სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია
რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

"საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, მარ­ტში წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 6.1 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

"2020 წლის მარ­ტში წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 0.7 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 6.1 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ას , აღ­ნიშ­ნულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2020 წლის მარ­ტში გა­სუ­ლი წლის მარტთან შე­და­რე­ბით 2.9 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე წლი­უ­რი სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3.3 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა“ ,- აღ­ნიშ­ნუ­ლია საქსტა­ტის ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან, ყო­ველ­თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 2 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა.

კერ­ძოდ, ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (9.6 პრო­ცენ­ტი), ხილი და ყუ­რძე­ნი (8.9 პრო­ცენ­ტი), შა­ქა­რი, ჯემი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი (3.7 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (2.6 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (2.3 პრო­ცენ­ტი), პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (1.7 პრო­ცენ­ტი).

ამას­თან, ფა­სე­ბი შემ­ცირ­და რძის, ყვე­ლი­სა და კვერ­ცხის (-1.3 პრო­ცენ­ტი) და თევ­ზე­უ­ლის (-1.2 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუ­ფებ­ზე.

ტრან­სპორ­ტის ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 0.8 პრო­ცენ­ტი­ა­ნი კლე­ბა. ფა­სე­ბი შემ­ცირ­და სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (-2 პრო­ცენ­ტი) და პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (-1.4 პრო­ცენ­ტი). ამას­თან, ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­ზე (8.6 პრო­ცენ­ტი)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
0

მომატებული ფასებს კი ვხედავ,მაგრამ შემცირებულს ვერა

ლალუკა
3

ხალხო არ იყიდოთ დაფასოებული სკუმბრია, დამპალი თევზია ვესტ ინვესტის მიერ დაფასოებული, დამარილებული სილიოტკაა, გარეცხილი და ჩადებული.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

"საქსტატის" მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

"2020 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მარტში გასული წლის მარტთან შედარებით 2.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.3 პროცენტით განისაზღვრა“ ,- აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2 პროცენტიანი მატება.

კერძოდ, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.7 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-1.3 პროცენტი) და თევზეულის (-1.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.6 პროცენტი)

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქალი ქმრისგან დაინფიცირდა

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე