში ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, ოთახ­ში შეს­ვლაც ერ­თად შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. პა­ტა­რა ოთა­ხე­ბის გამო, გა­დავ­წყვი­ტეთ, მა­ინც ცალ-ცალ­კე შევ­სუ­ლი­ყა­ვით. თუმ­ცა, რად­გან ერ­თად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს, ერ­თმა­ნეთ­საც ვნა­ხუ­ლობ­დით. ჩვენს სამ მე­გო­ბარს ჩა­მოფ­რე­ნი­დან მეშ­ვი­დე დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­მო­უვ­ლინ­და. რა თქმა უნდა, ექი­მი-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი საქ­მის კურ­სში იყო, თუმ­ცა ტეს­ტე­ბის სიმ­ცი­რის გამო, წას­ვლის წინა დღემ­დე (მე-13 დღე) ტეს­ტი არა­ვის გა­უ­კე­თა. ტეს­ტის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, სა­მი­დან ერთ მე­გო­ბარს ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა. ამ დროს, მას უკვე არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი აღარ ჰქონ­და. თავს ახ­ლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნობს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, ფრე­ნი­სას, აე­რო­პორ­ტში ან ავ­ტო­ბუს­ში და­ინ­ფი­ცირ­და, რად­გან ვირუ­სის ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი, სწო­რედ ამ თა­რიღს ემ­თხვე­ვა.

სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა, რომ მე­გო­ბა­რი ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ­ში ხოლო ჩვენ ხელ­მე­ო­რედ 14 დღი­ან კა­რან­ტინ­ში მო­ვე­თავ­სე­ბი­ნეთ. კი­დევ ერთხელ მო­ვი­თხო­ვეთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნა, რად­გან ყვე­ლას გვქონ­და ამის პი­რო­ბე­ბი. მტკი­ცე უარი მი­ვი­ღეთ. უკვე მე-17 დღეს ვა­ტა­რებ­დით სას­ტუმ­რო­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი. ზოგს ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან აგ­ვი­წია სი­ცხემ, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით. ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა მო­ვი­თხო­ვეთ, რომ გაგ­ვე­გო, და­ვინ­ფი­ცირ­დით თუ არა და­ნარ­ჩე­ნე­ბიც. ტეს­ტე­ბის სიმ­ცი­რის გამო, ამ მო­თხოვ­ნა­ზე უარი მი­ვი­ღეთ. უსიმპტო­მო­ებ­ზე არ კეთ­დე­ბაო. ბა­თუმ­ში, სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნა­ში, კო­მერ­ცი­უ­ლი ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ შევ­ძე­ლით ვერც სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ტეს­ტის გა­კე­თე­ბა. გა­მო­ვი­და, რომ კი­დევ 2 კვი­რის მან­ძილ­ზე, ვერ გა­ვი­გებ­დით ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

ამის გამო, მე­გობ­რებს, რომ­ლებ­საც, შე­და­რე­ბით, სუს­ტი ფსი­ქი­კა ჰქონ­დათ, გა­მო­უვ­ლინ­დათ დეპ­რე­სია, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და უძი­ლო­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძი­მის ფონ­ზე, სა­მი­ნის­ტრომ ჩვე­ნი სა­კი­თხი ხე­ლახ­ლა გა­ნი­ხი­ლა და, დაგ­ვრთეს ნება, კა­რან­ტი­ნის დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. რა თქმა უნდა, ტესტზე სა­უ­ბა­რიც კი არ ყო­ფი­ლა. მო­ვი­თხო­ვეთ ცალ­კე მან­ქა­ნა, იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვით. ასე­ვე მო­ვი­თხო­ვეთ, რომ მგზავ­რო­ბის ხარ­ჯი თვი­თონ დაგ­ვე­ფა­რა, რად­გან სხვა მგზავ­რე­ბის­გან გან­რი­დე­ბას ვი­თხოვ­დით. ამა­ზეც უარი მი­ვი­ღეთ. რა მი­ზე­ზით, არ ვიცი.

ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში მან­ქა­ნამ სხვა­დას­ხვა სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 14 ადა­მი­ა­ნი წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. მან­ქა­ნა­ში, წყვილ-წყვი­ლად, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ დაგ­ვსვეს. არა პირ­ბა­დე, არა ხელ­თათ­მა­ნი, სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იყო, როცა სა­ხელ­მწი­ფომ საფრ­თხე შე­უქ­მნა ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან და­უც­ვე­ლი კონ­ტაქ­ტის გამო. სა­ბო­ლო­ოდ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გად­მო­ვე­დი. დავ­მშვიდ­დი, მე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა და სახ­ლში შე­მეძ­ლო გა­მე­ტა­რე­ბი­ნა არა 1 კვი­რა არა­მედ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. თურ­მე არა, ახლა იწყე­ბა ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლი.

თბი­ლის­ში რო­გორც კი დავ­ბრუნ­დი, კო­მერ­ცი­უ­ლი ტეს­ტის ამ­ბა­ვი გა­ვარ­კვიე და გა­მო­ძა­ხე­ბა გა­ვა­ფორ­მე. რი­გე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­ნიშ­ნეს ვი­ზი­ტი. სა­ნამ ჩემი რიგი დად­გე­ბო­და, ერთ-ერთ სა­ღა­მოს, ტემ­პე­რა­ტუ­რამ ამი­წია (37c). მშვი­დად ვე­ღარ მო­ვიც­დი­დი, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას­თან დავ­რე­კე, რომ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ.

გა­და­მიყ­ვა­ნეს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. პრო­ფე­სი­ით მეც მო­მა­ვა­ლი ექი­მი ვარ და, და­ახ­ლო­ე­ბით, ვიცი, სა­ა­ვად­მყო­ფო ამ დროს რო­გორ მუ­შა­ობს. იმ სა­ღა­მოს­ვე, რა თქმა უნდა, ტეს­ტი არა­ვინ გა­მი­კე­თა. გა­ვი­ა­რე რუ­ტი­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მელ­საც ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი გა­დის კლი­ნი­კა­ში ვი­ზი­ტის დროს. არ მოვ­ყვე­ბი, რო­გო­რი ბა­ლი­ში და სი­ტუ­ა­ცია იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ერთს გე­ტყვით: პა­ლა­ტა­ში ჩემ­თან ერ­თად ორი უცხო ადა­მი­ა­ნი იწვა. ორი­ვე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ით. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­გან მო­შო­რე­ბით ვი­წე­ქით, მაგ­რამ ვი­ყე­ნებ­დით სა­ერ­თო სა­პირ­ფა­რე­შოს. ეს უკვე მე­სა­მე შემ­თხვე­ვა იყო, როცა სა­ხელ­მწი­ფომ შე­საძ­ლო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან ერთ სივ­რცე­ში ყოფ­ნა მო­მი­სა­ჯა.

მე­ო­რე დღეს დად­გა ტეს­ტის გა­კე­თე­ბის დრო, (14:00), მა­ლე­ვე, სა­ღა­მოს 19:00-ზე, პა­სუ­ხი მო­ვი­და - უარ­ყო­ფი­თი. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. ალ­ბათ იფიქ­რებთ, რომ აქ ის­ტო­რია ჰეფი ენ­დით მთავ­რდე­ბა. მეც ასე მე­გო­ნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რე დი­ლამ­დე ჩემი გა­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. იმ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ტეს­ტის პა­სუ­ხით, გა­დავ­წყვი­ტე, ხა­სი­ა­თი არაფ­რით გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნა და ბედს შე­ვე­გუე.

დად­გა გა­წე­რის დღე, ალ­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე, რაც კი მა­გონ­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტის გა­წე­რა ძი­რი­თა­დად დი­ლით ხდე­ბა, როცა ექი­მი შე­მოვ­ლას აკე­თებს. ექი­მი 12:00 სა­ათ­ზე მო­ვი­და და მი­თხრა, რომ ახ­ლა­ვე გა­ამზდებ­და ფორ­მა 100-ს და გამ­წერ­დნენ.

დად­გა 15:00 სა­ა­თი მაგ­რამ არც ექი­მი გა­მო­ჩე­ნი­ლა და არც ჩემს წა­საყ­ვა­ნად მო­სუ­ლა ვინ­მე. ექიმ­მა ტე­ლე­ფო­ნით მი­თხრა, რომ წუთი-წუთ­ზე კა­რან­ტინ­ში წა­საყ­ვა­ნად მან­ქა­ნა მო­მა­კი­თხავ­და. ექი­მე­ბი­სად­მი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით და მშვი­დი ხა­სი­ა­თის გამო, ქალ­ბა­ტონს ავუხ­სე­ნი რომ, კა­რან­ტი­ნი უკვე მოხ­დი­ლი მაქვს და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში უნდა დავ­ბრუნ­დე.

