კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია
"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია

COVID-19 - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ვე­რაგ ვირუსს, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო გა­ა­ჩე­რა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. ზურა ხა­ჩი­ძე ახლა ოჯა­ხის­გან ცალ­კე ცხოვ­რობს, მი­ზე­ზი კი მხო­ლოდ ერ­თია, რომ ერთი კვი­რის წინ, სამი დღის მან­ძილ­ზე 39 გრა­დუ­სი სი­ცხე ჰქონ­და. მე­უღ­ლე ონ­კო­პა­ცი­ენ­ტია, მკურ­ნა­ლობს, ანას­ტა­სი­აც დე­დას­თან არის.

სა­ნამ ყვე­ლა ვადა არ გავა, რო­მე­ლიც იზო­ლა­ცი­ის წე­სებს მო­ი­ცავს, მარ­ტო სახ­ლში, წიგ­ნის კი­თხვით იქ­ცევს თავს. მომ­ღე­რა­ლი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, რომ თით­ქოს ოჯახს მოს­წყდა, ახლა კი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რომ იზო­ლა­ცი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან უფრო მეტი დრო გა­ა­ტა­როს.

ზურა ხა­ჩი­ძე:

- თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვარ, სა­კუ­თარ სახ­ლში, რად­გან სი­ცხე­ე­ბი მქონ­და. იცით, რომ ხა­თუ­ნაც მძი­მე პა­ცი­ენ­ტია და ფილ­ტვის პრობ­ლე­მა აქვს, მე­ში­ნია... არ მინ­და, რომ ჩემ­გან რამე გა­და­ე­დოს. ძი­რი­თა­დად კი­თხვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც სი­ცხე მქონ­და, მას შემ­დეგ 14 დღე უნდა გა­ვი­დეს, რომ ჯან­მრთე­ლი აღ­მოვ­ჩნდე.

- ცუ­დად რო­დის იგ­რძე­ნი თავი?

- ერთ კვი­რა­ზე ცოტა მე­ტია, რაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად სი­ცხე მომ­ცა, 39 გრა­დუ­სი, ეს სამ დღეს გაგ­რძელ­და. სას­წრა­ფო რომ გა­მო­ვი­ძა­ხე, მი­თხრეს, რომ ერთი ფილ­ტვი არ მოს­წონ­დათ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვე­დი და ფილ­ტვებ­ზე გა­და­მი­ღეს, მაგ­რამ ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს. გა­უკ­ვირ­დათ, რომ სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი, იმ­დე­ნად კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს ფილ­ტვებ­ში. ამ ეტაპ­ზე კო­ვიდ 19-ზე ტეს­ტის გა­კე­თე­ბა აღარ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რად­გან ხვე­ლა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ორი კვი­რა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში უნდა ვიყო.

- მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია თუ გქო­ნი­ათ ან რო­მე­ლი­მე კლას­ტერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- არა, არა­ვის­თან არ მქო­ნია შე­ხე­ბა, სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რე­თაც არ ვყო­ფილ­ვარ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვი­ცავ წე­სებს - პირ­ბა­დე, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, ან­ტი­სეპ­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბა იყო, მაგ­რამ სა­ჭი­როა დაკ­ვირ­ვე­ბა.

- ნინი და ანას­ტა­სია სად არი­ან?

- ანას­ტა­სია ხა­თუ­ნას­თან ერ­თად არის სახ­ლში. ნინი მოს­კოვ­შია, სა­ნამ ეს კო­რო­ნა­ვირუ­სის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე წა­ვი­და თა­ვის საქ­მე­ებ­ზე და ჩარ­ჩა. იქაც იზო­ლა­ცი­ა­შია, საქ­მე­ებ­ზე წა­ვი­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ ზის სახ­ლში. ძა­ლი­ან უნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ ფრე­ნე­ბი არ არის და ძა­ლი­ან რთუ­ლია ახლა მოს­კო­ვი­დან აქ მოხ­ვედ­რა.

- ზურა, ხა­თუ­ნა ის­რა­ელ­ში და­დი­ო­და სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის შემ­დეგ ხომ არ შე­გექ­მნათ პრობ­ლე­მა?

- ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბა და­ვამ­თავ­რეთ, 6 ქი­მი­ო­თე­რა­პია გა­ი­კე­თა და ამ ეტაპ­ზე წა­მალს იქი­დან გვიგ­ზავ­ნი­ან. ახლა სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვე­დით და ისე­თი სიმ­ძი­მის ქი­მი­ო­თე­რა­პი­ე­ბი აღარ უწევს. 90 პრო­ცენ­ტით და­ე­მორ­ჩი­ლა და­ა­ვა­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას მძი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს და პე­რი­ო­დუ­ლად ხა­თუ­ნა ცუ­დად არის, ხან­და­ხან ად­გო­მაც უჭირს, ჭამა. ამ­ჟა­მად მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ კარ­გად არის, დგე­ბა და საჭ­მელ­საც მი­კე­თებს და მიგ­ზავ­ნის. დის­ტან­ცი­უ­რად მი­დე­ბენ სახ­ლის კარ­თან.

- ყვე­ლა­ზე დიდი დის­კომ­ფორ­ტი, რაც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­ტა­ნა ვირუს­მა?

- სა­ერ­თოდ ვცდი­ლობ, რომ ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გი და­ვი­ნა­ხო. რამ­დე­ნა­დაც დაგ­ვა­შო­რა ამ და­ა­ვა­დე­ბამ გა­რე­სამ­ყა­როს, იმ­დე­ნად დაგ­ვა­ახ­ლო­ვა ოჯა­ხის წევ­რებს. რთუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და, გას­ტრო­ლე­ბი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნი­ა­ში ყოფ­ნა. ახლა ვირუს­მა მოგ­ვცა და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რას ვა­კე­თებ­დით სწო­რად და რას - არა. ერ­თმა­ნეთს ტე­ლე­ფო­ნე­ბით ვკი­თხუ­ლობთ და იმ წე­სე­ბის დაც­ვით, რა­საც ჯან­დაც­ვა გვირ­ჩევს ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვდგა­ვართ.

13 ივ­ნი­სის ღამე მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე, რო­დე­საც წყალ­დი­დო­ბის მე­ო­რე დღეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ვიკ­რი­ბეთ და თბი­ლისს ვა­ლა­გებ­დით. ქარ­თვე­ლი კაცი გა­ჭირ­ვე­ბა­ში ერ­თად დგე­ბა და ეს მომ­წონს. თუმ­ცა ეს და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან სა­ში­შია. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვყავს გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ 5 ქარ­თვე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ ოჯა­ხებს.

უფრო მეტი უნდა ვი­ფიქ­როთ სი­კე­თე­ზე და უფრო მეტი სიყ­ვა­რუ­ლი უნდა გავ­ცეთ, რო­დე­საც ამ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას და­ვა­მარ­ცხებთ. გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს პე­რი­ო­დი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის შეც­ნო­ბის­თვის, მე­უღ­ლე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის­თვის, კი­თხვის­თვის. მე სი­ცხემ ცოტა და­მა­შო­რა ოჯახს, იმე­დი მაქვს, მალე ერ­თად ვიქ­ნე­ბით. არ მე­თა­კი­ლე­ბა და თუ რამე შე­ვა­ტყვე სა­კუ­თარ თავს, მი­ვა­კი­თხავ ინ­ფექ­ცი­ურს, მად­ლო­ბა ყვე­ლა ექიმს, პო­ლი­ცი­ე­ლებს და სამ­ხედ­რო­ებს, ვინც ამ და­ა­ვა­დე­ბის ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე დგას. მთავ­რო­ბა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად უძღვე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას და იმე­დი მაქვს, რომ ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით გა­მო­ვალთ ამ ყვე­ლაფ­რი­დან. ღმერ­თია სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ვე­ლი და ღვთის­მშო­ბე­ლი და­ი­ფა­რავს ამ ქვე­ყა­ნას.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamo
9

გაიხარეთ 

zaza
14

ვის აინტერესებს ეხლა ამათი ამბავი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია

"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია

COVID-19 - ასე მოიხსენიებენ 21-ე საუკუნის ყველაზე ვერაგ ვირუსს, რომელმაც მსოფლიო გააჩერა და თითოეული ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ზურა ხაჩიძე ახლა ოჯახისგან ცალკე ცხოვრობს, მიზეზი კი მხოლოდ ერთია, რომ ერთი კვირის წინ, სამი დღის მანძილზე 39 გრადუსი სიცხე ჰქონდა. მეუღლე ონკოპაციენტია, მკურნალობს, ანასტასიაც დედასთან არის.

სანამ ყველა ვადა არ გავა, რომელიც იზოლაციის წესებს მოიცავს, მარტო სახლში, წიგნის კითხვით იქცევს თავს. მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში იმდენად დაკავებული იყო, რომ თითქოს ოჯახს მოსწყდა, ახლა კი საშუალება ექნება, რომ იზოლაციის დამთავრების შემდეგ მეუღლესთან და შვილთან უფრო მეტი დრო გაატაროს.

ზურა ხაჩიძე:

- თვითიზოლაციაში ვარ, საკუთარ სახლში, რადგან სიცხეები მქონდა. იცით, რომ ხათუნაც მძიმე პაციენტია და ფილტვის პრობლემა აქვს, მეშინია... არ მინდა, რომ ჩემგან რამე გადაედოს. ძირითადად კითხვით ვარ დაკავებული. რაც სიცხე მქონდა, მას შემდეგ 14 დღე უნდა გავიდეს, რომ ჯანმრთელი აღმოვჩნდე.

- ცუდად როდის იგრძენი თავი?

- ერთ კვირაზე ცოტა მეტია, რაც მოულოდნელად სიცხე მომცა, 39 გრადუსი, ეს სამ დღეს გაგრძელდა. სასწრაფო რომ გამოვიძახე, მითხრეს, რომ ერთი ფილტვი არ მოსწონდათ. საავადმყოფოში წავედი და ფილტვებზე გადამიღეს, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში მაქვს. გაუკვირდათ, რომ სიგარეტს ვეწეოდი, იმდენად კარგი მდგომარეობა მაქვს ფილტვებში. ამ ეტაპზე კოვიდ 19-ზე ტესტის გაკეთება აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან ხველა და სუნთქვის გაძნელება არ მაქვს, მაგრამ ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა ვიყო.

- მოგზაურობის ისტორია თუ გქონიათ ან რომელიმე კლასტერთან ურთიერთობა?

- არა, არავისთან არ მქონია შეხება, სექტემბრის შემდეგ საზღვარგარეთაც არ ვყოფილვარ. ყველანაირად ვიცავ წესებს - პირბადე, ხელების დაბანა, ანტისეპტიკურ საშუალებებს ვიყენებ. სავარაუდოდ, ჩვეულებრივი გაციება იყო, მაგრამ საჭიროა დაკვირვება.

- ნინი და ანასტასია სად არიან?

- ანასტასია ხათუნასთან ერთად არის სახლში. ნინი მოსკოვშია, სანამ ეს კორონავირუსის პროცესი დაიწყებოდა, მანამდე წავიდა თავის საქმეებზე და ჩარჩა. იქაც იზოლაციაშია, საქმეებზე წავიდა და აღმოჩნდა, რომ ზის სახლში. ძალიან უნდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ფრენები არ არის და ძალიან რთულია ახლა მოსკოვიდან აქ მოხვედრა.

- ზურა, ხათუნა ისრაელში დადიოდა სამკურნალოდ. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ხომ არ შეგექმნათ პრობლემა?

- ისრაელში მკურნალობა დავამთავრეთ, 6 ქიმიოთერაპია გაიკეთა და ამ ეტაპზე წამალს იქიდან გვიგზავნიან. ახლა სხვა ეტაპზე გადავედით და ისეთი სიმძიმის ქიმიოთერაპიები აღარ უწევს. 90 პროცენტით დაემორჩილა დაავადება მკურნალობას. ქიმიოთერაპიას მძიმე გვერდითი მოვლენები აქვს და პერიოდულად ხათუნა ცუდად არის, ხანდახან ადგომაც უჭირს, ჭამა. ამჟამად მადლობა ღმერთს, რომ კარგად არის, დგება და საჭმელსაც მიკეთებს და მიგზავნის. დისტანციურად მიდებენ სახლის კართან.

- ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც თქვენს ცხოვრებაში მოიტანა ვირუსმა?

- საერთოდ ვცდილობ, რომ ყველაფერში კარგი დავინახო. რამდენადაც დაგვაშორა ამ დაავადებამ გარესამყაროს, იმდენად დაგვაახლოვა ოჯახის წევრებს. რთული გრაფიკი მქონდა, გასტროლები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში ყოფნა. ახლა ვირუსმა მოგვცა დაფიქრების საშუალება, რას ვაკეთებდით სწორად და რას - არა. ერთმანეთს ტელეფონებით ვკითხულობთ და იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვა გვირჩევს ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.

13 ივნისის ღამე მახსენდება ხოლმე, როდესაც წყალდიდობის მეორე დღეს უამრავი ადამიანი შევიკრიბეთ და თბილისს ვალაგებდით. ქართველი კაცი გაჭირვებაში ერთად დგება და ეს მომწონს. თუმცა ეს დაავადება ძალიან საშიშია. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არ გვყავს გარდაცვლილები. ძალიან სამწუხაროა, რომ საზღვარგარეთ 5 ქართველი გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ სიკეთეზე და უფრო მეტი სიყვარული უნდა გავცეთ, როდესაც ამ მძიმე დაავადებას დავამარცხებთ. გამოვიყენოთ ეს პერიოდი ჩვენი შვილების შეცნობისთვის, მეუღლეებთან დაახლოებისთვის, კითხვისთვის. მე სიცხემ ცოტა დამაშორა ოჯახს, იმედი მაქვს, მალე ერთად ვიქნებით. არ მეთაკილება და თუ რამე შევატყვე საკუთარ თავს, მივაკითხავ ინფექციურს, მადლობა ყველა ექიმს, პოლიციელებს და სამხედროებს, ვინც ამ დაავადების ფრონტის წინა ხაზზე დგას. მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა და პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით კარგად უძღვება ამ სიტუაციას და იმედი მაქვს, რომ ნაკლები დანაკარგით გამოვალთ ამ ყველაფრიდან. ღმერთია საქართველოს მფარველი და ღვთისმშობელი დაიფარავს ამ ქვეყანას.

ნიაზ დიასამიძის ვაჟი მაკა ასათიანის დისშვილზეა შეყვარებული - ულამაზესი წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოები

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება