სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი
"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი თი­ნა­თინ ნარ­სია, რო­მე­ლიც კლივ­ლენ­დის კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ კო­ორ­ნა­ვირუ­სის და ზო­გა­დად და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბის საქ­მე­ში გან­წყო­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, და რომ პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნის მკურ­ნა­ლო­ბა და გა­დარ­ჩე­ნა ბევ­რად უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა რო­გორც პა­ცი­ენ­ტის, ისე ექი­მის მხრი­დან.

ექი­მი-ჰოს­პი­ტა­ლის­ტი წერს, რომ მთა­ვა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის­ტე­რია დაძ­ლი­ოს და დარ­ჩეს სახ­ლში, რომ ექი­მებს ამ ელე­მენ­ტა­რუ­ლით მა­ინც შე­უ­წყოს ხელი მუ­შა­ო­ბა­ში:

"ძა­ლი­ან არას­წო­რად ვიქ­ცე­ვი და ბო­ლო­ჯერ ვა­კე­თებ ამას, მაგ­რამ იმი­ტომ ვწერ რომ მჯე­რა ტე­რო­რი და სი­ცო­ცხლის, სუთ­ქვის შიში, არის ყვე­ლა­ზე დიდი კა­ტას­ტრო­ფა!

სულ 5 წუ­თის წინ გავ­წე­რე 82 წლის, ფილ­ტვის ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბი­ა­ნი, კრუ­იზ გა­მოვ­ლი­ლი უსაყ­ვარ­ლე­სი და უპო­ზი­ტი­უ­რე­სი ბაბუ! ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, მარ­ტო იმი­ტომ რომ ხე­ლით შე­ვე­ხე ადა­მი­ა­ნუ­რად, ეს რა ყო­ფი­ლა! მო­ა­კი­თხა მის­მა კუს­კუ­სა და­ქალ­მა ბე­ბომ მან­ქა­ნით!

სხვე­ბის ამ­ბებს არ დავ­წერ, იმი­ტომ რომ არაა ეს ფე­ის­ბუ­ქის საქ­მე! იმის ილუ­ზია არ მაქვს, რომ ყვე­ლა ასე კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა, ისე­ვე რო­გორც სხვა ბევ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და არა­ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ისიც უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ არა­და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და სხვა პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ალ­ბათ უფრო და­ზა­რალ­დე­ბი­ან და ამის მა­გა­ლი­თი უკვე საკ­მა­ოდ ბევ­რი იყო ის­ტე­რი­უ­ლი ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე.

თი­ნა­თინ ნარ­სია. ფოტო: Forbes Woman

ნუ ავ­ყვე­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლი ლო­გი­კით დათ­ვლილ სხვა ქვეყ­ნის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის სტა­ტის­ტი­კას, სა­დაც სხვა ყვე­ლა მი­ზე­ზით ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი COVID-19-ზე გა­ტეს­ტეს და გა­მო­სა­ვა­ლი ვირუსს მი­ა­წე­რეს. ვე­ლო­დე­ბი, რომ ასე­თი­ვე "შემ­ზა­რავ" ციფ­რებს და­დებს ნიუ-იორ­კი!

მო­წყვლა­დი ჯგუ­ფიო და ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი აღ­მოჩ­ნდა ემო­ცი­უ­რი და გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, ღმერ­თმა იცის ამ ტე­რორს რა მოყ­ვე­ბა, ალ­ბათ გა­ივ­სე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლე­ბი და სე­რი­ო­ზუ­ლი ავად­მყო­ფი მო­ე­რი­დე­ბა ექიმ­თან და მიმ­ღებ­ში მის­ვლას. უკვე ხდე­ბა ასე! მეს­მის რომ დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ უნდა გა­ვი­გოთ, რომ თუ ამ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდა ნა­წი­ლია, მედ­პერ­სო­ნა­ლი ვერ ვიქ­ნე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად "სტე­რი­ლუ­რი". თავი რა თქმა უნდა, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ვიც­ვათ!

უნდა გა­ვი­გოთ, რომ კო­რო­ნა დარ­ჩე­ბა ჩვენ­თან ბევ­რი წელი და ზუს­ტად ვიცი, რომ ცოტა ხან­ში ნერ­ვი აღარ აგ­ვი­ტოკ­დე­ბა ამ სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზე. აშშ-ში უკვე პო­ზი­ტი­ურ ტეს­ტი­ა­ნე­ბი ბრუნ­დე­ბან სახ­ლებ­ში ( კა­რან­ტინ­ში). ყვე­ლა­ზე დიდი კა­ტას­ტრო­ფა კლი­ნი­კა­ში და­პა­ნი­კე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლია და ვერ ვხვდე­ბი, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბის ნეკ­რო­ლო­გე­ბის გა­მო­წყო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?! ახლა გა­ი­გეთ ექი­მე­ბი ვირუ­სე­ბის და ბაქ­ტე­რი­ე­ბის ბუდე რო ვართ?! ნეტა ფე­ის­ბუ­ქი სა­ნამ იარ­სე­ბებ­და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გახ­სნილ კა­ვე­რი­ან და აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან რომ შე­დი­ოდ­ნენ, ის ექი­მე­ბი სად აქ­ვეყ­ნებ­დნენ ფო­ტო­ებს წლე­ბის წინ?

თუნ­დაც 2009 წლის H1 N1 პან­დე­მი­ის დროს მარ­ტო მე კი არა, რე­ზი­დენ­ტუ­რის მთე­ლი პროგ­რა­მა ავად და ძა­ლი­ან ცუ­დად რომ გახ­და, ვინ­მემ გა­მო­გი­ცხა­დათ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში? ახლა რომ მწერთ რო­გორ ხარო? მა­შინ ისიც უც­ნო­ბი და ახა­ლი იყო, მაგ­რამ ხო გა­დავ­რჩით? რაც არის იმით უნდა და­იც­ვა თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად და შეგ­ნე­ბუ­ლად! ის­ტე­რი­კა რომ შვე­ლო­დეს, მეც ჩავ­ვარ­დე­ბო­დი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით!

აღარ მო­გახ­ვევთ ჩემს სუ­ბი­ექ­ტურ აზ­რებს თავს, უბ­რა­ლოდ მგო­ნია რომ ყვე­ლა თა­ო­ბას აქვს გა­მოწ­ვე­ვა და ამის დაძ­ლე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, დას­ტრე­სი­ლი და სიკ­ვდი­ლის ში­შით შე­პყრო­ბი­ლი ბრბო­თი. დარ­ჩით სახ­ლში, ილო­ცეთ, იცეკ­ვეთ, იმ­ღე­რეთ, იკი­თხეთ და რაც გინ­დათ ის ქე­ნით, ოღონდ მშვი­დად!

მად­ლო­ბა იმ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ ადა­მი­ა­ნებს, ვის მხრებ­ზეც და ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე გა­და­დის ეს გა­მოწ­ვე­ვა და ნუ ჩა­უყ­რით ამ სას­წა­ულ ადა­მი­ა­ნებს ამ შრო­მას, მი­თუ­მე­ტეს არა­ვინ არას­დროს და ვერ­სად­როს ვერ წაგ­ვარ­თმევს რწმე­ნას! კო­რო­ნას­თვის გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი კი არა, ჯარი უნდა იყოს ექი­მე­ბის და არა მარ­ტო კო­რო­ნას, მი­ლი­ონ ახალ რა­მეს უნდა დახ­ვდეს სამ­ყა­რო, ეს არ არის პირ­ვე­ლი სე­რია და არც ბოლო! დაე, ვიყო გიჟი ოპ­ტი­მის­ტი და ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ არ ვა­პი­რებ სიკ­ვდილს და მგო­ნია, რომ არც თქვენ არ და­ი­ხო­ცე­ბით, თუ ძაან არ გინ­დათ!" - წერს კლივ­ლენ­დის კლი­ნი­კის ექი­მი თი­ნა­თინ ნარ­სია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
6

ჭკვიანი და საყვარელი.

ქეთი
7

მესმის ოპტიმიზმი, პოზიტივი, ყოჩაღ თინათინ, კარგად შეუძახე დაპანიკებულ ადამიანებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი თინათინ ნარსია, რომელიც კლივლენდის კლინიკაში მუშაობს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ კოორნავირუსის და ზოგადად დაავადების დამარცხების საქმეში განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, და რომ პანიკაში ჩავარდნილი ადამიანის მკურნალობა და გადარჩენა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გაწონასწორებული და გააზრებული მიდგომა როგორც პაციენტის, ისე ექიმის მხრიდან.

ექიმი-ჰოსპიტალისტი წერს, რომ მთავარია საზოგადოებამ ისტერია დაძლიოს და დარჩეს სახლში, რომ ექიმებს ამ ელემენტარულით მაინც შეუწყოს ხელი მუშაობაში:

"ძალიან არასწორად ვიქცევი და ბოლოჯერ ვაკეთებ ამას, მაგრამ იმიტომ ვწერ რომ მჯერა ტერორი და სიცოცხლის, სუთქვის შიში, არის ყველაზე დიდი კატასტროფა!

სულ 5 წუთის წინ გავწერე 82 წლის, ფილტვის ქრონიკულ დაავადებიანი, კრუიზ გამოვლილი უსაყვარლესი და უპოზიტიურესი ბაბუ! ძალიან ბედნიერი ვარ, მარტო იმიტომ რომ ხელით შევეხე ადამიანურად, ეს რა ყოფილა! მოაკითხა მისმა კუსკუსა დაქალმა ბებომ მანქანით!

სხვების ამბებს არ დავწერ, იმიტომ რომ არაა ეს ფეისბუქის საქმე! იმის ილუზია არ მაქვს, რომ ყველა ასე კარგად დამთავრდება, ისევე როგორც სხვა ბევრი ინფექციური და არაინფექციური დაავადების შემთხვევაში. ისიც უნდა გავიაზროთ, რომ არადაინფიცირებული და სხვა პრობლემის მქონე ადამიანები, ალბათ უფრო დაზარალდებიან და ამის მაგალითი უკვე საკმაოდ ბევრი იყო ისტერიული ერთი კვირის მანძილზე.

თინათინ ნარსია. ფოტო: Forbes Woman

ნუ ავყვებით გაურკვეველი ლოგიკით დათვლილ სხვა ქვეყნის სიკვდილიანობის სტატისტიკას, სადაც სხვა ყველა მიზეზით ჰოსპიტალიზირებული და გარდაცვლილი COVID-19-ზე გატესტეს და გამოსავალი ვირუსს მიაწერეს. ველოდები, რომ ასეთივე "შემზარავ" ციფრებს დადებს ნიუ-იორკი!

მოწყვლადი ჯგუფიო და ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა ემოციური და გაუწონასწორებელი ადამიანი, ღმერთმა იცის ამ ტერორს რა მოყვება, ალბათ გაივსება ფსიქიატრიულები და სერიოზული ავადმყოფი მოერიდება ექიმთან და მიმღებში მისვლას. უკვე ხდება ასე! მესმის რომ დამცავი საშუალებების პრობლემაა, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ თუ ამ ვირუსის მატარებელი მოსახლეობის დიდა ნაწილია, მედპერსონალი ვერ ვიქნებით აბსოლუტურად "სტერილური". თავი რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ!

უნდა გავიგოთ, რომ კორონა დარჩება ჩვენთან ბევრი წელი და ზუსტად ვიცი, რომ ცოტა ხანში ნერვი აღარ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე. აშშ-ში უკვე პოზიტიურ ტესტიანები ბრუნდებან სახლებში ( კარანტინში). ყველაზე დიდი კატასტროფა კლინიკაში დაპანიკებული პერსონალია და ვერ ვხვდები, რა მიზანს ემსახურება იტალიელი ექიმების ნეკროლოგების გამოწყობა სოციალურ ქსელში?! ახლა გაიგეთ ექიმები ვირუსების და ბაქტერიების ბუდე რო ვართ?! ნეტა ფეისბუქი სანამ იარსებებდა ტუბერკულოზის გახსნილ კავერიან და აივ ინფიცირებულებთან რომ შედიოდნენ, ის ექიმები სად აქვეყნებდნენ ფოტოებს წლების წინ?

თუნდაც 2009 წლის H1 N1 პანდემიის დროს მარტო მე კი არა, რეზიდენტურის მთელი პროგრამა ავად და ძალიან ცუდად რომ გახდა, ვინმემ გამოგიცხადათ საინფორმაციო გამოშვებაში? ახლა რომ მწერთ როგორ ხარო? მაშინ ისიც უცნობი და ახალი იყო, მაგრამ ხო გადავრჩით? რაც არის იმით უნდა დაიცვა თავი მაქსიმალურად და შეგნებულად! ისტერიკა რომ შველოდეს, მეც ჩავვარდებოდი დიდი სიამოვნებით!

აღარ მოგახვევთ ჩემს სუბიექტურ აზრებს თავს, უბრალოდ მგონია რომ ყველა თაობას აქვს გამოწვევა და ამის დაძლევა წარმოუდგენელია პარალიზებული, დასტრესილი და სიკვდილის შიშით შეპყრობილი ბრბოთი. დარჩით სახლში, ილოცეთ, იცეკვეთ, იმღერეთ, იკითხეთ და რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ მშვიდად!

მადლობა იმ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, ვის მხრებზეც და ჯანმრთელობის ხარჯზე გადადის ეს გამოწვევა და ნუ ჩაუყრით ამ სასწაულ ადამიანებს ამ შრომას, მითუმეტეს არავინ არასდროს და ვერსადროს ვერ წაგვართმევს რწმენას! კორონასთვის გადამზადებული პერსონალი კი არა, ჯარი უნდა იყოს ექიმების და არა მარტო კორონას, მილიონ ახალ რამეს უნდა დახვდეს სამყარო, ეს არ არის პირველი სერია და არც ბოლო! დაე, ვიყო გიჟი ოპტიმისტი და ვცდებოდე, მაგრამ არ ვაპირებ სიკვდილს და მგონია, რომ არც თქვენ არ დაიხოცებით, თუ ძაან არ გინდათ!" - წერს კლივლენდის კლინიკის ექიმი თინათინ ნარსია.

რა ხდებოდა გუშინ ბათუმის ბულვარში - "ჭიანჭველებივით ჩანდა ხალხი..."

ნიკა მელიას ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიით მოკლული ქალი "შსს-ს თანამშრომლების ღრეობას" ემსხვერპლა

დღის ფოტო ქუთაისიდან - დაცარიელებულ ქალაქში ველოსიპედების ავარია მოხდა