მი­პა­სუ­ხა, რომ არ აინ­ტე­რე­სებ­და, რა მქონ­და მოხ­დი­ლი და, რო­გორც იტყო­და, ისე იქ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან ვთხო­ვე, პა­ლა­ტა­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო, რომ სი­ტუ­ა­ცია დე­ტა­ლუ­რად ამეხ­სნა. ყვი­რილ­ზე გა­და­ვი­და. ამ დროს მეც ყვი­რი­ლით გა­დავ­ძვე­რი ტე­ლე­ფონ­ში და კო­რექ­ტუ­ლო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დე. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ფორ­მა 100 მო­მი­ტა­ნეს, სა­დაც გარ­კვე­ვით ეწე­რა, რომ სახ­ლში ვე­წე­რე­ბო­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.

კი­დევ 3 სა­ა­თის შემ­დეგ (18:00) მან­ქა­ნა მო­ვი­და, სი­ხა­რუ­ლით მოვ­კი­დე ჩან­თას ხელი და გა­ვე­შუ­რე. მან­ქა­ნა­ში ახლა გარ­დაბ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი 15 უცხო ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა. ისი­ნი თურ­მე გლ­და­ნის კა­რან­ტინ­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, მა­ღა­ლი რის­კის, მაგ­რამ სიმპტო­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო. მძღოლს თა­ვა­ზი­ა­ნად ვთხო­ვე, აქვე ვცხოვ­რობ, ჯერ მე დამ­ტო­ვეთ მეთ­ქი.

აქვე გა­ირ­კვა, რომ მეც კა­რან­ტი­ნის სი­ა­ში ვი­ყა­ვი. თა­ვის­თა­ვად ავუხ­სე­ნი, რომ კა­რან­ტი­ნი არ მი­წევ­და. მძღო­ლი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, მი­თხრა, მე ვე­რა­ფერს ვწყვეთ, პო­ლი­ცი­ას გა­ე­სა­უბ­რეო. და­ვუ­ძა­ხეთ პო­ლი­ცი­ას, რო­მე­ლიც კლი­ნი­კის ეზოს იცავ­და, რის­გან არ ვიცი.

პო­ლი­ცი­ე­ლი ახალ­გაზ­რა ქალი იყო, მშვი­დად ვე­სა­უბ­რე, ვუ­თხა­რი რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს და, სახ­ლის ნაც­ვლად, ისევ კა­რან­ტინ­ში მივ­ყავ­დით. დახ­მა­რე­ბა და სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვა ვთხო­ვე. პო­ლი­ცი­ე­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას არ აინ­ტე­რე­სებ­და “ეს რა­ღაც ფურ­ცე­ლი”, ანუ ექი­მის მიერ გა­მო­წე­რი­ლი ფორ­მა 100, და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ხდე­ბო­და. ახლა უკვე და­ჟი­ნე­ბით მო­ვი­თხო­ვე, რომ ფორ­მა 100-სთვის და­ე­ხე­და, რო­მე­ლიც, სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით, სუ­ლაც არ არის “რა­ღაც ფურ­ცე­ლი” და, სა­დაც გარ­კვე­ვით ეწე­რა, რომ შე­მოწ­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მე­კუთ­ვნო­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

მშვი­დად და ხაზ­გას­მით გა­ნი­მი­მარ­ტა, რომ ეს არ აინ­ტე­რე­სებ­და, ან ახ­ლა­ვე ჩავ­ჯდე­ბო­დი მან­ქა­ნა­ში ან - 3000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით ჩავ­ჯდე­ბო­დი იგი­ვე მან­ქა­ნა­ში. რომ მივ­ხვდი, აზრი არ ჰქონ­და, მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი. წა­ვე­დით გლ­დან­ში, ერთ-ერთ სა­კა­რან­ტი­ნე სას­ტუმ­რო­ში. ჩემს ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას კარ­გად ვერ გად­მოგ­ცემთ. სი­ტყვე­ბითთ არ გა­მო­ით­ქმის, რაც მა­შინ მთელ­მა ამ არე­უ­ლო­ბამ დამ­მარ­თა. ოთახ­ში შეს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო ბი­უ­როკ­რა­ტი­ას­თან ჭი­დი­ლი. ჯერ ვცდი­ლობ­დი, გა­მერ­კვია, ამ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა ვის შე­ეძ­ლო.

სა­ღა­მოს 10:00 სა­ათ­ზე უკვე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 ადა­მი­ან­თან მქონ­და და­რე­კი­ლი და ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­თან მა­მი­სა­მარ­თებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ერთ-ერთი ინ­სტან­ცი­ი­დან და­მი­რე­კეს, ბო­დი­ში მო­მი­ხა­დეს შეც­დო­მის გამო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ღამე მა­ინც ვერ გა­და­მიყ­ვან­დნენ, კო­მენ­და­ტის სა­ა­თი იყო და, შემ­პირ­დნენ, რომ დი­ლით გა­მო­ას­წო­რებ­დნენ შეც­დო­მას. დი­ლით ადრე ავ­დე­ქი, დრო რომ არ და­მე­კარ­გა. 22 დღე კა­რან­ტინ­ში ვი­ყა­ვი და და­მა­ტე­ბით 1 წუ­თიც არ მინ­დო­და, იქ გა­მე­ტა­რე­ბი­ნა.

დავ­რე­კე ჯან­დაც­ვის ცხელ ხაზ­ზე, და­მი­დას­ტუ­რეს რომ სა­კი­თხი გა­და­ცე­მუ­ლი იყო და მან­ქა­ნას უნდა დავ­ლო­დე­ბო­დი. მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი არ­სად ჩან­და. დავ­რე­კე სა­გან­გე­ბო­ში, სა­დაც ტრან­სპორ­ტი­რე­ბას აგ­ვა­რე­ბენ. მი­თხრეს, რომ ჩემ­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღი­ათ. უკვე ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, შე­მე­შინ­და, ვინ­მეს­თვის ან ჩემი თა­ვის­თვის რამე არ და­მე­შა­ვე­ბი­ნა. ძველ­მა ექიმ­მა და­მი­რე­კა, ბა­თუ­მის კა­რან­ტი­ნის ექიმ-ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მი­მოწ­მა. სი­ცხე ვი­ღას ახ­სოვ­და, ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ ავუხ­სე­ნი, მა­შინ­ვე დახ­მა­რე­ბას შემ­პირ­და.

ჩემ­მა თხოვ­ნამ გაჭ­რა თუ, უბ­რა­ლოდ, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბამ, არ ვიცი, მაგ­რამ ერთ სა­ათ­ში მან­ქა­ნამ მო­მა­კი­თხა. ახლა ამას სახ­ლი­დან ვწერ, დამ­შვი­დე­ბუ­ლი გო­ნე­ბით, კი­დევ არ მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ი­წი­რა ამ სა­ში­ნელ ბი­უ­როკ­რა­ტი­ას­თან ბრძო­ლამ. მარ­თა­ლია, ვირუ­სი არ მაქვს, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრამ­ვა, რო­მე­ლიც ამ სის­ტე­მამ მო­მა­ყე­ნა, ალ­ბათ დიდი ხანი გამ­ყვე­ბა. ვი­საც ჰგო­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ძლი­ე­რია კო­რო­ნა ვირუს­თან ბრძო­ლა­ში და, რაც მაგ­რე­ბი ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, ძა­ლი­ან ცდე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, ათა­სო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პირი იყოს, რომ­ლებ­საც ტესტს არ უკე­თე­ბენ, იმი­ტომ, რომ უსიმპტო­მო­ე­ბი არი­ან. მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 50% უსიმპტო­მოა, მაგ­რამ - ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­დამ­დე­ბი. სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი მათი და­ტესტვაა, რად­გან ისი­ნი, ისე ავ­რცე­ლე­ბენ ვირუსს, რომ ამის შე­სა­ხებ, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ აქვთ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს პი­რი­ქით აკე­თებს. სას­ტუმ­რო­ე­ბი, ნუ მო­გა­ტყუ­ებთ. პო­პო­ლიზ­მზე ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის აგე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა, აქ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე დევს სას­წორ­ზე. ამ ყვე­ლა­ფერს ისე ვწერ, კარი 9 კლი­ტუ­ლით მაქვს ჩა­რა­ზუ­ლი. ახლა რომ ვკვდე­ბო­დე, აღარც სას­წრა­ფო­ში დამ­რე­კი ვარ და, მი­თუ­მე­ტეს, არც გა­რეთ გამ­სვლე­ლი" - წერს გი­ორ­გი სი­ნა­უ­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
35

ჭეშმარიტად ჯანდაცვის მომავალი მინისტრი ხარ ჭიაბერაშვილი პრემიერი რომ გახდება, მერე.

ანა
32

სახელმწიფო წარმოუდგენელ ძალისხმევას ახორციელებს, ასეთი უმადურობა სირცხვილია, თვითონ რატომ არ წამოიღეთ ესპანეთიდან პირბადე, აქ სახელმწიფოსგან რომ ითხოვთ. ხალხი თქვენ რისკის ფასად გამსახურებათ და ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია. არა უმადურობას!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს გამყვება" - რას ჰყვება ესპანეთიდან დაბრუნებული ქართველი, რომელმაც კარანტინში 22 დღე გაატარა

"ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს გამყვება" - რას ჰყვება ესპანეთიდან დაბრუნებული ქართველი, რომელმაც კარანტინში 22 დღე გაატარა

ქართველი ბიჭი, რომელიც 13 მარტს ესპანეთიდან დაბრუნდა, ჯანდაცვის სისტემას გუგლგრილობაში ადანაშაულებს. გიორგი სინაურიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში 22 დღიან "მძიმე კარანტინზე" ჰყვება:

"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს ისტორია, ორი დღეა ვერ გადავწყვიტე. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის, სამედიცინო კუთხით, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა. საბოლოოდ, მაინც მინდა, ჩემი ამბავი გაგიზიაროთ. მინდა, ყველამ იცოდეს, რას აფუჭებს სისტემა კორონა ვირუსთან ბრძოლისას და, როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

ყველაფერი დაიწყო 13 მარტს, როცა ესპანეთიდან დავბრუნდი, თუმცა ამ პოსტის დაწერის მიზეზი ბოლო 3 დღეში განვითარებული მოვლენებია. 13 მარტს, როცა მეგობრებთან ერთად თბილისში ჩამოვფრინდი, მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციის ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, მზრუნველმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარანტინი მიწევდა. როგორც აღმოჩნდა, თბილისში ადგილები არ იყო და ბათუმში უნდა წავსულიყავით 2 კვირით.

აეროპორტის პატარა ოთახში, 5 სხვადასხვა რეისის მგზავრები, დაახლოებით, 100 ადამიანი, ავტობუსს 5 საათის განმავლობაში ველოდებოდით. ქალები, კაცები, მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და სხვადასხვა დაავადების მქონე პირები, შესაძლო ინფიცირებულები და ჩვენ, 7 მეგობარი, ერთად ვისხედით მეტლახის გაყინულ იატაკზე.

დიდი, თხოვნის, ჩხუბის და პერფორმანსების შემდეგ ავტობუსი მოვიდა. ორ ავტობუსში გადაგვანაწილეს სხვადასხვა რეისიდან ჩამოფრენილი მგზავრები. ჩვენ შორის იყვნენ მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები. დამღლელი 7 საათის შემდეგ ჩავედით ბათუმში, საკარანტინე სასტუმროში.

რადგან მე და ჩემი მეგობრები ესპანეთში ერთად ვცხოვრობდით, ოთახში შესვლაც ერთად შემოგვთავაზეს. პატარა ოთახების გამო, გადავწყვიტეთ, მაინც ცალ-ცალკე შევსულიყავით. თუმცა, რადგან ერთად ცხოვრების უფლება მოგვცეს, ერთმანეთსაც ვნახულობდით. ჩვენს სამ მეგობარს ჩამოფრენიდან მეშვიდე დღეს ტემპერატურა გამოუვლინდა. რა თქმა უნდა, ექიმი-ეპიდემიოლოგი საქმის კურსში იყო, თუმცა ტესტების სიმცირის გამო, წასვლის წინა დღემდე (მე-13 დღე) ტესტი არავის გაუკეთა. ტესტის გაკეთების შემდეგ, სამიდან ერთ მეგობარს ვირუსი აღმოაჩნდა. ამ დროს, მას უკვე არანაირი სიმპტომი აღარ ჰქონდა. თავს ახლაც არაჩვეულებრივად გრძნობს. დიდი ალბათობით, ჩვენი მეგობარი, ფრენისას, აეროპორტში ან ავტობუსში დაინფიცირდა, რადგან ვირუსის ინკუბაციის პერიოდი, სწორედ ამ თარიღს ემთხვევა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ მეგობარი ბათუმის ინფექციურში ხოლო ჩვენ ხელმეორედ 14 დღიან კარანტინში მოვეთავსებინეთ. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ თვითიზოლაციაში გადაყვანა, რადგან ყველას გვქონდა ამის პირობები. მტკიცე უარი მივიღეთ. უკვე მე-17 დღეს ვატარებდით სასტუმროში გამომწყვდეულები. ზოგს ნერვიულობისგან აგვიწია სიცხემ, იმიტომ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ტესტის ჩატარება მოვითხოვეთ, რომ გაგვეგო, დავინფიცირდით თუ არა დანარჩენებიც. ტესტების სიმცირის გამო, ამ მოთხოვნაზე უარი მივიღეთ. უსიმპტომოებზე არ კეთდებაო. ბათუმში, საკარანტინე ზონაში, კომერციული ტესტების ჩატარება გამორიცხული იყო, შესაბამისად, ვერ შევძელით ვერც საკუთარი სახსრებით ტესტის გაკეთება. გამოვიდა, რომ კიდევ 2 კვირის მანძილზე, ვერ გავიგებდით ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამის გამო, მეგობრებს, რომლებსაც, შედარებით, სუსტი ფსიქიკა ჰქონდათ, გამოუვლინდათ დეპრესია, პანიკური შეტევები, ნერვული აშლილობა და უძილობა. სიტუაციის სიმძიმის ფონზე, სამინისტრომ ჩვენი საკითხი ხელახლა განიხილა და, დაგვრთეს ნება, კარანტინის დარჩენილი დღეები თვითიზოლაციაში გაგვეტარებინა. რა თქმა უნდა, ტესტზე საუბარიც კი არ ყოფილა. მოვითხოვეთ ცალკე მანქანა, იზოლაციის წესების დაცვით. ასევე მოვითხოვეთ, რომ მგზავრობის ხარჯი თვითონ დაგვეფარა, რადგან სხვა მგზავრებისგან განრიდებას ვითხოვდით. ამაზეც უარი მივიღეთ. რა მიზეზით, არ ვიცი.

ბათუმიდან თბილისში მანქანამ სხვადასხვა საკარანტინე ზონიდან დაახლოებით 14 ადამიანი წამოგვიყვანა. მანქანაში, წყვილ-წყვილად, ერთმანეთის გვერდიგვერდ დაგვსვეს. არა პირბადე, არა ხელთათმანი, საერთოდ არანაირი დამცავი საშუალება. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ საფრთხე შეუქმნა ჩვენს ჯანმრთელობას უცხო ადამიანებთან დაუცველი კონტაქტის გამო. საბოლოოდ, თვითიზოლაციაში გადმოვედი. დავმშვიდდი, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა და სახლში შემეძლო გამეტარებინა არა 1 კვირა არამედ მთელი ცხოვრება. თურმე არა, ახლა იწყება ჩემი თავგადასავალი.

თბილისში როგორც კი დავბრუნდი, კომერციული ტესტის ამბავი გავარკვიე და გამოძახება გავაფორმე. რიგების გამო, რამდენიმე დღეში დამინიშნეს ვიზიტი. სანამ ჩემი რიგი დადგებოდა, ერთ-ერთ საღამოს, ტემპერატურამ ამიწია (37c). მშვიდად ვეღარ მოვიცდიდი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დავრეკე, რომ ჩემი მდგომარეობა შეემოწმებინათ.

გადამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პროფესიით მეც მომავალი ექიმი ვარ და, დაახლოებით, ვიცი, საავადმყოფო ამ დროს როგორ მუშაობს. იმ საღამოსვე, რა თქმა უნდა, ტესტი არავინ გამიკეთა. გავიარე რუტინული პროცედურა, რომელსაც ყველა პაციენტი გადის კლინიკაში ვიზიტის დროს. არ მოვყვები, როგორი ბალიში და სიტუაცია იყო საავადმყოფოში. ერთს გეტყვით: პალატაში ჩემთან ერთად ორი უცხო ადამიანი იწვა. ორივე მაღალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით. ჩვენ ერთმანეთისგან მოშორებით ვიწექით, მაგრამ ვიყენებდით საერთო საპირფარეშოს. ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ შესაძლო ინფიცირებულებთან ერთ სივრცეში ყოფნა მომისაჯა.

მეორე დღეს დადგა ტესტის გაკეთების დრო, (14:00), მალევე, საღამოს 19:00-ზე, პასუხი მოვიდა - უარყოფითი. უბედნიერესი ვიყავი. ალბათ იფიქრებთ, რომ აქ ისტორია ჰეფი ენდით მთავრდება. მეც ასე მეგონა. როგორც აღმოჩნდა, მეორე დილამდე ჩემი გაწერა შეუძლებელი იყო. იმდენად გახარებული ვიყავი ტესტის პასუხით, გადავწყვიტე, ხასიათი არაფრით გამეფუჭებინა და ბედს შევეგუე.

დადგა გაწერის დღე, ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე, რაც კი მაგონდება. პაციენტის გაწერა ძირითადად დილით ხდება, როცა ექიმი შემოვლას აკეთებს. ექიმი 12:00 საათზე მოვიდა და მითხრა, რომ ახლავე გაამზდებდა ფორმა 100-ს და გამწერდნენ.

დადგა 15:00 საათი მაგრამ არც ექიმი გამოჩენილა და არც ჩემს წასაყვანად მოსულა ვინმე. ექიმმა ტელეფონით მითხრა, რომ წუთი-წუთზე კარანტინში წასაყვანად მანქანა მომაკითხავდა. ექიმებისადმი დიდი პატივისცემით და მშვიდი ხასიათის გამო, ქალბატონს ავუხსენი რომ, კარანტინი უკვე მოხდილი მაქვს და თვითიზოლაციაში უნდა დავბრუნდე.

მიპასუხა, რომ არ აინტერესებდა, რა მქონდა მოხდილი და, როგორც იტყოდა, ისე იქნებოდა. ძალიან ვთხოვე, პალატაში ჩამოსულიყო, რომ სიტუაცია დეტალურად ამეხსნა. ყვირილზე გადავიდა. ამ დროს მეც ყვირილით გადავძვერი ტელეფონში და კორექტულობისკენ მოვუწოდე. ნახევარ საათში ფორმა 100 მომიტანეს, სადაც გარკვევით ეწერა, რომ სახლში ვეწერებოდი თვითიზოლაციაში.

კიდევ 3 საათის შემდეგ (18:00) მანქანა მოვიდა, სიხარულით მოვკიდე ჩანთას ხელი და გავეშურე. მანქანაში ახლა გარდაბნიდან ჩამოსული 15 უცხო ადამიანი დამხვდა. ისინი თურმე გლდანის კარანტინში გადაჰყავდათ, მაღალი რისკის, მაგრამ სიმპტომების არარსებობის გამო. მძღოლს თავაზიანად ვთხოვე, აქვე ვცხოვრობ, ჯერ მე დამტოვეთ მეთქი.

აქვე გაირკვა, რომ მეც კარანტინის სიაში ვიყავი. თავისთავად ავუხსენი, რომ კარანტინი არ მიწევდა. მძღოლი კარგი ადამიანი იყო, მითხრა, მე ვერაფერს ვწყვეთ, პოლიციას გაესაუბრეო. დავუძახეთ პოლიციას, რომელიც კლინიკის ეზოს იცავდა, რისგან არ ვიცი.

პოლიციელი ახალგაზრა ქალი იყო, მშვიდად ვესაუბრე, ვუთხარი რომ შეცდომა დაუშვეს და, სახლის ნაცვლად, ისევ კარანტინში მივყავდით. დახმარება და სიტუაციის გარკვევა ვთხოვე. პოლიციელის განმარტებით, მას არ აინტერესებდა “ეს რაღაც ფურცელი”, ანუ ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100, და ეს ყველაფერი, ჩემი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის ხდებოდა. ახლა უკვე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ფორმა 100-სთვის დაეხედა, რომელიც, სამედიცინო თვალსაზრისით, სულაც არ არის “რაღაც ფურცელი” და, სადაც გარკვევით ეწერა, რომ შემოწმებული ვიყავი და მეკუთვნოდა თვითიზოლაციაში დაბრუნება.

მშვიდად და ხაზგასმით განიმიმარტა, რომ ეს არ აინტერესებდა, ან ახლავე ჩავჯდებოდი მანქანაში ან - 3000 ლარიანი ჯარიმით ჩავჯდებოდი იგივე მანქანაში. რომ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა, მანქანაში ჩავჯექი. წავედით გლდანში, ერთ-ერთ საკარანტინე სასტუმროში. ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობას კარგად ვერ გადმოგცემთ. სიტყვებითთ არ გამოითქმის, რაც მაშინ მთელმა ამ არეულობამ დამმართა. ოთახში შესვლის შემდეგ დაიწყო ბიუროკრატიასთან ჭიდილი. ჯერ ვცდილობდი, გამერკვია, ამ შეცდომის გამოსწორება ვის შეეძლო.

საღამოს 10:00 საათზე უკვე, დაახლოებით 10 ადამიანთან მქონდა დარეკილი და ყველა ერთმანეთთან მამისამართებდა. საბოლოოდ, ერთ-ერთი ინსტანციიდან დამირეკეს, ბოდიში მომიხადეს შეცდომის გამო. აღმოჩნდა, რომ ღამე მაინც ვერ გადამიყვანდნენ, კომენდატის საათი იყო და, შემპირდნენ, რომ დილით გამოასწორებდნენ შეცდომას. დილით ადრე ავდექი, დრო რომ არ დამეკარგა. 22 დღე კარანტინში ვიყავი და დამატებით 1 წუთიც არ მინდოდა, იქ გამეტარებინა.

დავრეკე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, დამიდასტურეს რომ საკითხი გადაცემული იყო და მანქანას უნდა დავლოდებოდი. მანქანა რამდენიმე საათი არსად ჩანდა. დავრეკე საგანგებოში, სადაც ტრანსპორტირებას აგვარებენ. მითხრეს, რომ ჩემზე არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, შემეშინდა, ვინმესთვის ან ჩემი თავისთვის რამე არ დამეშავებინა. ძველმა ექიმმა დამირეკა, ბათუმის კარანტინის ექიმ-ეპიდემიოლოგმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა შემიმოწმა. სიცხე ვიღას ახსოვდა, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ ავუხსენი, მაშინვე დახმარებას შემპირდა.

ჩემმა თხოვნამ გაჭრა თუ, უბრალოდ, გულისხმიერებამ, არ ვიცი, მაგრამ ერთ საათში მანქანამ მომაკითხა. ახლა ამას სახლიდან ვწერ, დამშვიდებული გონებით, კიდევ არ მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრდა. წარმომიდგენია, რამდენი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიწირა ამ საშინელ ბიუროკრატიასთან ბრძოლამ. მართალია, ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრამვა, რომელიც ამ სისტემამ მომაყენა, ალბათ დიდი ხანი გამყვება. ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო ძლიერია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ძალიან ცდებით.

საქართველოში შესაძლოა, ათასობით დაავადებული პირი იყოს, რომლებსაც ტესტს არ უკეთებენ, იმიტომ, რომ უსიმპტომოები არიან. მსოფლიო გამოცდილებით, ინფიცირებულთა 50% უსიმპტომოა, მაგრამ - ჩვეულებრივად გადამდები. სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე აუცილებელი მათი დატესტვაა, რადგან ისინი, ისე ავრცელებენ ვირუსს, რომ ამის შესახებ, წარმოდგენაც კი არ აქვთ. საქართველოს მთავრობა ყველაფერს პირიქით აკეთებს. სასტუმროები, ნუ მოგატყუებთ. პოპოლიზმზე ჯანდაცვის სისტემის აგება, არ შეიძლება, აქ ადამიანების სიცოცხლე დევს სასწორზე. ამ ყველაფერს ისე ვწერ, კარი 9 კლიტულით მაქვს ჩარაზული. ახლა რომ ვკვდებოდე, აღარც სასწრაფოში დამრეკი ვარ და, მითუმეტეს, არც გარეთ გამსვლელი" - წერს გიორგი სინაურიძე.

"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე

ინტერნეტმომხმარებლის ფრაზა შაქარაშვილზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა - "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო უწიგნური ბავშვის მკვლელობაზე?"

"მთელ სამყაროში ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე..." - ნანუკა ჟორჟოლიანის დედა მძიმე სენთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა