კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?
ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?

ამ წუთ­ში ეროვ­ნულ გა­მოც­დებს არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მივ­დი­ვართ და­გეგ­მი­ლი ფორ­მა­ტის მი­ხედ­ვით, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც დგე­ბუ­ა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტიც უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

„ამ ეტაპ­ზე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტი რჩე­ბა იგი­ვე, რაც იყო. ჩვენ მივ­ყვე­ბით უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლის და აბი­ტუ­რი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ამას წი­ნას­წარ ვაც­ნო­ბებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბაა. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტის და ვა­დე­ბის ცვლი­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ და­ირ­ღვეს ბავ­შვის უფ­ლე­ბა და არ­ცერთ სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლეს არ შე­უქ­მნის პრობ­ლე­მებს.

„მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­ვი­ცავთ აბი­ტუ­რი­ენ­ტის უფ­ლე­ბებს, რაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა გა­მოც­დე­ბის დრო­საც. გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის გა­რე­მო­ე­ბა, რაც ამ წუთ­ში ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ არ და­ა­კონ­კრე­ტა, ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ექ­მნე­ბა თუ არა ეროვ­ნულ გა­მოც­დებს საფრ­თხე და რა შემ­თხვე­ვა­ში ვერ შედ­გე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი.

„ამ წუთ­ში ეროვ­ნულ გა­მოც­დებს არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მივ­დი­ვართ და­გეგ­მი­ლი ფორ­მა­ტის მი­ხედ­ვით, რაც არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ვი­მოქ­მე­დებთ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. სა­მი­ნის­ტრო და სის­ტე­მა ერ­გე­ბა პრო­ცე­სებს. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და­გეგ­მი­ლია და პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვაც­ნო­ბებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცია არ არის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, ისი­ნი არ უნდა და­ზა­რალ­დნენ და არ უნდა ჰქონ­დეთ რა­ი­მე შე­ფერ­ხე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე. დღეს რაც არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, ამა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ჩვენ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ“, - აღ­ნიშ­ნა ეკა დგე­ბუ­ა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დის გა­და­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, თვი­თონ გა­მოც­დე­ბის ვა­დე­ბი არ გა­და­ი­წევს და ის ივ­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რი­სას არ გა­მო­რი­ცხა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ეს ვა­რი­ან­ტიც შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­ხი­ლუ­ლი, მხო­ლოდ იმ ჭრილ­ში, რომ ყვე­ლამ, ვინც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, შეძ­ლოს ონ­ლა­ინ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. თუმ­ცა ეს არ არის ერთ-ერთი შე­თა­ვა­ზე­ბა“.

დავითი
0

ეროვნული გამოცდების იმ ფორმატით ჩატარება რაც იყო სრულიად წარმოუდგენელია, წელს კი არა შეიძლება გაისადაც. ონლაინ კი როგორ უნდა გააკეთო ისე რომ არ გადაიწეროს აბიტურიენტმა, მე არ ვიცი. სკოლებში პირველკლასელებსაც ონლაინ ასწავლიან და მიიღებენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?

ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?

ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

როგორც დგებუაძე აღნიშნავს, ეროვნული გამოცდების ფორმატიც უცვლელი რჩება.

„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატი რჩება იგივე, რაც იყო. ჩვენ მივყვებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. ყველა გადაწყვეტილება იქნება მოსწავლის და აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებით და ამას წინასწარ ვაცნობებთ საზოგადოებაა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო არის ორიენტირებული ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ დაირღვეს ბავშვის უფლება და არცერთ საფეხურზე მოსწავლეს არ შეუქმნის პრობლემებს.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის უფლება იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ აბიტურიენტის უფლებებს, რაც დაცული იქნება გამოცდების დროსაც. გამოცდების ჩატარებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც ამ წუთში ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა, ყველაზე ცუდი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეექმნება თუ არა ეროვნულ გამოცდებს საფრთხე და რა შემთხვევაში ვერ შედგება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

„ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, რაც არსებობს. თუმცა, ვიმოქმედებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იქნება საჭირო. სამინისტრო და სისტემა ერგება პროცესებს. ეროვნული გამოცდები დაგეგმილია და პროცესების განვითარების შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას ვაცნობებთ საზოგადოებას. იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია არ არის აბიტურიენტების ბრალეულობა, ისინი არ უნდა დაზარალდნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე შეფერხება ეროვნულ გამოცდებზე. დღეს რაც არ არის გადაწყვეტილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, - აღნიშნა ეკა დგებუაძემ და დასძინა, რომ რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე დგებუაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას არ გამორიცხა ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება და აღნიშნა, რომ „ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება. თუმცა ეს არ არის ერთ-ერთი შეთავაზება“.

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს

LIVE: სპეცპროექტი COVID-19 - ბიძინა კულუმბეგოვი