სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული გამოცემა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს Foreign Policy
ამერიკული გამოცემა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს Foreign Policy

“ფო­რინ პო­ლი­სი“ სა­თა­უ­რით "გაკ­ვე­თი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ტა­ი­ვა­ნი­დან, კა­ნა­დი­დან, სამ­ხრეთ კო­რე­ა­დან, ის­ლან­დი­ი­დან გვაჩ­ვე­ნებს, რომ კო­რო­ნა­ვი­სუ­რის შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია" სტა­ტი­ას ავ­რცე­ლებს. მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბით აკონ­ტრო­ლე­ბენ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას.

"ამ­ჟა­მად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს პან­დე­მი­ის ეპი­ცენ­ტრს: სამ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლის თა­ნახ­მად, მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ამე­რი­კე­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვად­დეს, ხოლო 100 000-დან 240 000-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა გარ­და­იც­ვა­ლოს. ნიუ-იორკში, სა­დაც უკვე და­დას­ტურ­და 75 000 შემ­თხვე­ვა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი უკვე გა­დატ­ვირ­თუ­ლია და სა­ხე­ზეა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რი უკ­მა­რი­სო­ბა (მა­გა­ლი­თად, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბი და დამ­ცა­ვი ინ­ვენ­ტა­რი). ეს შემ­ზა­რა­ვი პროგ­ნო­ზე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ვირუ­სის პიკი ჯერ კი­დევ წი­ნაა და სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა.

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენტს დო­ნალდ ტრამპს და სხვა გლო­ბა­ლურ ლი­დე­რებს აკ­რი­ტი­კე­ბენ არა­სა­თა­ნა­დოდ სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბის გამო მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­ჩე­რე­ბა ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ეს ვირუ­სი წარ­მო­იშ­ვა. ისეთ ქვეყ­ნებს კი, რო­გო­რი­ცაა ტა­ი­ვა­ნი, სინ­გა­პუ­რი და სამ­ხრეთ კო­რეა, წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბად ასა­ხე­ლე­ბენ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის და ინ­ფექ­ცი­ის სტა­ტის­ტი­კის სწრა­ფი პროგ­რე­სი­ის შე­ჩე­რე­ბის მხრივ. ქვეყ­ნე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან კრი­ზი­სის­თვის, რო­მე­ლიც თვე­ო­ბით გაგ­რძელ­დე­ბა.

ჩვენ კი თავი მო­ვუ­ყა­რეთ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლივ სტა­ტი­ებს და ინ­ტერ­ვი­უ­ებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ პა­სუ­ხო­ბენ მთავ­რო­ბე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის სა­შიშ­რო­ე­ბას. ტა­ი­ვან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და 21 იან­ვარს, თუმ­ცა ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა: 1 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ 329 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გარ­და­იც­ვა­ლა 5 ადა­მი­ა­ნი. ტა­ი­ვა­ნი არ არის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, რად­გან ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ე­როს წევ­რო­ბაც, რო­მე­ლიც ტა­ი­ვანს არ აღი­ა­რებს. თუმ­ცა, რო­გორც ჰილ­ტონ იპი 16 მარტს წერ­და, მთავ­რო­ბამ და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა, რო­გორც კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია უხან­ში აქამ­დე უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ. ჯერ კი­დევ 31 დე­კემ­ბერს ტა­ი­ვან­მა, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის სა­ნა­პი­რო­დან მხო­ლოდ 100 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, და­ი­წყო უხა­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა მგზავ­რის შე­მოწ­მე­ბა, იან­ვარ­ში კი-და­ნერ­გა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნის სის­ტე­მა და გა­ზარ­და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის წარ­მო­ე­ბა (ტა­ი­ვა­ნი­დან პრო­დუქ­ცი­ის, მათ შო­რის ქი­რურ­გი­უ­ლი ნიღ­ბე­ბის, ექ­სპორ­ტი ჯერ არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა). იპის თა­ნახ­მად, ტა­ი­ვა­ნის დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბით.

„იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ტა­ი­ვანს გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი, რაც მომ­დი­ნა­რე­ობს თა­ვი­სი დიდი მე­ზობ­ლის­გან (ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, სამ­ხედ­რო სა­შიშ­რო­ე­ბა, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა და 2003 წლის SARS ეპი­დე­მია), ქვე­ყა­ნა­ში უკვე კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრუ­ლი მზად­ყოფ­ნა, როცა ჩი­ნეთ­ში ესა თუ ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა იჩენს თავს“, - წერს იპი.

სამ­ხრეთ კო­რე­ამ, რო­მელ­შიც თავ­და­პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ეპი­დე­მია და­ფიქ­სირ­და, შეძ­ლო კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა მკაც­რი კა­რან­ტი­ნი­სა და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შე. 23 მარტს დევი სრიდ­ჰა­რი თა­ვის სტა­ტი­ა­ში აცხა­დებ­და, რომ სა­ყო­ველ­თაო ტეს­ტი­რე­ბის სამ­ხრეთ­კო­რე­უ­ლი მო­დე­ლი არის ვირუ­სის შე­კა­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა, და რომ სხვა ქვეყ­ნებ­მაც უნდა მი­ბა­ძონ აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის გა­მოც­დი­ლე­ბას. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში (მო­სახ­ლე­ო­ბა: 51 მი­ლი­ო­ნი) სპე­ცი­ა­ლურ უბ­ნებ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ტარ­დე­ბა 20 000 ტეს­ტი, ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბულ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნის სის­ტე­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

„სამ­ხრეთ კო­რე­ის მა­გა­ლით­ზე კარ­გად ჩანს ის სარ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ მო­დელს მო­აქვს: ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რებ­ზე ნაკ­ლე­ბი ზე­წო­ლაა, ხოლო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია მსოფ­ლი­ო­ში“, - წერს სრიდ­ჰა­რი.

და­სავ­ლეთ­ში, კა­ნა­დამ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტებ­თან შე­და­რე­ბით, შეძ­ლო უფრო მას­შტა­ბუ­რი ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­გორც ამას ჯას­ტინ ლინ­გი 13 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში გვამ­ცნობს. იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში კა­ნა­და­ში და­ი­წყო ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის და კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აწყო­ბა. ად­რე­ულ ეტაპ­ზე რე­ა­გი­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ ეყ­რდნო­ბო­და 2003 წელს SARS ეპი­დე­მი­ის გა­მოც­დი­ლე­ბას, როცა კა­ნა­და აღ­მოჩ­ნდა ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა აზი­ის ფარ­გლებს გა­რეთ, სა­დაც და­ფიქ­სირ­და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი. კა­ნა­დას აქვს კარ­გად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და COVID-19-ზე ტეს­ტი­რე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ არის ისე შე­ზღუ­დუ­ლი, რო­გორც აშშ-ში. „კა­ნა­და ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბო­და ამ მო­მენ­ტის­თვის. შემ­თხვე­ვა­თა ად­რე­ულ ეტაპ­ზე ამოც­ნო­ბის და პირ­ველ­წყა­როს დად­გე­ნის გზით კა­ნა­დამ დღეს­დღე­ო­ბით შეძ­ლო ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა“, - წერს ლინ­გი.

  • ზო­გი­ერ­თი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. თა­ვის პოდ­კას­ტზე (Don’t Touch Your Face) Foreign Policy-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა ეიმი მა­კკი­ნონ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ყო სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ად­რე­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. ქვეყ­ნის სიმ­ცი­რის და ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვლის ბო­ლოს გა­და­იდ­გა სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მათ შო­რის, და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი და ჩა­ტარ­და მას­შტა­ბუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­დას­ტურ­და 117 შემ­თხვე­ვა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ნუ­ლო­ვა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

„ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ მთავ­რო­ბა თა­ვი­დან­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და ამ სა­კითხს“, - გა­ნუ­ცხა­და მა­კკი­ნონს ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ნა­ტა­ლია ან­თე­ლა­ვამ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი: „ქვეყ­ნის­თვის კრი­ზი­სე­ბი უცხო არ არის. სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­ტა­ნი­ლი აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო ომე­ბი და 2008 წელს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პა­ცია, ასე­ვე ძა­ლი­ან მძი­მე 90-იანი წლე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ“, - ამ­ბობს ან­თე­ლა­ვა.

მა­კკი­ნო­ნი ასე­ვე ესა­უბ­რა ის­ლან­დი­ელ ჟურ­ნა­ლისტს, ელე­ნა კი­რიკს. ის­ლან­დი­ა­ში და­ფიქ­სირ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სულ მო­სახ­ლე­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კის მხრივ, თუმ­ცა ამის მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ აქ ჩა­ტარ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტი ტეს­ტი სულ მო­სახ­ლეს­თან შე­ფარ­დე­ბით. ამ საქ­მეს სა­თა­ვე­ში უდ­გას რე­ი­კი­ა­ვი­კის ერთ-ერთი კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი კომ­პა­ნია. ეს კვლე­ვა წვლილს შე­ი­ტანს პან­დე­მი­ა­ზე გლო­ბა­ლურ რე­ა­გი­რე­ბა­ში.

„ის­ლან­დი­ის მა­გა­ლით­ზე გვაქვს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის უფრო ნა­თე­ლი სუ­რა­თი. გავ­რცე­ლე­ბის ზრდა ჩვენ­თან და­ბა­ლია, რად­გან ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და კა­რან­ტი­ნის ზო­მე­ბი იმ პირ­თა მი­მართ, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და ვირუ­სი“, - აცხა­დებს კი­რი­კი.

ბევ­რი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა სრულ კა­რან­ტინ­შია. გა­მო­ნაკ­ლი­სია შვე­დე­თი, რო­მე­ლიც სტო­ი­კუ­რად უძ­ლებს მა­ღა­ლი რის­კის ეპი­დე­მი­ას. ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და 4947 შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ ქვეყ­ნის მა­ღა­ლი ნდო­ბის კულ­ტუ­რა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­მო­ი­ჩე­ნენ იძუ­ლე­ბის გა­რე­შეც. ამის შე­სა­ხებ სტოკ­ჰოლ­მი­დან იტყო­ბი­ნე­ბო­და ნა­ტა­ლი როტ­შილ­დი 23 მარ­ტის სტა­ტი­ა­ში. „არ­სე­ბობს მო­ლო­დი­ნი, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ი­ცა­ვენ შე­სა­ბა­მის წე­სებს და აი­ღე­ბენ პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას: მო­ე­რი­დე­ბი­ან ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს, იმუ­შა­ვე­ბენ დის­ტან­ცი­უ­რად, და­ი­ცა­ვენ დის­ტან­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და ასე შემ­დეგ, და ამის­თვის იძუ­ლე­ბი­თი ზო­მე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა“, - წერს როტ­შილ­დი.

„სხვა ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა მთავ­რო­ბის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის მი­მართ დიდი ნდო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლი რიტ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბამ­დე, როცა მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტებ­მა კი­თხვის ქვეშ და­ა­ყე­ნეს COVID-19-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის და­ბა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. ამას მოჰ­ყვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა: და­ი­ხუ­რა სა­ზღვრე­ბი და და­ი­დო მას­შტა­ბუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბის გეგ­მა, რო­გორც ამას იტყო­ბი­ნე­ბა მოს­კო­ვი­დან Foreign Policy-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი, რიდ სტან­დი­ში.

„თუკი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი მარ­თლაც უფრო მძი­მეა, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კა­ში მო­ცე­მუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ ხე­ლი­დან გა­უშ­ვა პან­დე­მი­ის შე­ნე­ლე­ბის შან­სი“. 2 კვი­რის შემ­დეგ (30 მარ­ტი) სტან­დი­შის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის­თვის.

ასე­ვე არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი ირა­ნის სტა­ტის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით: 1 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, აქ იტყო­ბი­ნე­ბი­ან 47593 შემ­თხვე­ვას და 3036 ფა­ტა­ლურ შე­დეგს. რო­გორც მა­ი­სამ ბე­რა­ვე­ში იტყო­ბი­ნე­ბა, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რე­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია და ირა­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში წარ­მო­ად­გენს კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრს. მა­შინ, როცა იან­ვარ­ში ჩი­ნე­თის სტა­ტის­ტი­კა იზ­რდე­ბო­და, ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ შე­ზღუ­და მი­მოს­ვლა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და, რო­გორც ჩანს, შე­ა­ყოვ­ნა რე­ლი­გი­ურ ქა­ლაქ ყუმ­ში ეპი­დე­მი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცხა­დე­ბა, სა­ნამ არ და­ფიქ­სირ­და COVID-19-ის პირ­ვე­ლი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი. მას შემ­დეგ აქ გარ­და­იც­ვა­ლა ბევ­რი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. ბე­რა­ვე­შის თა­ნახ­მად, ირა­ნის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი რე­ა­გი­რე­ბის ნა­წი­ლობ­რივ მი­ზე­ზად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა.

„ირა­ნის მხრი­დან იმ კო­ლო­სა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის, ასე­ვე მომ­დი­ნა­რე­ობს ამ ტი­პის კრი­ზი­სებ­თან სრულ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბი­დან. მარ­თლაც, ვირუ­სი არ არის ქვეყ­ნის შიგ­ნით მომ­ხდა­რი აჯან­ყე­ბა თუ გარე ძა­ლე­ბის ინ­ტერ­ვენ­ცია არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის და­სამ­ხო­ბად. ეს არის მცო­ცა­ვი და უხი­ლა­ვი მტე­რი, რო­მე­ლიც ებ­რძვის მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მო­ი­თხოვს მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ რე­ა­გი­რე­ბას“,- ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტი­ის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ ბმულ­ზე :

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
halagaji
74

ეტყობა კარგად გადაუხადეს))

gela
51

საინტერესოა ამ ეპიდემიის შედეგად მეტი ადამიანი ვირუსით გარდაიცვლება თუ შიმშილით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ამერიკული გამოცემა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს Foreign Policy

ამერიკული გამოცემა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს Foreign Policy

“ფორინ პოლისი“ სათაურით "გაკვეთილები საქართველოდან, ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეადან, ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავისურის შეჩერება შესაძლებელია" სტატიას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქვეყნები წარმატებით აკონტროლებენ ვირუსის გავრცელებას.

"ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს პანდემიის ეპიცენტრს: სამშაბათს გამოქვეყნებული ეპიდემიოლოგიური მოდელის თანახმად, მომდევნო თვეებში მილიონობით ამერიკელი შეიძლება დაავადდეს, ხოლო 100 000-დან 240 000-მდე ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს. ნიუ-იორკში, სადაც უკვე დადასტურდა 75 000 შემთხვევა, საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია და სახეზეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო ინვენტარი უკმარისობა (მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და დამცავი ინვენტარი). ეს შემზარავი პროგნოზები გვიჩვენებს, რომ ვირუსის პიკი ჯერ კიდევ წინაა და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

პანდემიის პირობებში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და სხვა გლობალურ ლიდერებს აკრიტიკებენ არასათანადოდ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების გამო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა კორონავირუსის შეჩერება ჩინეთში, სადაც ეს ვირუსი წარმოიშვა. ისეთ ქვეყნებს კი, როგორიცაა ტაივანი, სინგაპური და სამხრეთ კორეა, წარმატების მაგალითებად ასახელებენ ვირუსის გავრცელების გაკონტროლების და ინფექციის სტატისტიკის სწრაფი პროგრესიის შეჩერების მხრივ. ქვეყნები ემზადებიან კრიზისისთვის, რომელიც თვეობით გაგრძელდება.

ჩვენ კი თავი მოვუყარეთ ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე ნიშანდობლივ სტატიებს და ინტერვიუებს იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობენ მთავრობები და მოქალაქეები მთელ მსოფლიოში COVID-19-ის საშიშროებას. ტაივანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 21 იანვარს, თუმცა ქვეყანამ შეძლო გავრცელების შეკავება: 1 აპრილის მონაცემებით, დადასტურებულია მხოლოდ 329 დაინფიცირებული და გარდაიცვალა 5 ადამიანი. ტაივანი არ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, რადგან ამისთვის აუცილებელია გაეროს წევრობაც, რომელიც ტაივანს არ აღიარებს. თუმცა, როგორც ჰილტონ იპი 16 მარტს წერდა, მთავრობამ დაიწყო აქტიური მოქმედება, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია უხანში აქამდე უცნობი დაავადების შესახებ. ჯერ კიდევ 31 დეკემბერს ტაივანმა, რომელიც ჩინეთის სანაპიროდან მხოლოდ 100 კილომეტრითაა დაშორებული, დაიწყო უხანიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება, იანვარში კი-დანერგა თვითიზოლაციაში მყოფთა კონტაქტების დადგენის სისტემა და გაზარდა სამედიცინო ინვენტარის წარმოება (ტაივანიდან პროდუქციის, მათ შორის ქირურგიული ნიღბების, ექსპორტი ჯერ არ განახლებულა). იპის თანახმად, ტაივანის დროული და ეფექტიანი რეაგირება განპირობებულია წარსულის გამოცდილებით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ტაივანს გადატანილი აქვს ყველაფერი, რაც მომდინარეობს თავისი დიდი მეზობლისგან (ყალბი ინფორმაციის გავრცელება, სამხედრო საშიშროება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფორმაციის დამალვა და 2003 წლის SARS ეპიდემია), ქვეყანაში უკვე კარგად აცნობიერებენ, რომ აუცილებელია სრული მზადყოფნა, როცა ჩინეთში ესა თუ ის მნიშვნელოვანი პრობლემა იჩენს თავს“, - წერს იპი.

სამხრეთ კორეამ, რომელშიც თავდაპირველად ჩინეთის საზღვრებს გარეთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიდემია დაფიქსირდა, შეძლო კორონავირუსის გავრცელების შეკავება მკაცრი კარანტინისა და კომენდანტის საათის გამოცხადების გარეშე. 23 მარტს დევი სრიდჰარი თავის სტატიაში აცხადებდა, რომ საყოველთაო ტესტირების სამხრეთკორეული მოდელი არის ვირუსის შეკავების ერთადერთი გზა, და რომ სხვა ქვეყნებმაც უნდა მიბაძონ აღმოსავლეთ აზიის გამოცდილებას. სამხრეთ კორეაში (მოსახლეობა: 51 მილიონი) სპეციალურ უბნებზე ყოველდღიურად ტარდება 20 000 ტესტი, ასევე აქტიურად გამოიყენება დაავადებულთა კონტაქტების დადგენის სისტემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

„სამხრეთ კორეის მაგალითზე კარგად ჩანს ის სარგებელი, რომელიც ამ მოდელს მოაქვს: ჯანდაცვის სამსახურებზე ნაკლები ზეწოლაა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში“, - წერს სრიდჰარი.

დასავლეთში, კანადამ, ამერიკის შეერთებული შტატებთან შედარებით, შეძლო უფრო მასშტაბური ტესტების ჩატარება, როგორც ამას ჯასტინ ლინგი 13 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში გვამცნობს. იანვარ-თებერვალში კანადაში დაიწყო ტესტების ჩატარების და კონტაქტების დადგენის ინფრასტრუქტურის აწყობა. ადრეულ ეტაპზე რეაგირება ნაწილობრივ ეყრდნობოდა 2003 წელს SARS ეპიდემიის გამოცდილებას, როცა კანადა აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა აზიის ფარგლებს გარეთ, სადაც დაფიქსირდა ფატალური შედეგები. კანადას აქვს კარგად დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა და COVID-19-ზე ტესტირების კრიტერიუმები არ არის ისე შეზღუდული, როგორც აშშ-ში. „კანადა ბოლო 20 წლის განმავლობაში ემზადებოდა ამ მომენტისთვის. შემთხვევათა ადრეულ ეტაპზე ამოცნობის და პირველწყაროს დადგენის გზით კანადამ დღესდღეობით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება“, - წერს ლინგი.

  • ზოგიერთი წარმატების ისტორია მოულოდნელობას წარმოადგენს. თავის პოდკასტზე (Don’t Touch Your Face) Foreign Policy-ს ჟურნალისტმა ეიმი მაკკინონმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს მიერ განხორციელებული ადრეული რეაგირება. ქვეყნის სიმცირის და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის, დაიხურა სკოლები და ჩატარდა მასშტაბური დიაგნოსტიკური ტესტირება. ამჟამად საქართველოში დადასტურდა 117 შემთხვევა და სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელი.

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობა თავიდანვე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს“, - განუცხადა მაკკინონს ქართველმა ჟურნალისტმა, ნატალია ანთელავამ. ასევე მნიშვნელოვანია ქართული ხასიათი: „ქვეყნისთვის კრიზისები უცხო არ არის. საქართველოს გადატანილი აქვს სამოქალაქო ომები და 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპაცია, ასევე ძალიან მძიმე 90-იანი წლები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, - ამბობს ანთელავა.

მაკკინონი ასევე ესაუბრა ისლანდიელ ჟურნალისტს, ელენა კირიკს. ისლანდიაში დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სულ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მხრივ, თუმცა ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ აქ ჩატარდა მსოფლიოში ყველაზე მეტი ტესტი სულ მოსახლესთან შეფარდებით. ამ საქმეს სათავეში უდგას რეიკიავიკის ერთ-ერთი კერძო სამედიცინო კვლევითი კომპანია. ეს კვლევა წვლილს შეიტანს პანდემიაზე გლობალურ რეაგირებაში.

„ისლანდიის მაგალითზე გვაქვს მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების უფრო ნათელი სურათი. გავრცელების ზრდა ჩვენთან დაბალია, რადგან ადრეულ ეტაპზევე განხორციელდა კარანტინის ზომები იმ პირთა მიმართ, ვისაც შეიძლება ჰქონოდა ვირუსი“, - აცხადებს კირიკი.

ბევრი ევროპული ქვეყანა სრულ კარანტინშია. გამონაკლისია შვედეთი, რომელიც სტოიკურად უძლებს მაღალი რისკის ეპიდემიას. ქვეყანაში დაფიქსირდა 4947 შემთხვევა, მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის მაღალი ნდობის კულტურა გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ იძულების გარეშეც. ამის შესახებ სტოკჰოლმიდან იტყობინებოდა ნატალი როტშილდი 23 მარტის სტატიაში. „არსებობს მოლოდინი, რომ მოქალაქეები დაიცავენ შესაბამის წესებს და აიღებენ პირად პასუხისმგებლობას: მოერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს, იმუშავებენ დისტანციურად, დაიცავენ დისტანციას საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ, და ამისთვის იძულებითი ზომები აუცილებელი არ იქნება“, - წერს როტშილდი.

„სხვა ქვეყნებში მოსახლეობა მთავრობის ცოდნისა და უნარების მიმართ დიდი ნდობით არ გამოირჩევა. რუსეთში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიმდინარეობდა მარტის შუა რიცხვებამდე, როცა მედიცინის ექსპერტებმა კითხვის ქვეშ დააყენეს COVID-19-ის ოფიციალური სტატისტიკის დაბალი მონაცემები. ამას მოჰყვა ხელისუფლების სწრაფი რეაგირება: დაიხურა საზღვრები და დაიდო მასშტაბური ეკონომიკური სტიმულირების გეგმა, როგორც ამას იტყობინება მოსკოვიდან Foreign Policy-ს კორესპონდენტი, რიდ სტანდიში.

„თუკი ვირუსის გავრცელების რეალური სურათი მართლაც უფრო მძიმეა, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაში მოცემული მაჩვენებლები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მთავრობამ ხელიდან გაუშვა პანდემიის შენელების შანსი“. 2 კვირის შემდეგ (30 მარტი) სტანდიშის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კორონავირუსი შეიძლება შეიცავდეს სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის.

ასევე არსებობს სერიოზული ეჭვები ირანის სტატისტიკასთან დაკავშირებით: 1 აპრილის მონაცემებით, აქ იტყობინებიან 47593 შემთხვევას და 3036 ფატალურ შედეგს. როგორც მაისამ ბერავეში იტყობინება, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რეალური მაჩვენებლები ბევრად უფრო მაღალია და ირანი სინამდვილეში წარმოადგენს კორონავირუსის ეპიცენტრს. მაშინ, როცა იანვარში ჩინეთის სტატისტიკა იზრდებოდა, ირანის ხელისუფლებამ არ შეზღუდა მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და, როგორც ჩანს, შეაყოვნა რელიგიურ ქალაქ ყუმში ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გაცხადება, სანამ არ დაფიქსირდა COVID-19-ის პირველი ფატალური შემთხვევები. მას შემდეგ აქ გარდაიცვალა ბევრი მაღალი თანამდებობის პირი. ბერავეშის თანახმად, ირანის წარუმატებელი რეაგირების ნაწილობრივ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს გაცნობიერების ნაკლებობა.

„ირანის მხრიდან იმ კოლოსალური საშიშროების უგულებელყოფა, რომელსაც კორონავირუსი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელებისთვის, ასევე მომდინარეობს ამ ტიპის კრიზისებთან სრულ გაუცნობიერებლობიდან. მართლაც, ვირუსი არ არის ქვეყნის შიგნით მომხდარი აჯანყება თუ გარე ძალების ინტერვენცია არსებული რეჟიმის დასამხობად. ეს არის მცოცავი და უხილავი მტერი, რომელიც ებრძვის მთლიანად საზოგადოებას და მოითხოვს მეცნიერებაზე დაფუძნებულ რეაგირებას“,- ნათქვამია სტატიაში.აღნიშნული სტატიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე :

LIVE: სპეცპროექტი COVID-19 - ბიძინა კულუმბეგოვი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აგრარული ბაზრები, რომ მუშაობა განაახლონ - "მოვაჭრეებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული"